IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ყველაზე მეტად სასურველი და ყველაზე საძაგელი სამუშაო პოზიციები პანდემიის შემდეგ

08.02.2022

855 დათვალიერება

გასული წლის მიწურულს, გამოქვეყნდა კვლევა რომლის მიხედვითაც, 2021 წელს, მსოფლიოში რეკორდული რაოდენობის ადამიანმა დაანება სამსახურს თავი, რიცხვი 29 მილიონიდან 33 მილიონს შორის მერყეობს. რაც 11.5%-ით მეტია გასულ ათწლეულებთან შედარებით

 

ტრენდი არ შეცვლილა არც 2022 წელს, უამრავი ადამიანი ტოვებს სამსახურს, განსაკუთრებით სარესტორნო და შოუ-ბიზნესის სექტორში. თუმცა, სიცოცხლე წრიული ამბავია, ყველაზე ცუდ დროსაც კი. ეს პანდემიაც გადავლის და საბოლოო ჯამში, უმეტესობა მომიჯნავე დარგში მობრუნდება

 

კითხვა შემდეგში მდგომარეობს: სად გააგრძელებს უმუშევრად დარჩენილი 29 მილიონზე მეტი ადამიანი მუშაობას?

Indeed.com-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ საინტერესო მიგნებები დაგვანახა. აღმოჩნდა, რომ ინტერესი გარკვეულ სფეროებში მკვეთრად გაიზარდა, მაშინ როდესაც გარკვეული სფეროები რომლებიც ადრე უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობდნენ, დღეს ნაკლებად მომხიბვლელია.

 

სამოქალაქო ინჟინერიამ და ინფორმაციული ტექნოლოგიის სფერომ ყველაზე დიდი მატება განიცადა, ორივე შემთხვევაში სხვადასხვა პროფესიისადმი 60% ზრდის მომსწრენი ვართ. მედიის და კომუნიკაციის შემთხვევაში ეს ზრდა 58%-ს უტოლდება, პროგრამულ განვითარების შემთხვევაში კი 49%-ს.

იმისათვის, რომ შეიძინო მოთხოვნადი პროფესია, შენ არ გჭირდება ეროვნული გამოცდების ჩაბარება და 4 წელი სწავლა, დაგვიკავშირდი, სტეპი შენი გარანტირებული მომავალია!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

ინტერესი სატვირთო და მომმარაგებელი სამუშაოების მიმართ კატასტროფულად დაეცა, 39.8%-ით, დროის იგივე მონაკვეთში. სახლის პირობებში ზრუნვასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროფესიები ნაკლებად მომხიბვლელ პროფესიებს შორის აღმოჩნდნენ, აქ 33%-იან ვარდნას ვხედავთ. კვების მომზადების და სერვისის სფეროსთან დაკავშირებული სპეციალობების მაჩვენებელი 18%-ით დავარდა, ხოლო ბავშვის მოვლის სამსახურების შემთხვევაში ვარდნა 17%-ის უტოლდება. 

 

საინტერესოა ფაქტია, რომ ამავდროულად ინტერესი ისეთი ვაკანსიებისადმი როგორიც სამედიცინო ტექნიკის ოპერატორი, სტომატოლოგია და ტურიზმია დაახლოებით იგივე დონეზე შენარჩუნდა როგორსაც პანდემიამდე პერიოდში ვხედავდით

 

არსებული ინფორმაციის მიხედვით რომელიც მხოლოდ Indeed-ის მონაცემებს ეყრდნობა, ჩვენ ვხედავთ იმ ინდუსტრიებს რომლებსაც არ გაუჭირდებათ ვაკანსიების შევსება და ამავდროულად ისეთ სფეროებს რომლებიც უახლოესს თვეებში კვლავ რთულ ვითარებაში იქნებიან. ამავდროულად ჩვენ ვხედავთ რომ მომსახურების და მიწოდების ინდუსტრიებს ასევე მძიმე პერიოდი უდგათ, რაც მომხმარებლების უკმაყოფილების გამომწვევია.

 

რა არის ის საერთო რაც ყველაზე მოთხოვნად და ნაკლებად მოთხოვნად პროფესიებს აერთიანებთ? ხელფასი და დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა. Indeed-ის მიხედვით სამსახურის მაძიებლები ყველაზე მეტად კარგ ანაზღაურებას და მოქნილობას აფასებენ, რაც ცუდ ვითარებაში აგდებს კვების მომსახურებასა და ტვირთის გადაზიდვა/მომარაგებაში არსებულ ვაკანსიებს.

 

"ნებისმიერ ქვეყანაში არსებულ სამუშაო ადგილებს შორის მხოლოდ 35-37%-ის შესრულებაა შესაძლებელი დისტანციურად," ამბობს ენელიზაბეთ კონკელი, Indeed-ის ეკონომისტი. "ერთადერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი რომელიც დამსაქმებლებს აქვთ: ხელფასის ზრდაა. ამას ბევრი დამსაქმებელი აკეთებს. ამის მომსწრენი მაგალითად, დასვენებასა და ტურიზმზე ორიენტირებულ სამსახურებში ვართ, იმდენად რამდენადაც დამსაქმებლებს ვაკანსიების შევსება უჭირთ. სამწუხაროდ, ყველა დამსაქმებლებს ამის გაკეთება არ შეუძლია და შესაბამისად არ შეუძლია მისთვის საჭირო მუშახელის მოზიდვა. მათთვის დასაქმება კვლავ თავის ტკივილი იქნება."

 

დისტანციური სამუშაო პირობების მიღმა, გარემო, ღიმილი და ბედნიერების შეგრძნება ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია რომელსაც ადამიანები მომავალი დამსაქმებლის არჩევისას ითვალისწინებენ. მათ შორის 92% -მა თქვა რომ ბედნიერება სამსახურში ასევე განსაზღვრავს მათი ცხოვრების ხარისხს სახლში.

 

მაშ რა განსაზღვრავს ბედნიერების ხარისხს სამსახურში?

ყველაფერი სამ ძირითადად მოცემულობამდე დადის: ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი, მკაფიო მიზანი და კარგი ხელფასი! სწორედ ეს სამი შეგრძნება არის ის რაც სამსახურში ყოფნას, დარჩენის და განვითარების სურვილს განსაზღვრავს.

 

"კვლევა გვაჩვენებს რომ ბედნიერების შეგრძნება იწვევს განვითარებისა და წარმატების სურვილს: უფრო ბედნიერი ადამიანები უფრო მეტს შრომობენ და დადებით შეფასებებსაც ხშირად იღებენ, კარგ გარემოში ადამიანები უფრო შემოქმედებითები არიან!"

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა