IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

თანამშრომლების დისტანციურად დასაქმების 5 უპირატესობა

1000

მოტივაცია

27.01.2024

564 დათვალიერება

იცოდით, რომ 2025 წლისთვის ვარაუდობენ, რომ 36,2 მილიონი ამერიკელი დაქირავებული თანამშრომელი, დისტანციურად იმუშავებს? ამ ტენდენციის ზრდის ფონზე კარგი დროა, რომ გადახედოთ თქვენი გუნდისთვის დისტანციურად მუშაობის უპირატესობებს. სანამ COVID-19-ის პანდემია შეცვლიდა პროფესიულ ლანდშაფტს, დისტანციური მუშაობა უფრო და უფრო გავრცელებული პრაქტიკა ხდებოდა მთელ მსოფლიოში. ქვემოთ მოცემულია დისტანციური მუშაობის რამდენიმე მთავარი უპირატესობა, რომელიც გეგმების ეფექტურ შესრულებაში და პერსონალის არჩევაში დაგეხმარებათ .


 

რა უპირატესობები აქვს დისტანციურ უშაობას?

 

1. წვდომა ნიჭიერ სპეციალისტებზე მსოფლიოს გარშემო

დისტანციური მუშაობის ბუმის დაწყებამდე, ადამიანების უმეტესობა ტრადიციულ ოფისებში მუშაობდა . კომპანიებს, რომლებსაც მხოლოდ ორი არჩევანი ჰქონდათ: აეყვანათ  ადგილობრივი თანამშრომელი, ან იმედი უნდა ჰქონოდა, რომ არჩეული კანდიდატი საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე იქნებოდა თანახმა, დღეს უკვე შეგიძლიათ დაიქირაოთ თანამშრომლები მთელი მსოფლიოდან დისტანციურ სამუშაოზე, რაც არა მხოლოდ აადვილებს შესაბამისი კანდიდატის პოვნას, არამედ გაზოგვინებთ ხარჯებსაც.

 

2. მოქნილობა თქვენი გუნდის წევრებისთვის

შესაძლოა ეს ყოველთვის ასე არ არის, მაგრამ ადამიანების უმეტესობას მოსწონს დისტანციური სამუშაო. სახლის ოფისიდან ადგილობრივ ყავის კაფემდე - ეს არის მოქნილობა, სადაც ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ სად გადაწყვეტს თანამშრომელი მუშაობას იმ დღეს.

დისტანციურად მუშაობას ის უპირატესობაც აქვს, რომ უკეთესად შეგიძლია შეათავსო სამუშაო და პირადი ცხოვრება. მაგალითად,  30 წუთით ადრე დაიწყო მუშაობა, რათა შეძლო შვილების სკოლაში დატოვება.

მოქნილობა, ეს არის მთავარი უპირატესობა დისტანციური მუშაობის დროს ადამიანებისთვის, რომლებიც ოფისებიდან არ მუშაობენ.

 

როგორც ხედავ, ტექნოლოგიური სამყარო საინტერესო თავგადასავლებს გპირდება. სწორედ ახლა არის კარგი დრო, დაეუფლო მომავლის პროფესიას და წარმატებით განვითარდე კარიერულად. ამ მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი შესაბამისი ცოდნის შეძენაა, რაც დღეს ძალიან მარტივია.

თუკი Front-end Development-ის შესწავლა გსურს, IT აკადემია სტეპში შენთვის ძალიან საინტერესო კურსი დაგხვდება, რომელიც განსაკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, Web Development 0-დან ისწავლოს. გარდა ამისა, სწავლება პრაქტიკაზე არის დაფუძნებული, რაც მოიცავს დავალებებსა და ინდივიდუალურ ფინალურ პროექტს. ეს კი მოგცემს შესაძლებლობას, დახვეწო და განივითარო შესაბამისი უნარები და დააგროვო პრაქტიკული გამოცდილება - დაეუფლე ახალ პროფესიას, დაიწყე სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

3. გაზრდილი პროდუქტიულობა

მოძიებული მონაცემების მიხედვით, დასაქმებულები13%-ით უფრო პროდუქტიულები არიან სახლიდან მუშაობისას და დასაქმებულთა საერთო პროდუქტიულობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 5%-ით გაიზარდა, პანდემიის დროსაც კი.

ბუნებრივია ნერვიულობა იმაზე, თუ რას აკეთებენ დისტანციური სამუშაოს შესრულებისას თანამშრომლები, როდესაც მათ ვერ ხედავთ, თუმცა აქ ჩნდება ნდობის მომენტი. როცა დაიქირავეთ სწორი სპეციალისტი და ენდობი მათ საქმეში, სანერვიულო არაფერია და როდესაც ყველაფერი ისე მიდის, როგორც დაგეგმილია, შედეგის პროდუქტიულობა მეტყველებს თავის თავზე.

რამდენიმე მიზეზი,  თუ რატომ არის დისტანციურად დასაქმებული თანამშრომელი უფრო პროდუქტიული:

  • უფრო კომფორტულ გარემოში მუშაობა

  •  ნაკლები ყურადღების გაფანტვა

  •  მეტი მოქნილობა შესვენებებისთვის

 

რომელი გირჩევნიათ ნახევრად პროდუქტიული, ოფისის თანამშრომელი თუ მთლიანად პროდუქტიული დისტანციური თანამშრომელი?

 

4. ახალი თანამშრომლების მოთხოვნების დაკმაყოფილება

დღეს, უფრო მეტი სპეციალისტი განიხილავს დისტანციურ და მოქნილ სამუშაოს. ხოლო ბევრი სამუშაოს მაძიებელი მხოლოდ სრულიად დისტანციურ დასაქმებაზეა თანახმა.

თუ თქვენი კომპანია სრულად დისტანციურ სამუშაოს სთავაზობს კანდიტატს, ეს განიჭებთ უპირატესობას სხვა ორგანიზაციებთან დასაქმების ბაზარზე.

თუ ეს შესაძლებელია, მიეცით ახალ თანამშრომელს არჩევანი, იმუშაონ დისტანციურად, სრული განაკვეთით თუ ჰიბრიდული გრაფიკით. ეს მათ აძლევს საშუალებას, გადაწყვიტოს, რა მუშაობს საუკეთესოდ მისთვის და მისი საჭიროებებისთვის.

 

5. შემცირებული ხარჯები

რაც უფრო მეტი ადამიანი მუშაობს ოფისში, მით უფრო მაღალია თქვენი ხარჯები -  როგორიცაა ქირა, კომუნალური მომსახურება და საოფისე მასალები.

 100 თანამშრომლისთვის უფრო დიდი ფართი გჭირდებათ , ვიდრე 50-თვის. 

ხოლო  დისტანციური მუშაობისას თანამშრომლები  პასუხისმგებელნი არიან საკუთარ სივრცეზე. მათ შეუძლიათ იმუშაონ საკუთარი სახლის ოფისიდან,  საძინებლიდან, კაფედან, რაც მათ საშუალებას აძლევს, კონცენტრირდნენ თავიანთ სამუშაოზე.

 

დისტანციური მუშაობის სხვა უპირატესობები

• დაბალი ზემოქმედება გარემოზე და გაუმჯობესებული მდგრადობა

• წვდომა მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტებზე

• გაუმჯობესებული ინკლუზიურობა, მრავალფეროვნება და სხვადასხვა კულტურების გაცნობა

• თანამშრომლების შენარჩუნება, რაც გამოიწვევს დაქირავებისა და ტრენინგის ხარჯების შემცირებას

• ნაკლები დრო მგზავრობისას, რაც იწვევს ნაკლებ დაგვიანებას და გაცდენას

 

რაც უფრო გაზრდით თქვენი დისტანციურად დასაქმებული თანამშრომლების რიცხვი, მიხვდებით, რომ კომპანიისთვის და თქვენი გუნდისთვის კიდევ უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია ამ ფაქტს.

 

STEP გაძლევთ შესაძლებლობას შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება, თანამედროვე, მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი და საინტერესო IT პროფესიების ათვისებით:

 

არ აქვს მნიშვნელობა რომელ გზას აირჩევთ, ერთი რამ უდავოა, ახლა საუკეთესო დროა ფრილანსინგის დასაწყებად.  თუ ვერ გადაგიწყვიტავთ, რომელი პროფესიის ათვისება სჯობს - ჩაეწერეთ კონსულტაციაზე

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლაუკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge

 

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ხელოვნური ინტელექტის როლი დასაქმების სფეროში შესაძლებლობები და გამოწვევები

თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტი (AI) აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა, ის აქტიურად ცვლის შრომის ბაზარს, ქმნის ახალ პროფესიებს და გარდაქმნის არსებულ სამუშაო პროცესებს. გაეცანი, თუ რა შესაძლებლობებს უხსნის AI დასაქმებულებს, რა გამოწვევების წინაშე აყენებს მათ და როგორ უნდა მოვემზადო მომავლის კარიერისთვის, სადაც ტექნოლოგია და ადამიანი ერთად მუშაობენ.

ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სამუშაო ადგილებზე რევოლუციურ ცვლილებებს იწვევს. ავტომატიზაცია საშუალებას აძლევს კომპანიებს, ოპტიმიზაცია გაუკეთონ რუტინულ დავალებებს, რაც თანამშრომლებს უფრო კრეატიული და სტრატეგიული საკითხების გადაჭრისთვის ათავისუფლებს. ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება შესაბამისი ცოდნის შეძენა.  IT აკადემია Step-ის AI – ხელოვნური ინტელექტის ინ

ШАГ логотип

AI

პროფესიები რომლებიც გაქრება (გადაშენების პირას) რა გავლენას ახდენს AI და ავტომატიზაცია?

გაიგე, რომელი პროფესიები დგას გადაშენების პირას AI-სა და ავტომატიზაციის ეპოქაში. ტექნოლოგიური გავლენა შრომის ბაზარზე გარდაუვალია, ამიტომ მნიშვნელოვანია იმ სფეროების ცოდნა, რომლებსაც ჩანაცვლება ემუქრებათ. აღმოაჩინე გზები, რომლებიც მომავლის კარიერის შენარჩუნებასა და განვითარებაში დაგეხმარება.

ციფრული ერა და შრომის ბაზრის ტრანსფორმაცია თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტი (AI) და ავტომატიზაცია აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი. ისინი ჩვენი ყოველდღიური სამუშაო გარემოს განუყოფელი ელემენტები გახდნენ. ტექნოლოგიური პროგრესი რადიკალურად ცვლის შრომის ბაზარს, რაც გარკვეული ტრადიციული პროფესიების გაქრობას ან მათ სრულ ტრანსფორმაციას იწვევს. პროც

ШАГ логотип

AI

Generative AI-ს გავლენა კრეატიული პროფესიების შემცირებაზე

ტექნოლოგიური პროგრესი მუდმივად ცვლის შრომის ბაზარს, თუმცა Generative AI-ს გამოჩენამ კრეატიულ სფეროში განსაკუთრებული კითხვები გააჩინა. რეალურად, ემუქრება თუ არა საფრთხე დიზაინერებსა და ქოფირაითერებს, თუ ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ ახალი ეპოქის დამხმარე ხელსაწყოა, რომელიც შემოქმედებით პროცესს უფრო ეფექტურს ხდის.

საფრთხე თუ ახალი შესაძლებლობა? ბოლო პერიოდში Generative AI (გენერაციული ხელოვნური ინტელექტი) ტექნოლოგიურ სამყაროში ნამდვილ რევოლუციად იქცა. ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა Midjourney და ChatGPT, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ადამიანის ექსკლუზიურობა კრეატიულ პროცესებში. ბევრი ფიქრობს, რომ ალგორითმები, რომლებსაც წამებში შეუძლიათ რთული ილუსტრაციების შექმნა, ჩაანაცვლებენ სპეციალისტებს და

ШАГ логотип

ძირითადი უნარების გარდაქმნა რა ცოდნას ითხოვს მომავალი

ნოლოგიური ევოლუცია ჩვენს თვალწინ ცვლის სამუშაო გარემოსა და მოთხოვნად უნარებს. გაიგე, რა ცოდნას ითხოვს მომავალი, როგორ უნდა გარდაქმნა შენი ძირითადი უნარები ახალ რეალობასთან მოსარგებად და რატომ არის უწყვეტი განათლება წარმატების მთავარი ფორმულა ციფრულ ეპოქაში.

ეპოქალური ცვლილება შრომის ბაზარზე ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება ფუნდამენტურად ცვლის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ის, რაც გუშინ უალტერნატივო უნარად ითვლებოდა, დღეს შესაძლოა ავტომატიზებულმა სისტემამ ჩაანაცვლოს. სწორედ ამიტომ, გადამწყვეტი ხდება არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნა, არამედ ადაპტაციის უნარი და ახალი ეპოქის მოთხოვნებზე მორგება. მ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა