IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

კომპანია UBER ნერგავს მიწოდების სერვისს რობოტების დახმარებით

5

News

03.06.2022

787 დათვალიერება

ვაშინგტონი, DC (CNN Business) – "Uber არის უდიდესი კომპანია, რომელმაც სახლში მიტანის სერვისის განხორციელება რობოტების გამოყენებით დაგეგმა"

კომპანია, რომელიც დიდი ხანია ამტკიცებს, რომ მომავალი ყველაფრის ავტომატიზაციაშია, მალე Uber Eats-ის სატესტო პროგრამით მცირე მანძილისთვის ქვეითთა ბილიკებზე მოძრავ 4 ბორბლიან რობოტებს, გრძელ დისტანციებზე კი თვითმართვად ავტომობილებს გამოიყენებს

 

ორშაბათიდან Uber Eats-ის მომხმარებლებს ექნებათ საშუალება გააკეთონ არჩევანი მიტანის ტრადიციულ ფორმასა (ადამიანის მიერ) და რობოტებს შორის. მომხმარებლებისთვის Uber-ის აპლიკაციაში მოცემულია ინსტრუქცია, როგორ ამოიღონ პროდუქტი რობოტიდან. Serve რობოტი წააგავს ფერად მაცივარს ბორბლებზე, სახურავით, რომელიც იხსნება. რობოტი ოპერირებას დასავლეთ ჰოლივუდში დაიწყებს. მისი წინა მაშუქები თვალებს წააგავს, რითაც იგი მულტფილმის გმირს მოგვაგონებს.

კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა მონიკაში კი ჰიუნდაის სედანები კომპანია Motional-ის თვითმართვადი ტექნოლოგიით უფრო გრძელი დისტანციის შეკვეთებს გაუმკლავდება. პარტნიორობის შესახებ ოფიციალური განცხადება დეკემბერში გაკეთდა. Motional ავტონომიურ მართვაში ერთ-ერთი ყველაზე დიდხნიანი გამოცდილების მქონე გუნდია. ჯერ კიდევ 2016 წელს, როდესაც კომპანიას nuTonomy ერქვა, მან სინგაპურში გაგვაცნო რობოტაქსი შეზღუდული სერვისით. უკვე 2018 წელს კი კომპანიამ Lyft-თან ერთად ლას ვეგასში ავტონომიური მგზავრობის ტესტირება დაიწყო. Motional-ის მფლობელები არიან Hyundai და საავტომობილო ტექნოლოგიების მომწოდებელი Aptiv. იგი მომავალ წელს ლას ვეგასში Lyft-თან ერთად რობოტაქსის სერვისის განხორციელებას გეგმავს.

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე  პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და გახდი წარმატებული!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

ჰიუნდაის სედანის მიერ მიწოდებული შეკვეთები უკანა სავარძლებზე განთავსებულ თერმულ კონტეინერებში იქნება შენახული, რომლებსაც ადამიანები თავად ამოიღებენ. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, Motional საჭის უკან ადამიანს დასვამს. Serve Robotics კი, რომელიც Uber-ის ტროტუარის რობოტებს მართავს, მიტანის სერვისების ზედამხედველობას ადამიანის მიერ, დისტანციურად განახორციელებს.

Uber-ის ავტონომიურ მობილურობასა და მიწოდების სერვისის ხელმძღვანელის, ნოა ზიჩის თქმით, უახლოეს მომავალში კომპანიის რობოტიზებული სერვისი „მიწოდების ძალიან, ძალიან ცოტა რაოდენობას“ შეადგენს. 

გრძელვადიან პერსპექტივაში რობოტებს შეუძლიათ მიწოდების სერვისი შეუძლიათ უფრო ხელმისაწვდომი გახადონ. (Uber-მა ადრეც შექმნა თვითმართვადი ავტომობილები თავისი კომპანიის შიგნით, მაგრამ გუნდი 2020 წელს კომპანია Aurora-ს მიჰყიდა. Uber აგრძელებს კომპანია Aurora-ს ინვესტორობასა და თანამშრომლობას რობოტაქსებზე.)

ბოლო წლების განმავლობაში საკვები პროდუქტების მიწოდების სერვისი Uber-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა. მისი შემოსავალი მიმდინარე წლის პირველი კვარტლის განმავლობაში, რომელიც 2.5 მილიარდი დოლარი იყო, გაუთანაბრდა მგზავრთა გადაყვანის მის ტრადიციულ სერვისს.

მაგრამ Uber-ის კორექტირებული EBITDA, შემოსავლიანობის მაჩვენებელი, არის უფრო ცუდი, ვიდრე ტაქსის, რაც მიგვანიშნებს, რომ რობოტებს შემოსავლისუნარიანობის გაუმჯობესება შეუძლიათ. ბიზნესებს უყვართ დავალებების ავტომატიზირება, რადგან იგი ამცირებს დანახარჯებს სამუშაო ძალაზე და ზრდის ზღვრულ შემოსავლებს.

კომპანიები უკვე დიდი ხანია საუბრობენ მიტანის სერვისების რობოტიზაციაზე, მაგრამ საპილოტე პროგრამები აქამდე მცირემასშტაბიანი იყო. კომპანიები, როგორიცაა Domino’s, Kroger და Amazon, გასული წლების განმავლობაში ცდილობდნენ მიწოდების სერვისებში რობოტების გამოყენებას.

ჯეფ ბეზოსმა, Amazon-ის დამფუძნებელმა, 2013 წელს განაცხადა, რომ დრონებით მიწოდება მალე ხელმისაწვდომი იქნებოდა. Prime Air-მა თავისი პირველი მიწოდება 2016 წელს განახორციელა, მაგრამ იგი ჯერ კიდევ არ წარმოადგენს რეგულარულ სერვისს. Amazon დღემდე აცხადებს, რომ იგი მიზნად ისახავს დრონით მიწოდების 30 წუთიანი სერვისის განხორციელებას.

Amazon-საც აქვს ტროტუარის რობოტების მიწოდების სერვისი, სახელად Scout. საჯარო ტესტირებები 2019 წელს დაიწყო და როგორც კომპანია აცხადებს, მას ათი ათასობით მიწოდება აქვს განხორციელებული სნოჰომიშში (ვაშინგტონი), ირვინში (კალიფორნია), ატლანტასა (ჯორჯია) და ფრენკლინში (ტენესი).

ისინი Amazon-ის მთლიანი მიწოდების, რომელიც წლიურად მილიარდობით გზავნილს ითვლის, ძალიან მცირე რიცხვს წარმოადგენენ.

Starship, ტროტუარის რობოტის კომპანია, აცხადებს, რომ იგი ყოველდღიურად 40 ლოკაციაზე მსოფლიოს მასშტაბით 10 ათას მიწოდებას ახორციელებს, აშშ-ს 25 კოლეჯის კამპუსის ჩათვლით. კომპანიის წარმომადგენლის, ჯენილ სტაინბერგის თანახმად, მისი მიწოდება, რომლის საშუალო დანახარჯი 1,99 დოლარია, 2021 წელს გასამმაგდა.

Starship ამტკიცებს, რომ იგი გარკვეულ ლოკაციებზე მომგებიანია, თუმცა ამ მდებარეობებს არ ასახელებს. CNN Business-ს კი ფინანსური აღრიცხვა ამ განცხადების დასადასტურებლად არ ჩაუტარებია.

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი წარმოადგენს ერთ-ერთ ლოკაციას, სადაც სტარშიპი 2019 წლიდან ოპერირებს. იგი აცხადებს, რომ ყოველდღიურად დაახლოებით 60 რობოტი 700-1000 მიწოდებას ახორციელებს სხვადასხვა ლოკაციებიდან, როგორიცაა Panera Bread, Starbucks და Blaze Pizza.

სოფია ვეტროვას, უნივერსიტეტის სპიკერის თანახმად, მიწოდების ღირებულება 2,49 დოლარს შეადგენს, რომელსაც მომსახურების 10% ემატება. უკუკავშირის 95% კი დადებითია.

ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე რობოტიზებულ მიწოდების სერვისში Google-ის დედობილი კომპანია Alphabet-ია. მისი დრონით მიწოდების კომპანია, Wing, აცხადებს, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის განმავლობაში მან 53 ათასი კომერციული მიწოდება განახორციელა, რაც 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 355%-იან ზრდას წარმოადგენს. Wing ოპერირებს ლოგანსა და კანბერაში (ავსტრალია), ქრისტიანსბურგში (ვირჯინია), დალას-ფორტ უორსში (ტექსასი) და ჰელნისკში (ფინეთი).

Wing შემოსავლიანობის შესახებ არ საუბრობს. Other Bets, Alphabet-ის ფინანსური ანგარიშგების ნაწილი, რომელიც Wing-საც მოიცავს, იტყობინება, რომ კომპანიამ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 1.16 მილიარდი დოლარი დაკარგა.

Wing-ის წარმომადგენელი, სკოტ კორიელი CCN Business-თან საუბრისას აცხადებს, რომ აშშ-ს რეგულაციები მათ ტექნოლოგიებს უკან ხევს და რომ მას ავსტრალიაში ბევრად უფრო დიდი მასშტაბი და გავლენა აქვს, რაც განსხვავებული საკანონმდებლო გარემოდან გამომდინარეობს. კომპანიამ, როგორც ბევრმა სხვამ, უარი განაცხადა ეპასუხა, თუ როდის მოელის იგი აშშ-ს ბაზარზე რობოტიზებული მიწოდების დომინირებას.

„ეს ტრილიონ დოლარიანი კითხვაა,“ თქვა დევიდ ფერგუსონმა, ავტონომიური რობოტების სტარტაპ Nuro-ს თანადამფუძნებელმა, რომელიც Kroger-სა და 7-Eleven-თან ერთად მიწოდების სერვისის ტესტირებას ახორციელებს.  

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა