IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ციფრული წიგნიერების მნიშვნელობა თანამედროვე ეპოქაში

1

ტექნოლოგიები

30.04.2023

1500 დათვალიერება

1980-1999 წლებში დაბადებულ ადამიანებს ლიტერატურაში ციფრული ეპოქის აბორიგენებად მოიხსენიებენ, შვილებისგან განსხვავებით ჩვენ სხვა ბავშვობა გვქონდა, ახლა ისინი ხომ ადრეული ასაკიდანვე იწყებენ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას, ამიტომ აღარ გვიკვირს თინეიჯერები რომ ჩვენზე მოხერხებულად იღებენ ცოდნას, მოიხმარენ ხელოვნურ ინტელექტს, თავადვე წერენ პრეზენტაციებს, Photoshop–ით ამუშავებენ ფოტოებს და ქმნიან მახვილგონივრულ ილუსტრაციებს

თუმცა, ჩვენც არ ვაკლებთ და მოვიხმართ ტექნოლოგიებს კომუნიკაციისთვის, გართობისა და სამსახურისთვის. ამის ფონზე ციფრული წიგნიერება აუცილებელი უნარი გახდა, რომელსაც ყვალა ადამიანი უნდა ფლობდეს. ამ ბლოგში ჩვენ დეტალურად განვიხილავთ რა არის ციფრული წიგნიერება, რატომ არის ის მნიშვნელოვანი და როგორ შეგიძლიათ აიმაღლოთ მისი დონე. 

 

რას გულისხმობს ციფრული წიგნიერება?

მარტივად რომ ვთქვათ, ეს ტექნოლოგიებისა და ციფრული ხელსაწყოების ეფექტურად და პასუხისმგებლობით გამოყენების უნარია. იგი მოიცავს ინტერნეტში ეფექტურ ნავიგაციას, სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციის გამოყენებას.

ასევე კომპიუტერის არქტიტექტურის საფუძვლების ფლობას. გარდა ამისა, ციფრულ წიგნიერაში მოიაზრება ონლაინ მოპოვებული ინფორმაციის სანდოობისა და რელევანტურობის შეფასების უნარების განვითარება, ამასთანავე ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკებისა და საფრთხეების გააზრებისა და შეფასების კომპეტენციები

 

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ციფრული წიგნიერებ ასეთი მნიშვნელოვანია, არის ის, რომ იგი აუცილებელია სამოშაოს პოვნისა და შენარჩუნებისთვის. დღევანდელ დღეს თითქმის ყველა სამსახური მოითხოვს კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენების სხვადასხვა დონეებს. მაშინაც კი, თუ სამუშაო არ მოითხოვს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, სამუშაო განაცხადის მოძიება და შევსება მაინც ონლაინ მოგიწევთ. ციფრული წიგნიერების უნარების გარეშე კი, შესაძლოა გამოტოვოთ ახალი სამსახურის პოვნის შესაძლებლობა ან საერთოდაც საფრთხე შეექმნას თქვენი მიმდინარე სამუშაოს შენარჩუნებას. 

 

გრაფიკული დიზაინის კურსის განმავლობაში შეისწავლი Adobe Photoshop-სა და Illustrator-ს ნულიდან. გაიგებ, როგორ უნდა იმუშაო ტიპოგრაფიასთან, ფორმებთან, ფერებთან, კომპოზიციასთან. გაეცნობი დიზაინის შექმნის გზებს, ფონტების შერჩევას, ფერების შეთავსებას, საბეჭდი ფაილების გამზადებას და ბრიფზე მუშაობას.კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ, რომ შექმნა დასამახსოვრებელი პორტფოლიო, იმუშაო საერთაშორისო კომპანიაში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

→დარეგისტრირდი ახლავე!

 

ციფრული წიგნიერება მნიშვნელოვანია კავშირის შენარჩუნებისა და ინფორმირებულობისთვის. დღესდღეობით ჩვენი კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის უმეტესი ნაწილი ონლაინ რეჟიმში ხორციელდება. ციფრული უნარების გარეშე კი, შესაძლოა გაგიჭირდეთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება, ან საერთოდ, გამოტოვოთ მნიშვნელოვანი სიახლეები და მოვლენები. 

 კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ციფრული წიგნიერება ასეთი მნიშვნელოვანია, არის ის, რომ იგი საჭიროა ნებისმიერი ონლაინ თემატიკისთვის და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის. ონლაინ პლატფორმების მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ შეძლოთ ამ სივრცეებში ნავიგაცია, გაეცნოთ ქცევის ნორმებსა და ეტიკეტს. ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ როგორც დაიცვათ თავი ონლაინ შევიწროებისა და კიბერბულინგისაგან. 

 ციფრული წიგნიერების უნარების გაუმჯობესება შეგიძლია დაიწყოთ ონლაინ კურსების გავლით. გარდა ამისა, ონლაინ ჩელენჯებისა და ქვიზების შესრულებით, შეგიძლიათ დახელოვნდეთ სხვადასხვა ციფრული ხელსაწყოსა თუ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებაში. ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ ბლოგები და სტატიები ტექნოლოგიებისა და ციფრული წიგნიერების შესახებ და ამასთანავე თვალი ადევნეთ ამ სფეროს ექსპერტებს სოციალურ მედიაში.

 საბოლოოდ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ციფრული წიგნიერება წარმაოდგენს უმნიშვნელოვანეს უნარს, რომელიც უფრო და უფრო მეტ აქტუალობას იძენს სამყაროს განვითარებასთან ერთად. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ციფრული უნარების გარეშე შესაძლოა გაგიჭირდეთ სამსახურის მოძიება ან შენარჩუნება. გაგიჭირდებათ აწარმოოთ მუდმივი კომუნიკაცია სხვებთან და იყოთ ინფორმირებული სხვადასხვა საკითხებზე. იმისათვის, რომ გააუმჯობესოთ თქვენი ციფრული უნარები, შეგიძლიათ დაესწროთ ონლაინ ლექციებს, ივარჯიშოთ სხვადასხვა ციფრული ხელსაწყოების გამოყენებაში,

ასევე წაიკითხოთ ბლოგები და სტატიები ტექნოლოგიებისა და ციფრული წიგნიერების შესახებ

 

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა