IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მუსიკაში

15.08.2021

1523 დათვალიერება

მუსიკა ადამიანების კულტურის განუყოფელი ნაწილია, რომლის შექმნაშიც ცივილიზაციის ადრეული პერიოდებიდანვე ადამიანის უნიკალური შემოქმედებითობა და კრეატიულობა ვლინდებოდა. ამიტომ ყოველთვის საეჭვო იყო რომ კომპიუტერი მუსიკის შექმნის კრეატიული პროცესის არსის დაჭერას შეძლებდა

 

თუმცა, ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტ სფეროში ახერხებს ადაპტირებას და ადამიანების ფუნქციების შეთავსებას. მაშ შორის კი სულ უფრო წინ მიიწევს ხელოვნური ინტელექტის მიერ მუსიკალური სფეროს ათვისების პროცესიც, საოცარი და ცოტა უჩვეულოა ის ფაქტიც, რომ მუსიკა და AI (ხელოვნური ინტელექტის) გამოყენება მედიცინაშიც ერთდროულად დაიწყო

 

AI მუსიკა - მომავლის შოუ ბიზნესი

ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი Björk უკვე წლებია თავის შემოქმედებაში თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს. ახალი კომპოზიციის შექმნისათვის ამჯერად არტისტმა Microsoft-ის პროგრამისტების მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა

ახალი, არსებულთაგან არცერთი ანალოგის მსგავსი, უწყვეტი კომპოზიცია ნიუ-იორკის ერთ-ერთი სასტუმროსათვის  -  Sister City-ისათვის მუსიკალური გაფორმების სახით შეიქმნა.

 

ალგორითმი, Björk-ის ძველი, 17 წლის წინანდელი საგუნდო მუსიკის არქივიდან არჩევს კომპოზიციებს. ხელოვნური ინტელექტი მუსიკის შერჩევისას ცის რეალური გამოსახულებით ხელმძღვანელობს - ამ გამოსახულებას კი, ალგორითმი სასტუმროს ტერასაზე დამაგრებული კამერიდან იღებს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სასტუმრომ მისაღები სივრცისა და რესტორნის მუსიკალურად გასაფორმებლად  ხელოვნური ინტელექტით გენერირებული მელოდიები გამოიყენა.

 

ნეირონული ქსელებითა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი, უწყვეტი მუსიკალური ტრეკი მილერის სარეკლამო რგოლშიც გვხვდება.

კომპოზიტორი ედ ნიუტონ-რექსი 2014 წლიდან მუშაობდა Jukedeck პროექტზე, ხელოვნური ინტელექტთან დამეგობრებით მისი გუნდი 20 ადამიანამდე გაიზარდა და 3,1 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვაც კი შეძლო

 

ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი ხსნის მუსიკის სტრუქტურას და მის საფუძველზე იქმნება ახალი, უნიკალური მელოდია, ხსენებულ მეთოდს, პირველად ამერიკელმა მეცნიერმა და კომპოზიტორმა დევიდ კოპმა მიმართა. მისი "რეკომბინატორიკის" იდეის წყალობით გაჩნდა ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეეძლო არსებული მუსიკალური პასაჟების გაანალიზება და მათ საფუძველზე საკუთარი თავის შექმნა. ასე ჟღერს, მაგალითად, ვივალდის შემოქმედების იმიტაცია

ჯერ კიდევ 12-14 წლის წინ, AI გამოყენებით შემუშავებული კონცეფცია იმეორებდა მუსიკის შექმნის პრინციპს. ასე დაიბადა მეცნიერის ფრანსუა პასკის მიერ შექმნილი კონტინუატორის ალგორითმი, რომელსაც შეუძლია გააგრძელოს და დაასრულოს მუსიკალური ნაწარმოების შექმნა იქიდან, სადაც ცოცხალი კომპოზიტორი შეჩერდება

 

 

 

ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ფრენკ სინატრას ბრიტნი სპირსის TOXIC-იც კი ვამღერეთ

ხელოვნური ინტელექტის განვითარების კომპანიამ OpenAI ახალი ნეირონული ქსელი Jukebox წარადგინა, რომელსაც შეუძლია, დააგენერიროს კომპოზიციების მეშაპები და ახალი სიმღერები 9,000-ზე მეტი მუსიკოსის სტილში. გამოაქვეყნეს ტრეკებიც, რომლებიც სწორედ ამ ალგორითმის საშუალებით შეიქმნა.

 

"ჯუკბოქსის" გამოცდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის თემატიკაზე მომუშავე გამოცემის Futurism რედაქციამ გადაწყვიტა. მათ დასახმარებლად მუსიკოსებსა და კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტებს, ზაკ ზუკოვსკისა და სიჯეი კარსს მიმართეს, რომლებიც ჯგუფში Dadabots წევრიანდებიან და ნეირონული ქსელების საშუალებით სხვადასხვა მუსიკალური ბენდის ნამუშევრების მსგავს ჩანაწერებს ქმნიან. მათ ახალი ალგორითმის გამოყენებით უნდა შეექმნათ კომპოზიცია, რომელშიც ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, ფრენკ სინატრა მომღერალ ბრიტნი სპირსის ჰიტს Toxic თავის სტილში ასრულებს

 

არ დაკარგო დრო! გამოიყენე ის შენი უკეთესი მომავლის შესაქმნელად. არ გადადო, დარეგისტრირდი დღესვე, იპოვე შენი წარმატების გზა

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

AI მუსიკა მედიცინაში - მომავლის სამკურნალო საშუალება

ამბობენ, რომ მუსიკა საუკეთესო მკურნალა, რასაც უმეტესი ჩვენგანი ეთანხმება. კომპანია სახელწოდებით MediMusic, კინგსტონში, ჰოლკში, იორკშირის აღმოსავლეთით, იწყებს ჯანდაცვისა და მუსიკალური ტექნოლოგიების გაერთიანებას ძლიერი სამკურნალო ეფექტის მისაღწევად. კომპანია ირწმუნება, რომ პაციენტებისთვის შესაფერისი AI-ის გამოყენებით შემუშავებული ფლეილისტების საშუალებით შეეძლებათ ტკივილისა და შფოთვის შემცირება.

 

დამფუძნებელმა გარი ჯონსმა BBC Tech Tent–ს უამბო, რომ კომპანიამ შეიმუშავა ალგორითმები, რომლებიც ადგენს 400 –მდე მუსიკალური ტრეკის ფლეილისტებს, თითოეულს აქვს სპეციალურად შემუშვებული და მორგებული ეფექტი, რომელიც იზომება პაციენტისთვის. მან თქვა: ”ისინი ყურსასმენებს იკეთებენ, უსმენენ მუსიკას და გარკვეული პერიოდის შემდეგ, მცირდება მათი გულისცემა, რეგულირდება არტერიული წნევა, იწყება სტრესის ჰორმონის კორტიზოლის გამომუშავება.”

 

მთელი ეს პერიოდი, პაციენტი მაჯაზე ატარებს გულის შეკუმშვის სიხშირის მონიტორს, რომ ვაკონტროლოთ ფიზიოლოგიურ ეფექტი, რომელიც მუსიკას აქვს პაციენტზე. MediMusic ამბობს, რომ მისი Digital Drip სისტემა იყენებს მანქანურ სწავლებას, რათა თვალყური ადევნოს და შეცვალოს ის ტრეკები, რომლებსაც არ აქვთ სასურველი შედეგი.

 

NHS–მა ყურადღება მიაქცია აღნიშნულს და დაიწყო ტექნოლოგიების გამოცდა საავადმყოფოებში. დოქტორი ჟაკლინ ტვამლი, Lancashire Teaching Hospitals NHS Foundation Trust–ის ინოვაციების მენეჯერი ამბობს, რომ MediMusic–ის ტექნოლოგია გამოყენებული იყო დემენციის მქონე პაციენტებთან.

 

მისი თქმით, მუსიკას სხვადასხვა ემოცია მოჰყვება. მან თქვა:

  • პაციენტები, რომელსაც 7-9 დღე უმოძრაოდ უხდებათ ყოფნა შეგვიძლია შევთავაზოთ მისთვის ახალი, სასიამოვნო მუსიკალური სისტემა და ვნახოთ, ეს ხელს შეუწყობს თუ არა მათ დამშვიდებას.
  • ზოგი პაციენტი ამბობს, რომ მათ იგრძნეს მწუხარება მუსიკის დასრულებისას. ჩვენ გვყავდა ერთი პაციენტი, რომლმაც დაიწყო ტირილი, რაც საგანგაშო იყო. მაგრამ მან შემდგომ თქვა, რომ ამან დაუბრუნა ძალიან ბედნიერი მოგონებები... დიახ, ის დროზე ადრე გამოჯანმრთელდა.

 

ემოციური რეაქციების გარდა, ექიმმა ტვამლიმ თქვა, რომ ასევე შეინიშნებოდა გაზომვადი ეფექტები, როგორიცაა კორტიზოლისა და გულის ცემის შემცირება.

 

დემენციით დაავადებულებს აღენიშნებოდათ გულისცემის 22% -ით შემცირება, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტების გადასახადის მნიშვნელოვანი შემცირება.

 

კითხვა მდგომარეობს იმაში, არის თუ არა AI-ით გენერირებული ფლეილისტები უფრო ეფექტური, ვიდრე ის, რასაც თქვენ თვითონ შეარჩევთ. გარი ჯონსი ამბობს, რომ კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანის მიერ შერჩეული ფლეილისტები არ იწვევს ისეთ ფიზიკურ პასუხს, როგორიცაა გულისცემის შემცირება და დარწმუნებით ამბობს, რომ ტექნოლოგია შეიძლება დაინიშნოს როგორც პაციენტებისთვის, ასევე სამედიცინო პერსონალისთვის.

 

ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი და ჯანდაცვის პროვაიდერებს უთუოდ სურთ უფრო მეტი მონაცემის ნახვა ამ ტექნოლოგიის ფართოდ დანერგვამდე.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რას ნიშნავს უწყვეტი განათლება (Lifelong Learning) XXI საუკუნეში?

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ეპოქაში ერთი პროფესიის ან ერთხელ მიღებული ცოდნის იმედად ყოფნა აღარ არის საკმარისი. გაიგე, რას ნიშნავს უწყვეტი განათლება (Lifelong Learning), რატომ გახდა ის XXI საუკუნის ერთ-ერთი მთავარი უნარი და როგორ გვეხმარება მუდმივი სწავლა კარიერულ განვითარებაში.

ცოდნა, რომელიც არასდროს ჩერდება ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ცვლილებები ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ავტომატიზაცია და ახალი ციფრული ინსტრუმენტები მუდმივად ცვლიან იმას, თუ როგორ ვსწავლობთ, ვმუშაობთ და ვქმნით მომავალს. ცოდნა, რომელიც რამდენიმე წლის წინ საკმარისი იყო კონკრეტულ სფეროში წარმატებისთვის, დღეს შეიძლება განახლებას საჭიროე

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ხელოვნური ინტელექტი, როგორც შენი თანამშრომელი

ხელოვნური ინტელექტი უკვე ჩვენი ყოველდღიური დამხმარეა, ის ამარტივებს რუტინულ პროცესებს, გვიზოგავს დროს და გვაძლევს შესაძლებლობას, მეტი ყურადღება დავუთმოთ კრეატიულობასა და განვითარებას. გაიგე, როგორ შეიძლება AI გახდეს შენი ციფრული თანამშრომელი და დაგეხმაროს თანამედროვე სამყაროში წარმატებისთვის.

ხელოვნური ინტელექტი - ტექნოლოგია, რომელიც ჩვენს შესაძლებლობებს აძლიერებს ბოლო წლების განმავლობაში ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა. ის, რაც ადრე მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი გვეგონა, დღეს უკვე რეალური ინსტრუმენტია, რომელსაც მილიონობით ადამიანი იყენებს სწავლაში, მუშაობაში, კომუნიკაციასა და სხვადასხვა პროცესის გასამარტივებ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ დავისვენოთ სწორად?

დასვენება პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ნაწილია. გაიგე, როგორ აღადგინო ენერგია სწორად, შეინარჩუნო ბალანსი სწავლას, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის და რატომ არის პაუზა განვითარების აუცილებელი ნაწილი.

დასვენება პროდუქტიულობის ნაწილია - რატომ გვჭირდება პაუზა? თანამედროვე სამყაროში, სადაც ყოველდღიურად უამრავ ინფორმაციას ვიღებთ, ვსწავლობთ, ვმუშაობთ და მუდმივად ვცდილობთ განვითარებას, დასვენება ხშირად მეორე ადგილზე გადადის. ბევრს ჰგონია, რომ რაც უფრო მეტ დროს დაუთმობს მუშაობას, მით უკეთეს შედეგს მიიღებს, თუმცა რეალობა განსხვავებულია. გადაღლილი გონება კარგავს კონცენტრა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

AI წიგნიერება ახალი უნარი, რომელიც ყველას სჭირდება

ხელოვნური ინტელექტი უკვე ცვლის ჩვენს ყოველდღიურობას და სამუშაო პროცესებს. გაიგე, რატომ გახდა AI წიგნიერება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მთავარი უნარი და როგორ დაგეხმარება მისი ცოდნა პროფესიულ განვითარებაში.

ტექნოლოგიური ცვლილებები ყოველთვის ცვლიდა ადამიანების ცხოვრებას, თუმცა ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ ეს პროცესი ძალიან დააჩქარა. ის, რაც რამდენიმე წლის წინ მხოლოდ მომავლის იდეად ჩანდა, დღეს უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია - AI გვეხმარება სწავლაში, მუშაობაში, ინფორმაციის დამუშავებაში, იდეების განვითარებასა და რთული პროცესების გამარტივებაში. დღეს ხელოვნური ინტელ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა