IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ელექტრო ავტომობილი! - Tesla Model S Plaid

28.11.2021

740 დათვალიერება

მე ელექტრომობილების მოყვარული და ტექნოლოგიებზე შეყვარებული ადამიანი ვარ, ყოველთვის ზუსტად ვიცი რას ვყიდულობ, Tesla ნამდვილად ჩემი საუკეთესო შენაძენია, რამეთუ ის იპყრობს ელექტრომობილების მწვერვალებს – Tesla Model S Plaid – არის საუკეთესო, უახლესი და უმაღლესი დონის რამ, რაც კომპანიას ოდესმე შეუქმნია!

 

არსებითად, პლეიდი იგივეა, რაც წინა Tesla Model S, ამჯერადაც დიდი, ოთხკარიანი ჰეჩბეკი უამრავი სივრცით, ცოტა უფრო განიერი საბურავებით და მათ მოსათავსებლად განიერი თაღებით, მთლიანობაში ავტომობილიც უფრო განიერია. აქვს ახალი სანისლე ფარები, რომელიც შეესაბამება Model 3-ს და Model Y-ს

 

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა Model S Plaid საზოგადოებას 2020 წლის სექტემბერში გამართულ ღონისძიებაზე წარუდგინა. ელექტრომობილს სამი ძრავა აქვს, რომელთა საერთო სიმძლავრე 1,020 ცხენის ძალაა. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მანქანა 2 წამში 96 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 322 კმ/სთ-ია. Model S Plaid ელემენტის ერთი დამუხტვით თითქმის 630 კილომეტრს გადის. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ლაგუნა სეკას სახელით ცნობილ ავტოდრომზე ტესტირების დროს მანქანას 3600-მეტრიანი ტრასისთვის წრის დასარტყმელად 1 წუთი და 30 წამი დასჭირდა.

 

Tesla Model S Plaid მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ელექტრონული ავტომობილია

ამ ავტომობილის სისწრაფე წარმოუდგენელად კარგი და უკვე ცოტა სასაცილოც კი არის, რიცხვები უკვე გსმენიათ, ის გიჟურად სწრაფად იწყებს საწყისი ხაზიდან, ერთი სიტყვით "შთამბეჭდავია" სისწრაფის უწყვეტი და განმეორებითი აკრეფვა

 

ვთქვათ, თქვენ მიდიხართ NHRA-ს მიერ დაფინანსებულ რბოლის ტრეკზე. თუ მეოთხედი მილს 10 წამამდე დროში ან 150 მილი/სთ-ზე მეტი სიჩქარით გაივლით, დაგჭირდებათ პარაშუტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამის საშუალებას არ მოგცემენ. და ეს მანქანა საწყისი მომენტიდან მეოთხედ მილს 9.3 წამში 154 მილი/სთ სიჩქარით ჩვეულებრივ გადის, ასე რომ თქვენ გაგაგდებენ რბოლის ტრეიდან. ეს სიგიჟეაა!

 

ნუ დარჩებით დროის შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული უნარების გარეშე

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

როგორი შეგრძნებაა ეს რეალურად?

გუშინ წავედი ვიყიდე სურსათი, პლეიდი ისევე კარგად გაუმკლავდა საქმეს, როგორც ნებისმიერ მანქანას შეეძლო, თუმცა, თავისუფალ გზაზე.ეს ყუმბარას გავს თქვენს მკერდში, იმდენად სწრაფია, რომ ადამიანების უმეტესობა არასოდეს გამოიყენებს ამ მახასიათებლებს, ნამდვილი სიგიჟეა, რომ ქალაქში სამოძრაო ელექტრო-მანქანას შეიძლება ჰქონდეს ასეთი დონის შესრულება.

 

რადგან ‘ნორმალური’ საყოფაცხოვრებო საქმიანობა ვახსენეთ, განვიხილოთ, როგორია Plaid-ით მგზავრობა

მანქანის აყვანისთანავე საკმაოდ ბევრი სიარული მომიწია, ის კომფორტულია, სალონის ხმის იზოლაცია მშვენიერია, ახალი დამატებული შემნახველი სივრცეები ყველა კარში არის ძალიან პლიუსური, ახალი სავარძლები ძალიან კომფორტულია და, ქაღალდზე, ეს არის ყველაზე აეროდინამიკური წარმოების მანქანა.

 

ახალი ეკრანები და პროგრამული უზრუნველყოფა შესანიშნავია, მუსიკის ჩართვა მართლაც სწრაფი და მოქნილია. ბრაუზინგიც კი, რომელიც საკმაოდ ნელი იყო ყველა სხვა Tesla-ში... თუ გახსენით ხელთათმანების განყოფილებას, დაინახავთ დამალულ USB პორტს და იგი რეალურად შეიცავს USB ჯოხს სადარაჯო რეჟიმისთვის საავტომობილო ვიდეორეგისტრატორისთვის

 

ერთადერთი რამ, რაც არ არის მსოფლიო კლასის, არის საჭე

თავად საჭე არ არის უვარგისი, სირთულეს წარმოადგენს საჭეზე არსებული ღილაკები, რომლებიც მოითხოვენ ყველაფრის ხელახლა სწავლას.

ახალი საჭე ვიდეო თამაშის კონტროლერივით გამოიყურება. ის ასევე გაიძულებთ ხელები მართვის სამ საათიან და ცხრა საათიან პოზიციაში გქონდეთ, ისე როგორც ეს მართვის მოწმობის წიგნებში წერია.

 

 

ჩემს იდეალურ ვერსიაში მექნებოდა სტანდარტული საჭე სტანდარტული ღილაკებით, ვნახოთ რამდენ ხანს იმუშავებს Tesla ამ ვერსიით

 

მსოფლიოს 10 ყველაზე სწრაფ ავტომობილს, ელექტრომობილიც შეემატა!

1) Bugatti Chiron Super Sport 304 მილი/საათში

 

 

2) SSC Tuatara 286 მილი/საათში

 

3) Koenigsegg Agera RS- 277 მილი/საათში

 


4) Hennessey Venom GT — 270 მილი/საათში

 

5) Bugatti Chiron 1 — 261 მილი/საათში

 

6) Bugatti Veyron 16.4 Grand Sport Vitesse — 254 მილი/საათში

 

7) Bugatti Veyron 16.4 — 255 მილი/საათში

 


8) Koenigsegg CCR — 240 მილი/საათში

 

9) McLaren F1 — 240 მილი/საათში

 

10) Tesla Model S Plaid — 200 მილი/საათში

 

ილონ მასკის თქმით, ავტომობილის პროგრამული უზრუნველყოფა ხშირად განახლდება, 2023 წლიდან ის მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში გამოიცნობს მართვის მიმართულებას, არსებული დაბრკოლებების გათვალისწინებით, ფუნქციის მართვა თავად მძღოლს შეუძლია...

დასაწყისისთვის, მექანიზმი მორგებულია დიდ ბრიტანეთს, ავტომობილის ღირებულება კი 83,980 გირვანქა სტერლინგია.

 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა