კოდის წერა ბავშვებისთვის – სულ უფრო პოპულარული ხდება, უფრო მეტი ადამიანი აქცევს ყურადღებას ამ ერთი შეხედვით მიუწვდომელ უნარს და ფიქრობს: მეც ხომ შემიძლია ამის სწავლა?
მშობლებს განსაკუთრებით აინტერესებთ მათი შვილების მიერ კოდის წერის სწავლის იდეა; უახლესმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელი მშობლების 90%, ხოლო, ევროპელი მშობლების 74%-ს სურს, რომ ბავშვებისთვის კოდის წერა იყოს სასკოლო პროგრამის ნაწილი - მათ ზუსტად ესმით, რომ მცირე ასაკში ნასწავლმა კოდირებამ შესაძლოა მათი შვილის წარმატებაში დიდი როლი ითამაშოს. ონლაინ სწავლების ნორმალიზების წყალობით, უფრო მეტ ბავშვს მოსწონს დამატებითი გაკვეთილების იდეა ონლაინ კოდირების აკადემიებისა და პროგრამების საშუალებით.
ბლოგში განვიხილავთ კოდის წერას ბავშვებისთვის: სარგებელს, სტატისტიკას და რატომ არის კომპიუტერული წიგნიერების ეს კონკრეტული ბრენდი ახლა ასე მნიშვნელოვანი.
რას გულისხმობს კოდირება?
კოდირება (ან პროგრამირება) პროგრამისტების მიერ შესრულებული შემოქმედებითი პროცესია, სადაც ისინი ეუბნებიან კომპიუტერს ან მანქანას როგორ შეასრულოს კონკრეტული დავალება. იგი მოიცავს შესრულებადი სკრიპტების წერას კომპიუტერული პროგრამირების ენების გამოყენებით, როგორიცაა Java ან Python.
ზოგი მიიჩნევს, რომ კოდირება არის კომპიუტერთან კომუნიკაციის საშუალება. პროგრამისტები აძლევენ კომპიუტერს მითითებებს და კომპიუტერი ასრულებს მათ. ადამიანებს, რომლებმაც იციან კოდირება (მაგ. კოდის დამწერები, პროგრამისტები, დეველოპერები) შეუძლიათ შექმნან თამაშები, აპლიკაციები, კომპიუტერული პროგრამები, ვებსაიტები და ინტერაქტიული ციფრული კონტენტი.
სასარგებლოა თუ არა კოდირების ცოდნა ბავშვებისთვის?
ახალგაზრდა გონება განუზომლად ადაპტირებადი და მოქნილია. მათ შეუძლიათ სწრაფად აითვისონ და შეინარჩუნონ ცოდნა. ბავშვებს, რომლებიც ძალიან მცირე ასაკში იწყებენ კოდირებას, შეუძლიათ ისწავლონ სიტუაციის კრიტიკული შეფასება, შეისწავლონ განსხვავებული პერსპექტივები, შექმნან შემოქმედებითი გადაწყვეტილებები და ჩაერთონ ცდა-შეცდომის სწავლების პროცესში. რაც უფრო ადრე სწავლობენ ბავშვები კოდირებას, მით უფრო ადვილი იქნება მათთვის ამ უნარის და სხვა უნარების დაუფლება.
ეს უნარები შემდეგია:
-
კოდირება ხელს უწყობს ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას
- ბავშვებში კოდირება ხელს უწყობს ლოგიკის, მსჯელობის და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
ბოლოდროინდელმა კვლევებმა დაადგინა პოზიტიური კორელაცია კომპიუტერულ პროგრამირებასა და კოგნიტურ უნარებს შორის. შედეგების თანახმად, სტუდენტებმა, რომლებმაც იცოდნენ კოდირება, როგორც წესი, კოგნიტური შესაძლებლობების ტესტებზე უფრო მაღალი ქულა მიიღეს, ვიდრე მათ, ვისაც პროგრამირების გამოცდილება მცირედ ან საერთოდ არ ჰქონდა. MIT-ის კვლევამ ასევე გაუსვა ხაზი, რომ კომპიუტერული პროგრამირება შეიძლება იყოს მომგებიანი კოგნიტური განვითარებისათვის.
როდესაც ბავშვები სწავლობენ კოდის წერას, მათ ასწავლიან, თუ როგორ უნდა დაიყოს რთული პრობლემები უფრო პატარა, უფრო მართვად ნაწილებად, რათა დაიწეროს ფუნქციური სკრიპტები. ამ პროცესს ეწოდება დეკომპოზიცია და ეს არის ღირებული უნარი, რომელიც ბავშვებს წარმოუდგენლად გამოადგებათ ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი შეხვდებიან რეალური ცხოვრების სირთულეებს.
კოდირებისას პროგრამისტმა უნდა (ა) ამოიცნოს პრობლემა, (ბ) გაანალიზოს იგი, (გ) შექმნას ეფექტური გადაწყვეტა, (დ) დატესტოს გადაწყვეტა და (ე) გაიმეოროს პროცესი, თუ პრობლემა არ მოგვარდება.
როდესაც ბავშვები სწავლობენ კოდირებას, ისინი ეცნობიან პრობლემის გადაჭრის პროცესს და საბოლოოდ კომფორტულად გრძნობენ ამასთან თავს. რაც უფრო მეტად ეჩვევიან ისინი კოდის ხაზებზე სტრიქონების წერას, გადაწერას, პრობლემების აღმოფხვრას და გამართვას, მით უფრო ტრადიციული ხდება მათთვის საფეხურების გავლა და მათი სწორად შესრულება.
კოდირება ხელს უწყობს ფოკუსირებას და კრეატიულობას
იმის გამო, რომ კომპიუტერული პროგრამირება ასე ტექნიკურად გამოიყურება, ბევრი ადამიანი მას არ აიგივებს შემოქმედებით აზროვნებასთან –განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მეთოდური და პროცედურული შეიძლება იყოს კოდირების აქტი. მაგრამ პროგრამისტებმა ეს ძალიან კარგად იციან: კოდირებას შეუძლია ხელი შეუწყოს შემოქმედებას. უფრო მეტიც, შემოქმედებითი აზროვნების გარკვეული დონეა საჭირო, როდესაც პროგრამირებას ვსწავლობთ ნულიდან.
დაფიქრდით; ბავშვებს, რომლებმაც იციან კოდირება, შეუძლიათ განავითარონ აპლიკაციები, თამაშები, ანიმაციები, ვებსაიტები და სხვა. მათ შეუძლიათ შექმნან ინტერაქტიული კონტენტი არსებული კოდის სტრიქონების დაწერით (ან რამდენიმე ბლოკის ერთმანეთთან დაჭერით, რადგანაც ბლოკური კოდირება ბავშვებისთვის პოპულარული კოდირების ფორმატია), მაგრამ ამ შინაარსის რეალური გეგმა მათ წარმოსახვაშია.
მას შემდეგ რაც ბავშვები ისწავლიან კოდირებას, იცვლება მათ მიერ ციფრული მედიისა და ტექნოლოგიის მოხმარების გზა. ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი გამოსცდიან ახალ აპლიკაციას ან თამაშობენ ახალ ვიდეო თამაშს, მათ შეუძლიათ მიიღონ შთაგონება საკუთარი შემოქმედებისთვის. მათ შესაძლოა შეხედონ ონლაინ საბრძოლო თამაშს და გაიფიქრონ: რა მოხდება, ეს სათავგადასავლო თამაში რომ იყოს? და მათი კოდირების ცოდნით, მათ შეეძლებათ ეს ჰიპოთეტური იდეა რეალობად აქციონ.
კოდირება შეიძლება იყოს ეფექტური საშუალება მათი შემოქმედებითი გამოხატვისათვის. ზოგი ბავშვი ხატავს. ზოგი ბავშვი უკრავს ინსტრუმენტზე ან მღერის. ზოგიერთი ბავშვი წერს კოდს.
და ამ შემოქმედებითობას მოჰყვება გარკვეული დონის ფოკუსირებაც. როდესაც ბავშვები შეიმუშავებენ პროგრამას, მათ უნდა გაითვალისწინონ მისი ყველა ასპექტი, რათა დაწერონ შესაბამისი კოდი.
მაგალითისთვის ავიღოთ ვიდეო თამაშის შექმნა. ბავშვებს მოუწევთ კოდის დაწერა, რათა პერსონაჟმა იაროს წინ, უკან, გვერდებზე. მათ მოუწევთ კოდის დაწერა ისე, რომ პერსონაჟს შეეძლოს ახტომა ან დახრა. მათ ასევე უნდა გაითვალისწინონ, თუ როგორ ურთიერთობს პერსონაჟი გარემოსთან და შემდეგ ლოგიკურად დაწეროს კოდი, რომელიც მოიცავს ამ ურთიერთქმედების შემდეგ ყველა საბოლოო შედეგს
არ დაკარგოთ დრო! გამოიყენეთ ის უკეთესი მომავლის შესაქმნელად
→ დარეგისტრირდი ახლავე!
კოდირება ხელს უწყობს თავდაჯერებულობას
თუ თქვენ ოდესმე გიცდიათ კოდირება (ან თუნდაც გიყურებიათ ვინმესთვის ამ პროცესში), ალბათ გესმით რამდენად ზუსტი შეიძლება იყოს ეს. განსაკუთრებით ტექსტზე დაფუძნებული კოდირება! ბლოკური კოდირება ცოტა უფრო მოქნილია, მაგრამ ტექსტზე დაფუძნებული კოდირება სრულყოფილ სინტაქსს მოითხოვს. ერთი უადგილო მძიმით ან წერტილ-მძიმით შესაძლებელია მთლიანი კოდის არევა.
როდესაც მათი სკრიპტები უფრო და უფრო რთულდება, ბავშვები უდავოდ კარგად გაეცნობიან კოდის წერის, გაშვების, გამართვის, ხელახალი წერის და ხელახალი გაშვების რთულ პროცესს. ეს ბავშვებს ასწავლის მოთმინებას და მედეგობას ისე, როგორც სხვა არაფერი. უფრო მეტიც, ბავშვები, რომლებიც კოდს წერენ, უფრო დარწმუნებულები და თავდაჯერებულები ხდებიან თავიანთ გადაწყვეტილებებში (იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებიც არ წერენ კოდს). წარმატებული, მუშა სკრიპტების შექმნა შეიძლება ძალიან რთული იყოს, თუმცა ბევრად რთული გახდება ეს პროცესი, თუ საკუთარ შესაძლებლობებს მუდმივად ეჭვქვეშ დააყენებთ.
რომელია საუკეთესო პროგრამირების ენა ბავშვებისთვის?
"საუკეთესო" საკმაოდ სუბიექტური ტერმინია. მაგრამ ზოგიერთი პროგრამირების ენა უდავოდ უფრო მეგობრულია ბავშვებისთვის, ვიდრე სხვები. მაგალითად; ბლოკზე დაფუძნებული კოდირების ენები (როგორიცაა Scratch ან Blockly). ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ ვიზუალური ბლოკური კოდირება არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ბავშვებისთვის პროგრამირების სწავლის დასაწყებად. ეს ამცირებს კოდის წერით გამოწვეულ დაბნეულობას და ტექნიკური დამახსოვრების აუცილებლობას, რაც ბავშვებს საშუალებას აძლევს მხოლოდ ძირითადზე გაამახვილონ ყურადღება.
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს მიდგომა კარგია 5-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, დიდ, უფრო გამოცდილ ბავშვებს შეიძლება მალე მოსწყინდეთ ან არ იყვნენ შთაგონებულნი ბლოკური კოდირების საზღვრებით. მათ შესაძლოა მალე მოინდომონ "რეალური პროცესის" დაგემოვნება, და "რეალური პროცესი" კი ტექსტზე დაფუძნებული კოდირებაა.
ამის გათვალისწინებით, აქ არის ტექსტზე დაფუძნებული პროგრამირების ენების მოკლე ჩამონათვალი, რომლებიც საკმაოდ მარტივია (სხვებთან შედარებით) და, შესაბამისად, არც ისე დამაბნეველი:
- Java – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მარტივი პროგრამირების ენა. მას იყენებს ასობით ცნობილი თამაში, მათ შორის Minecraft. თქვენს შვილს შეუძლია ისწავლოს როგორ გააკეთოს Minecraft მოდები Java-ს გამოყენებით.
- JavaScript – არ შეგეშალოთ Java-ში. JavaScript ასევე საკმაოდ ადვილი შესასწავლია და ის შესანიშნავი არჩევანია 2D ვებ თამაშების შესაქმნელად.
- HTML – დამწყებთათვის მეგობრული, ტექსტზე დაფუძნებული ენა, რომელიც შესანიშნავია ვებსაიტების შესაქმნელად.
- CSS – ჩვეულებრივ გამოიყენება HTML-თან ერთად. ასევე საკმაოდ მეგობრულია დამწყებთათვის და შესანიშნავია HTML ვებსაიტის დიზაინის ელემენტების დასაპროგრამებლად.
- Scratch/Blockly – ბლოკზე დაფუძნებული პროგრამირების ენები, რომლებიც რჩება ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად კოდირების სწავლებისთვის 5-7 წლის ბავშვებისთვის.
რატომ არის კოდირება თქვენი შვილის მომავალში ჩადებული ინვესტიცია?
მაშინ, როდესაც ჩვენი საზოგადოება სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ტექნოლოგიაზე და ინტერნეტზე, მოთხოვნა გამოცდილ პროგრამისტებზე და დეველოპერებზე მნიშვნელოვნად იზრდება. პროგრამირება აღარ არის ის უნარი, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ ტექნოლოგიური სექტორის ინდუსტრიებით.
განათლება, ფინანსები, ჯანმრთელობა, საცალო ვაჭრობა – ეს კატეგორიები, რომლებიც აშკარად შორს არის ტექნოლოგიისგან, მოიცავს კარიერებს, რომლებიც მოითხოვს პროგრამირების ცოდნის გარკვეულ დონეს. ბავშვებს, რომლებმაც იციან კოდირება, აქვთ გარკვეული უპირატესობა თანატოლებთან შედარებით, რომლებსაც არ გააჩნიათ იგივე ტექნოლოგიური ცოდნა.
უფრო მეტიც, აქ რამოდენიმე საინტერესო კარიერული ფაქტია, რომელზეც ღირს დაფიქრება:
- 2016 წლის შრომის ბაზრის ანალიზის თანახმად, სამუშაოები, რომლებიც საჭიროებდა კოდირების უნარებს, იხდიდა $22,000-ით მეტს წელიწადში ვიდრე სამუშაოები, რომლებიც არ ითხოვდნენ მსგავს უნარს
- სამუშაო ბაზრის იგივე ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგადი პროგრამირების სამუშაოების რაოდენობა გაიზარდა 52%-ით უფრო სწრაფად, ვიდრე ბაზრის საშუალო მაჩვენებელი
- მარკეტინგის სპეციალისტები ცხადყოფენ, რომ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ საბაზისო ცოდნა, თუ როგორ მუშაობს პროგრამირების ენები, აშკარა უპირატესობა აქვთ იმათთან, ვისაც ეს ცოდნა არ გააჩნია
- მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტმა (MIT) გამოაქვეყნა საპილოტე სქემა ნიუ ჰემფშირში სასწავლო გეგმაში კოდირების ეფექტურად დანერგვის ხელშეწყობის მიზნით
- პროგრამირების ენები, რომლებზეც დიდი მოთხოვნაა, მოიცავს JavaScript-ს, HTML-ს, R და SAS-ს და AutoCAD-ს
როგორც ხედავთ, კოდირება ნელნელა ხდება ძირითადი უნარი, რომელსაც ბევრი დამსაქმებელი ეძებს კანდიდატებში, მიუხედავად პოზიციის დასახელებისა და კარიერისა. ეს ჰგავს კომპიუტერულ წიგნიერებას. ადრე, როდესაც კომპიუტერები იყო მასიური მანქანები, რომლებიც იკავებდნენ ოთახის ნახევარს, მათი გამოყენების ცოდნა იყო ძალიან სპეციფიკური უნარი, რომელიც ბევრს არ გააჩნდა; და ეს მდგომარეობა ნორმალური იყო. ახლა კი..
კოდირება ახალი კომპიუტერული წიგნიერებაა. ბევრი დამსაქმებელი და ტექნიკური რეკრუტერი თანხმდება, რომ აპლიკანტები, რომლებმაც იციან კოდირების საფუძვლები, გამოირჩევიან. მათ უფრო მეტი შანსი აქვთ იმათთან შედარებით, რომლებიც არ ფლობენ იმავე ცოდნას. და როდესაც ძირითადი პროგრამირება საბოლოოდ გახდება საჭირო უნარ-ჩვევების ნაკრები (კომპიუტერული ცოდნის პირობებში), ბავშვებს, რომლებსაც უკვე აქვთ შესაბამისი საფუძვლები, არ ექნებათ ბევრი პრობლემა ადაპტირებისას.
კარიერისა და სამუშაოს შესაძლებლობების კონტექსტს მიღმაც, ბავშვებს, რომლებიც კოდს წერენ, გაუადვილდებათ იმ სამყაროშიში ცხოვრება, რომელსაც პრაქტიკულად მართავს ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგია. ვებსაიტები, აპლიკაციები, ჭკვიანი მოწყობილობები და ტექნოლოგია – ეს ყველაფერი ისაა, რის გარეშეც ჩვეულებრივ ადამიანს აღარ შეუძლია ცხოვრება. და ყველაფერი ეს დიდწილად დამოკიდებულია კოდზე, ფუნქციონირების მიზნით. დიდ ბრიტანეთში არაერთი პროფესიონალი მიიჩნევს, რომ პროგრამირების ენა საბოლოოდ ჩვენთვის ისეთივე აუცილებელი გახდება, როგორც ადამიანის ენაა დღეს.
თუ თქვენს შვილს აქვს კოდირების საკმარისი უნარები, მას მომავალში გაუადვილდება გარემოში თვითდამკვიდრება.
არ დაკარგო დრო! გამოიყენე ის შენი უკეთესი მომავლის შესაქმნელად. არ გადადო, დარეგისტრირდი დღესვე, იპოვე შენი წარმატების გზა
→ დარეგისტრირდი ახლავე!
რა ასაკიდან შეუძლია ბავშვს დაიწყოს კოდირება?
კოგნიტური განვითარების თეორიის თანახმად, რომელიც შვეიცარიელმა ფსიქოლოგმა ჟან პიაჟემ ჩამოაყალიბა 1971 წელს, ბავშვები 5 წლის ასაკში არიან, როგორც მან უწოდა წინასაოპერაციო ეტაპზე. ამ ეტაპზე ბავშვი იწყებს სამყაროს აღქმას სიტყვებისა და სურათების საშუალებით გონებრივი წარმოდგენების გამოყენებით.
ამ თეორიის, საგანმანათლებლო ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიის უფრო თანამედროვე ხელმისაწვდომობის შემდეგ, ბევრი ექსპერტი თანხმდება, რომ ბავშვმა კოდის წერის სწავლა 5 წლის ასაკიდან უნდა დაიწყოს.
ზოგიერთი მშობელის შესაძლოა დააბნიოს ამ ასაკმა. ბევრს არ სურს გარისკოს, რომ ნაადრევად გააცნოს კოდირება შვილებს. და ჩვენ გვესმის ეს შეშფოთება.
- ერთი მხრივ, ტრადიციული კოდირება არის სრულიად ახალი ენა. ბავშვები სწავლობენ ლაპარაკს სრულიად განსხვავებული ტემპით. ზოგი კომუნიკაციას იწყებს ისე მარტივად, როგორც იხვისთვის წყალში ცურვაა. სხვებს უჭირთ აზრის ვერბალურად გამოხატვა. ასე რომ, ბავშვებს ასწავლოთ კოდირება, როდესაც ისინი ძლივს ლაპარაკობენ ადამიანის ენაზე, შეიძლება იყოს დამთრგუნველი და კონტრპროდუქტიული.
- მეორე მხრივ, ტექსტზე დაფუძნებული კოდირება შეიძლება რთული იყოს. მასში უამრავი რიცხვი, თანმიმდევრობა და სინტაქსური ელემენტია ჩართული. წინა არგუმენტის მსგავსად, ბავშვისთვის მარყუჟების, ფუნქციების და პირობითი კავშირების სწავლების მცდელობა, როდესაც მათ 20-მდეც კი არ შეუძლიათ დათვლა, შეიძლება ძალიან რთული აღმოჩნდეს.
მაგრამ იცით თუ არა, რომ კოდირების საფუძვლები შეიძლება გათამაშდეს და გამარტივდეს, რათა ის უფრო მეგობრული იყოს ბავშვებისთვის?
უამრავი აპლიკაცია და ვებგვერდი, რომელიც ასწავლის ბავშვებს კოდირებას, ირჩევს ამ მეთოდს ბლოკზე დაფუძნებული კოდირების საშუალებით. ისინი იყენებენ ვიზუალური კოდირების ბლოკებს სახალისო, ფერად თამაშებში, რომლებიც, როგორც წესი, ჩართავენ და განანათლებენ ბავშვს. ბლოკური კოდირებისა და ძლიერი ვიზუალის კომბინაცია თამაშთან ერთად პროგრამირებას გაცილებით ნაკლებად შესაშინებელს ხდის.
უფრო მეტიც, ბოლოდროინდელი ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ 7 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ სწრაფად აითვისონ ერთზე მეტი ენა. იმის გათვალისწინებით, რომ კომპიუტერული პროგრამირება არის სრული დედაენა, არც ისე რთულია იმის დაჯერება, რომ 5 წლის ბავშვს შესანიშნავად შეუძლია ამის სწავლაც.
როგორც ჩანს, ბრიტანეთის, ესტონეთისა და ფინეთის მთავრობები ასე ფიქრობენ, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იწყებენ ისინი სერიოზულ ინიციატივებს, რომ კოდირება 5 წლის და უფროსი ასაკის ბავშვების სასკოლო პროგრამის ნაწილი გახდეს.
როგორ შეგიძლიათ დააინტერესოთ თქვენი შვილი კოდირებით?
თუ თქვენს შვილს უკვე აინტერესებს კომპიუტერული პროგრამირება, კოდირება და/ან თამაში/აპლიკაციის განვითარება, თქვენ ალბათ არ დაგჭირდებათ ბევრი ძალისხმევა მათ დასარწმუნებლად. საქმე უფრო ეხება ონლაინ კოდირების კურსების პოვნას, რომელზეც თქვენ ორივე შეძლებდით შეთანხმებას (ბიუჯეტის, სასწავლო გეგმის, გრაფიკის მიხედვით და ასე შემდეგ). მაგრამ თუ თქვენი შვილი არ არის აღფრთოვანებული კომპიუტერული მეცნიერებებით/STEM საგნებით, არსებობს მათი დაინტერესების რამდენიმე გზა:
შეუთავსეთ იგი მათ ახლანდელ გატაცებას
ზემოთ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ კოდირებბა შესაძლოა გათამაშდესა, რათა ის უფრო მიმზიდველი გახდეს ახალგაზრდა აუდიტორიისთვის. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ იგივე კონცეფცია, რომ გამოიწვიოთ თქვენი შვილების კოდირებისადმი ინტერესი. რადგან კოდირების სილამაზე იმაში მდგომარეობს, რომ ის შეიძლება იყოს საკმაოდ მრავალმხრივი. აქ არის რამოდენიმე გზა, რომლის მიხედვითაც კოდირების იმპლემენტაცია შესაძლებელია სხვადასხვა ჰობში:
- სათამაშოები. ურჩევნია თქვენს შვილს კომპიუტერის ეკრანზე არსებული სათამაშოებით თამაში? არ არის პრობლემა. არსებობს უამრავი სახალისო სათამაშო, რომელიც მოიცავს STEM და კოდირების საფუძვლებს. ჩვენი რჩევა? „კოდი მანქანა: უსწრაფესი საწყისი აკრეფილი კოდირებით“, „ThinkFun Gravity Maze Marble Run ლოგიკური თამაში“ და „სასწავლო რესურსები, კოდირების მხეცები“.
- რობოტები. თუ თქვენი შვილი რობოტებით არის დაინტერესებული, ისინი ძალიან ახლოს არიან კოდირებასთან, ამის გარანტიას გაძლევთ. ბავშვებისთვის უამრავი კოდირება მოიცავს პროგრამირებად რობოტს. „Cozmo კოდირების სათამაშო“ არის პოპულარული. ასევე „Wonder Workshop Dash - კოდირების რობოტი ბავშვებისთვის“. და თუ თქვენს შვილს უყვარს Sesame Street, WowWee Elmoji შესანიშნავი არჩევანია.
- მშენებლობა. LEGO რჩება ერთ-ერთ საუკეთესო სათამაშოდ დამწყები მშენებლებისა და ჩხიკედელაობის მოყვარულთათვის. მათი უნარი აღიქვან და დააკმაყოფილონ საზოგადოების მოთხოვნა – LEGO ნაკრების თემებსა და კონცეფციებთან დაკავშირებით – გასაოცარია. გადახედეთ მათ LEGO Boost Robotics Creative Toolbox-ს ან მათ LEGO City Arctic Scout Truck-ს ზედმიწევნით, რომლებიც ბავშვებს ასწავლიან კოდირების ცნებებს მათი საყვარელი სამშენებლო ბლოკების გამოყენებით.
- ხატვა. თუ თქვენს შვილს უყვარს ხატვა, შეგიძლიათ გააცნოთ მას ანიმაციური ინსტრუმენტები, რომლებიც დაგეხმარებათ მათი მხატვრული შემოქმედების გაცოცხლებაში! მაგალითად, Scratch არის საბავშვო კოდირების პლატფორმა, რომელიც ბავშვებს საშუალებას აძლევს შექმნან ინტერაქტიული ისტორიები, თამაშები და ანიმაციები Scratch-ის საკუთარი ბლოკზე დაფუძნებული პროგრამირების ენის გამოყენებით. ბავშვებს შეუძლიათ ატვირთონ საკუთარი ფონი და პერსონაჟები (სახელად Sprites) პლატფორმაზე თავიანთი პროექტების პერსონალიზაციისთვის.
- ვიდეო თამაშები/მობილური თამაშები. ბავშვებს, რომლებსაც უყვართ კომპიუტერული თამაშები და მობილური თამაშები, შეიძლება დაინტერესდნენ საკუთარი პროდუქტის დამზადებით. მოყვარულ მოთამაშეებს შეუძლიათ ისწავლონ პროგრამირების ძირითადი უნარები ისეთი პოპულარული კომპიუტერული თამაშების საშუალებით, როგორიცაა Minecraft და Roblox.
მათთან ერთად ისწავლეთ კოდირება
მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობა შეიძლება წარმოუდგენლად სასარგებლო იყოს, ბევრ ბავშვს მაინც ურჩევნია მშობლები ჰყავდეს გვერდით, როდესაც ისინი ახალ გამოცდილებას იღებენ. ახალი საგნების სწავლა შეიძლება იყოს ნაკლებად საშიში და დამაბნეველი, როდესაც თქვენ ამ პროცესში გყავთ ისინი, ვისაც ენდობით. თუ თქვენი შვილი ყოყმანობს კოდის სწავლის საკიტხში, შესათავაზეთ, რომ მათთან ერთად ისწავლით. ყოველივე ამის შემდეგ, თუ თქვენ არ მიიჩნევთ საკუთარ თავს ტექნიკურად მცოდნედ, ეს შეიძლება იყოს სწავლის შესანიშნავი შესაძლებლობა თქვენთვისაც!
გახადეთ იგი სოციალური
ეს შეიძლება ცოტა რთული იყოს მიმდინარე გლობალური პანდემიის გათვალისწინებით, მაგრამ შეეცადეთ კოდირების გაკვეთილები სოციალურ საქმიანობად აქციოთ. მაგალითად, იქნებ თქვენ შეძლოთ მასწავლებლებთან და სხვა მშობლებთან კოორდინაცია, რათა დაგეგმოთ რაიმე სახის „საზოგადოებრივი კოდირების“ გაკვეთილი. ან მოძებნეთ კოდირების აკადემიები ინტერნეტში, რომელიც იძლევა კერძო ჯგუფური კლასების საშუალებას, რომლებშიც თქვენი ბავშვები და მათი მეგობრები მიიღებენ მონაწილეობას. ბავშვები იზიარებენ საერთო ინტერესებს თანატოლ ჯგუფთან ისე, რომ არ იგრძნონ თავი "გარიყულად". ბუნებრივი სოციალური პეპლებისთვის, თანამოაზრე პროგრამისტების ქსელის არსებობამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს მისი სწავლის და პრაქტიკის მოტივაცია..
ბონუს კითხვები:
რომელია ბავშვებისთვის კოდირების სწავლების საუკეთესო გზა?
იმის წყალობით, რომ ყველაზე თანამედროვე ბავშვები ტექნოლოგიებში ერკვევიან, მათთვის შეუძლებელი არ არის, რომ დამოუკიდებლად ისწავლონ კოდირება. ბევრი პროგრამისტი რეალურად თვითნასწავლია! მაგრამ ეს გზა, ცხადია, საკმაოდ ნელია. და ეს შეიძლება იყოს საკმაოდ დამაბნეველი, თუ არ გექნებათ ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი ერთ-ერთზე მენტორული მხარდაჭერა.
ამის ნაცვლად, აქ მოცემულია სწავლის კიდევ რამდენიმე პრაქტიკული ვარიანტი:
- სასკოლო განათლება/სასკოლო სასწავლო გეგმა
- კოდირების ბანაკები
- კერძო მასწავლებლები/გაკვეთილები
- კოდირების თამაშები
- კოდირების ონლაინ აკადემიები
შევაჯამოთ
მოგწონს თუ არა, კოდირება ხდება 21-ე საუკუნის ენა. ეს გახდა საბაზისო წიგნიერება, რომლის ცოდნაც ბავშვებს, მოზარდებს და მოზრდილებსაც მოუტანს სარგებელს. დაფიქრდით; ჩვენ საკმაოდ ვართ დამოკიდებული მანქანების ინტელექტზე: სმარტფონები, ლეპტოპები, უსაფრთხოების სისტემები და ა.შ. ამგვარი ტექნოლოგიებით გარემოცულებმა, სულ მცირე, ხომ უნდა ვიცოდეთ, როგორ ველაპარაკოთ მათ?
დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!
IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!
+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23
+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ
https://www.facebook.com/itstep.ge