IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ტოპ 5 ყველაზე მოთხოვნადი პროფესია

10.09.2021

7111 დათვალიერება

მიმდინარე წლის ციფრულმა ტრანსფორმაციამ საზოგადოების დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა. 2020 წლიდან კოვიდ პანდემიამ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების არსებობა წინა პლანზე წამოსწია. შესაბამისად დღეს ბიზნეს სექტორის დიდი ნაწილი სწორედ ტექნოლოგიების გამოყენებით მუშაობს.

დროის ცვლილების პარალელურად იცვლება შრომის ბაზარიც. მეტიც, თანამედროვე ციფრული მსოფლიო უკვე თავად გვკარნახობს მომავლის პროფესიებს და ცვლის რეალობას.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ წარმოდგენილი სამუშაო ბაზრის ანგარიშის მიხედვით, 2023-2025 წლებისთვის, დასაქმებულთა 70%-ს ამჟამინდელი სამუშაო უნარების განახლება და შეცვლა დასჭირდება, რაც ციფრული ტექნოლოგიების ზემოქმედების შედეგია.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO)-ს გასული წლის მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, მსოფლიო მასშტაბით სამუშაო საათები 4.5%-ით შემცირდა, რაც დაახლოებით, 130 მილიონ სამუშაო ადგილს უტოლდება.

თანამშრომლების გათავისუფლების ტენდენციები შეინიშნება ძირითადად ისეთ სექტორებში როგორიც არის კვებისა და მომსახურების სექტორი. თუმცა სამსახურის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ სხვა სპეციალობებს დაუთმო ასპარეზი. მაგალითად, პროგრამის დეველოპერები, მარკეტინგის სპეციალისტები, პროექტის მენეჯერები, ტრენერ-კონსულტანტები და სხვა.

დღეს ჩვენს ბლოგში წარმოგიდგენთ ტოპ 5 ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მომავლის პროფესიებს.

1. პროგრამული უზრუნველყოფა  - რაც მეტად ვითარდება ტექნოლოგიები, ნებისმიერ სფეროში მომუშავე კომპანიას მით უფრო მეტად სჭირდება მცოდნე და გამოცდილი პროგრამისტები.


 

2. გრაფიკა და დიზაინი - კომპანიის ვიზუალური იმიჯი, კრეატიული ხედვა და შემოქმედებითი უნარები არის ბრენდის ვიზუალური გამოხატულება, რასაც მომხმარებელი ხედავს და აღიქვამს. შესაბამისად, ვიზუალიზაციაზე ზრუნვა ბრენდის მუდმივი საჭიროებაა.

man in black long sleeve shirt sitting beside black flat screen computer monitor

3. ციფრული მარკეტინგი  -  ციფრული მარკეტინგი მოიცავს ყველა გზას, რომელიც ელექტრონული მოწყობილობის ან ინტერნეტის გამოყენებით მომხმარებლამდე შეიძლება მივიდეს. კონკურენტისგან გამორჩეული სოციალური მედია სტრატეგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნესისა და ბრენდის ცნობადობისთვის. შესაბამისად, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტებზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება.

space gray iPhone 6 with Facebook log-in display near Social Media scrabble tiles

4. 3D გრაფიკა - ვირტუალური რეალობა, სამგანზომილებიანი მოდელირება, თანამედროვე ხედვა და ანიმაციები - ყოველივე ჩამოთვლილი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ვირტუალური სამყაროდან, რომელსაც 3D გრაფიკა მოიცავს. ვირტუალურ რეალობას უკვე იყენებენ როგორც გასართობი, ასევე საგანმანათლებლო, მარკეტინგული თუ თერაპიული მიზნებისთვის, ასე რომ დღეს 3D გრაფიკა ერთ-ერთი მოთხოვნადი მომავლის პროფესიაა.

A Short Guide to 3D Animation for Beginners | Rotoscopers

5. ქსელები და კიბერ უსაფრთხოება -  ციფრულ სამყაროში კონფიდენციალური მონაცემებისა და ინფორმაციის დაცვა კომპანიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ ქსელში არსებული უსაფრთხოების რისკების შეფასებას და უზრუნველყოფას ნებისმიერი ბიზნეს სექტორი საჭიროებს. დღეს, ქსელის ტექნოლოგიების ინჟინრებზე მოთხოვნა ქართულ თუ უცხოურ ბაზარზე ყოველწლიურად იზრდება.


რატომ არის მომავლის პროფესიები მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი? იმიტომ, რომ თითოეული პროფესია ახალ, ციფრულ და ტექნოლოგიურ პროგრესს ემსახურება, რომელიც აქტუალობას არც 2021 წლის შემდეგ დაკარგავს.

ქართულ ბაზარზე ციფრული პროფესიების კვალიფიციური სპეციალისტების რიცხვი ჯერ კიდევ დაბალია. შესაბამისად, თუ გინდა, რომ დაეუფლო მომავლის პროფესიებს და ციფრულ სამყაროში დაიმკვიდრო ადგილი, ახლა სწორედ შესაფერისი დროა.

 

აიტი აკადემია სტეპი ყველაზე მოთხოვნად მიმართულებაზე რეგისტრაციას აგრძელებს 

http://itstep.info/StepGeneral

შემოგვიერთდი სტეპერების დიდ ოჯახში

ისწავლე სტეპში!



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

ახალი პროფესიის სწავლა სამსახურთან ერთად - რამდენად რეალურია?

გაიგე, რამდენად რეალურია ახალი პროფესიის ათვისება სრულ განაკვეთზე მუშაობის პარალელურად და აღმოაჩინე დროის მენეჯმენტის ეფექტური სტრატეგიები წარმატებული კარიერული ცვლილებისთვის.

პროფესიული ზრდის გამოწვევები და სწორი დაგეგმვა დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში ახალი პროფესიის ათვისება და კარიერული ცვლილება ბევრისთვის პრიორიტეტული ამოცანაა. თუმცა, მთავარი გამოწვევა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას აჩერებს, არსებულ სამსახურსა და ყოველდღიურ რუტინასთან სწავლის შეთავსებაა. ხშირად ჩნდება კითხვა: რეალურია თუ არა სრულფასოვანი პროფესიის შესწა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა