IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

კოდირების შესასწავლი საუკეთესო აპლიკაციები ბავშვებისთვის

256

პროგრამირება

07.02.2023

1168 დათვალიერება

პროგრამების სწავლება მოზარდებისთვის შესაძლოა რთული გამოწვევა იყოს, ამიტომ შემოგთავაზებთ აპლიკაციებს, რომლებიც ბავშვების მეტი ჩართულობისთვის და სწავლების პროცესის გასამარტივებლად არის შექმნილი

დიან ჰ. ვონგი DoMyWriting-დან განმარტავს, რომ კოდირების აპლიკაციები პატარა ბავშვებისთვის და პროგრამირების აპლიკაციები მოზარდთათვის ხდება უფროდაუფრო პოპულარული, ვინაიდან აიტი და კომპიუტერული მეცნიერებები აგრძელებს პოპულარობის მოპოვებას ჩვენს სულ უფრო მზარდი გლობალური ტექნოლოგიების ბაზარზე. მოდით გავეცნოთ დღეს-დღეობით  რამდენიმე საუკეთესო აპლიკაციას, რომლებიც გაგვიადვილებს ბავშვებისთვის კოდირების სწავლებას: 

 

1. Scratch 

Scratch არის ალბათ ყველაზე ცნობადი სახელი ბავშვებისთვის განკუთვნილ კოდირების აპლიკაციებში და დღესდღეობით აქტიურად გამოიყენება სკოლებში მსოფლიოს მასშტაბით. ეს აპლიკაცია უფასოდაა ხელმისაწვდომი ინტერნეტში და გამოიყენება როგორც Android-ის ასევე iOS სისტემებისთვის, რაც მისი ფართო გავრცელების მიზეზია. ამ აპლიკაციის ცალკე ვერსიას Scratch Jr. ეწოდება და შექმნილია 5-დან 7 წლამდე ბავშვების მოხმარებისთვის მობილურ პლატფორმებზე. Scratch-ის სტანდარტული ვერსია საუკეთესოდაა მორგებული დაწყებითი კლასების მოსწავლეებსა და მოზარდებისთვის.

 

Scratch შექმნილია 2003 წელს MIT-ს სტუდენტებისა და თანამშრომლების მიერ. აპლიკაცია იყენებს კოდირების ენას, რომელიც განკუთვნილია 5-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. აღნიშნული კოდირების ენა იყენებს ე.წ. ვიზუალურ ბლოკებს, რომელთა სამუშაო სივრცეში გადატანით/"ჩაგდებით" ვაშენებთ ლოგიკურ ჯაჭვებს, რაც ეხმარება ბავშვებს გაიგონ და შეისწავლონ კოდირების სამშენებლო ბლოკების საბაზისო პრინციპები. Scratch-ი ასევე ცნობილია სასწავლო მასალების მრავალფეროვნებით, სასწავლო სახელმძღვანელოებითა და სადისკუსიო ფორუმებით.

 

2. Kodable

Kodable არის კიდევ ერთი ცნობილი კოდირების აპლიკაცია ბავშვებისთვის. ეს აპლიკაცია უფასოდაა ხელმისაწვდომი iPhone-ისა და iPad-ის მომხმარებლებისთვის, თუმცა სამწუხაროდ არ არის ხელმისაწვდომი Android-სა და ვებზე. Kodable-ს ასევე აქვს ფასიანი pro. ვერსია, რომელიც საშუალებას იძლევა გვქონდეს წვდომა აპლიკაციის სხვა ფუნქციებზე. როგორც Scratch-ის შემთხვევაში, Kodable მორგებულია, როგორც ბავშვებისთვის ასევე მოზარდებისთვის (6 წლიდან ზევით). ამასთან, აპლიკაცია სცდება სწავლების საბაზისო ეტაპებს და მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რომ საბაზისო დონიდან გადავიდეს კოდირების უფრო კომპლექსურ დონეებზე.

 

კიდევ ერთი შესანიშნავი რამ Kodable-ის შესახებ არის ის, რომ იგი მოიცავს ინსტრუქციულ გაკვეთილებს, რომელთა დახმარებითაც მომხმარებელი მიიღებს სრულ გამოცდილებასა და ცოდნას პროგრამის ფარგლებში, დამატებითი დახმარების გარეშე. აპლიკაციაში ასევე ყურადღება გამახვილებულია პროგრამირების სხვადასხვა ენებზე, როგორებიცაა: Javascript, HTML, Python, Java, CSS და სხვ. ყოველი გაკვეთილი შეიცავსინსტრუქციებს, მასთან დაკავშირებული ლექსიკის სიტყვების ჩამონათვალს და სხვა დამატებით მასალებს. თამაშისმაგვარი ფორმატი, რომელიც ინდივიდუალური პერსონაჟის არჩევის და სხვადასხვა დონის გადალახვის საშუალებას იძლევა, ზრდის ბავშვებისა და მოზარდების ჩართულობას სწავლის პროცესში.

 

3. Tynker

Tynker არის უფასო აპლიკაცია კოდირებისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ სივრცეში ასევე iOS მოწყობილობებისთვის, მაგრამ მას ასევე აქვს ფასიანი პრემიუმ გაუმჯობესების ვარიანტიც. მიუხედავად იმისა, რომ Tynker არის შედარებით ახალი აპლიკაცია, ის უკვე საკმაოდ პოპულარულია. Tynker მეტად ფოკუსირებულია პროგრამირების სწავლებაზე, ნაცვლად აპლიკაციის მიმართულებისა. ეს აპლიკაცია მორგებულია, როგორც ახალგაზრდა, ისე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, ასევე მას აქვს  Python-ის შესწავლის ფუნქციონალი საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის.

 

Tynker გვთავაზობს მრავალფეროვან მახაიათებლებს, რაც დაეხმარეა ბავშვებს კოდირების შესწავლაში. როგორც Code Monkey, ეს პროგრამა, ბავშვების ჩართულობისთვის, იყენებს თამაშებსა და თავსატეხებს. იგი ასევე გვთავაზობს გაკვეთილებს, საკლსო მასალებს, სიუჟეტზე დაფუძნებულ გამოწვევებს და სასწავლო მოდულებს Javaსcript-ისა და Python-ის შესასწავლად. ამასთანავე Tynker-ს გააჩნია მომხმარებელთა მიერ შესრულებული პროექტების ბიბლიოთეკა, რომელზე წვდომა ექნებათ აპლიკაციის მომხმარებლებს. ამგვარად Tynker ქმნის ონლაინ საკლასო ოთახის გარემოს.

 

ისწავლე კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში, აღმოაჩინე წარმატების ახალი გზები 2023 წლიდან!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

4. Daisy the Dinosaur

Daisy the Dinosaur არის პროგრამირების უფასო აპლიკაცია iPhone და iPad-ის მომხმარებელთათვის. რაც განასხვავებს ამ აპლიკაციას სხვა მსგავსი აპლიკაციებსიგან არის ის რომ იგი შექმნილია სპეციფიკურად 4-დან 7 წლამდე ბავშვებისთვის, შესაბამისად საუკეთესო არჩევანია დამწყები მოსწავლეებისთვის. აპლიკაცია შექმნილია იმავე გუნდის მიერ, რომლებმაც მანამდე შექმნეს კოდირების სხვა საბავშვო აპლიკაცია სახელით Hopscotch.თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი უკვე იცნობთ აპლიკაცია Hopscotch-ს, მაშინ თქვენ გაგიადვილდებათ აპლიკაციაში ნავიგაცია, რადგან Daisy-ს აქვს მსგავსი მოსახერხებელი ინტერფეისი შეზღუდული ფუნქციებით, რომელიც საუკეთესოდ შეეფერება დამწყებ მოსწავლეებს.

 

აქ განხილულ აპლიკაციებს შორის, Daisy the Dinosaur-ს აქვს ყველაზე სრულყოფილი და ადვილად აღსაქმელი დაწყებითი საფეხური პროგრამირების სამყაროში ახალგაზრდა მოსწავლეებისთვის. პირობითებისა და მარყუჟების (conditionals and loops) ფუნქციების გამოყენება, საშუალებას აძლევს ბავშვს თავი აარიდოს ტერმინოლოგიის დაზეპირებას და ამის ნაცვლად ყურადღება გაამახვილოს აპლიკაციის გამოყენების ლოგიკაზე. მომხმარებელს შეუძლია, გადაქაჩვა/ჩაგდების (drag-and-drop) ბრძანების გამოყენებით, ამოძრაოს, ახტუნაოს ან აცეკვოს Daisy-ს პერსონაჟი.

 

5. Lightbot

Lightbot არ არის უფასო აპლიკაცია, თუმცა ნამდვილად ღირს მასში საფასურის გადახდა, მათთვის ვინც ეძებს აპლიკაციაში უფრო მოწინავე პარამეტრებს. არსებობს აპლიკაციის ორი ვერსია: Android-ის ვერსია, რომელიც ღირს 2.33£ და iOS ვერსია - 2.99£. აპლიკაცია შექმნილია 4-დან 13 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის. Lightbot მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე რთულ სამუშაო პროგრამულ აპლიკაციად, შესაბამისად მისი გამოყენება უმჯობესია მათთვის ვისაც უკვე აქვს პროგრამირების გარკვეული გამოცდილება და არიან პროგრამირების შედარებით მოწინავე დონეზე.

 

აპლიკაცია იწყება იოლი დონიდან და ეტაპობრივად იზრდება სირთულის დონე, ზრდასრულთათვისაც კი. მომხმარებლები ეცნობიან მოკლე ინსტრუქციებს ყოველი დონის დასაწყისში, რათა მათ გაუადვილდეთ პროცესის  წარმართვა. დონეები შეიძლება განმეორდეს მანამ, სანამ მომხმარებელი არ დაოსტატდება. ერთი დონის დასრულება მომხმარებელს გადაიყვანს შემდეგ დონეზე.

 

6. Cargo-Bot 

Cargo-Bot არის უფასო აპლიკაცია კოდირებისთვის ხელმისაწვდომი, როგორც Android-ის ასევე iOS მოწყობილობებზე, რომელიც მორგებულია 10 წელს ზევით ბავშვებზე. ეს აპლიკაცია შეიცავს თავსატეხებს, სადაც ვიყენებთ რობოტის კიდურს, რომელიც შეიძლება დაპროგრამირდეს სხვადასხვა ამოცანების შესასრულებლად, როგორიცაა სხვადასხვა ფერის ყუთების გადაადგილება კონკრეტული დიზაინის ან ნიმუშის შესაქმნელად.

 

Cargo-Bot თავდაპირველად შეიქმნა iPad-ისთვის, შეხებაზე დაფუძნებული კოდირების აპლიკაციის გამოყენებით, სახელწოდებით Codea. Codea თავისმხრივ დაფუძნებულია Lua-ს პროგრამირების ენაზე, შესაბამისად ლოგიკა რომელზეც დაფუძნებულია Cargo-Bot  ძალიან ჰგავს Lua-ს პროგრამიების ენას და შემსწვლელებს ამზადებს შემდგომში Lua-ს გამოყენებისთვის. ვინაიდან ლუა არ არის შექმნილი დამწყებთათვის, Cargo-Bot კარგი საწყისი წერტილია მათთვის, ვისაც სურს ლუაში დახელოვნება.

 

შეჯამება

აპლიკაციები ძალზედ ეფექტური და სახალისოა, თუმცა ხშირად იჩენს სხვადასხვა ბარიერი თავს, როგორიცაა ენის არ ცოდნა საჭირო დონეზე, სხვადასხვა Device-თან მოპყრობის საჭირო უნარ-ჩვევები და დისციპლინა, რომელიც აკადემიურ გარემოში ისწავლება, ამიტომ გირჩევთ ჩართოთ თქვენი პატარა ჩვენს საგანმანათლებლო პროგრამებში, ჩვენ შევქმენით სწავლების განსაკუთრებული საშუალება, სადაც მასწავლებლები და სტუდენტები თანასწორად ურთიერთობენ. ჩვენი სასწავლო კლასები და აუდიტორიები აღჭურვილია კომფორტული სამუშაო ადგილებით, კომპიუტერული ტექნიკით და ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფით.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა