IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

2023 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო მიმართულებები IT ინდუსტრიაში

9999

News

12.12.2022

1228 დათვალიერება

2023 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო მიმართულებები IT ინდუსტრიაში

  1. სოფტვეარ ინჟინერიის მენეჯერი

  2. მობაილ აპლიკაციების დეველოპერი

  3. ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების მენეჯერი

  4. მონაცემთა ბაზების მენეჯერი

 

ტექნოლოგიების სფერო ნამდვილად წარმოადგენს ყველაზე სწრაფად მზარდ ინდუსტრიას. IT კარიერას მრავალი უპირატესობა აქვს და მაღალი ანაზღაურება ერთ-ერთი მათგანია. ახალგაზრდა პროფესიონალს ან ახალ კურსდამთავრებულს აქვს ბევრი საინტერესო კურსის არჩევის საშუალება, როგორიცაა DevOps-ი, მონაცემთა მეცნიერება, AI, ML და ა.შ. IT კარიერის შექმნა უამრავ ადგილასაა შესაძლებელი, მაგ., სტარტაპებში, ინოვაციურ კომპანიებსა და მცირე IT დეპარტამენტებში. ამ სტატიაში ჩვენ განხილული გვაქვს ტოპ 15 ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები ტექნოლოგიების სფეროში. 

 

IT ინდუსტრიაში მაღალანაზღაურებადი სამუშაოების ძიების კვალდაკვალ ჩვენ ვეცადეთ, შეგვერჩია ის კონკრეტული პროფესიები რომლის მიმართულებითაც ხელმისაწვდომია ონლაინ ვაკანსიები საქართველოდან

 

  • Software Engineering Manager  $134,156.
  • Mobile Applications Developer  - $111,468.
  • Information Systems Security Manager  - $153,677.
  • Database Manager  - $58,161.
  • Data Security Analyst  -$71,226.
  • Product Manager - $100,000.
  • Artificial Intelligence (AI) Engineer - $110,000.
  • Full-Stack Developer - $106,000.
  • Cloud Architect - $107,000.
  • DevOps Engineer - $140,000.
  • Blockchain Engineer - $150,000.
  • Software Architect - $114,000.
  • Big Data Engineer - $140,000.
  • Internet of Things (IoT) Solutions Architect - $130,000.
  • Data Scientist - $150,000.

 

Software Engineering Manager

სოფტვეარ ინჟინერიის მენეჯერის როლს ადმინისტრაციული სამუშაო რეპორტინგის კუთხით წარმოადგენს სხვა სოფტვეარ ინჟინრების მუშაობის ზედამხედველობა და მათი ხელმძღვანელობა, რაც მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის, პროგრამისა და აპლიკაციის შექმნასა და განვითარებას. სოფტვეარ ინჟინერიის მენეჯერს, ძირითად შემთხვევებში, სჭირდება ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში ან პროგრამირებაში და ასევე ამ სფეროში მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება. გარდა ამისა, ისინი კარგად უნდა ფლობდნენ პროგრამირების ენებს.

სოფტვეარ ინჟინერიის 229 მენეჯერის მონაცემთა საფუძველზე, მათი საშუალო წლიური შემოსავალი 31.2 ათას დოლარს შეადგენს (მინ. შემოსავალი - $13.1 ათასი, მაქს. - $94.5 ათასი). დასაქმებულთა 10%-ის წლიური შემოსავალი 43.9 ათას დოლარს აღემატება.

 

Mobile Applications Developer

უახლესი მობაილ გაჯეტები და პროგრამული უზრუნველყოფები რადიკალურად ცვლიან ადამიანებს შორის ურთიერთობების საშუალებებს, ბიზნესს, სიახლეების მიღებისა და გართობის საშუალებებს. შესაბამისად მობაილ აპლიკაციების დეველოპმენტი გახდა ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი და სწრაფად ზრდადი პროფესია. კონკურენციის პირობებში კანდიდატები ფლობენ დიდ უპირატესობას თუ აქვთ ხარისხი კომპიუტერული მეცნიერების ან ინფორმაციული სისტემების მიმართულებით.

მობაილ აპლიკაციების დეველოპერის საშუალო ხელფასი ინდოეთში (მსოფლიოს ერთერთ უღარიბეს ქვეყანაში) აღემატება 5 ათას დოლარს.

 

Information Systems Security Manager

ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯერი პასუხისმგებელია კომპიუტერებზე, ქსელებსა და მონაცემებზე ვირუსების, უსაფრთხოების ხარვეზებისა და ჰაკერული თავდასხმების თავიდან აცილებაზე. საჭირო ინსტრუქციების უგულებელყოფის შემთხვევაში შესაძლოა დაიკარგოს მნიშვნელოვანი და მკაცრად კონფიდენციალური მონაცემები. გარდა ამისა, კომპანიას ამ მიზეზით შეიძლება დაეკისროს ჯარიმები, რაც დიდ ფინანსურ ზარალს გამოიწვევს. შესაბამისად, კომპანიებმა უნდა მიიღონ უსაფრთხოების შესაფერისი ზომები.  

 

Database Manager

მონაცემთა ბაზების მენეჯერი პასუხისმგებელია შექმნას და მართოს სისტემები, რომლებსაც კომპანია მონაცემთა შესანახად და დასაორგანიზებლად იყენებს. ისინი უზრუნველყოფენ სისტემების უსაფრთხოებას საჭირო პროცედურების დაინსტალირების საშუალებით. გარდა ამისა, მონაცემთა ბაზის მენეჯერი პასუხისმგებელია თვალი ადევნოს გუნდების ყოველდღიურ ოპერაციებს.

 

Data Security Analyst

მონაცემთა უსაფრთხოების ანალიტიკოსი უზრუნველყოფს, რომ კომპიუტერული ქსელები და სისტემები დაცულია ვირუსებისა და ჰაკერებისგან. ისინი, ძირითად შემთხვევებში, ამ სამუშაოს ასრულებენ კონკრეტული კომპანიებისთვის და უზრუნველყოფენ, რომ ანტივირუსის პროგრამული უზრუნველყოფები და სხვა უსაფრთხოების აპლიკაციები არის ახალი და მუშაობს გამართულად. შემდეგ აფასებენ კომპანიის კომპიუტერების უსაფრთხოების პროცედურებს, რათა აღმოაჩინონ მათი სუსტი წერტილები და გაუწიონ რეკომენდაცია თუ როგორ შეიძლება უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გაზრდა. განათლების კუთხით, კომპიუტერული ან ინფორმაციული მეცნიერების ნებისმიერი ბაკალავრი შეძლებს იყოს მონაცემთა უსაფრთხოების ანალიტიკოსი. თუმცა ინფორმაციის უსაფრთხოების მეცნიერების ბაკალავრი არის პროგრამა, რომელიც ზუსტად ამ სფეროს მოიცავს.

 

Product Manager

ალბათ, აქამდეც შეხვდებოდით „პროდუქტ მენეჯერს“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაოების ჩამონათვალში. პროდუქტ მენეჯერი მუშაობს ტექნიკურ გუნდთან ერთად პროდუქტის პარამეტრებზე და შემდეგ ხელმძღვანელობს მის განვითარებას იდეიდან მიწოდებამდე. 

პროდუქტ მენეჯერები პასუხისმგებელი არიან ოპერაციული გეგმის მომზადებაზე, რომელიც ეხმარება სტრატეგიის, ტაქტიკური მიზნებისა და დაბრკოლებების მიღწევასა და გადალახვას, პროდუქტის პორტფოლიოს შექმნას, მარკეტინგული გეგმების მართვასა და მათ მოქმედებაში მოყვანას, პროდუქტის სტრატეგიის ხედვის შექმნას. 

  • პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის მენეჯმენტი უნდა გესმოდეს ყველანაირად

  • პროდუქტის მართვის პლატფორმები, როგორიცაა PivotalTracker, JIRA და Asana, უნდა იყოს შენთვის ნაცნობი

  • უნდა გქონდეს ანალიზის კარგი უნარები

  • თაიმ-მენეჯმენტის უნარები

მინიმალური წლიური ანაზღაურება აღემატება 100,000 დოლარს.

 

AI Engineer

ხელოვნური ინტელექტის არქიტექტორი ქმნის, მართავს და უზრუნველყოფს AI პროექტების შენარჩუნებას. ხელოვნური ინტელექტის შემქმნელმა კარგად უნდა იცოდეს მათემატიკა და სტატისტიკა.

სამუშაო მოვალეობები

  • კოდირების, Python-ის, R-ისა და Torch-ის ძალიან კარგი ცოდნა

  • უნდა იცოდე როგორ მუშაობს TensorFlow და მსგავსი ტექნოლოგიები. ასევე კარგად უნდა იცნობდე Machine Learning-ს, Neural Networking-სა და Deep Learning-ს.

საშუალო წლიური ანაზღაურება დაახლოებით 110,000 დოლარს შეადგენს. თუმცა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოს მოძებნაც.

 

Full-Stack Developer

2023 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით 27.7 მილიანი დეველოპერი იქნება, რაც ამ პროფესიას აქცევს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად სამუშაოდ. Full-Stack დეველოპერის სამუშაოს აღწერა რთულია, მაგრამ ყველაზე შესაბამისი იქნება, თუ ვიტყვით, რომ იგი წარმოადგენს ადამიანს, რომელმაც სრულყოფილად იცის როგორც ფრონტ-ენდ, ასევე ბექ-ენდ ვებ დეველოპმენტი ან აქვს დეველოპმენტის ყველა ეტაპის კომპეტენცია.

სამუშაო მოვალეობები

  • ტექნოლოგიების გამოყენება, როგორიცაა MongoDB, Express.js, Angular JS და Node.js

  • API-ის შექმნა და განხორციელება

  • პროგრამირება და სკრიპტინგი

  • ვებსაიტის შექმნის საფუძვლები

  • მონაცემთა ბაზების ტექნოლოგიის შესავალი

Full-stack დეველოპერი პასუხისმგებელი უნდა იყოს MEAN stack-ის ტექნოლოგიების გამოყენებით API-ის შექმნაზე. უნდა უზრუნველყოს, რომ აპლიკაციები არის რესპონსიული და სტანდარტების შესაბამისი. განახორციელოს მონაცემთა უსაფრთხოება და შეამოწმოს კოდის სისწორე. 

საშუალო წლიური ანაზღაურება დაახლოებით 106,000 დოლარს შეადგენს. 

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვემოთხოვნებსდა გახდი წარმატებული!

დარეგისტრირდი ახლავე!

 

Cloud Architect

შემდეგი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ქლაუდ არქიტექტორია. მას მოქმედებაში მოჰყავს და ხელმძღვანელობს ორგანიზაციის ღრუბლოვანი სისტემების სტრატეგიას. 

სამუშაო მოვალეობები

  • სრულყოფილად ესმოდეს როგორ მუშაობს ღრუბლოვანი აპლიკაციების არქიტექტურა

  • ღრუბლოვანი პლატფორმების ცოდნა - AWS, MS Azure ან Google.

  • ადამიანებთან საუბრის უნარი

  • ქლაუდ არქიტექტორი პასუხისმგებელია ღრუბლის არქიტექტურის განსაზღვრაზე, ღრუბლის სტრატეგიის შედგენაზე და მისი განხორციელებისა და განაწილების მართვაზე. ისინი ასევე უზრუნველყოფენ, რომ აპლიკაციის არქიტექტურა და განლაგება ღრუბლოვან გარემოში შესრულებულია სწორად. 

საშუალო წლიური ანაზღაურება დაახლოებით 107,000 დოლარს შეადგენს.

 

DevOps Engineer

DevOps ინჟინერი წარმოადგენს დეველოპერული გუნდის წევრს, რომელიც ეხმარება განაწილებისა და ნეთვორქინგის ოპერაციებს, ან შეიძლება წარმაოდგენდეს ოპერაციების გუნდის წევრს, რომელიც აპლიკაციების შექმნაზე მუშაობს. 

ზოგიერთი უნარი, რომელსაც DevOps ინჟინერი უნდა ფლობდეს არის კოდირება, სკრიპტების წერა და Git-ისა და Jenkins-ის ნეთვორქის მართვა. ინჟინერი, რომელსაც აქვს Linux-ის ან Unix A-ს ცოდნა, შეიძლება პასუხისმგებელი იყოს განაწილების ინფრასტრუქტურის შექმნასა და შენარჩუნებაზე, ქლაუდ სერვისების დაკავშირებაზე პროცესების ავტომატიზაციისთვის, ან “shell” პროგრამირებაზე php-ში, python-სა და ruby-ში. 

საშუალო წლიური ანაზღაურება დაახლოებით 140,000 დოლარს შეადგენს.

 

Blockchain Engineer

ბლოკჩეინ ინჟინერი არის ექსპერტი ბლოკჩეინზე დაფუძნებული არქიტექტურისა და გადაწყვეტილებების შექმნისა და დანერგვის სფეროში. ისინი იქნებიან მაღალმოთხოვნადი კადრები ბევრ ინდუსტრიასა და სფეროში. 2023 წლისთვის მსოფლიო მოელის, რომ ბლოკჩეინ გადაწყვეტებზე $15.9 მილიარდზე მეტი დაიხარჯება. 

ბლოკჩეინ ინჟინერმა კარგად უნდა იცოდეს პროგრამირება, Ripple, R3, Etherium და Bitcoin ტექნოლოგიები, ასევე კონსენსუსის პროცესები, უსაფრთხოების პროტოკოლების სტეკები და კრიპტო ბიბლიოთეკები და ფუნქციები.

საშუალო წლიური ანაზღაურება დაახლოებით 150,000 დოლარს შეადგენს.

 

Software Architect

სოფტვეარ არქიტექტორი აჩქარებს დეველოპმენტის პროცესს გადაწყვეტილებების მიღებისა და კოდირების, ხელსაწყოებისა და პლატფორმების სტანდარტების შემოღების საშუალებით. როგორც მათი სამუშაოს ნაწილი, სოფტვეარ არქიტექტორები ადგენენ რა სჭირდებათ კლიენტებს და თავისით აწყობენ მათ პროტოტიპებს. 

სამუშაო მოვალეობები

  • მონაცემთა მოდელირება

  • პროგრამირების უნარები

  • ანალიტიკური უნარები

საშუალო წლიური ანაზღაურება დაახლოებით 114,000 დოლარს შეადგენს.

 

Big Data Engineer

ინტერნეტ მომხმარებლები დღეში დაახლოებით მონაცემების 2.5 კვინტილიონ ბაიტს აწარმოებენ. ბიზნესების 97%–ზე მეტი ინვესტიციას ახორციელებს Big Data–სა და AI–ში, რათა აითვისოს და მიიღოს ინფორმაცია ამ მასიური მონაცემებიდან. 

Big Data არქიტექტორი გეგმავს, ქმნის და თვალს ადევნებს ფართომასშტაბიანი Big Data აპლიკაციების დეველოპმენტისა და მუშაობის სასიცოცხლო ციკლს. 

სამუშაო მოვალეობები

  • მონაცემთა შენახვის ტექნოლოგიებისა და Hadoop, Spark-ისა და NoSQL-ის ცოდნა

  • პროგრამირება

  • მონაცემთა ვიზუალიზაცია

  • კომუნიკაციის უნარები

საშუალო წლიური ანაზღაურება დაახლოებით 114,000 დოლარს შეადგენს.

 

Internet of Things (IoT) Solutions Architect

IoT გადაწყვეტილებების არქიტექტორის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია. იგი პასუხისმგებელია თუ როგორ იქმნება და გამოიყენება IoT გადაწყვეტები. IoT-ის კემპეტენციისთვის საჭიროა კარგად იცოდე პროგრამირება, მანქანური სწავლება და აპარატურული უზრუნველყოფის შექმნა/აწყობა. 

საშუალო წლიური ანაზღაურება დაახლოებით 130,000 დოლარს შეადგენს.

 

Data Scientist

მონაცემთა მეცნიერებზე მოთხოვნა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 29%-ით, ხოლო 2013 წლიდან დღემდე 344%-ით გაიზარდა. ეს ყველაფერი სწორად გამართლებული მიზეზებითაა განპირობებული. მონაცემთა მეცნიერს ესმის და აანალიზებს რთულ მონაცემებს, რათა დაეხმაროს ორგანიზაციებს მიიღონ უკეთესი გადაწყვეტილებები უფრო მოკლე დროში. საშუალო წლიური ანაზღაურება დაახლოებით 150,000 დოლარს შეადგენს.

სამუშაო მოვალეობები

  • მანქანური სწავლების ალგორითმების ცოდნა

  • მონაცემთა მოდელების შექმნა

  • Python, R, SAS და ა.შ.

  • ბიზნესის პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიწოდება.

 

და მაინც რომელი IT სამუშაოებია ყველაზე მაღალანაზღაურებადი?

Data Scientist

Internet of Things (IoT) Solutions Architect

Big Data Engineer

Software Architect

Blockchain Engineer

DevOps Engineer

Cloud Architect 

Full-Stack Developer

Artificial Intelligence (AI) Engineer

Product Manager

 

მსოფლიოს ბაზარზე რომელ კომპანიებშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება?

Google

Facebook

Microsoft

Zoom Video Communications

Amazon

UiPath

RingCentral

Apple

Netflix

SBA Communications

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის 34/34ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ბავშვების განათლების წესებს

ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში, ხელოვნური ინტელექტი (AI) მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე, და განათლება არ არის გამონაკლისი. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გავლენა, რომელსაც AI ახდენს ბავშვების სწავლის მეთოდებზე. ეს სტატია მიმოიხილავს, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სასწავლო პროცესს და რა პერსპექტივები აქვს მას განათლების სფეროში

ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში, ხელოვნური ინტელექტი (AI) მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე, და განათლება არ არის გამონაკლისი. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გავლენა, რომელსაც AI ახდენს ბავშვების სწავლის მეთოდებზე. ეს სტატია მიმოიხილავს, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სასწავლო პროცესს და რა პერსპექტივები აქვს მას განათლების სფეროში. პერსონა

ШАГ логотип

ტექნოლოგიები

როგორ იცვლება ტექნოლოგიური ინდუსტრია დიდი კომპანიების ჩარევის გარეშე?

ტექნოლოგიური ინდუსტრია ფუნდამენტურად იცვლება დიდი კორპორაციების გარეშეც. დეცენტრალიზებული ტექნოლოგიები, ღია კოდი და ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო რესურსები ქმნის გარემოს, სადაც ინდივიდებსა და მცირე გუნდებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ინოვაციების განხორციელება. IT აკადემია სტეპი გთავაზობთ ამ ცვლილებების ნაწილად გახდომის შესაძლებლობას რელევანტური უნარების შეძენის გზით.

ტექნოლოგიური დემოკრატიზაცია: ინოვაციის ახალი ერა ტექნოლოგიური სამყარო დიდი ხნის განმავლობაში ასოცირდებოდა გიგანტურ კორპორაციებთან, რომლებიც აკონტროლებდნენ ინოვაციების მიმართულებებს. თუმცა, დღეს ვხედავთ მნიშვნელოვან  ცვლილებას - ტექნოლოგიური რევოლუცია სულ უფრო მეტად ხდება დეცენტრალიზებული. ღია კოდის პროექტები, დამოუკიდებელი დეველოპერები და მცირე სტარტაპები თამა

ШАГ логотип

გადაწყვეტილების მიღებას ალგორითმები გვასწავლიან? – ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენს ქცევას მართავენ

ალგორითმები ყოველდღიურად ახდენენ გავლენას ჩვენს გადაწყვეტილებებზე - სოციალური მედიის პოსტეიდან დაწყებული, დასაქმების შესაძლებლობებით დამთავრებული. სტატიაში განხილულია, როგორ მართავენ ტექნოლოგიები ჩვენს ქცევას და რატომაა მნიშვნელოვანი კრიტიკული აზროვნება ციფრულ ეპოქაში, ასევე როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ავტონომია ალგორითმებით მართულ სამყაროში.

ციფრული ალგორითმები და მათი უხილავი ზეგავლენა თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია ციფრული ალგორითმების გარეშე, რომლებიც ყოველდღიურად ზემოქმედებენ ჩვენს გადაწყვეტილებებზე. შესაძლოა ამას ვერც კი ამჩნევთ, მაგრამ როდესაც სოციალურ ქსელებში ათვალიერებთ ახალ ამბებს, ეძებთ ინფორმაციას ან უყურებთ ვიდეოებს, ალგორითმები აქტიურად მართავენ თქვენს ციფრულ გამოცდილებას. ტექნოლ

ШАГ логотип

მოტივაცია

ტექნოლოგიები

ტექნოლოგიური ბუმი: რა უნდა იცოდე, რომ ახალ რეალობაში კონკურენტუნარიანი დარჩე?

თანამედროვე სამყაროში, ტექნოლოგიური ბუმი ფუნდამენტურად ცვლის პროფესიულ ლანდშაფტს, რაც ახალი უნარების შეძენასა და მუდმივ განვითარებას მოითხოვს. სტატია გთავაზობთ გზამკვლევს იმის შესახებ, თუ როგორ შეინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა ციფრულ ეპოქაში.

ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა ფუნდამენტურად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი. დღეს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი, კვანტური კომპიუტერები და სხვა ინოვაციები სწრაფი ტემპით ვითარდება, აუცილებელია ფეხი ავუწყოთ ტექნოლოგიურ პროგრესს, რათა კონკურენტუნარიანები დავრჩეთ შრომის ბაზარზე. ამ სტატიაში გაგიზიარებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა