IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

2023 წლის მაღალანაზღაურებადი მიმართულება: მონაცემთა მეცნიერება

1000

მოტივაცია

AI

21.06.2023

979 დათვალიერება

ტექნოლოგიების გამოყენებასთან ერთად ჩვენ დავიწყეთ ძალიან დიდი ოდენობით მონაცემების შექმნა. ეს მონაცემები იქნება მაშინ, როცა ვეხებით სმარტფონს, მაუსს, ლეპტოპს, ვათვალიერებთ ან ვყიდულობთ პროდუქტს, ვუყურებთ ვიდეოს ან ვწერთ პოსტს სოციალურ ქსელში... მონაცემები სულ უფრო და უფრო სწრაფად იქმნება და მათ წარმოებაში წვლილი თითოეულ ჩვენგანს მიგვიძღვის. ხოლო მზარდი მონაცემების კვალდაკვალ, სულ უფრო ჩნდება მათი ანალიზისა და ინტერპრეტირების საჭიროება. შესაბამისად, პროფესიათა შორის ვხედავთ შედარებით ახალ და ბევრისთვის უცნობ — მონაცემთა მეცნიერის პროფესიას

 

ვინ არიან მონაცემთა მეცნიერები?
მონაცემთა მეცნიერები არიან პასუხისმგებელნი, მონაცემთა დიდი მასებიდან გამოყონ გამოსადეგი ინფორმაცია და შექმნან ალგორითმები, რომლებიც დახმარება კომპანიებს და ორგანიზაციებს ოპტიმალური ოპერაციების განხორციელებაში. დღეს ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას თან ახლავს დაგროვებულ მონაცემთა ანალიზი

 

რამდენად კარგად ანაზღაურებადია?

ჩვენს გარშემო ბევრი უცხოელი დასახლდა, ისინი წლობით იხდიან ბინის ან/და სასტუმროს ქირას, იკვებებიან ძვირადღირებულ ობიექტებში, რა არის მათი შემოსავლის წყარო საქართველოში? ფრინალსინგი, ტექნიკური წერა, ქოფირაითინგი, კარიერული დაგეგმვა და ონლაინ კონსულტაციები  — ყველაფერი რაც მონაცემთა მეცნიერებას მოიცავს!

რამოდენიმე წელიწადია რაც დისტანციურად მუშაობა ნომინალური გახდა, ამას ბევრი დადებითი მხარე აქვს, უპირატესი კი საოცნებო ანაზღაურება და დროის ეფექტური გამოყენებაა, ასე რომ, თუ ფულის ონლაინ გამომუშავების სურვილი გაქვთ, გაეცანით მაღალანაზღაურებად სამუშაოებს მონაცემთა მეცნიერების სფეროში. აღნიშნული სამსახური შესაძლოა გახდეს თქვენი ფინანსური დამოუკიდებლობის გასაღები, გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ გამოიმუშავებთ ათიათასობით დოლარს თქვენივე პირობებით. 

 

 

დავიწყოთ ფრილანსინგით

ფრილანსერად მუშაობის დაწყება გაძლევთ მოქნილ სამუშაო გრაფიკს, გაცნობთ სხვადასხვა საკითხს, გიუმჯობესებთ უნარებს და გაძლევთ მეტი შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობას. საბოლოოდ, თქვენ შექმნით ბრენდს, რომელსაც აქვს ექსპონენტურად ზრდის პოტენციალი. მე მინახავს მრავალი ფრილანსერი, რომელმაც გამომუშავება დაიწყო თვეში $200-ით, ახლა კი წლიურად ასიათასობით ლარის შემოსავალი აქვს

მონაცემთა მეცნიერების კუთხით ფრილანს სამსახურის პოვნა მარტივია, ქვემოთ ჩამოთვლილია მონაცემებთან დაკავშირებული ფრილანს პლატფორმების სია, რომლებიც მუშაობენ მონაცემთა მეცნიერებისთვის.

  • Upwork: გაძლევთ თავისუფლებას, აირჩიოთ პროექტი და მოილაპარაკოთ საათობრივ ანაზღაურებაზე კლიენტთან. შეგიძლიათ მიიღოთ ფიქსირებული ფასის პროექტი, საათობრივი და გრძელვადიანი სამუშაო ხელშეკრულება. ეს არის ყველაზე დიდი ონლაინ ფრილანს პლატფორმა, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

  • Toptal: არის ელიტარული პროფესიონალური პლატფორმა დეველოპერებისთვისა და მონაცემთა მეცნიერებისთვის. ისინი ირჩევენ პროფესიონალთა მხოლოდ 3%-ს. თქვენ ასევე უნდა გქონდეთ ორ წელზე მეტი გამოცდილება მონაცემთა მეცნიერებაში და უნდა იყოთ ამ სფეროს ექსპერტი. თუ დაქირავების პროცესს სწორად გაივლით, პლატფორმა დაგეხმარებათ მაღალანაზღაურებადი სამუშაოს პოვნასა და გადასახადებში.

  • AngelList: განსხვავდება ჩვეულებრივი ფრილანს პლატფორმებისგან. შეგიძლიათ იპოვოთ დისტანციური სამუშაო, გახდეთ სტარტაპის ნაწილი ან თუნდაც იპოვოთ ნახევარ განაკვეთზე სამუშაო. პლატფორმა გთავაზობთ სრული განაკვეთის, სტაჟირების, კონტრაქტისა და თანადამფუძნებლის არჩევანს. პლატფორმა მხარს უჭერს დისტანციურ სამუშაო კულტურას, ასე რომ, თუ გაინტერესებთ სტარტაპი, შეგიძლიათ აირჩიოთ დისტანციურად მუშაობა.

  • Kolabtree: პლატფორმა გამოცდილი პირებისთვის. ფრილანსერების უმრავლესობა დოქტორის წოდების მეცნიერია, ან - საგნის ექსპერტი. თუ ფიქრობთ, რომ კარგად ფლობთ მონაცემთა მეცნიერებას და გაქვთ ხუთ წელზე მეტი გამოცდილება, მაშინ უნდა შეუერთდეთ ამ პლატფორმას.

 



განვითარებულ ქვეყნებში ბავშვების ტექნიკურ განვითარებას უდიდესი ყურადღება ეთმობა - შემოგვიერთდით და ერთად გავაკეთოთინვესტირება მომავალში!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

ტექნიკური წერა 

მიუხედავად იმისა თქვენ დამწყები თუ პროფესიონალი ხართ, ტექნიკური წერა არის მარტივი გზა დამატებითი ფულის გამომუშავებისათვის. თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ პირდაპირ კომპანიიისათვის, ან გამოიყენოთ ფრილანს პლატფორმები მწერლობასთან დაკავშირებული სამუშაოს მისაღებად. ტექნიკური წერა მოიცავს ქოფირაითინგს, რედაქტირებას, სამეცნიერო წერასა და ე.წ ghostwriting-ს. წერასთან დაკავშირებული სამუშაოები შეიძლება განსხვავდებოდეს ბლოგების წერიდან ე.წ ტუტორიალის წერამდე.

 

ბლოგინგი 

დაიწყეთ თქვენი ბლოგინგ მოგზაურობა Medium-ით, რადგან ისინი ავტორს თითოეული უნიკალური ნახვისთვის უხდიან. თქვენ არ იღებთ მხოლოდ დამატებით შემოსავალს, არამედ, ასევე ქმნით თქვენს ბრენდს, რომელიც შეიძლება გაიზარდოს დროთა განმავლობაში. შეგიძლიათ შექმნათ Ko-fi პროფილი და განათავსოთ მასზე ბლოგები, რათა მიიღოთ დამატებითი შემოსავალი თქვენი მხარდამჭერებისგან. არ შეიზღუდოთ თავი ერთი პლატფორმით.

 

ქოფირაითინგი

დამატებითი შემოსავლის მისაღებად შეგიძლიათ დაწეროთ Analytics Vidhya, DataCamp და Kdnuggets-თვის. 

Analytics Vidhya-ს აქვს ერთწლიანი ბლოგათონი, სადაც ავტორები იღებენ ხელფასს თითო ბლოგზე და ზოგჯერ დამატებითაც, თუ ისინი ტოპ 3 ბლოგერში მოხვდებიან. DataCamp-ისთვის დასაწერად, თქვენ უნდა მიადევნოთ თვალი სამუშაოს შესახებ განცხადებას Freelance Data Science Copywriter-ისთვის. KDnuggets ჯილდოს პროგრამა ყოველთვიურად იხდის საერთო თანხას 3000 აშშ დოლარს 8 ყველაზე ნახვად სტატიაზე, გვერდის ნახვების პროპორციული რაოდენობის მიხედვით. 

 

მოჩვენებითი მწერლობა - Ghostwriting

თუ გამოცდილი ქოფირაიტერი ხართ, თქვენ დაგიკავშირდებათ დამსაქმებელი, ან ტექნიკური მენეჯერი მოჩვენებითი მწერლობის სამუშაოსთან დაკავშირებით. Ghostwriting არის სამუშაო, სადაც მწერლები ხელფასს კრედიტის გარეშე იღებენ. ეს სამუშაო განსაკუთრებით მომგებიანია, რადგან ქოფირაითინგზე ორჯერ მეტის გამომუშავების საშუალება გაქვთ. შეგიძლიათ მოითხოვოთ 0,4$ თითო სიტყვაზე, თუ გამოცდილი მწერალი ხართ. თვალი ადევნეთ თქვენს ადგილობრივ ან ონლაინ სამუშაო ფორუმს. ნებისმიერი კონტრაქტის გაფორმებამდე ეცადეთ ფასზე მოილაპარაკოთ.

 

საკონტრაქტო სამუშაო

საკონტრაქტო სამუშაოს მრავალი ფორმა აქვს; კვლევითი სამუშაოები, ტექნიკური სწავლების მოდელების დიზაინის შექმნა, მონაცემთა ანალიზი, ნაშრომების წერა, ან ახალი ხელსაწყოების ინტეგრირება სამუშაო პროცესში. შეგიძლიათ მოძებნოთ საკონტრაქტო სამუშაოები სამუშაო დაფის დახმარებით ან მენეჯერის დაქირავებით.

 

თქვენ იმუშავებთ საერთაშორისო გუნდთან. ამ ტიპის სამუშაო კარგად ანაზღაურდება, თქვენ იმუშავებთ წინასწარ განსაზღვრულ საათებში პროექტის დასასრულამდე. ეს არის საუკეთესო გზა დამატებითი შემოსავლისა და გამოცდილების მისაღებად, ასევე თქვენი რეზიუმეს გასაუმჯობესებლად

ხშირად დამსაქმებელი მოგმართავთ თქვენს LinkedIn პროფილზე და გაგაცნობთ პროექტის მიზნებსა და ანაზღაურების დეტალებს. ეს შეიძლება იყოს საათობრივი ანაზღაურება,  ან - ფიქსირებული ფასი.

 

ონლაინ კონსულტაციები

კონსულტაციის ანაზღაურება ხდება საათობრივად. თქვენ შეგიძლიათ დააკისროთ კომპანიას $10-დან $100-მდე საათში, თუ თქვენ გაქვთ 1+ წლიანი გამოცდილება ამ სფეროში, კომპანიების უმეტესობა ქირაობს ექსპერტებს მონაცემთა მეცნიერების მექანიზმებისთვის, ტექნიკურ სტარტაპებში ინვესტიციების შესახებ მოსაზრებებისთვის, ახალი საწარმოს ან პროექტის წამოწყებისთვის, პროდუქტის ანალიზისა და აპლიკაციის შემუშავებისათვის.

თუ ეძებთ პროფესიონალურ პლატფორმას, რომელიც კარგად იხდის, სცადეთ Guidepoint. გარდა ამისა, შეგიძლიათ მიიღოთ საკონსულტაციო სამუშაოები თქვენს ქვეყანაში ადგილობრივ ტექნიკურ საზოგადოებებში გაწევრიანებით. თქვენს LinkedIn პროფილს ასევე შეუძლია მოიზიდოს პოტენციური კლიენტები, ასე რომ, დროულად განაახლეთ თქვენი გამოცდილება ამ პლატფორმაზე.

 

კარიერული კონსულტაცია

ჩემი აზრით, კარიერული კონსულტაცია უფასო უნდა იყოს. ეს საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს, მაგრამ რეალურად სტუდენტები კვლავ იბრძვიან ამის მისაღწევად. სტუდენტები ან კურსდამთავრებულები ეძებენ პროფესიონალური კარიერული კონსულტაციის პლატფორმებს, რათა მიიღონ თავიანთ რეზიუმეებთან დაკავშირებით უკუკავშირის სახით ინფორმაცია მიიღონ. ეს პლატფორმები ასევე დახმარებას უწევენ ტექნიკურ ინტერვიუებში, კარიერულ ქოუჩინგსა და ნეთვორქინგში.

შეგიძლიათ გახდეთ კარიერული ქოუჩი და მიიღოთ დამატებითი შემოსავალი Skilled-ზე დარეგისტრირებით. ეს პლატფორმა კარგად უხდის კარიერულ ქოუჩებს და  ეფექტური პროფილის შესაქმნელად მხარდაჭერას უზრუნველჰყოფს. ფრილანს პლატფორმები ასევე აქვეყნებენ სამუშაოებს მენტორობისთვის, რეზიუმეს შეფასებისა და იმიტირებული ინტერვიუებისთვის. მე მჯერა, რომ კარიერული ქოუჩები კეთილშობილურ საქმეს აკეთებენ, თქვენ მხოლოდ ფულს არ შოულობთ, თქვენ ასევე აშენებთ მომავალს ახალგაზრდებისათვის. 

 

დასკვნა 

მონაცემთა მეცნიერება ჩვენი ყოველდღიურობის უხილავი ნაწილია, რომლის გამოყენებასაც სამყარო საკმაოდ სწრაფად ახერხებს სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად. მათშორის არის პანდემიაც, რომელმაც დასაბამი მისცა დისტანციური მუშაობის ახალ ერას. ზემოთ ჩამოთვლილ სამუშაოებს შეუძლიათ მოგცენ გამოცდილება და ცოდნა, რაც მთავარია მძლავრი ფინანსური განვითარება!

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა