IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

მობილურების ევოლუცია ნაწილი 2

04.12.2021

912 დათვალიერება

წინა კვირას ჩვენ უკვე გესაუბრეთ გასული საუკუნის სმარტფონების ევოლუციაზე (ამ სიტყვაში ჰაიპერლინკით ჩავსვათ პირველი ნაწილი ბლოგის)
2020-2021 წლების კოვიდ პანდემიამ საზოგადოებაში ტექნოლოგიების როლი კიდევ უფრო გააღვივა.
თუ ადრე მობილურ ტელეფონებს მხოლოდ ზარებისა და ტექსტური შეტყობინებებისთვის ვიყენებდით, დღეს ჩვენ ტელეფონიდან შეგვიძლია ვიმუშაოთ, ვმართოთ ჩვენი ბიზნესი, მივიღოთ განათლება და გავერთოთ კიდეც.

გაეროს გასული წლის ანგარიშის მიხედვით „ მთელს მსოფლიოში უფრო მეტ ადამიანს აქვს მობილური ტელეფონი, ვიდრე საპირფარეშო’’.

 

წარმოგიდგენთ 21-ე საუკუნის მობილურბის ყველაზე „ისტორიულ“ მოდელებს .

 


 

125 მილიონზე მეტი გაყიდული მოდელი და უამრავი მომხმარებელი, ეს Nokia 3110-ია, რომელიც 2000 წელს გამოვიდა. ცნობილი, როგორც ყველაზე გამძლე კვების ელემენტისა და დიზაინის მქონე მობილური ტელეფონი, რომელიც თითქმის არასდროს ფუჭდება.

Nokia 3110-ში ჩაწერილმა თამაშმა ,,Snake II’’-მა ცალკე პოპულარობა მოუტანა კომპანიას. იმდენად დიდი, რომ 2017 წელს კომპანიამ სმარტფონის განახლებული ვერსია გამოუშვა, რომელიც მოგვიანებით Microsoft-მა შეიძინა.
 

 

 


 
 

Blackberry RIM 6210 - Time Magazine -ის მიერ დასახელებულია როგორც ყველა დროის ყველაზე მოთხოვნადი და სასურველი სატელეფონო მოწყობილობა.

ეს იყო პირველი ტელეფონი, რომელსაც გააჩნდა BlackBeryy Messenger (BBM) -ის ფუნქცია. ეს იყო შეტყობინებების სერვისი, რომელსაც 150 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა.

 

 


 

2004 წლიდან Motorola RAZR 3 არის კომპანიის ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი მოდელი, რომელიც 2006 წლამდე 50 მილიონი ერთეული გაიყიდა.

უნიკალური თხელი დიზაინისა და 3G კავშირის მქონე მოწყობილობას ჰქონდა VGA კამერა, Bluetooth, WAP ინტერნეტი და მრავალფეროვანი, გადმოსაწერი MP3 ზარის მელოდიები.


 
პირველი ტელეფონი, რომელმაც პრიორიტეტი მიანიჭა მუსიკას, კომპანია ,,SONY’’-იმ და კომპანია ,,Ericsson’’-მა ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად 2005 წელს გამოუშვეს.

ტელეფონის ბრენდს სახელწოდება Walkmen800 იყო. მისი უპირატესობა იყო 2 მეგაპიქსელიანი კამერა ვიდეო ჩანაწერით, Bluetooth, 34მბ შიდა მეხსიერება და mp3 ზარის თანამედროვე მელოდიები.



 

Nokia N95 2007 წელს გამოვიდა. ამ ტელეფონის ერთ ერთი გამორჩეული თვისება იყო იმ დროისთვის უჩვეულო 5 მეგაპიქსელიანი კამერა. ასევე 160 მბ შიდა მეხსიერება და მთელი სრული საოფისე კომპლექსი - Wi-fi, Bluetooth, FM რადიო და სხვა.
 




ყველამ კარგად იცის, რომ Nokia-ს სმარტფონების ბაზრიდან გასვლა კომპანია Apple-ის Iphone-ის პირველი მოდელის დამსახურებაა. Iphone 2007 წელს, სწორედ მაშინ გამოჩნდა ბაზარზე, როდესაც მხოლოდ უხერხული დიზაინისა და კლავიატურის მქონე ტელეფონები არსებობდა.

მიუხედავად იმისა, რომ 2007 წელს Iphone არ ყოფილა პირველი სენსორული ტელეფონი, მან ნამდვილად მოახდინა რევოლუცია სმარტფონების ისტორიაში და მომხმარებელს სიმარტივე და კომფორტი შეთავაზა.
 




სმარტფონების ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაბიჯი 2010 წელს კომპანია SAMSUNG-მა გადადგა, როდესაც SAMSUNG GALAXY S მოდელი გამოუშა.

მოდელის მეხსიერება 16 გბ-ს შეადგენდა, ხოლო კამერა 5 მეგაპიქსელს, წინა კამერა 0,3 მეგაპიქსელს. GALAXY S იყო Apple-ის Iphone -ის ერთადერთი ძლიერი კონკურენტი ათი წლის მანძილზე.
 





2012 წელს, როდესაც კომპანია Apple-მა თავისი ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი მოდელი Iphone 5 გამოუშვა ტექნოლოგიური ეპოქის განვითარება უფრო მეტად აჩქარდა. ამ მოდელის გამოშვების პირველივე შაბათ-კვირას Iphone 5-ის მილიონი ერთეული გაიყიდა.
 



Nokia Lumia 1020 არის ცნობილი როგორც ყველაზე გამძლე კამერის მქონე სმარტფონი. იმ დროს ფიქრობდნენ, რომ ამ სმარტფონს ციფრული კამერის ჩანაცვლება შეეძლო.

2013 წელს გამოსულმა მოდელმა უზარმაზარი 41 მეგაპიქსელიანი კამერით შეძლო და კონკურენცია გაუწია Apple-ს, რომლი Iphone XS-საც სულ რაღაც 12 მეგაპიქსელიანი კამერა ჰქონდა.
 




SAMSUNG-ისა და Apple-ის კონკურენციის კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტი დადგა 2015 წელს, როდესაც კომპანია SAMSUNG-მა თანამედროვე და დახვეწილი დიზაინის სახასიათო ეკრანით SAMSUNG GALAXY S6 EDGE გამოუშვა.

ამ მოდელის მთავარი უპირატესობა იყო კვების ელემენტი, რომელიც სულ რაღაც 10 წუთში იტენებოდა. ის იყო ერთ-ერთი პირველი მობილური, რომელმაც მომხმარებელს უსადენო დატენვის შესაძლებლობა წარუდგინა.
 




2017 წელს კომპანია Apple-მა გამოუშვა Iphone X, რომელმაც თავდაპირველად მაღალი ფასის გამო კრიტიკა დაიმსახურა. მოგვიანებით, მისი უპირატესობის წყალობით - არანაირი ღილაკი ეკრანზე კომპანიას 100 მილიონიანი მოგება მოუტანა.

2017 წლიდან 2021 წლამდე კომპანია SAMSUNG-ის და კომპანია Apple-ის კონკურენცია კვლავ აქტუალურია, თუმცა ორივე ბრენდს თავისი მომხმარებელი დღემდე უხვად ჰყავს.

მიუხედავად სხვა უამრავი წარმატებული მოდელისა, 2020-2021 წლის მთავარი ასპარეზი კომპანია Apple-ის უახლეს მოდელებს უჭირავთ .





iPhone 12 Pro

Counterpoint Research -ის 2021 წლის მონაცემებით, კომპანია Apple-ის მიერ წარმოებული 2021 წლის ყველაზე გაყიდვადი და მოთხოვნადი მოდელი Iphone 12-ია.
64 გბ შიდა მეხსიერება, 12+12 MP კამერა, 6,1 ინჩიანი დახვეწილი ეკრანი და 4 გბ ოპერატიული მეხსიერება - ეს Iphone 12-ის მახასიათებლების მხოლოდ მცირე და არასრული ჩამონათვალია.
ტექნოლოგიური განვითარება კი აღმასვლას არა და არ წყვეტს. 2021 წელს, ტექნოლოგიური ეპოქა უახლესი სმარტფონებითა და ტექნოლოგიური მოწყობილობებით, კვლავ განაგრძობს ადამიანების ცხოვრების გამარტივებას და კომფორტის უზრუნველყოფას.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა