IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ციფრული ტრანსფორმაცია და მისი გამოწვევები საქართველოში

9999

Techfacts

AI

20.09.2023

977 დათვალიერება

ციფრული ტრანსფორმაცია თანამედროვე პროცესია, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც მაღალგანვითარებულად ითვლება, წარმატებით ხორციელდება. საქართველოში ციფრული ტრანსფორმაცია არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. თუმცა, ქვეყანა წინ საკმაოდ სწრაფი ტემპით მიიწევს

გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი რელევანტური საქმიანობის სფერო არის ნაწილობრივ, ან სრულად დამოკიდებული ტექნოლოგიებზე. სინათლის სისწრაფით ხდება სხვადასხვა კომპანიებისა და სერვისების დიჯიტალიზაცია, გაციფრულება და პროცესების ავტომატიზაცია სწრაფი განვითარებისა და წინსვლის შანსს აძლევს სხვადასხვა ბიზნესსა თუ სახელმწიფო სექტორებს. მუშაობის  ნებისმიერ ეტაპზე სისწრაფე, მოქნილობა  და სწრაფი რეაგირება შესაძლოა კომპანიისთვის გარდამტეხ ფაქტორად იქცეს.

ტექნოლოგიური წინსვლიდან გამომდინარე, დრამატულად აუცილებელია დიდ, საშუალო თუ პატარა ორგანიზაციებში, ციფრულ ტექნოლოგიაზე ოპტიმიზირებული ორგანიზაციული სტრატეგიისა და  სტრუქტურის დანერგვა. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროცესია ბიზნესისსთვის, რომელსაც აქვს ამბიცია დარჩნენ კონკურენტუნარიანები დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში. თუმცა, ორგანიზაციების ციფრულ ტრანსფორმაცია არ არის მარტივი პროცესი და ის გარკვეულ გამოწვევებთანაც არის დაკავშირებული

 

განვიხილოთ რამოდენიმე გავრცელებული გამოწვევა, რომელსაც კომპანიები ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ხშირად აწყდებიან:

ადაპტაცია: საქართველოს დასაქმების ბაზარზე, არაერთ კომპანიაში მოიძებნება თანამშრომლების ნაწილი რომელიც შეიძლება უარყოფითად იყოს განწყობილი ცვლილებების მიმართ, ან მათ არ ჰქონდეთ საჭირო უნარები ახალი ციფრული ხელსაწყოების ეფექტურად გამოსაყენებლად, რაც გაართულებს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს

მომხმარებელთა საჭიროებები: მომხმარებელთა მოლოდინების და საჭიროებების მუდმივი ცვლილება არის კრიტიკული გამოწვევა, რომელსაც ბიზნესი აწყდება ციფრული ტრანსფორმაციის დროს. დღევანდელი მომხმარებლები მუდმივად ელის პერსონალიზირებულ, შეუფერხებელ და მოსახერხებელ გამოცდილებას ყველა მიწოდების არხსა და შეხების წერტილში. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივებს, რომლებიც შეესაბამება მომხმარებელთა საჭიროებებსა და მოლოდინებს.

მკაფიო სტრატეგიის არარსებობა: ტრანსფორმაციის მკაფიო სტრატეგიისა და ხედვის გარეშე, ბიზნესს გაუჭირდება ინიციატივების პრიორიტეტიზაცია, რესურსების განაწილება და წარმატების გაზომვა.

 

საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილებითა და შემუშავებული CompTIA A + პროგრამით, დაგეხმარებით შეისწავლოთ კომპიუტერული მოწყობილობების აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა და თანხვედრაში მოხვიდეთ დამსაქმებლების მოთხოვნილებებთან, დაიწყეთ სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

ინტეგრაცია: ახალი ციფრული ინსტრუმენტებისა და პლატფორმების დანერგვა შეიძლება გართულდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა მათი ინტეგრირება არსებულ ძველ სისტემებთან.

გამოცდილების დეფიციტი: საქართველოში გამოცდილი პროფესიონალების პოვნა ციფრული ტრანსფორმაციის სწორად განსახორციელებლად საკმაოდ გავრცელებული გამოწვევა კომპანიებისთვის. თუმცა, მათი მნიშვნელობა განუსაზღვრელია, ამიტომ კომპანიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს გამოცდილი გუნდი წარმართავდეს.

ბიუჯეტი: ახალ ტექნოლოგიებში ინვესტიცია და თანამშრომლების მომზადება მნიშვნელოვან ხარჯებს მოითხოვს ბიზნესისგან.ბიუჯეტის სიმწირემ კი საბოლოო ჯამში შეიძლება საფრთხე შეუქმნას ციფრული ტრანსფორმაციის სრულყოფილად განხორციელებას.

მოხმარების სირთულე: ზოგიერთი ციფრული ინსტრუმენტი და პლატფორმა საკმაოდ კომპლექსურია და  რთული გამოსაყენებლად, შესაბამისად,  საჭიროებს დროს, მნიშვნელოვან ტრენინგს და მხარდაჭერას, რათა თანამშრომლების შეძლონ მისი ეფექტურად გამოყენება.

რეგულირება: ზოგიერთი ინდუსტრია ექვემდებარება მკაცრ მარეგულირებელ მოთხოვნებს, რაც შეიძლება წინაღობა აღმოჩნდეს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესისთვის. ბიზნესებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათი ციფრული ხელსაწყოები და პლატფორმები შეესაბამებოდეს შესაბამის რეგულაციას.

მონაცემთა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება: ციფრული ხელსაწყოებისა და პლატფორმების მზარდ გამოყენებასთან ერთად, მონაცემთა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება არის მთავარი ერთ-ერთი საზრუნავი, რაზეც ბიზნესებმა უნდა მიმართონ ძალისხმევა.

კომუნიკაცია: ნებისმიერი ტრანსფორმაცია მოითხოვს კომპანიის სხვადასხვა სამსახურებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას  და კომუნიკაციას. ეფექტური საკომუნიკაციო არხებისა და პროტოკოლის გარეშე, ბიზნესს გაუჭირდება გუნდების სწორად მობილიზება და ინფორმაციის ეფექტურად გაზიარება.

ორგანიზაციული კულტურა: ორგანიზაციულ მიდგომას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებაში. ბიზნესებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათი კულტურა მხარს უჭერდეს ახალი ციფრული ხელსაწყოებისა და პლატფორმების დანერგვას და თანამშრომლები მოტივირებულები  იყვნენ ცვლილებების მისაღებად.

 

 

ახლახანს ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი საქართველოშიც გაიმართა, რომელმაც სამთავრობო და კერძო ორგანიზაციებს მოუყარა თავი. ამ მხრივ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და გამოსავლებზე საუბარი ხუთი დღე გაგრძელდა, რამეთუ საქართველოს, როგორც პატარა ბაზარს ბევრი უპირატესობა გააჩნია, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე ჩვენს ქვეყანაში მოწინავე გადაწყვეტილებების დანერგვა ძალიან სწრაფად არის შესაძლებელი, რასაც «ფარული უპირატესობა» ეწოდება — როცა შეგიძლია, რომ სხვისი გამოცდილება გადაიაზრო და უკვე ახალი ინოვაცია დანერგო. ამის უამრავი დამტკიცებული მაგალითი არსებობს. დიდი ქვეყნებისთვის მსგავსი მიდგომა გამართლებული არ არის. მთავარი უპირატესობა ის არის, რომ შეგვიძლია გავიაზროთ სად ვართ, რა გამოწვევები არსებობს, რა არის ჩვენი ნიშა და რა ადგილის დაკავება გვსურს საერთაშორისო რუკაზე.

 

მათვის, ვისაც სურს გახდეს თანამედროვე საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის ნაწილი, მიიღოს ხარისხიანი განათლება და შეძლოს  მუშაობის დაწყება

ჩვენი კურსები გათვლილია მათზე ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს IT სფეროში. თქვენ არ დაგჭირდებათ სპეციალური ცოდნა სწავლის დასაწყებად. ჩვენ მოგცემთ კარგ ბაზას და გაგივითარებთ აუცილებელ უნარებს, რათა დაიწყოთ მუშაობა სპეციალობით, IT აკადემია STEP თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან. ჩვენ რეგულარულად ვაახლებთ და ვაქვეყნებთ ვაკანსიებს ჩვენი პარტნიორებისგან და ვაძლევთ სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობებს.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა