IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

სწრაფად განვითარებადი, პრობლემების აღმოფხვრაზე ორიენტირებული, კიბერუსაფრთხოების სფერო

1000

კიბერუსაფრთხოება

26.09.2024

606 დათვალიერება

კიბერ საფრთხეებისა და მონაცემთა გავრცელების გამო, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებზე დიდი მოთხოვნაა მთელს მსოფლიოში.  სპეციალისტები მუშაობენ კომპანიების ციფრული აქტივებისა და სისტემების დასაცავად კიბერშეტევებისგან და იღებენ მაღალ ანაზღაურებას მათი საქმის კრიტიკული ხასიათის გამო.

 

კიბერუსაფრთხოება მუდმივად განვითარებადი სფეროა, სადაც ყოველდღიურად ჩნდება ახალი საფრთხეები და გამოწვევები. შედეგად, იზრდება მოთხოვნა კიბერუსაფრთხოების კვალიფიციურ სპეციალისტებზე და  იზრდება მათი ანაზღაურებაც. თუ თქვენ კარიერის გაგრძელებას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით განიხილავთ , ეს ბლოგი თქვენთვისაა!

 

რას აკეთებს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი?

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები პასუხისმგებელნი არიან კიბერშეტევებისგან დაიცვან ორგანიზაციების კომპიუტერული სისტემები, ქსელები და საიდუმლო მონაცემები. ისინი იყენებენ მრავალფეროვან ინსტრუმენტებსა და ტექნიკას თავდასხმების აღმოსაჩენად და თავიდან ასაცილებლად. მჭიდროდ თანამშრომლობენ IT გუნდის სხვა წევრებთან, იმისთვის რომ შეიმუშაონ და განახორციელონ უსაფრთხოების ზომები, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს დარღვევის რისკს.

 

საჭირო უნარები კიბერუსაფრთხოების სპეციალისტისთვის

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი რომ გახდეთ, დაგჭირდებათ კომპიუტერულ მეცნიერებასა და კიბერუსაფრთხოებაში ძლიერი ბაზა. აუცილებელია რომ ფლობდეთ პროგრამირების სხვადასხვა ენებს, იცნობდეთ ოპერატიულ სისტემებს და ქსელის პროტოკოლებს. გარდა ამისა, მუდმივად საქმის კურსში უნდა იყოთ უახლესი კიბერსაფრთხეების და ტექნოლოგიების შესახებ და გქონდეთ პრობლემების გადაჭრის შესანიშნავი უნარები.

 

ტექნიკური ცოდნის გარდა, ასევე მნიშვნელოვანია ფლობდეთ ძლიერ საკომუნიკაციო და გუნდური მუშაობის უნარებს. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებს ხშირად უწევთ აუხსნან რთული ტექნიკური კონცეფციები ადამიანებს რომელთაც არ გააჩნიათ ტექნიკური ცოდნა და ასევე, მჭიდროდ იმუშაონ IT გუნდის სხვა წევრებთან უსაფრთხოების ზომების შემუშავებისა და განხორციელებისთვის.

 

სახელფასო განაკვეთის ტენდენციები კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებისთვის

შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით, ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსების საშუალო ხელფასი, რომელიც კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებსაც მოიცავს,  2020 წლის მაისისთვის 103,590 აშშ დოლარს შეადგენდა წელიწადში.  თუმცა, ხელფასები შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით, როგორიცაა მრავალწლიანი გამოცდილება, დარგი და მდებარეობა.

 

ზოგადად, კიბერუსაფრთხოების იმ სპეციალისტებს რომელთაც  მეტი გამოცდილება და თანამედროვე სერტიფიკატები აქვთ უფრო მაღალი ხელფასის გამომუშავება შეუძლიათ. მაგალითად, მათ, ვისაც Certified Information Systems Security Professional (CISSP) სერტიფიკატი აქვთ, რომელიც ფართოდ არის აღიარებული და ოქროს სტანდარტად ითვლება კიბერუსაფრთხოებაში, წელიწადში  140,000-ზე მეტი დოლარის გამომუშავება შეუძლია . გარდა ამისა, ხელფასები გარკვეულ სფეროებში, როგორიცაა ფინანსები და ჯანდაცვა, შეიძლება  უფრო მაღალი იყოს, ვიდრე სხვაგან.

ისწავლე IT მხარდაჭერა, ქსელები და კიბერუსაფრთხოება 0-დან და დაეუფლე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიებს საერთაშორისო აკადემიაში

→დარეგისტრირდი მარტივად

 

 

რატომ იქცევს ჩვენს ყურადღებას კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის ხელფასი?

კიბერუსაფრთხოება არა მხოლოდ სწრაფად მზარდი სფეროა, სადაც  დიდი პერსპექტივებია დასაქმებისთვის, არამედ მზარდია ამ სფეროში დასაქმებული სპეციალისტების შემოსავალიც. პროფესიონალებზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ორგანიზაციები უფრო მეტად აცნობიერებენ კიბერშეტევების რისკებს და მზად არიან გადაუხადონ მაღალი ანაზღაურება სპეციალისტს, რომელსაც შეუძლია კომპანიის ქსელებისა და მონაცემების დაცვა.

 

მაგრამ საქმე მხოლოდ ფულში არ არის. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ორგანიზაციებისა და კერძო პირების  კიბერ საფრთხეებისგან დაცვაში და მათ მიერ შესრულებული სამუშაო რეალურ გავლენას ახდენს მსოფლიოზე. ის, ვინც გატაცებულია ტექნოლოგიებითა და უსაფრთხოების საკითხებით, კარიერა კიბერუსაფრთხოების სფეროში შეიძლება წარმოუდგენლად ღირებული იყოს.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები ყოველთვის და ყველგან იქნებიან მოთხოვნადი. ჩვენი კურსი კი პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გაჩვენებთ რა პრობლემებს შეიძლება შეეჩეხოთ სამუშაო პროცესში და როგორ უნდა გადაჭრათ ისინი მსგავს სიტუაციებში. რაც  მთავარია პროგრამა შედგენილია IT კომპანიების რეალურ მოთხოხვნების გათვალისწინებით. შემოგვიერთდით "ქსელები და კიბერუსაფთხოება" - კურსზე და შეისწავლე პროფესია, რომელიც რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვანია!

 

რატომ იყენებენ LinkedIn-ს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები?

კავშირები

LinkedIn საშუალებას გაძლევს, რომ შექმნა ვირტუალური კავშირები. ადამიანთან პირდაპირ დაკავშირების გარდა, შეგიძლია გაწევრიანდე LinkedIn ჯგუფებშიც. LinkedIn-ის ჯგუფში გაერთიანებული არიან  ერთ ინდუსტრიაში მომუშავე პროფესიონალები ან მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანები, რათა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი შეხედულებები და გამოცდილება. ჯგუფში გაწევრიანებით მიიღებ პასუხებს პროფესიულ კითხვებზე და ჩაერთვები დისკუსიებში.

სამუშაოს ძიება

LinkedIn-ს 15 მილიონზე მეტი ვაკანსია აქვს გამოქვეყნებული. რეკრუტერების 87% რეგულარულად იყენებს LinkedIn-ს კანდიდატების მოსაძებნად. 35,5 მილიონმა ადამიანმა კი, სწორედ, LinkedIn-ის მეშვეობით დაიწყო მუშაობა. შესაბამისად, იგი ძალიან კარგი პლატფორმაა სამსახურის მოსაძიებლად. 

კომპანიების კვლევა

LinkedIn-ზე 55 მილიონზე მეტი რეგისტრირებული კომპანიაა, ამიტომ შანსი იმისა, რომ იმ კომპანიის პროფილი იპოვო, რომელთანაც გასაუბრება გაქვს, ძალიან დიდია. შესანიშნავი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ინფორმაცია მიიღო ისეთი კომპანიების შესახებ, რომელზეც ადრე არც კი გსმენია. ასევე შეგიძლია დაუკავშირდე კომპანიას და გაიგო მეტი მისი ღია ვაკანსიების შესახებ. 

ცოდნის დემონსტრირება

LinkedIn-ის პროფილის შექმნა დიდი ნაბიჯია შენი ცოდნის დემონსტრირებისთვის. არ დატოვო შენი პროფილი ცარიელი, დაამატე ინფორმაცია შენი წინა გამოცდილებების, ცოდნისა და უნარების შესახებ. სტატიებისა და პოსტების გაზიარება კი დაგეხმარება ჩამოყალიბდე აქტიურ პროფესიონალად შენს სფეროში. პროფილის შექმნა დაგეხმარება ასევე კავშირების შექმნაში. საშუალება მოგეცემა, რომ რეკომენდაცია გაგიწიონ სხვებმა ღია პოზიციებზე. 

სასარგებლო ინფორმაცია

LinkedIn-ზე შეგხვდება უამრავი ინფორმაციული და სასარგებლო პოსტები. ისევე, როგორც სხვა სოციალურ ქსელებში, LinkedIn-ზეც შეგიძლია ჰეშთეგებისა და საკვანძო სიტყვების გამოყენებით მიაგნო შენთვის საინტერესო ინფორმაციას მარტივად. 

 

და ბოლოს

თუ ეძებთ ღირებულ პროფესიას ტექნოლოგიის დარგში, კიბერუსაფრთხოება შეიძლება იდეალური სფერო იყოს. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებზე მოთხოვნა მზარდია და  ხელფასებიც  ყველაზე მაღალია ამ ინდუსტრიაში. თუ სწორი უნარ-ჩვევების და სერტიფიკატების მფლობელი ხართ, შეგიძლიათ მიიღოთ კარგი ანაზღაურება და შეძლოთ რეალური ცვლილებების მოხდენა მსოფლიოში

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

სამსახური გაქვს, მაგრამ ვეღარ ვითარდები - როდის არის პროფესიის შეცვლის დრო

სამსახური გაქვს, მაგრამ გრძნობ, რომ ერთ ადგილზე გაჩერდი? გაეცანი, როგორ განასხვავო სამუშაო გარემოთი უკმაყოფილება პროფესიის შეცვლის სურვილისგან, როგორ შეამოწმო ახალი მიმართულების მიმართ ინტერესი და როგორ დაგეგმო სწავლა არსებული სამსახურის პარალელურად.

როცა სამსახურში ყველაფერი ნაცნობია და ახალი აღარაფერი გხვდება დილით სამსახურში მიდიხარ, დავალებებს ასრულებ, დღის ბოლოს კი გრჩება განცდა, რომ კიდევ ერთი დღე გავიდა და ახალი არაფერი გისწავლია. იცი, როგორ მოაგვარო ყოველდღიური საკითხები, კოლეგებიც შენს გამოცდილებას ენდობიან, მაგრამ ის, რაც ადრე გამოწვევა იყო, ახლა ავტომატურ მოქმედებად იქცა. სტაბილურობა სასიამოვნოა, თუმცა შáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ დაიწყო კარიერა IT-ში ნულიდან, გამოცდილების გარეშე?

გაიგე, როგორ შეგიძლია დაიწყო კარიერა IT სფეროში ნულიდან და რა ეტაპები უნდა გაიარო სწორი მიმართულების შესარჩევად, პრაქტიკული პორტფოლიოს შესაქმნელად და სასურველ პოზიციაზე დასასაქმებლად გამოცდილების გარეშე.

მიმართულების შერჩევა და პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიურ სამყაროში ტექნოლოგიური სფერო დღეს ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ, მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მიმართულებად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ IT ინდუსტრია ბევრისთვის მიმზიდველია, დამწყებების უმრავლესობას ერთი და იგივე კითხვა აწუხებს: „როგორ დავიწყო, როდესაც არც ტექნიკური განათლება მაქვს და არც სამუშაო გამოცდილება?“ სინამ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ახალი პროფესიის სწავლა სამსახურთან ერთად - რამდენად რეალურია?

გაიგე, რამდენად რეალურია ახალი პროფესიის ათვისება სრულ განაკვეთზე მუშაობის პარალელურად და აღმოაჩინე დროის მენეჯმენტის ეფექტური სტრატეგიები წარმატებული კარიერული ცვლილებისთვის.

პროფესიული ზრდის გამოწვევები და სწორი დაგეგმვა დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში ახალი პროფესიის ათვისება და კარიერული ცვლილება ბევრისთვის პრიორიტეტული ამოცანაა. თუმცა, მთავარი გამოწვევა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას აჩერებს, არსებულ სამსახურსა და ყოველდღიურ რუტინასთან სწავლის შეთავსებაა. ხშირად ჩნდება კითხვა: რეალურია თუ არა სრულფასოვანი პროფესიის შესწა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა