IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

საუკეთესო დისტანციური სამსახურები თინეიჯერებისთვის

211

მოტივაცია

07.07.2023

3060 დათვალიერება

ყველას, პირველი სიყვარულივით, განსაკუთრებულად ამახსოვრდება თავისი პირველი სამსახური. სკოლის გარეთ უნარების განვითარება და ცოტაოდენი თანხის გამომუშავება თინეიჯერებისთვის ძალიან კარგი და ასევე საჭირო შესაძლებლობაა.   ამ ბლოგში მოცემულია საუკეთესო სამუშაოები თინეიჯერებისთვის. აუცილებლად წაიკითხეთ და გაუზიარეთ თქვენს ახლობლებს. 

 

მონაცემთა შემყვანი

საშუალო შემოსავალი: $16.81 საათში

ძირითადი მოვალეობები: მონაცემთა შეყვანა არის სამუშაო, რომელიც მოიცავს სხვადასხვა პროცესებს, როგორიცაა კლავიატურაზე აკრეფა და ხმის ჩაწერა კომპიუტერში მონაცემთა შესაყვანად. მონაცემთა შემყვანები მუშაობენ სხვადასხვა ინდუსტრიებში, მათ შორის ჯანდაცვაში, ფინანსებში, ვაჭრობასა და ტრანსპორტაციაში. 

სამუშაო მოთხოვნები: მონაცემთა შემყვანის სამუშაო ძირითადად საჭიროებს კლავიატურაზე სწორად და სწრაფად აკრეფის უნარებს. ასაკობრივი მოთხოვნები დამოკიდებულია კომპანიასა და დამსაქმებელზე. კომპანიების უმეტესობის მოთხოვნაა 16-18 წელი. 

 

ფრილანსერი გრაფიკული დიზაინერი

საშუალო შემოსავალი: $19.88 საათში

ძირითადი მოვალეობები: გრაფიკული დიზაინერები მუშაობენ და ქმნიან ციფრულ ხელოვნების ნიმუშებზე სპეციალური სოფტვეარებისა და ხელსაწყოების გამოყენებით. თუ ხარ კრეატიული და გსიამოვნებს ხელოვნების შექმნა, მაშინ აუცილებლად უნდა განიხილო ფრინალსზე მუშაობა გრაფიკულ დიზაინერად. ანაზღაურების ტიპის არჩევა თავად შეგიძლია, საათობრივად ან პროექტის მიხედვით. ამ ძალიან საჭირო და საინტერესო სფეროს შესწავლას კი ჩვენთან IT Academy Step -ში შეძლებთ და სკოლის პარალელურად ძალიან პროდუქტიულად დგაატარებთ დროს, შემოგვიერთდი გრაფიკდა და დიზაინის კურსზე

 

სამუშაო მოთხოვნები: ეს სამუშაო აერთიანებს არტისტულ და ტექნოლოგიურ უნარებს, ამიტომ აუცილებელია იცოდე, როგორ იმუშაო გრაფიკულ სოფტვეარში. პირველ რიგში, შესაძლოა დაგჭირდეს პორტფოლიოს შექმნა, ამისთვის შეგიძლია მოხალისეობრივად შექმნა სხვადასხვა პროექტები სტუდენტური ორგანიზაციებისთის, არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, მეგობრებისა და ოჯახისთვის, ადგილობრივი ინსტიტუციებისთვის და ა.შ. პორტფოლიოს შექმნის შემდეგ, შეგეძლება მისი დაორგანიზება ისე, რომ მოიზიდო გადახდისუნარიანი კლიენტები.

 

ფრინალსერი ვიდეო ედიტორი

საშუალო შემოსავალი: $20.61 საათში

ძირითადი მოვალეობები: ბევრი ინდუსტრია იყენებს ვიდეო კონტენტს და საჭიროებენ ფრინალსერი ვიდეო ედიტორები, რომლებიც იყენებენ გრაფიკას, კადრებსა და აუდიოს ისტორიის მოსაყოლად. ფრინასერი ვიდეო ედიტორი იღებს გადაღებულ კადრებს და არედაქტირებს მის ხანგრძლივობას, ხმებსა და ხარისხს. ედიტორები ასევე შეიძლება ჩართული იყვნენ ვიდეო პროდიუსინგსა და ფილმების პოსტ-პროდაქშენში. 

სამუშაო მოთხოვნები: დაგჭირდებათ განივითაროთ ვიდეოს რედაქტირების უნარები და შექმნათ თქვენი პორტფოლიო. კომუნიკაციისა და დროის მენეჯმენტის უნარები ასევე აუცილებელია ფრილანსერებისთვის თავიანთი შემოსავლის მაქსიმიზაციისათვის. 

 

ვირტუალური ასისტენტი

საშუალო შემოსავალი: $21.93 საათში

ძირითადი მოვალეობები: ვირტუალური ასისტენტები ასრულებენ სხვადასხვა ადმინისტრაციულ დავალებებს თავიანთი კლიენტებისთვის. მოვალეობები მოიცავს ზარებზე პასუხს, შეხვედრების დაგეგმვას, სამოგზაურო განთავსების დაჯავშნასა და კლიენტების კალენდრის ორგანიზებას. 

 

სამუშაო მოთხოვნები: იმისათვის, რომ იყო ვირტუალური ასისტენტი, დაგჭირდება კარგად იცოდე ინტერნეტის, იმეილისა და კომპიუტერული უნარების გამოყენება. ასევე გქონდეს კომუნიკაციის დახვეწილი ვერბალური და წერითი უნარები, ორგანიზაციულობა და დროის მენეჯმენტი.

 

ფრილანსერი კონტენტ მწერალი

საშუალო შემოსავალი: $23.24 საათში 

ძირითადი მოვალეობები: კონტენტ მწერლები ქმნიან ონლაინ ბლოგ სტატიებს და სხვა ტიპის ვებსაიტების კონტენტს, რომელსაც კომპანიები ვებგვერდებისთვის გამოიყენებენ. კონტენტ მწერლების ანაზღაურება, როგორც წესი, სიტყვათა რაოდენობის ან ნაშრომის მიხედვით ანგარიშდება. თუ გაქვს კარგი წერითი და გრამატიკული უნარები, შესაძლებელია მარტივად იპოვო შესაბამისი სამუშაო. 

 

სამუშაო მოთხოვნები: იმისათვის, რომ იყო ფრილანსერი კონტენტ მწერალი, დაგჭირდება გქონდეს მყარი წერილობითი და სარედაქციო უნარები. კარგი იქნება, თუ შექმნი ონლაინ პორტფოლიოს შენი საუკეთესო, უშეცდომო ნამუშევრისთვის. წარმატებისთვის ასევე დაგჭირდება დროის მენეჯმენტი და კარგი საკომუნიკაციო უნარები.   

 

ონლაინ რეპეტიტორი

საშუალო შემოსავალი: $24.79 

ძირითადი მოვალეობები: ერთ-ერთი ყველაზე ანაზღაურებადი სამუშაო, რაზეც თინეიჯერს შეუძლია იმუშაოს, არის რეპეტიტორობა. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ რეპეტიტორები უფრო მეტად მოზრდილი სტუდენტები არიან, ზოგიერთი პლატფორმა აძლევს თინეიჯერებს საშუალოს ამეცადინონ თავიანთი თანატოლები ანაზღაურების სანაცვლოდ. შეგიძლია ამეცადინო თანატოლი ონლაინ იმ საგანში ან კურსში, რომელიც კარგად იცი, ან დაეხმარო უცხოენოვან ადამიანებს ენის შესწავლაში. 

 

სამუშაო მოთხოვნები: ონლაინ პლატფორმები ხშირად ითხოვენ ტესტირების გავლას იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად ფლობთ ამა თუ იმ საგანს. ასევე შესაძლოა აუცილებელი მოთხოვნა იყოს ასაკი - მინიმუმ 18 წელი - ან გარკვეული ტრენინგების გავლა, სანამ სამუშაოს შეუდგებით. პლატფორმების უმეტესობის აუცილებელი მოთხოვნაა ვებ კამერები, რადგანაც სესიები, ძირითად შემთხვევებში, ვიდეო კონფერენციების საშუალებით ტარდება. 

 



განვითარებულ ქვეყნებში ბავშვების ტექნიკურ განვითარებას უდიდესი ყურადღება ეთმობა - შემოგვიერთდით და ერთად გავაკეთოთინვესტირება მომავალში!

დარეგისტრირდი მარტივად

 

გაყიდოთ ნივთები ონლაინ

გახდე ონლაინ მერჩენდაიზერი არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ფულის ონლაინ საშოვნელად. უფრო და უფრო მეტი ადამიანი იწყებს ონლაინ შოპინგს, ამიტომ თინეიჯერებს შეეძლებათ შექმნან და გაყიდონ პროდუქტი, როგორც ონლაინ მოვაჭრემ ან გამყიდველმა და მიიღონ კარგი შემოსავალი. ნივთების ონლაინ გაყიდვის უამრავი პლატფორმა არსებობს, მათ შორის სავაჭრო პლატფორმები და სოციალური მედია ქსელები. 

 

იმისათვის, რომ გახდე ონლაინ მერჩენდაიზერი, საჭიროა იყო ონლაინ სავაჭრო პლატფორმის წევრი ან დარეგისტრირებულ მომხმარებელი. მაგ., თუ კარგად ქსოვ, შენი მოქსოვილი ნივთები ამ საიტებზე შეგიძლია გაყიდო. სხვადასხვა საიტებზე შესაძლებელია გაყიდო ნივთები, რომლებიც შენს საკუთრებაშია. თითოეულ პლატფორმას, როგორც წესი, აქვს თავისი პირობები, რომლებსაც უნდა დაეთანხმო. 

 

შექმენი შენი Youtube არხი

Youtube არხისთვის დაგჭირდება გქონდეს ვიდეო ედითინგისა და კომპიუტერის გამოყენების კარგი უნარები. შენ გადაიღებ და დაარედაქტირებ ვიდეოებს, შექმნი ვიდეოების სახელწოდებებს, დაწერ აღწერას, დაამატებ youtube თეგებს და მოახდენ ვიდეოების ოპტიმიზაციას მონეტიზაციისთვის. დაუთმე დრო Youtube-ის ალგორითმების შესწავლას და გახადე შენი ვიდეოები წარმატებულ. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სწორი აღჭურვილობის მოძებნასთან, მაღალი ხარისხის ვიდეობის შექმნასთან ან SEO-ს გამოყენებასთან. 

 

ონლაინ კვლევებისა და შეფასებების შესრულება

შემოსავლის მიღების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა ონლაინ კვლევებსა და შეფასებებში მონაწილეობის მიღება. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ფული, რომელსაც ამ კვლევებით გამოიმუშავებ, შესაძლოა იყოს ძალიან ცოტა სხვა დანარჩენებთან შედარებით. ტიპიურ კვლევებში მონაწილეობის მიღების საათობრივი ანაზღაურება შეიძლება 40 ცენტიდან 2 დოლარამდე მერყეობდეს. 

 

ონლაინ განხილვა მოიცავს კონტენტის შეფასებას, რომელიც უნდა განთავსდეს ვებსაიტზე ან სხვა პლატფორმაზე. ეს შეიძლება იყოს სიმღერა, რეკლამა ან სატელევიზიო პროგრამა. კონტენტის განხილვის შემდეგ, შენ შეგიძლია უზრუნველყო უკუკავშირი, რომელიც დაეხმარება კომპანიებს, არტისტებსა და სხვა ერთეულებს მათი მასალის მორგებაში ისე, რომ მიიღონ რაც შეიძლება მეტი ყურადღება. 

 

კვლევებში მონაწილეობის მიღებისას დააკვირდით, რომ არ გასცეთ პირადი ინფორმაცია. შექმენით მეილი კონკრეტულად მხოლოდ კვლევითი საიტებისთვის და დააინსტალირეთ ანტი-მეილვეირის სოფტვეარი. თინეიჯერებმა ყოველთვის უნდა წაიკითხონ მომსახურების პირობები ვიდრე დარეგისტრირდებიან. აუცილებლად მოიძიეთ ინფორმაცია, როგორ მოხდება გადახდა, რადგან ზოგიერთ საიტს ანაზღაურების სახით სასაჩუქრე ბარათები აქვს. 

 

რენდომ ონლაინ დავალებები

თუ გაქვს კარგი ორგანიზაციული და დროის მენეჯმენტის უნარები, შესაძლოა იპოვო რამდენიმე საინტერესო ონლაინ დავალება დამატებითი შემოსავლის მისაღებად. რადგანაც თითოეული დავალება არ საჭიროებს დიდ დროს შესასრულებლად, თინეიჯერები, რომლებსაც კარგად შეუძლიათ დროის გადანაწილება, ასრულებენ რამდენიმე დავალებას ერთად რამდენიმე პლატფორმაზე შემოსავლის მაქსიმიზაციისთვის. 

 

ასეთი დავალებების მაგალითები მოიცავს ონლაინ ვიდეოების ყურებას ანაზღაურების სანაცვლოდ (ნახვის რაოდენობის გაზრდის მიზნით) ვიდეო თამაშების თამაში შეცდომების საპოვნელად, მარტივი ონლაინ ძიების შესრულება და სხვა.  

 

კიდევ რამდენიმე რჩევა სამუშაოს მოსაძებნად.

 

იქონიე კარგი აღჭურვილობა

მინიმუმ დაგჭირდება კომპიუტერი და სანდო კავშირი ინტერნეტთან, თუმცაღა კონკრეტულ სამუშაოებს შეიძლება თავიანთი მოთხოვნები ქონდეთ. მაგ., ზოგიერთმა ონლაინ სამუშაომ შეიძლება მოითხოვოს მობილურის ნომერი, რომელზეც კლიენტები დაგიკავშირდებიან, ან რაიმე კონკრეტული სოფტვეარი და სხვა. 

 

გაიგე როგორ მოხდება ანაზღაურება

მნიშვნელოვანია იცოდე როგორ მოხდება ანაზღაურება ნებისმიერი ონლაინ სამუშაოს შემთხვევაში. ზოგიერთი ონლაინ სამუშაო ფულადი ანაზღაურების სანაცლოდ გთავაზობთ სასაჩუქრე ბარათებს. ასეთი ონლაინ გადახდები საჭიროებენ დაკავშირებას ბანკის ანგარიშთან, სადაც დაგჭირდება მეურვის დახმარება, თუ არასრულწლოვანი ხარ. 

 

შენი მშობლები უნდა იყვნენ ინფორმირებული

თუ გსურს თანხის ონლაინ გამომუშავება, დარწმუნდი, რომ შენი მშობლები არიან ინფორმირებული და ჩაერევიან პროცესში შენი უსაფრთხოების დაცვის მიზნით და დარწმუნდებიან, რომ შენი სამუშაო არის ლეგიტიმური და ღირებული.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ინტერვიუს ხელოვნება: რა სახის კითხვები გვეხმარება ნამდვილი ტალანტის აღმოჩენაში?

თანამედროვე დასაქმების ბაზარზე, სადაც კონკურენცია მაღალია და კანდიდატების რეზიუმეები ხშირად მსგავსია ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, ინტერვიუს პროცესს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ სწორად დასმული კითხვები ეხმარება HR სპეციალისტებს არა მხოლოდ კანდიდატის პროფესიული გამოცდილების, არამედ მისი პიროვნული თვისებების, მოტივაციისა და კომპანიის კულტურასთან თავსებადობის შეფასებაში.

თანამედროვე დასაქმების ბაზარზე, სადაც კონკურენცია მაღალია და კანდიდატების რეზიუმეები ხშირად მსგავსია ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, ინტერვიუს პროცესს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ სწორად დასმული კითხვები ეხმარება HR სპეციალისტებს არა მხოლოდ კანდიდატის პროფესიული გამოცდილების, არამედ მისი პიროვნული თვისებების, მოტივაციისა და კომპანიის კულტურასთან თავსე

ШАГ логотип

თანამშრომელთა პერსონალური უკუკავშირი, როგორც განვითარების

თანამშრომელთა პერსონალური უკუკავშირი დღეს მხოლოდ შეფასების ინსტრუმენტი არ არის - ის აუცილებელი პროცესია, რომელიც თანამშრომლის პროფესიულ განვითარებასა და თვითშეფასების ამაღლებას უწყობს ხელს. უკუკავშირის მეშვეობით თანამშრომელი უკეთესად იცნობს საკუთარ თავს პროფესიულ კონტექსტში, გრძნობს მხარდაჭერასა და ხედავს რეალურ შესაძლებლობებს განვითარებისთვის.

შესაძლებლობა  თანამშრომელთა პერსონალური უკუკავშირი დღეს მხოლოდ შეფასების ინსტრუმენტი არ არის - ის აუცილებელი პროცესია, რომელიც თანამშრომლის პროფესიულ განვითარებასა და თვითშეფასების ამაღლებას უწყობს ხელს. უკუკავშირის მეშვეობით თანამშრომელი უკეთესად იცნობს საკუთარ თავს პროფესიულ კონტექსტში, გრძნობს მხარდაჭერასა და ხედავს რეალურ შესაძლებლობებს განვითარებისთვის.

ШАГ логотип

Employee Experience: რატომ გადადის ფოკუსი თანამშრომლის კმაყოფილებაზე?

ბოლო წლების განმავლობაში HR სფეროში მთავარმა აქცენტმა თანდათან გადაინაცვლა თანამშრომლის გამოცდილებაზე (Employee Experience). თუ ადრე ყურადღება ძირითადად რეკრუტინგსა და HR პროცესების მართვაზე იყო კონცენტრირებული, დღეს კომპანიები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ ბიზნესის წარმატება პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ რამდენად კმაყოფილი, მოტივირებული და ჩართულია თანამშრომელი სამუშაო პროცესში.

ბოლო წლების განმავლობაში HR სფეროში მთავარმა აქცენტმა თანდათან გადაინაცვლა თანამშრომლის გამოცდილებაზე (Employee Experience). თუ ადრე ყურადღება ძირითადად რეკრუტინგსა და HR პროცესების მართვაზე იყო კონცენტრირებული, დღეს კომპანიები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ ბიზნესის წარმატება პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ რამდენად კმაყოფილი, მოტივირებული და ჩართულია თანამშრომელი სამუ

ШАГ логотип

AI და HR Tech: როგორ მარტივდება ტექნოლოგიების დახმარების რეკრუტინგის პროცესი

თანამედროვე დასაქმების ბაზრისთვის HR ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი (AI) სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. საქართველოში, სადაც კომპანიების უმეტესობა მცირე და საშუალო ზომისაა, HR პროცესები ხშირად მოიცავს ათასობით CV-ის დამუშავებას, კანდიდატებთან ინდივიდუალურ კომუნიკაციასა და კომპანიის სპეციფიკურ მოთხოვნებზე მორგებას.

თანამედროვე დასაქმების ბაზრისთვის HR ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი (AI) სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. საქართველოში, სადაც კომპანიების უმეტესობა მცირე და საშუალო ზომისაა, HR პროცესები ხშირად მოიცავს ათასობით CV-ის დამუშავებას, კანდიდატებთან ინდივიდუალურ კომუნიკაციასა და კომპანიის სპეციფიკურ მოთხოვნებზე მორგებას. AI ხელს უწყობს ამ პროცესების ოპტიმიზაციას — ავტომატურა

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა