IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ხელოვნური ინტელექტის რევოლუცია

ხელოვნური ინტელექტის რევოლუცია

Techfacts

News

პროგრამირება

29.01.2023

7409 დათვალიერება

გლობალურად ხელოვნური ინტელექტის ბაზრის მოცულობა 2025 წლისთვის $200 მილიარდს გასცდება. სხვადასხვა პროგნოზით, წლიური ზრდა 2020-დან 2027 წლამდე 33.8% იქნება. დარგის ექსპერტები ძალიან ბევრს ვკითხულობთ ხელოვნური ინტელექტის ( Ai) რევოლუციაზე რომელიც უკვე მოხდა, საინტერესოა, როგორ შეცვლის ჩვენს სამყაროს და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას?

ზოგჯერ პროგნოზები არც ისეთი ოპტიმისტურია, ინდუსტრიული რევოლუციისგან განსხვავებით, ახლა პროგნოზირებენ ისეთი სამუშაო პროცესების ავტომატიზაციას, რომელიც ადამიანისგან დიდ ინტელექტუალურ შრომას მოითხოვს, მაგალითად გამოჩდნენ AI იურისტები, მუსიკოსები, ქოფირაითერები, მარკეტინგის სტრატეგები, და ა.შ

ხელოვნური ინტელექტი წუთებში წერს სამეცნიერო ნაშრომებს ,რომლის ვალიდურობაში ეჭვი არ შეეპარათ მსოფლიოს ტოპ მეცნიერებს.Tik-tok-ზე Insta და FB-ზე პროფესიონალების დაწერილი ალგორითმი 100 პროცენტიანი სიზუსტით გამოიცნობს ჩვენს ინტერესს და ასევე განსაზღვრავს რა იქნება ჩვენი ემოცია.

 

ისმის შეკითხვა: რა უნდა გავაკეთოთ ადამიანებმა?

პირველ რიგში საჭიროა, რომ უფრო მეტად ვკითხოთ ჩვენს თავს, რასაც ვქმნით ხელოვნური ინტელექტის სახით კონკრეტულ პრობლემას აგვარებს? რა დოზით გვაქვს კოლაბორაცია ხელოვნურ ინტელექტთან? როგორ გამოვიყენებთ მას რომ წინ წავიდეთ ჩვენს საქმეში, გავიმარტივოთ და ეფექტური გავხადოთ ჩვენი სამუშაო?

 

ამ შეკითხვების დასმით შეიქმნა ბევრი საოცარი პროექტი, მათშორის ChatGPT რომელზეც ახლა ყველა საუბრობს!

ChatGPT — ეს არის OpenAI-ის ახალი სისტემა, რომელსაც პროგრამირების ინდუსტრიაში რევოლუციის მოხდენის პოტენციალი აქვს. ის ღია კოდის ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) მოდელია და მას რეალურ დროში ადამიანების მსგავსი პასუხების გენერირება შეუძლია.

 

აქვე გიზიარებთ საუკეთესო AI ინსტრუმენტებს, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ!

1. Krisp: Krisp-ის ხელოვნური ინტელექტი აშორებს ფონურ ხმებს, ხმაურს და ექოს თქვენი ზარებიდან, რაც მოგცემთ 'მშვიდი ზარის' განხორციელების შესაძლებლობას.
ლინკი: https://krisp.ai/

2. Beatoven: ქმნის უნიკალურ უფასო მუსიკას, რომელიც აამაღლებს თქვენი 'story'-ს შინაარს
ლინკი: https://www.beatoven.ai/

3. Cleanvoice: ავტომატურად არედაქტირებს თქვენი პოდკასტის ეპიზოდებს
ლინკი: https://cleanvoice.ai/

4. Podcastle: ამზადებს სტუდიის ხარისხის ჩანაწერს, პირდაპირ თქვენი კომპიუტერიდან
ლინკი: https://podcastle.ai/

5. Flair: ქმნის ბრენდირებულ კონტენტს
ლინკი: https://flair.ai/

6. Illustroke: ქმნის ძალიან მაგარ ვექტორულ სურათებს ტექსტური მოთხოვნიდან გამომდინარე
ლინკი: https://illustroke.com/

7. Patterned: ქმნის ზუსტ შაბლონებს, რომლებიც ძალიან გამოგადგებათ
ლინკი: https://www.patterned.ai/

8. Stockimg: შექმნის თქვენთვის საჭირო სრულყოფილ ფოტოსურათს, ყოველ ჯერზე
ლინკი: https://stockimg.ai/

9. Copy: ქმნის AI გენერირებულ copy-ს
ლინკი: https://www.copy.ai/

10. CopyMonkey: შექმენით Amazon-ის ჩამონათვალი წამებში
ლინკი: http://copymonkey.ai/

11. Ocoya: შექმენით და დაგეგმეთ სოც. მედიის კონტენტი 10-ჯერ უფრო სწრაფად
ლინკი: https://www.ocoya.com/

12. Unbounce Smart Copy: წერს მაღალი ხარისხის ე.წ. Cold Email-ებს
ლინკი: https://unbounce.com/

13. Vidyo: გააკეთებს მოკლე ფორმის ვიდეოებს გრძელი ფორმის შინაარსიდან, მხოლოდ რამდენიმე დაწკაპებით
ლინკი: https://vidyo.ai/

14. Maverick: ქმნის პერსონალიზებულ ვიდეოებს
ბმული: https://www.trymaverick.com/

15. Quickchat: AI ჩეთბოტები, რომლებიც ავტომატიზირებენ მომხმარებელთა მომსახურების სქემებს
ლინკი: https://www.quickchat.ai/

16. Puzzlelabs: შექმენით AI-ზე მომუშავე ბაზა თქვენი გუნდისა და მომხმარებლებისთვის
ლინკი: https://www.puzzlelabs.ai/

17. Soundraw: შეწყვიტეთ თქვენთვის სასურველი სიმღერის ძებნა და შექმენით იგი!
ლინკი: https://soundraw.io/

18. CleanupPictures: წაშალეთ ნებისმიერი სასურველი ობიექტი, დეფექტი, ხალხი ან ტექსტი თქვენი სურათებიდან წამებში
ლინკი: https://cleanup.pictures/

19. Resumeworded: გააუმჯობესეთ თქვენი რეზიუმე და LinkedIn პროფაილი
ბმული: https://www.resumeworded.com/

20. Looka: შეიმუშავეთ თქვენი პირადი, მიმზიდველი ბრენდი
ლინკი: https://looka.com/

21. There'sanaiforthat: AI-ების ყოვლისმომცველი მონაცემთა ბაზა. ხელმისაწვდომია ყველა ამოცანისთვის!
ლინკი: https://theresanaiforthat.com/

22. Synthesia: შექმენით AI ვიდეოები უბრალოდ, მხოლოდ ტექსტის აკრეფით.
ლინკი: https://www.synthesia.io/

23. Descript: ახალი გზა ვიდეოს და პოდკასტების შესაქმნელად
ლინკი: https://www.descript.com/

24. Otter: აღბეჭდეთ და გააზიარეთ თქვენი შეხვედრებიდან მიღებული შთაბეჭდილებები
ლინკი: https://otter.ai/

25. Inkforall: AI content (ნებისმიერი კონტენტის გენერაცია, ოპტიმიზაცია, შესრულება)
ლინკი: https://inkforall.com/

26. Thundercontent: შექმენით კონტენტი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით
ბმული: https://thundercontent.com/

 

ისწავლე კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში, აღმოაჩინე წარმატების ახალი გზები 2023 წლიდან!

→ დარეგისტრირდი მარტივად

 

ყოველივე ეს აბსოლუტური რევოლუციაა, რადგანაც ასეთი ექსპონენციალური განვითარება არცერთ სფეროში და კაცობრიობის ისტორიაში არასდროს არ ყოფილა. ჯერ კიდევ 20 წლის წინ არ არსებობდა სმარტფონი, დრონები, ვირტუალური რეალობა და ა.შ. დღეს ხელოვნური ინტელექტის ელემენტებით აღჭურვილმა აპლიკაციებმა შეიძლება მარტივად ამოიცნოს ტერორისტების დაფინანსებისთვის მიმართული ფულადი ტრანზაქციები, და იმავე აპლიკაციებმა (მცირე მოდიფიკაციით) შეიძლება სერიოზული კიბერთავდასხმა განახორციელოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და დიდი ზიანი გამოიწვიოს. რატომ უნდა გვეგონოს, რომ ბოლო 20 წელიწადში რაც შევქმენით, ეს არის მაქსიმუმი? კაცობრიობა ხომ მუდმივად ვითარდებოდა. ექსპონენციალურად იზრდება ცოდნაც და ტექნოლოგიებიც, რაც იმას განაპირობებს, რომ მომდევნო ნახტომები უფრო სწრაფი იქნება. ჩვენი მომავალი სრულად თუ არა, მისი დიდი ნაწილი აუცილებლად იქნება დამოკიდებული ამ ტექნოლოგიების სწორ მართვასა და მათ პოზიტიურ გამოყენებაზე.

 

მალე თითქმის ყველა მონაცემთა ბაზა ციფრული იქნება, და ეს AI სისტემებს მისცემს გადაწყვეტილებისა და ოპტიმიზაციის მიღების საშუალებას. რობოტები, AI-ის დახმარებით, თითქმის ყველა სამუშაოს შესრულებას შეძლებენ, მაგალითად, მშენებლობა, დიზაინი, არქიტექტურა თუ გადაზიდვა, ასევე ტრანსპორტირება მთლიანად ამ ტექნოლოგიებით იქნება შესრულებული.

 

რევოლუცია სამუშაო პოზიციებში

დღეს, ზოგიერთ კომპანიაში AI უკვე თანამშრომლების მუშაობის გასაუმჯობესებლადაც კი გამოიყენება, კოდირებული AI პლატფორმებით, რომელთა გამოყენება ნებისმიერს შეუძლია, განურჩევლად მანქანური სწავლისა და მონაცემთა მეცნიერების წინასწარი ცოდნისა. მაგალითად, OpenAI-ს ახალი გამოგონებებით ველას შეუძლია ისარგებლოს AI-ით, კოდის ერთი ხაზის დაწერის გარეშეც კი. ხელოვნური ინტელექტის დანერგვა უზრუნველყოფს სამ სარგებელს, რაც აუმჯობესებს თანამშრომლების ჩართულობას.


ადამიანები უკეთესად მუშაობენ, როდესაც ისინი მზად არიან წარმატების მისაღწევად. Oracle-ის ბოლო გამოკითხვაში გამოკითხულთა სამი მეოთხედი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი დაეხმარა მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, 59% აღნიშნავს, რომ მათ მნიშვნელოვნად შეუმცირდათ სტრესი. მეტი დრო იხარჯება ნაყოფიერად, როდესაც ადამიანებს აქვთ ინფორმაცია, რომელიც მათ სჭირდებათ თავიანთი სამუშაოს შესასრულებლად და დამსაქმებლებს შეუძლიათ უკეთ ადევნონ თვალყური ამ პროგრესს.

AI-ს შეუძლია, შეამციროს ხელით გასაკეთებელი დავალებების რაოდენობა, რომლებიც თანამშრომლებმა უნდა შეასრულონ, რაც მათ მეტ დროს აძლევს მათი სამუშაოს ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებზე ფოკუსირებისთვის.

 

2023 წლის პირველ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ჩინურმა IT კომპანია NetDragon Websoft-მა ახალი აღმასრულებელი დირექტორი დანიშნა. პოსტი დაიკავა ქალბატონმა ტანგ იუმ, ხელოვნური ინტელექტის მქონე ვირტუალურმა ჰუმანოიდმა რობოტმა. ტანგ იუ გახდა მსოფლიოში პირველი ქალი რობოტი აღმასრულებელი დირექტორის სავარძელში

ის მიიღებს გადაწყვეტილებებს რისკების მართვასთან დაკავშირებით, ასევე გაუმკლავდება საკადრო პოლიტიკას. მოსალოდნელია, რომ Tang Yu გაამარტივებს პროცესებს და იქნება სამართლიანი ყველა თანამშრომლის მიმართ. Tang Yu-ს დანიშვნა ხაზს უსვამს კომპანიის "AI + მენეჯმენტის" სტრატეგიას და წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს კომპანიისთვის, რათა 100%გახდეს "Metaverse ორგანიზაცია".

 

2022 წლის ბოლოს, ნიუ-იორკში დაფუძნებული მარკეტინგული სააგენტოს, codeword-ის, გუნდს ორი ახალი სტაჟიორი შეუერთდა. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ორივე მათგანი ხელოვნური ინტელექტია. ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა ხელოვნური ინტელექტი სამუშაო გუნდის რიგით და სრულყოფილ წევრად ოფიციალურად გაფორმდა. სტაჟიორებს სახელებიც აქვთ - ეიდენი და აიკო. მათ თავადვე გააკეთეს საკუთარი ვიზუალური პრეზენტაციებიც.

 

დასკვნა

ხელოვნური ინტელექტის რევოლუცია ახლა იწყება, ფაქტები მეტყველებს, რომ განვითარების ახალი ეტაპის მიჯნაზე ვართ რაც გასახარია, რადგან ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ადამიანის შესაძლებლობები დღითიდღე უმჯობესდება, ჩვენი ცხოვრების რითმი დაჩქარდა, სულ უფრო მსუბუქდება ფიზიკური საკითხები და ნვითარდება ინტელექტუალური სფეროები, AI შესანიშნავი დამხმარეა ადამიანის განვითარების გზაზე.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერებისდიდოჯახში!

IT Academy StepლიდერიITსფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა