IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

თბილისიდან-ევროპაში ონლაინ სამუშაოს მოპოვების პერსპექტივა სტუდენტებისთვის

1000

მოტივაცია

23.06.2024

895 დათვალიერება

განათლების მიღების სურვილი ცივილიზაციის განვითარების საწინდარია! ადამიანისთვის სწორედ განათლების მიღებაა ცხოვრებაში საუკეთესო აქტივობა, მაგრამ, უნდა აღინიშნოს რომ განვითარებისთვის მხოლოდ განათლება საკმარისი როდია, სწავლის პარარელურად გარკვეულ ფინანსურ შემოსავალს ყველა ჩვენთაგანი საჭირებს

სტუდენტებისთვის საბედნიეროდ, არსებობს უამრავი ონლაინ სამუშაო როგორც ევროპის კონტინენტზე ასევე ამერიკაში და აზიაშიც კი, რომლის შესრულებაც თბილისიდან, გორიდან, თელავიდან და მოკლედ თქვენივე პატარა და მყუდრო სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ

ჩვენს დროში ადვილია ცოტაოდენი ფულის გამომუშავება ღამის პერანგშიც კი შესაძლებელია. რა თქმა უნდა, საჭირო არაა თქვენთვის იმის შეხსენება, რამდენად ამდიდრებს CV-ს ისეთი პროგრამული ენების ცოდნა როგორიც არის Python, ასევე სამუშაო გამოცდილება თუნდაც გრაფიკული და დიზაინის მიმართულებით. თქვენს არსენალში კონკრეტული უნარების ჰქონა აჩვენებს პოტენციურ დამსაქმებლებს, რომ ხართ მიზანსწრაფული, პრინციპული და ზოგადად მოწიფული, რასაც ყველა დამსაქმებელი აკვირდება

 

ჩვენ შევისწავლეთ 5-მდე კვლევა და შევკრიბეთ ტოპ ონლაინ სამუშაოების ნუსხა თქვენთვის

 

1. Copywriter (Freelance მწერალი)

გიყვართ წერა? იქნებ ჟურნალისტიკის სტუდენტი ხართ? სამუშაოები ამ მიმართულებით მარტივად შეგიძლიათ მოიძიოთ. სფერო გაძლევს დიდ მოქნილობას გრაფიკის თვალსაზრისით, შესაძლებლობები კი ამ სფეროში უზარმაზარია. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაწეროთ ბლოგები, ლოზუნგები, FB პოსტები მცირე ბიზნესისთვის, კომპანიები უხვად გადაიხდიან თავიანთი ვებ კონტენტის შინაარსის დასახვეწად

ანაზრაურება, როგორც წესი, ფიქსირდება პროექტის ზომით და იმით, თუ რამდენს დაწერთ!

ვებგვერდები, როგორიცაა  Wispar, Copify, LinkedIn, და People Per Hour, შესანიშნავი რესურსია თქვენი, როგორც მწერლის თავგადასავლის დასაწყებად. აქ მთავარია არ იყოთ პასიური, არ ელოდოთ კლიენტებს, რომ მათ თავად გიპოვონ, პირიქით წაროაჩინეთ თქვენი თავი, ანახეთ ვინ არის აქ პროფესიონალი

გაავრცელეთ სიტყვა, ვებგვერდები, როგორიცაა LinkedIn, შესანიშნავია თვითრეკლამირებისთვის, იმის დასაფიქსირებლად, რომ თქვენ ღია ხართ ფრილანს სამსახურისთვის, არასოდეს არის გვიანი შექმნათ LinkedIn-ის პროფილი.

 

2. Dropshipping (გაყიდეთ ნივთები ონლაინ)

ალბათ ყველას გვაქვთ უამრავი წიგნი, ტანსაცმელი და ზოგადად ნივთები, რომლებსაც მტვერი ედება, რადგან მათ აღარ ვიყენებთ, არა? დროა ნაგავი გაცალოთ - გაყიდეთ ყველაფერი რასაც თქვენ აღარ იყენებთ სხვებს კი გამოადგებათ, ასევე იყიდეთ ყველაფერი რაც იაფია (მაგალითად შორტები ნოემბერში) და გადაყიდეთ როცა მოთხოვნა გაიზრდება

 

პლატფორმები, როგორებიცაა Depop, ASOS Marketplace და Preloved, შესანიშნავია მეორადი ტანსაცმლის გასაყიდად, თუ გსურთ გაყიდოთ კონკრეტული ნივთები - Ebay, Etsy ამისთვის შესანიშნავი არჩევანია, თუ გსურთ იყოთ კრეატიული Gumtree არის კიდევ ერთი კარგი ვარიანტი.

 

3. გრაფიკული დიზაინერი

თუ თქვენ კარგად გამოგდით დიზაინის შექმნა, შეგიძლიათ თავისუფალ დროს, თქვენი უნარების გამოყენებით საკმაოდ კარგი ფული გამოიმუშაოთ 

სტუდენტებს მარტივად შეუძლიათ გახდნენ დიზაინერები, საბედნიეროდ პროფესიონალებისთვის არსებობს უამრავი ონლაინ სამუშაო როგორც ევროპის კონტინენტზე ასევე ამერიკაში

შეამოწმეთ ვაკანსიებისთვის, Indeed, Wispar  და People Per Hour ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ თქვენი სახელი გაჟღერდეს სხვადასხვა პლატფორმაზე.

 

გრაფიკული დიზაინის კურსის განმავლობაში შეისწავლი Adobe Photoshop-სა და Illustrator-ს ნულიდან. გაიგებ, როგორ უნდა იმუშაო ტიპოგრაფიასთან, ფორმებთან, ფერებთან, კომპოზიციასთან. გაეცნობი დიზაინის შექმნის გზებს, ფონტების შერჩევას, ფერების შეთავსებას, საბეჭდი ფაილების გამზადებას და ბრიფზე მუშაობას. კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ, რომ შექმნა დასამახსოვრებელი პორტფოლიო, იმუშაო საერთაშორისო კომპანიაში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

→დარეგისტრირდი მარტივად

 

4. ონლაინ მასწავლებელი

იცოდით, რომ დიდ ბრიტანეთში, თქვენ რეალურად არ გჭირდებათ რაიმე კონკრეტული კვალიფიკაცია, იმისათვის რომ გახდეთ ონლაინ მასწავლებელი. 

თუმცა, თქვენ უნდა იყოთ  თქვენი საგნის მცოდნე, გქონდეთ გამორჩეული სწავლების სტილი და რეპეტიტორობისთვის უნდა შეგეძლოთ ნავიგაცია ონლაინ პლატფორმებს შორის.

თქვენს CV-ში რეპეტიტორობა მიმზიდველად გამოიყურება, ამასთანავე შეგიძლიათ ამ საქმეში კარგი ანაზღაურებაც მიიღოთ, საუბარია საათში მინიმუმ 25 ფუნტზე ან მეტზე

თქვენთვის, როგორც ტუტორისთვის, ონლაინ სამუშაო საათები შეიძლება იყოს საკმაოდ მოქნილი, რაც ასევე მისაღებია სტუდენტებისთვის, თქვენ თავად შეგიძლიათ აირჩიოთ რა საათებში იმუშავებთ.

მშობლები ხშირად ითხოვენ DBS (Disclosure and Barring Service) შემოწმებას, ამისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ერთ-ერთ სამთავრობო ვებგვერდს, რაც დაახლოებით 23 ფუნტი დაგიჯდებათ.

 დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდებს, როგორიცაა MyTutor და TutorDirect, ეს არის შესაძლებლობა, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება!

 

თქვენ შეგიძლიათ ასწავლოთ კონკრეტული საგანი ან უბრალოდ ისწავლოთ და შემდეგ სხვას ასწავლოთ პროგრამირება, ინტერნეტში არსებობს უამრავი ონლაინ სწავლების უფასო პლატფორმა, სადაც მზა ფუნქციონალის გამოყენებით გაიმარტივებთ სწავლების პროცესს.

 

 

5. სოციალური მედიის მარკეტინგი

ჩვენ ყველას გვიყვარს Facebook-ზე და Instagram-ზე შესვლა, რას იტყვით ამ აპლიკაციებში მუშაობაზე? ეს შესანიშნავი ონლაინ საქმეა, თუ თქვენ სწავლობთ მარკეტინგს ან კომუნიკაციებს და გაქვთ ნიჭი, შექმნათ მიმზიდველი პოსტები სოციალურ მედიაში, უამრავ პატარა კომპანიას შეიძლება სჭირდებოდეს ახალგაზრდა სოციალური მედია მენეჯერი

 

სფეროში მოვალეობებიც საკმაოდ მარტივია, თქვენ დაგევალებათ კომპანიის სოციალური მედიის პლატფორმების მართვა, გუნდთან ერთად ბრენდის სტრატეგიის განსაზღვრაში ჩართულობა, კონტენტკალენდრის მომზადება, ექაუნთ მენეჯერთან/კლიენტთან აქტივობების რეგულარული რეპორტინგი და ზოგ შემთხვევაში კომენტარებისა და ინბოქსის მოდერირებაც

 

სოც-ქსელები, როგორიცაა LinkedIn, და Facebook, შესანიშნავი რესურსია თქვენი, როგორც სოციალური მედიის მმართველის თავგადასავლის დასაწყებად.

 

6. შექმენი YOUTUBE არხი ან TikTok გვერდი

ეს შეიძლება თავიდან ცოტა რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ საკუთარი ვიდეო კონტენტის შექმნა შეიძლება ძალიან სახალისო აღმოჩნდეს და ამასთანავე ამ პროცესში ფულის გამომუშავებაც შეძლოთ!

დაიწყეთ რაც შეიძლება მალე და გაერკვიეთ მათ სპეციფიკაში! თქვენ უნდა დაისახოთ რეალისტური მიზნები იმასთან დაკავშირებით, თუ რისი მიღწევა გსურთ  და რაზე გაამახვილებთ ყურადღებას თქვენი არხის მეშვეობით.

შეარჩიეთ ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია და რატომ უნდა უყურონ თქვენს კონტენტს, შემდეგ კი დაიწყეთ ვიდეოების გადაღბა.

თქვენ არ გჭირდებათ ძვირადღირებული კამერის ყიდვა, უკეთესი იქნება, თუ გადახედავთ „შავი პარასკევის“ გარიგებებს, რომლებიც ნოემბრის ბოლოს დაიდება.

რედაქტირების თვალსაზრისით, პროგრამული უზრუნველყოფა, როგორიცაა Adobe Premier Pro აღარ არის ერთადერთი პოპულარული არჩევანი, გადმოწერეთ CapCut – ის აუცილებლად გამოგადგებათ!

 

და ბოლოს

თქვენ როგორ სტუდენტმა ონლაინ დასაქმების პერსპექტივა რომ გაზარდოთ, სამუშაოს ძიების პროცესი კარგად უნდა იყოს გააზრებული, უნდა გესმოდეთ რომ წარმატებისთვის საჭიროა დრო და სტრატეგიული მიდგომა, გაგზავნამდე CV უნდა მოარგოთ თითოეულ ვანანსიას ინდივიდუალურად, გულითადად მოამზადეთ თქვენი სამოტივაციო წერილი და ეცადეთ გამოირჩეოდეთ სხვა აპლიკანტებისგან სწორი მიდგომით და თავდაჯერებულობით

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა