IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

,,მოგზაური სადგური’’ - მომავლის სასტუმრო კოსმოსში

09.08.2021

696 დათვალიერება

ალბათ, მსოფლიოში არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც კოსმოსში მოგზაურობაზე არ უოცნებია.

განსაკუთრებით მათ კი,  ვისაც პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვები მობეზრდა და პოსტ პანდემიურ სამოგზაურო გეგმებს აწყობს, ახლა უკვე, აქვთ შანსი სამოგზაურო ადგილების სიაში კიდევ ერთი ადგილი - კოსმოსი დაამატონ.

დიახ, არ მოგესმათ, კოსმოსი.

აშშ-ს კალიფორნიის შტატში დაფუძნებულმა კომპანია ,,Orbital Assembly Corporation’’-ი კოსმოსში მომავლის სასტუმროს, სახელწოდებით ,,Voyager Station’’ ანუ ,,მოგზაურ სადგურს’’ განათავსებს.

 

 

ჯერ კიდევ 2019 წელს, კალიფორნიაში, ამერიკულმა კომპანია ,,Gateway Foundation’’-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია საკრუიზო გემის ტიპის სასტუმროს მშენებლობაზე, რომელიც ერთ დღესაც, დედამიწის ატმოსფეროზე გაცილებით მაღლა იფრენდა.

ამ სასტუმროს გერმანელი და შემდგომში ამერიკელი კოსმოსური ინჟინერისა და არქიტექტორის, ვორნერ ფონ ბრაუნის პატივსაცემად მისი სახელი დაარქვეს.




 

 


 



 
ნაცისტურ გერმანიაში, ბრაუნი სარაკეტო ტექნოლოგიის განვითარების საქმეში წამყვანი ფიგურა იყო. 1960-იან წლებში, ბრაუნი მუშაობდა ,,ნასაში’’. იგი იყო კოსმოსური რაკეტა ,,Apollo Saturn V’’-ის მთავარი არქიტექტორი.

მოგვიანებით, მომავლის კოსმოსური სასტუმროს სახელი შეიცვალა და მას უკვე ,,მოგზაური სადგური’’ უწოდეს. სასტუმროს მშენებლობას სამშენებლო კომპანია ,,Orbital Assembly Corporation’’ -ი 2025 წლიდან დაიწყებს, 2027 წლიდან კი ის უკვე გაიხსნება და პირველ სტუმრებს უმასპინძლებს.



მომავლის კოსმოსური სასტუმრო  საკუთარი ღერძის გარშემო იტრიალებს. ამ ხერხით, კოსმოსური მექანიზმი წარმოქმნის ხელოვნულ გრავიტაციას, რომელიც დაახლოებით მთვარის ზედაპირზე არსებული გრავიტაციის მსგავსი იქნება.

,,მოგზაური სადგურის’’ მრგვალი ზედაპირის გარშემო 24 მოდული განლაგდება, რომელთა სიგრძე 20 მეტრი, ხოლო სიგანზე 12 მეტრს მიაღწევს. მოდული არის სივრცე, რომელშიც სტუმრები მოეწყობიან. მოდულებში განთავსდება კინო თეატრები, ბარ-რესტორნები, ფიტნეს დარბაზები და სხვა სარეკრეაციო და მოსასვენებელი სივრცეები.


 

სადგურზე 400 ადამიანზე გათვლილ მდიდრულ ნომრებს ექნება ფანჯრები, საიდანაც დედამიწისა და კოსმოსი ულამაზესი, თვალწარმტაცი ხედი გაიშლება.
 

,,ჩვენ გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ კოსმოსური ტურიზმის ოქროს ხანა ახლოვდება. ის მოდის, ის ძალიან სწრაფად მოდის’’ - განაცხადა ,,Gateway Foundation’’-ი პრეზიდენტმა ჯონ ბლინკომ.

სასტუმროსთვის დაგეგმილი ორბიტა 97 გრადუსია, სიმაღლე კი 500-550 კილომეტრი. მეცნიერების განცხადებით, ეს არის მზის სინქრონული პოლარული ორბიტა, რომელიც ამცირებს თერმულ სტრესს და უწყვეტი მზის ენერგიის გენერაციას უწყობს ხელს.


 

აღსანიშნავია, რომ აქ ორბიტას დეგრადაციისა და კოსმოსური ნარჩენების რისკი ძალიან დაბალია.



,,მოგზაური სადგური’’ არა მხოლოდ ტურისტული, არამედ მოსამზადებელი ცენტრის ფუნქციასაც შეასრულებს. სასტუმროს მოდულების დაქირავებას ან შეძენას სხვადასხვა სამთავრობო სამსახური, კერძო კომპანია, ,,NASA’’ და ,,ESA’’-ც შეძლებენ და მას საკუთარი კოსმოსური მიზნების განხორციელებისთვის გამოიყენებენ.


ამჟამად, სამშენებლო კომპანია ,,Orbital Assembly Corporation’’-ი ,,მოგზაური სადგურის’’ მხოლოდ მცირე ზომის პროტოტიპის აგებაზე მუშაობს. სრულმასშტაბიანი მშენებლობა უკვე 2025 წლიდან დაიწყება. სადგურის მთლიანი ფორმა ბორბლის ფორმის მსგავსი იქნება, მისი მოდულები კი ლიფტების 4 სვეტით იქნება დაკავშირებული ერთმანეთთან.  ლიფტების სვეტი შექმნის ცენტრალურ ბირთვს, რომელზეც ოპერაციული და კვლევითი სივრცე მოეწყობა.




ჯერ ჯერობით, მომავლის კოსმოსურ სასტუმროში გასამგზავრებელი ბილეთის ფასი 5 მილიონი დოლარია. დაიწყეთ ფულის შეგროვება.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა