IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

2022 წლის ტრენდული ფერები სამზარეულოში

5

დიზაინი

31.05.2022

2292 დათვალიერება

ჩვენი დღე სამზარეულოში იღებს სათავეს, სამზარეულოს „სახლის გულსაც“ კი უწოდებენ. აქ საუკეთესოდ უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს ჰარმონია, კომფორტი და სისუფთავე. თუ თქვენ სამზარეულოს ფერებს არჩევთ, მანამდე გაითვალისწინეთ ოთახის მდებარეობა, ზომები და განათება, რადგან შედარებით პატარა ზომის სამზარეულოს კიდევ უფრო ამცირებს მუქ ფერთა გამა და განათების სიმცირე.

 

პასტელური ფერები

ეს კომბინაცია ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარულია . ფაქტია, რომ ნაზი ტონალობები ოთახში ჰარმონიულ ატმოსფეროს და საუცხოო სიმშვიდეს ქმნის. შეგვიძლია, როგორც ორი ტონალობის შეხამება, ისე თეთრისა და სხვა პასტელური ფერის კომბინაცია.
 პოპულარულია ღია ცისფერი და ვარდისფერი, ნაზი იისფერი და მსუბუქი კრემისფერი ტონალობები. გამოარჩევენ პიტნის შეფერილობის ტონალობასაც, რომელიც სამზარეულო ოთახში მაღალი განწყობისა და დადებითი ემოციის შექმნითაა გამორჩეული.

 

ჭარბი სითეთრე

თეთრი ფერის სამზარეულო, თავისი პოპულარობით, არ კარგავს მოწინავე ადგილის სტატუსს, ის კვლავ აქტუალურია და ბუნებრივია, მომავალშიც ასე გაგრძელდება. სადა, მინიმალისტური, მარტივი და თანამედროვე. ამ ყველაფრის გარდა თეთრი ფერი ოთახში სივრცის აღქმას უწყობს ხელს. ასევე, მარტივია თეთრი ფერის შეხამება სხვა ტონალობებთან. ასეთი ტიპის სამზარეულო, ძირითადად მინიმალისტური სტილის მოყვარულ ადამიანების იზიდავს.

ეს უნივერსალური ფერია. თეთრი კედლები საუკეთესო ბაზაა ნებისმიერი სტილის სამზარეულოსთვის, დაწყებული კლასიკური სტილიდან,  მოდერნით დამთავრებული. თეთრი ფერით აბსოლუტურად ყველა დიზაინის სტილის შექმნა შეიძლება სახლის ინტერიერში.

ქვეცნობიერ დონეზე თეთრი აღიქმება სისუფთავის, თავისუფლების, სივრცის, სინათლის სიმბოლოდ. თეთრი მოდას არ ექვემდებარება და ყოველთვის აქტუალურია. თეთრი კედლები უნივერსალურ დიზაინად ითვლება.

თეთრი ეფექტური ფონია ხელოვნების ნიმუშებისათვის, ნახატები, ავეჯი, მწვანე მცენარეებისათვის, ინტერიერის დეკორის ელემენტებისათვის. თეთრ ფონზე ძალიან მარტივია დეტალების გადაადგილებით ან ახალი ელემენტის შემოტანით ახალი სახლის ინტერიერის მიღება.

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე ინტერიერის დიზაინის შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და გახდი წარმატებული!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

იასამნისფერი

ეს ფერი ბოლო პერიოდში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. იასამნისფერი შთამაგონებელ და დამამშვიდებელ როლს თამაშობს ადამიანის ხასიათსა და განწყობაზე. ბუნებრივია, ეს კონკრეტული ტონალობა სამზარეულოშიც ვიხილეთ. იასამნისფერი ტონალობა სამზარეულო ოთახს გამორჩეულს და საუცხოოს ხდის. დიზაინერები გირჩევენ, რომ ამ ტონალობასთან გამოიყენოთ ნაცრისფერისა და თეთრის სხვადასხვა ვარიაციები. ასევე მნიშვნელოვანია იასამნისფერი შემცველობის გადანაწილება ოთახში, ვინაიდან მუქ და გადამეტებულ ფერებს საპირისპირო თვისებები ახასიათებთ და ოთახში შედარებით მძიმე ატსმოსფეროს ქმნიან.

 

მონოქრომული ფერები

მონოქრომული დიზაინი შედგება ერთი ძირითადი ფერის სხვადასხვა გრადაციებითა და ტონალობებით. მსგავსი ტიპის დიზაინს ხშირად შეხვდებოდით საძინებელსა და მისაღებ ოთახებში, თუმცა ბოლო პერიოდში სამზარეულოშიც გადმოინაცვლა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა

ძირითადად ვხვდებით თეთრისა და შავის კლასიკურ კომბინაციას. ეს განუყრელი ფერთა წყვილი წლებია არსებობს ინტერიერის დიზაინში, თუმცა ბოლო წლების სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ ის უფრო და უფრო პოპულარული ხდება. შავისა და თეთრი ფერების ტანდემს ორგანულად ერწყმის ბუნებრივი ხის დეტალები, რაც საბოლოოდ ქმნის შესანიშნავ, მინიმალისტურსა და ელეგანტურ დიზაინს

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა