ფრილანსერობა კომპანიის შტატგარეშე თანამშრომელია. თქვენ პოულობთ კლიენტებს, ასრულებთ დაკისრებულ სამუშაოს და ამის სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას იღებთ. ფრილანსერობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც საკუთარი ბიზნესის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯი
მაგალითისთვის, აშშ-ი ფრილანსერები სამუშაო ძალის 46%-ს შეადგენდნენ და ეს ციფრი კვლავ იზრდება – ფრილანსერობა ხელსაყრელია, მათ შეუძლიათ ისარგებლონ თავიანთი სამუშაო დატვირთვის, პროექტების და კლიენტების არჩევის თავისუფლებით.
COVID-19-ის გავრცელების პირობებში კომპანიები სულ უფრო ხშირად იწვევენ ფრილანსერებს სამუშაო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. აქედან გამომდინარე, ხელმისაწვდომი ფრილანსერული სამუშაო ადგილების რაოდენობა – სურსათის მყიდველებიდან ვებ დეველოპერებამდე – ახლა რეაქტიული სისწრაფით იზრდება!
თუ ეძებთ ფრილანსურ სამუშაოს, ბლოგში ჩვენ მოგაწვდით საუკეთესო ვებ-საიტებს ევროპაში სამუშაოს მოსაძიებლად
1. Fiverr
- ფრინალსერული საქმიანობის ტიპი: ციფრული მარკეტინგი; ვებ განვითარება; სოციალური მედია
- დადებითი მხარეები: მრავალფეროვანი კატეგორია; უფასო რეგისტრაცია; სასწავლო კურსები
- უარყოფითი მხარეები: მაღალი საკომისიო; ხანგრძლივი გადახდის პროცესი
ეს პლატფორმა აკავშირებს ფრილანსერებს ბიზნესის მფლობელებთან, რომლებიც ეძებენ სერვისებს სხვადასხვა ციფრული პროექტებისთვის, მათ შორის ვებიგვერდის დიზაინის, კონტენტის წერის და გახმოვანებისთვის.
საიტი უზრუნველყოფს გამარტივებულ მეთოდს როგორც ფრილანსერებისთვის, ასევე ბიზნესის მფლობელებისთვის ერთმანეთთან ურთიერთობისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ვებსაიტზე ფრილანსერებს უწოდებენ გამყიდველებს, მათ სერვისებს – პროექტებს (gigs), ხოლო ბიზნესის მფლობელებს - მყიდველებს.
წინადადებების გაგზავნის ნაცვლად, გამყიდველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ უფასოდ, ჩამოწერონ თავიანთი პროექტები და დაადგინონ ფასები. იმავდროულად, მყიდველებს შეუძლიათ უბრალოდ დაათვალიერონ სხვადასხვა კატეგორიები და შეიძინონ სურვილის შემთხვევაში.
როდესაც მყიდველი ყიდულობს პროექტს, სისტემა ავტომატურად აჭრის თანხას მათ ანგარიშიდან და ფული გადაჰყავს დაყოვნების რეჟიმზე. ამის შემდეგ სისტემა აიღებს საკომისიოს და გაუგზავნის ფრილანსერებს შეთავაზებული ფასის 80%-ს.
თითოეული ფრილანსერის გაყიდვის დონის მიხედვით, შემოსავლის გატანას შეიძლება დასჭირდეს 14 დღემდე. გადახდების გატანის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, როგორიცაა სადებეტო ბარათი, PayPal და საბანკო გადარიცხვა.
2. Toptal
- ფრინალსერული საქმიანობის ტიპი: პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება; ფინანსური კონსულტაცია; შუალედური მენეჯმენტი
- დადებითი მხარეები: უმაღლესი დონის კომპანიები და ტალანტი; ინვოისის უფასო დამუშავება და გადახდები
- უარყოფითი მხარეები: ვრცელი სკრინინგ პროცესი; მხოლოდ დიდი პროექტები
Toptal აკავშირებს მაღალკვალიფიციურ ფრილანსერული ინდუსტრიის ექსპერტებს კომპანიებთან. Toptal-ს ჰყავს ფრილანსერების ფართო სპექტრი, ვებ-დეველოპერებიდან და ვებ-დიზაინერებიდან დაწყებული ფინანსური კონსულტანტებით და პროდუქტის მენეჯერებით დამთავრებული.
Toptal-ზე ფრილანსერად მოსახვედრად საჭირო განაცხადი მოითხოვს სკრინინგის პროცესის ხუთი ეტაპის გავლას, ინგლისური ენის ყოვლისმომცველი შეფასებიდან დაწყებული პროექტის შეფასებით დასრულებული. ეს პროცესი უზრუნველყოფს პლატფორმამდე მხოლოდ ტოპ 3%-ის მიღწევას.
ყველა საფეხურის გავლის შემდეგ, თქვენ გექნებათ წვდომა სხვადასხვა ვაკანსიაზე ტოპ კლიენტებისა და კომპანიებისგან, როგორიცაა Motorola და Airbnb. თუმცა, ტესტში წარუმატებლობა შეაჩერებს თქვენი განაცხადის პროცესს რამდენიმე თვემდე.
Toptal–ს აქვს სპეციალური სერვისი დროის კონტროლისა და ინვოისებისთვის, სახელწოდებით TopTracker. ამ სერვისით, ფრილანსერები მიიღებენ მათ მიერ შემოთავაზებულ მთლიან ფასს და მიიღებენ გადახდებს Payoneer-ის, Paypal-ის ან პირდაპირი ადგილობრივი საბანკო გადარიცხვით.
3. Upwork
- ფრინალსერული საქმიანობის ტიპი: ბრენდის მარკეტინგი; პროგრამირება; ვებ-გვერდის დიზაინი
- დადებითი მხარეები: გადახდის უსაფრთხოება; სანდო კლიენტები; ბიუჯეტზე დაფუძნებული პროექტები
- უარყოფითი მხარეები: ხანგრძლივი შერჩევის პროცესი; მომსახურების მაღალი საფასური
Upwork აკავშირებს კლიენტებს და ფრილანსერებს მთელი მსოფლიოდან. პლატფორმა ფართო სპექტრს გთავაზობთ კატეგორიების, ვებ დიზაინიდან და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებიდან მომხმარებელთა მომსახურებამდე და ბუღალტრულ აღრიცხვამდე.
კლიენტებს და ფრილანსერებს დაკავშირების მრავალი გზა აქვთ – კლიენტებს შეუძლიათ აირჩიონ სამუშაოს გამოქვეყნება და ტალანტის დაქირავება ან წინასწარ განსაზღვრული სერვისის ყიდვა პროექტის კატალოგიდან. ანალოგიურად, ფრილანსერებს შეუძლიათ წვდომა სამუშაო დაფაზე და გასაყიდი სერვისის შეთავაზება.
Upwork-ზე ფრილანსერად მუშაობის დასაწყებად, დაიწყეთ პროფილის შექმნით. დარწმუნდით, რომ ის შეიცავს დეტალებს თქვენ შესახებ, თქვენი ცოდნის და თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ. გაითვალისწინეთ, რომ კლიენტები გადაწყვეტენ, ხართ თუ არა კვალიფიცირებული, თქვენი პროფილის სკანირების გზით, როდესაც თქვენ განაცხადს გააკეთებთ სამუშაოზე ან პროექტზე.
Upwork-ზე რაც უფრო მეტს მუშაობთ, მით ნაკლებ ფულს იხდით. მაგალითად, საკომისიო იწყება 20%-დან 500 აშშ დოლარის პირველი გადასახადისთვის და თანდათან მცირდება მეტი თანხის მიღებისას. გატანის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, მათ შორის პირდაპირი გადარიცხვა, PayPal და საბანკო გადარიცხვა.
არ დაკარგო დრო! გამოიყენე ის შენი უკეთესი მომავლის შესაქმნელად. არ გადადო, დარეგისტრირდი დღესვე
→ დარეგისტრირდი ახლავე!
4. Freelancer.com
- ფრინალსერული საქმიანობის ტიპი: კონტენტის თარგმნა; ვებ განვითარება; სოციალური მედიის მარკეტინგი
- დადებითი მხარეები: პროგრესის ტრეკერი; ცოცხალი ჩატი; 24/7 მომხმარებელთა მხარდაჭერა
- უარყოფითი მხარეები: რთული ინტერფეისი; სპამური აპლიკანტები და ყალბი კლიენტები
Freelancer.com არის კიდევ ერთი ფრილანსერული საქმიანობის ვებგვერდი, სადაც პროფესიონალები და კომპანიები მთელი მსოფლიოდან თანამშრომლობენ სხვადასხვა პროექტებზე. ცოდნის ფართო სპექტრის წყალობით, კლიენტებს შეუძლიათ ადვილად იპოვონ ნებისმიერი ტიპის ექსპერტი.
შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ როგორც ფრილანსერი ან ბიზნესის მფლობელი. ფრილანსერად დარეგისტრირებისას მოგიწევთ შეავსოთ მოკლე სარეგისტრაციო ფორმა. წარმოადგინეთ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის თქვენი უნარები, განათლება და სამუშაო გამოცდილება.
პროექტების გარდა, არის მრავალი კონკურსი, როგორიცაა ვიზუალური ან დიზაინერული სამუშაო. ფრილანსერებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ კონკურსებით ფულის გამომუშავებით და მათ პროფილებზე შეფასებების ქონის გზით.
ყველა ფრილანსერი მიიღებს სრულ ანაზღაურებას სამუშაოს დასრულების შემდეგ. თუმცა, პლატფორმა იღებს თქვენი მთლიანი შემოსავლის 10%-ს კონკურსებისა და ფიქსირებული პროექტებისთვის. როგორც ფრილანსერული საიტების უმეტესობაზე, შეგიძლიათ აირჩიოთ PayPal ან საბანკო გადარიცხვის გამოყენება.
5. Flexjobs
- ფრინალსერული საქმიანობის ტიპი: წერა; კონტენტ მარკეტინგი; ტრანსკრიფცია
- დადებითი მხარეები: თაღლითობისგან თავისუფალი; 30-დღიანი თანხის დაბრუნების გარანტია; საიმედო მხარდაჭერა
- უარყოფითი მხარეები: ზოგიერთი პრემიუმ ვაკანსიას შეგიძლიათ მოაგნოთ პლატფორმის გარეთ
Flexjobs სპეციალიზირებულია მოქნილ და დისტანციურ სამუშაო შესაძლებლობებზე, მათ შორის ფრილანსერულ, ნახევარ განაკვეთზე და სრულ განაკვეთზე სამუშაოებზე. არსებობს ფართო კატეგორიები, დაწყებული განათლებიდან და ტრენინგებიდან ჟურნალისტიკამდე და წერით სამუშაოებამდე.
Flexjobs უზრუნველყოფს ვებსაიტზე ჩამოთვლილი ყველა სამუშაოს ლეგიტიმურობას. ის ამოწმებს და ადასტურებს ყველა განაცხადს, ფილტრავს თაღლითებსა და ყალბ კომპანიებს. სხვა ონლაინ სამუშაო დაფებისგან განსხვავებით, ეს ფრილანსერული ვებსაიტი არ აჩვენებს რაიმე რეკლამას თავის გვერდზე.
ფრილანსერული სამუშაოს მოსაძებნად, მომხმარებლები უნდა დარეგისტრირდნენ გამოწერაზე. ხელმისაწვდომია ოთხი გეგმა, დაწყებული 6,95 აშშ დოლარი/კვირაში. ყოველი გამოწერა იძლევა შეუზღუდავ წვდომას ვაკანსიების ჩამონათვალზე, პერსონალიზებულ სამუშაო პორტფელზე, კარიერულ რჩევებზე და უნარების უფასო ტესტირებაზე.
მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი გამოწერისთვის გადაიხადონ წინასწარ გადახდილი ბარათით ან PayPal-ით. არსებობს 30-დღიანი კმაყოფილების გარანტია, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ დაიბრუნოთ სრული თანხა, თუ არ ხართ კმაყოფილი მომსახურებით.
6. SimplyHired
- ფრინალსერული საქმიანობის ტიპი: ადამიანური რესურსები; ფინანსები; მონაცემთა შეყვანა
- დადებითი მხარეები: შეტყობინებები ელ.ფოსტით; დამხმარე სახელმძღვანელოები; უფასო სამუშაო ინსტრუმენტები
- უარყოფითი მხარეები: სპამი არასანდო მესამე მხარის ვებსაიტებიდან
SimplyHired განაცხადების სივრცეა, სადაც კომპანიებს შეუძლიათ უფასოდ გამოაქვეყნონ სამუშაო შესაძლებლობები. ის ასევე აგროვებს სამუშაო შეთავაზებებს მთელი ინტერნეტიდან ერთ გვერდზე. საიტს აქვს სუფთა მომხმარებლის ინტერფეისი, რაც აადვილებს სამუშაოების დათვალიერებას კატეგორიების მიხედვით.
არსებობს სხვადასხვა ფრილანსერული სამუშაო შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ფინანსებსა და მარკეტინგში. კონკრეტული სამუშაოს მოსაძებნად, უბრალოდ შეავსეთ საძიებო ველი შესაბამისი საკვანძო სიტყვებით. უფრო რელევანტური შედეგების მისაღებად, საკვანძო სიტყვებად გამოიყენეთ თქვენი ქალაქი, შტატი ან ZIP კოდი
7. Guru
- ფრინალსერული საქმიანობის ტიპი: მარკეტინგი; პროგრამირება; ადმინისტრირება
- დადებითი მხარეები: უსაფრთხო გადახდა; მორგებული სამუშაო განაცხადები; უფასო წევრობა
- უარყოფითი მხარეები: პოტენციური ყალბი კლიენტები
Guru არის სივრცე ფრილანსერებისა და კომპანიებისთვის მთელს მსოფლიოში, რომ ერთად იმუშაონ. კომპანიებს შეუძლიათ დაიქირაონ პროფესიონალები სხვადასხვა უნარებით, როგორიცაა პროგრამისტები, გრაფიკული დიზაინერები და პროდუქტის მენეჯერები.
ეს ფრილანსერული ვებსაიტი აადვილებს ვაკანსიების დათვალიერებას და კლიენტებისთვის შეთავაზებების გაგზავნას. დაიწყეთ დარეგისტრირებით და ფრილანსერის პროფილის შექმნით. სისტემა მოგცემთ სამუშაოსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს თქვენი კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების საფუძველზე.
ფრილანსერებს შეუძლიათ განაცდახი გააკეთონ გრძელვადიან ან მოკლევადიან პროექტებზე და წარმოადგინონ ფიქსირებული ფასი თითოეული პროექტისთვის. თქვენი ანაზღაურების მისაღებად რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორის PayPal და საბანკო გადარიცხვა. რაც მთავარია, საიტი უზრუნველყოფს ფრილანსერებს დროულად ანაზღაურებას SafePay დაცვით.
8. LinkedIn
- ფრინალსერული საქმიანობის ტიპი: ციფრული სამყაროს ყველა მიმართულება
- დადებითი მხარეები: სანაცნობო ქსელის გაზრდის შესაძლებლობები; უახლესი ამბების განახლებები; ეკონომიკურად ეფექტური
- უარყოფითი მხარეები: ჭარბი სპამური კონტენტი
LinkedIn ვაკანსიებისა და საქმიანი, პროფესიონალი საზოგადოების სოციალური ქსელია, რომელიც იძლევა მარტივ გზას სხვადასხვა სფეროში სამუშაოს მოსაძებნად
თავდაპირველად უბრალოდ დარეგისტრირდით და შექმენით პროფილი. მიუთითეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი უნარები, განათლება და სამუშაო გამოცდილება. LinkedIn-ის ყოვლისმომცველ პროფილს შეუძლია მეტი სამუშაო შესაძლებლობების გახსნა.
საინტერესო და კომპეტენტური პოსტის განთავსებამ ასევე შეიძლება გახადოს თქვენი პროფილი მეტად ნახვადი. მაგალითად, თუ თქვენ ხართ ფრილანსერი მწერალი, შექმენით პოსტი, რომელიც აღწერს თქვენს გამოცდილებას და დაურთეთ თქვენი სამუშაო პორტფოლიო. პოტენციური დამსაქმებლები აღმოაჩინრნ თქვენს პროფილს და გამოჩნდება ახალი შეთავაზებები
LinkedIn-ზე არსებული და განახლებადი ვაკანსიების დათვალიერება ასევე შესანიშნავი გზაა ფრილანსერული სამუშაოების მოსაძებნად!
9. Behance
- ფრინალსერული საქმიანობის ტიპი: ილუსტრაცია; ფოტოგრაფია; ვებ დიზაინი
- დადებითი მხარეები: დიდი აუდიტორია; სანაცნობო ქსელის გაფართოების შესაძლებლობები; პერსონალიზებული კონტენტი
- უარყოფითი მხარეები: კონკურენტული გარემო; სურათის ფაილის შეზღუდული
Behance სოციალური ქსელია შემოქმედებითი და ნიჭიერი ადამიანებისთვის. ახალგაზრდები მთელ მსოფლიოში მოიხმარენ მას პორტფოლიოს შესაქმნელად და მათი ნამუშევრების გასაზიარებლად, დაწყებული ანიმაციებიდან და ილუსტრაციებიდან ვებსაიტებისა და გრაფიკული დიზაინის ჩათვლით.
მიუხედავად იმისა, ხართ ფრილანსერი გრაფიკული დიზაინერი, ვებ დიზაინერი თუ ანიმატორი, Behance გთავაზობთ ადგილს, სადაც გაქვთ შესაძლებლობა აღმოგაჩინონ პოტენციურმა დამსაქმებლებმა. დაიწყეთ ანგარიშზე დარეგისტრირებით და თქვენი პროფილის შექმნით.
ვინაიდან ეს არის სანაცნობო ქსელის გაფართოების საიტი, რაც უფრო მეტ პროფილს მიჰყვებით, მით მეტი პოსტი გამოჩნდება თქვენს არხზე. ეს გაძლევთ შანსს, აღმოაჩინოთ მეტი ფრილანსერული სამუშაო შესაძლებლობები.
Behance ასევე გთავაზობთ სამუშაოთა ჩამონათვალს. ყოველი ფრილანსერი მიიღებს პერსონალიზებულ სამუშაო რეკომენდაციას მათი უნარების ნაკრებისა და კატეგორიის მიხედვით, რაც გაადვილებს ფრილანსერული სამუშაოს პოვნას, რომელიც შეესაბამება ადამიანის გამოცდილებას.
განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე დიზაინის სწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!
10. 99designs
- ფრინალსერული საქმიანობის ტიპი: ვები, ლოგო და გრაფიკული დიზაინი
- დადებითი მხარეები: სპეციალურად შექმნილი გარემო; გადახდის უსაფრთხოება; აქტიური საზოგადოება
- უარყოფითი მხარეები: მომსახურების მაღალი საფასური; დიზაინერის დონე შეიძლება იყოს შეზღუდული
99designs მორგებულია დიზაინერებისა და ბიზნესების თანამშრომლობაზე. არსებობს სხვადასხვა დიზაინერული პროექტები, ლოგოს დიზაინიდან და წიგნების ყდებიდან ტანსაცმლისა და სასაქონლო ნივთების ჩათვლით.
დარეგისტრირებისას თქვენ მოგეცემათ ინსტრუქცია შექმნათ პროფილი და მიუთითოთ თქვენი სამუშაო გამოცდილება. კურატორი გუნდი განიხილავს თქვენს განაცხადს და განსაზღვრავს თქვენს დიზაინერულ დონეს. რაც უფრო მაღალია თქვენი დონე, მით მეტ ხილვადობას მიიღებთ პლატფორმაზე.
99designs აადვილებს თქვენი ცოდნის შესაბამისი ფრილანსერული სამუშაოების ძებნას. ინდუსტრიების, სტილისა და დიზაინერული კატეგორიების არჩევით, თქვენ გექნებათ წვდომა სამუშაოების ჩამონათვალზე, რომელთაგან შეგიძლიათ აირჩიოთ.
როდესაც თქვენ მუშაობთ ახალ კლიენტთან, 99designs დაგაკისრებთ საწყის გადასახადს 100 აშშ დოლარის ოდენობით, და პლატფორმის საფასურს 5%-დან 15%-მდე. ფრილანსერები ფულს იღებენ PayPal-ის ან Payoneer-ის მეშვეობით სამი სამუშაო დღის განმავლობაში და უფრო ადრე, უფრო მაღალი პროფილის დონის შემთხვევაში.
11. Dribbble
- ფრინალსერული საქმიანობის ტიპი: მობილური დიზაინი; ილუსტრაცია; ანიმაცია
- დადებითი მხარეები: დიდი სანაცნობო ქსელი; გლობალური საზოგადოება; დიზაინერული უხვი შთაგონება
- უარყოფითი მხარეები: ფრილანსერული სამუშაოების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია მხოლოდ პრო ვერსიით
Dribbble არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმა შემოქმედებითი ნიჭის და დამკვეთის ერთმანეთთან შესახვედრად, დაკავშირებისა და ურთიერთობისთვის. დიზაინერები და მხატვრები იყენებენ ამ ვებსაიტს პორტფოლიოს შესაქმნელად და მათი ბრენდების პოპულარიზაციისთვის.
ვებსაიტზე სამუშაო პორტფოლიოს შექმნამ შეიძლება გაზარდოს თქვენი დასაქმების შანსები. გახადეთ ეს შესაძლებელი ანგარიშზე დარეგისტრირებით და თქვენი დიზაინების ატვირთვით.
სამუშაო შესაძლებლობების პოვნის კიდევ ერთი გზა არის სამუშაო დაფის გახსნა თქვენს ბრაუზერში. ვებსაიტზე არის სხვადასხვა ტიპის სამუშაოები, მათ შორის UI/UX დიზაინის და კონტენტის შექმნა. თუმცა, ფრილანსერულ სამუშაო შესაძლებლობებზე წვდომა შემოიფარგლება პრემიუმ მომხმარებლებით.
Dribbble პრემიუმ ვერსია მერყეობს 5 აშშ დოლარიდან 15 დოლარამდე თვეში. პრო ვერსიით მომხმარებლებს შეუძლიათ ატვირთონ ვიდეო და სურათები თავიანთ პროფილებზე. პრემიუმ ანგარიში ასევე მიიღებს პრიორიტეტულ განთავსებას დაქირავების საძიებო ჩამონათვალებში.
12. People Per Hour
- ფრინალსერული საქმიანობის ტიპი: პროგრამირება; ჟურნალისტიკა; ბრენდინგი
- დადებითი მხარეები: ინვოისის ავტომატური შექმნა; მდებარეობაზე დაფუძნებული განცხადებები; უსაფრთხო გადახდა
- უარყოფითი მხარეები: უფასო შეთავაზებები შეზღუდულია თვეში 15-მდე
People Per Hour ეხმარება ბიზნესს იპოვონ პროფესიონალები საათობრივად ან პროექტის მიხედვით დასაქირავებლად. აქ მილიონობით ფრილანსერი მუშაობს სხვადასხვა ინდუსტრიიდან, როგორიცაა საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგი და ჟურნალისტიკა.
ფრილანსერებს შეუძლიათ შექმნან ანგარიში უფასოდ და დაიწყონ პროფილის შენება. გაითვალისწინეთ, რომ მოდერატორები განიხილავენ თითოეულ აპლიკაციას მათ დამტკიცებამდე. დამტკიცების შემდეგ, ფრილანსერებს შეუძლიათ დაიწყონ სამუშაოების დათვალიერება მრავალი კატეგორიიდან.
პროექტზე მუშაობისას, ფრილანსერებს შეუძლიათ გაგზავნონ შეთავაზებები და დაადგინონ მათი ფასები. როგორც კი დაასრულებენ, მათ შეუძლიათ ადვილად შექმნან ინვოისი თავიანთი პროფილის გვერდიდან.
ფრილანსერული ხასიათის საიტების უმეტესობის მსგავსად, People Per Hour ფრილანსერებს აკისრებს მომსახურების საფასურს თითოეულ კლიენტზე. 350 აშშ დოლარის მოგებისთვის, ვებსაიტი იღებს მომსახურების საფასურს - 20%. საბედნიეროდ, საფასური მცირდება, რაც უფრო მეტს მუშაობთ.
13. ServiceScape
- ფრინალსერული საქმიანობის ტიპი: აკადემიური წერა; დოკუმენტის თარგმნა; ხელნაწერის რედაქტირება
- დადებითი მხარეები: პერსონალიზირებული გადახდის სტრუქტურა; მოქნილი გრაფიკის ვარიანტი; ეფექტური კომუნიკაცია
- უარყოფითი მხარეები: მაღალი საკომისიო პროცენტი და გამოცდილების შეზღუდული სფერო
ServiceScape არის ონლაინ სამუშაო სივრცე, რომელიც სპეციალიზირებულია ფრილანსერული წერის, სარედაქციო და მთარგმნელობით სამუშაოებში. პლატფორმა ეხმარება ფრილანსერებს შექმნან პროფილები და მოახვედრონ ისინი მზარდი კლიენტების მონაცემთა ბაზაში.
ის, რაც ServiceScape-ს გამოარჩევს სხვა პლატფორმებისგან, არის დაქირავების პროცესი. წინადადებების განთავსების ან წინადადებების გაგზავნის ნაცვლად, ფრილანსერები უბრალოდ ელიან სამუშაო შეთავაზებებს კლიენტებისგან. ამრიგად, მნიშვნელოვანია გქონდეთ გამორჩეული პროფილი.
ფრილანსერებსა და დამსაქმებლებს შეუძლიათ მარტივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს ServiceScape-ის საშუალებით. ორივე მხარეს შეუძლია გაგზავნოს შეტყობინებები და დაგეგმოს საკონფერენციო ზარი.
ServiceScape ანაწილებს შემოსავალს ყოველთვიურად PayPal-ის, ჩეკის და Gusto-ის საშუალებით. ფრილანსერებს შეუძლიათ დააყენონ პერსონალიზირებული გადახდის სტრუქტურა, პროექტზე დაფუძნებული ან საათობრივ ანაზღაურებაზე. თუმცა, პლატფორმა იღებს საკომისიოს 50%-ის ოდენობით ყოველ შესრულებულ სამუშაოზე.
14. DesignHill
- ფრინალსერული საქმიანობის ტიპი: ვებსაიტების, ბრენდების და საქონლის დიზაინები
- დადებითი მხარეები: ჩაშენებული ონლაინ მაღაზია; მომსახურების საფასურის გარეშე; ცოცხალი ჩატის მხარდაჭერა
- უარყოფითი მხარეები: არ არის კარგი ვარიანტი არადიზაინერებისთვის
DesignHill კრეატიული ბაზარია, სადაც ბიზნესი იღებს ხარისხიან დიზაინს პროფესიონალი დიზაინერებისა და ხელოვანებისგან. არსებობს დიზაინერული სამუშაოების ფართო სპექტრი, მათ შორის ლოგოები, ვებსაიტები და ბროშურები.
ანგარიშზე დარეგისტრირება უზრუნველყოფს ფრილანსერული დიზაინერული სამუშაოების ფართო არჩევანს და სხვადასხვა დიზაინერულ კონკურსებს. ეს არის შესანიშნავი შანსი თქვენი სამუშაო პორტფოლიოს გაზრდისა და კლიენტებთან ურთიერთობის დამყარებისთვის.
როგორც ფრილანსერს, ამ ვებსაიტზე შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი მაღაზიები და დაიწყოთ გაყიდვები გლობალურად, ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა მოგების კალკულატორი და სავიზიტო ბარათების შემქმნელი.
DesignHill მხოლოდ კლიენტებს აჭრის მომსახურების საფასურს. ამრიგად, ფრილანსერი მიიღებს მთლიან თანხას DesignHill ანგარიშზე დიზაინერული სამუშაოებიდან, კონკურსებიდან ან მაღაზიის გაყიდვებიდან.
რაც შეეხება თანხის გატანას, ვებგვერდი მხარს უჭერს PayPal-ს და Payoneer-ს.
ჩვენს ჩამონათვალში თითოეული ფრილანსერული ვებ-საიტი საიმედო და სანდოა
- წესები და პირობები. არჩეულ ფრილანსერულ ვებსაიტებს აქვთ კარგად დოკუმენტირებული წესები და პირობები, რომლებიც იცავს როგორც ფრილანსერებს, ასევე დამსაქმებლებს აღნიშნულ პლატფორმებზე.
- მომხმარებელთა მხარდაჭერა. თითოეული ფრილანსერული საიტი უზრუნველყოფს მომხმარებელთა მხარდაჭერას, რათა უხელმძღვანელოს მომხმარებლებს და მოაგვაროს ნებისმიერი დავა.
- გადახდის და თანხის გატანის მეთოდები. ადგილობრივ და გლობალურ ფრილანსერებს შეუძლიათ მიიღონ ანაზღაურება ფრილანსერული ვებსაიტებიდან მრავალი ვარიანტის საშუალებით, მათ შორის საბანკო გადარიცხვებით და ელექტრონული გადახდებით.
ესეც ასე
ფრილანსერებისთვის საუკეთესო ვებ-საიტების ჩამონათვალი 2022 წელს სამუშაოს მოსაძებნად და ფულის გამომუშავებისთვის. ფრილანსერული სამუშაოს პოვნა არ უნდა იყოს აუცილებლად რთული. საიტების უმეტესობა მოითხოვს მხოლოდ ანგარიშზე რეგისტრაციას და პროფილის შექმნას. ბთუმცა, არ დაგავიწყდეთ ორჯერ გადაამოწმოთ როგორ მუშაობს თითოეული ფრილანსერული ვებსაიტი ანგარიშზე დარეგისტრირებამდე. განიხილეთ გადახდის სისტემა, გატანის მეთოდი და მომსახურების საკომისიო.
მათთვის, ვინც ეძებს ადმინისტრაციულ ან ტექნიკურ სამუშაოებს, მათ შორის ვებ დეველოპერებს, სოციალური მედიის მენეჯერებს ან ფინანსურ კონსულტანტებს – ქვემოთ მოგიყვანეთ ჩვენ მიერ რეკომენდირებული საიტები:
იმავდროულად, თუ თქვენ ეძებთ კრეატიულ სამუშაოებს, როგორიცაა წერა, გრაფიკული დიზაინი ან ილუსტრაციები – ქვემოთ მოცემულია საუკეთესო ფრილანსერული ვებსაიტები, რომლებიც უნდა შეამოწმოთ:
გისურვებთ წარმატებას! მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მიეცით საკუთარ თავს ახალი ამოცანა და გამოიყენეთ შესაძლებლობები, რომლებსაც 2022 წელი გვთავაზობს!
დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!
IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!
+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23
+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ
https://www.facebook.com/itstep.g