IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ბიჭი რომელმაც რეალობა შეცვალა

მოტივაცია

19.10.2024

554 დათვალიერება

გამორჩეული სიძლიერისა და შეუპოვრობის ადამიანი, რომელიც საკუთარ ცხოვრებას ბრძოლად აღიქვამდა - "დიახ ბატონებო მე დავიბადე მუდმივი ბრძოლისთვის! ბრძოლისთვის მეპოვა სიმშვიდე ამქვეყნიურ ქაოსში. ბრძოლისთვის საკუთარ თავთან, სინამდვილესთან, სურვილთან" - წერს გიგა ერთ-ერთ თავის ბლოგში. მას სჯეროდა, რომ თითოეულ ადამიანს აქვს ძალა, თუ არ დანებდება და მიზნისკენ მუდმივად იმოძრავებს, შეცვალოს რეალობა. 


გიგა დაიბადა 90-იან წლებში, ქვეყანაში, სადაც ყოველდღიური ყოფა უზომო სირთულეებით იყო სავსე. მისი ცხოვრებისეული გამოწვევები მხოლოდ ამ რთულმა პერიოდმა არ განსაზღვრა – მას დაუდგინდა სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის მძიმე დიაგნოზი, რომელსაც ბევრი დანებდებოდა. მაგრამ გიგა არავის ჰგავდა – მან ეს გამოწვევა საკუთარ სიძლიერედ გადააქცია. 


გიგას დედა, ქეთევან ჯინჭარაძე, არის მთავარი ძალა, რომელმაც ბავშვობაში მას ბრძოლისთვის საჭირო მთავარი ინსტრუმენტი - რწმენა გაუღვივა. მან შვილებს ბავშვობიდანვე ჩაუნერგა შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ არაადაპტირებული გარემოს გამო გიგა და მისი უმცროსი ძმა სკოლაში ვერ დადიოდნენ, მათ განათლების მიღება არ შეუწყვეტიათ და სახლში განაგრძეს სწავლა.


გიგას ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი 16 წლის ასაკში დადგა, როდესაც პირველად ჩაერთო IT სფეროში. ეს მისთვის კარი გახდა წარმატებისკენ, რაც არა მხოლოდ მის პირად განვითარებას, არამედ სხვებისთვისაც გზის გაკვალვას გულისხმობდა. 

 

სტეპის გუნდს, გიგა 2017 წელს შემოუერთდა და 7 წლის განმავლობაში ქმნიდა პროფესიული განვითარებით დაინტერესებული, ყველა ადამიანისთვის საინტერესო, შთამაგონებელ და სასარგებლო ბლოგებს.


გიგა არის მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება იყო ყოველთვის პროდუქტიული და ეფექტური. ის ყოველდღიურად 12 საათზე მეტს მუშაობდა. მისი შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა არის შთაგონების წყარო ყველასთვის, ვისაც მასთან სულ მცირედი შეხება მაინც ჰქონია.


გიგას ჰაბი - ახალი ეპოქის პროექტი


გიგას ოცნება იყო აეშენებინა სრულად ადაპტირებული სივრცე, სადაც ადამიანები, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებოდათ, შეძლებდნენ სრულფასოვან ცხოვრებას და პროფესიულ განვითარებასაც. ასე გაჩნდა იდეა „გიგას ჰაბი“, პროექტი, რომელიც საქართველოსთვის რევოლუციური იდეა იყო. „გიგას ჰაბი“ აერთიანებს ყველა საჭირო სერვისს, დაწყებული ტრანსპორტირებით, დამთავრებული პროფესიული გადამზადებით. ეს იქნება ადგილი, სადაც ადამიანები მიიღებენ ინფორმაციას თავიანთ უფლებებზე, განავითარებენ პროფესიულ უნარებს და მიიღებენ საზოგადოებრივ მხარდაჭერას.


მიუხედავად პანდემიის, ფინანსური სირთულეებისა და სხვა გამოწვევებისა, გიგა არ დანებდა. მისი მონდომება გადამდები გახდა და მას 3200-ზე მეტი ადამიანი და 10-ზე მეტი კომპანია გვერდით დაუდგა, რაც ნათლად აჩვენებს, რამდენად დიდი გავლენა აქვს მის იდეებს. დღეს „გიგას ჰაბი“ მშენებლობის პროცესშია და მალე რეალობად იქცევა.


გიგა - შთაგონება ყველასთვის


გიგა დაამტკიცა, რომ ნამდვილი სიძლიერე გულისხმობს არამხოლოდ გამოწვევების წინაშე მყარად დგომას, არამედ საკუთარი თავის მუდმივ გაუმჯობესებასა და წინსვლას. გიგა იყო ის ადამიანი, რომელიც გვახსენებს, რომ ცხოვრების გზაზე არ არსებობს დაუძლეველი დაბრკოლებები. მისი 35-წლიანი ცხოვრება სავსეა სიმამაცის, შეუპოვრობისა და ცვლილებებისთვის ბრძოლის მაგალითებით. საკუთარი ხანმოკლე ცხოვრებით გვასწავლა, რომ თუ გული და გონება სწორად გვაქვს მიმართული, ნებისმიერი დაბრკოლება გადალახვადია. ის არის ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ ერთმა ადამიანმაც კი შეიძლება შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ.


გიგას ისტორია ყველასთვის დარჩება მოტივაციად – რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი რეალობა, რომ ოცნებები ასრულებადია.


ვიდეო არქივიდან
 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა