IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ცოცხალი და ესთეტური დიზაინები საერთო ოთახისთვის

1000

დიზაინი

15.03.2024

564 დათვალიერება

ცოცხალ ფერებს, საინტერესო კედლის არტს და საინტერესოდ გაფორმებულ ხალიჩებს კედლებზე შეუძლიათ თქვენს საერთო ოთახს შესძინონ ცოცხალი და ენერგიული ვიზუალი.  

 

ბნელი საერთო ოთახი

მათთვის ვისაც გამბედავი თემები აინტერესებს, ბნელი საერთო ოთახი თქვენი მეგობარია. ხასიათის მქონე ფერებს, მდიდრულ ავეჯს და გამოხატულ აქცენტებს შეუძლიათ შექმნან სერიოზულად სტილური განაცხადი, ასევე მეტალის ზედაპირებს შეუძლიათ მისცენ მეტი ხიბლი თქვენს ბნელ საერთო ოთახს და შექმნამ გლამურული გარემო

 

Dark living room aesthetic with an eclectic look

 

ბოჰოს სტილის ესთეტური საერთო ოთახი

ბოჰოს ესთეტური საერთო ოთახის იდეებს შეუძლიათ შექმნან დამამშვიდებელი, ჰარმონიული გარემო სავსე სიმყუდროვით. მოარგეთ თანამედროვე და ვინტაჟური ავეჯი ერთმანეთს უნიკალური ვიზუალისთვის. საერთო ოთახის ესთეტიკის ზოგიერთი საუკეთესო იდეა მაგიურია სხვადასხვა სტილის შეზავების ხარჯზე. სცადეთ სკანდინავიური დიზაინი შეაზავოთ მე-20 საუკუნის შუა პერიოდის ელემენტებთან და შემდეგ ბოჰო დეკორით შეავსეთ...

 

Boho aesthetic for a modern living room


 

მინიმალისტური და ესთეტური თანამედროვე საერთო ოთახი

ესთეტური თანამედროვე საერთო ოთახი არის საშუალება გქონდეთ სუფთა და სადა ვიზუალი. მარტივ ავეჯს, ნეიტრალურ ფერებს და მინიმალურ დეკორაციებს შეუძლიათ შექმნან მშვიდი, დაუტვირთავი გარემო.. გამარტივებულ დიზაინთან ერთად, თანამედროვე საერთო ოთახს ძალიან უხდება LED განათება, რომელიც გარემოს ავსებს. მოიფიქრეთ თუ როგორ შეიძლება შუქის გამოყენება სასურველი ატმოსფეროს შესაქმნელად

 

Scandinavian & Boho aesthetic influences in a modern living room by Decorilla designer Anna Y.

 

ეკლექტური ექსტრავაგანტულობა: შერეული და შეხამებული დეკორი 

გამოამჟღავნეთ თქვენი გაბედული, არტისტული მხარე სხვადასხვა დეკორაციების, ტექსტურების და ფერების შეზავებით. ექსტრავაგანტულ დივანს, არაკონვენციურ ყავის მაგიდას ან ხელოვნების უნიკალურ ნიმუშს შეუძლია თქვენი საერთო ოთახი სხვებისგან ძალიან განსხვავებულ სივრცედ აქციოს. არ შეგეშინდეთ შერწყმა და მორგება იქამდე გააგრძელოთ, მანამ სანამ თქვენი ოთახი საინტერესო იერსახეს არ მიიღებს. ეკლექტური ექსტრავანგანტულობა ბოლოს და ბოლოს თქვენი გემოვნების და პიროვნების დემონსტრაციაა.

 

Eclectic living room aesthetic ideas with a jewel tone wall

 

ესთეტური ბინის საერთო ოთახი

ბინაში სივრცის ნაკლებობა გაქვთ? ამ პრობლემას მარტივად გადაჭრით თუ დაამატებთ სარკეებს ასევე კარგი საშუალებაა ვერტიკალური სათავსოები  და მრავალფუნქციური ავეჯი, რათა მოხდეს თქვენი ესთეტური საერთო ოთახის ფუნქციების მაქსიმალური გამოყენება. შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე საინტერესო ესთეტური სტილი და მოარგეთ მთავარი დეკორაციები ერთმანეთს, რათა არ მოხდეს სივრცის გადატვირთვა.. 

 

Aesthetic living room design in an apartment

 

ორგანული ესთეტიკა საერთო ოთახში

ვინ თქვა რომ მცენარეები მხოლოდ ბინის გარეთ შეიძლება იყოს? სიმწვანის თქვენს ოთახთან ინკორპორაციას შეუძლია ბუნებრივი, ცინცხალი შეგრძნების შექმნა.  სიმწვანის თქვენს საერთო ოთახთან მორგებისთვის სცადეთ დეკორაციის და ფონის ერთმანეთთან თანხვედრაში მოყვანა, საერთო თემის შესაქმნელად. 

asian inspired aesthetic in organic living room ideas

 

 

სიმყუდროვე სილამაზესთან ერთად: სკანდინავიური საერთო ოთახის ესთეტიკა

მარტივი, ფუნქციური და ლამაზი საერთო ოთახისთვის, სცადეთ სკანდინავიური სტილი. სუფთა ხაზები, მსუბუქი ფერები, შეხამებული დიზაინი და ბუნებრივი მასალები წარმოადგენენ გასაღებს ასეთი, დამამშვიდებელი ესთეტიკის შემთხვევაში. ჰიუგეს დანიური კონცეფცია, ქმნის დამატებით კომფორტს და სიმყუდროვეს. მოაგროვეთ რბილი განათების, ხავერდოვანი ტექსტილების და კომფორტული, რბილი ფერების შეზავება, რათა შექმნათ მყუდრო, მაგრამ ამავდროულად ესთეტიკური საერთო ოთახი. 

 

Hygge aesthetic in a living room by Decorilla designer Liana S.

 

ვინტაჟურის და თანამედროვეს მოულოდნელი კომბინაცია

შექმენით ვინტაჟური შარმი ანტიკური ნიმუშების თანამედროვე ელემენტებთან შეზავებით. ამ კონკრეტულ მიდგომას საერთო ოთახის დიზაინის მიმართ შეუძლია შესანიშნავი, მუდმივად აქტუალური სილამაზის შექმნა. ესთეტიკა სადაც რეტრო ხვდება თანამედროვე აერთიანებს ძველს და ახალს. ამიტომ, არ შეგეშინდეთ ძველი ავეჯის თანამედროვე დეკორაციებთან გაერთიანება, მსუბუქ სკულპტურულ განათებასთან ან განსაკუთრებულ სავარძელთან ერთად. 

 

Cozy aesthetic for a transitional living room

 

 

აგარაკის ტიპის მოსასვენებელი

ხის ძელებს, ბუნებრივ ქვას და ვინტაჟურ ავეჯს შეუძლიათ მყუდრო, აგარაკზე ყოფნის განცდის შექმნა. თბილ განათებასთან კომბინაციაში, თქვენი საერთო ოთახი დასასვენებელ კოტეჯს მოგაგონებთ.  ქალაქში ცხოვრობთ, მაგრამ გინდათ განიცადოთ ესთეტიკა მთაში ასვლის გარეშე? უპრობლემოდ! შეაზავეთ პრიალა, თანამედროვე ავეჯი უხეშ, ხის ზედაპირებთან, რათა განიცადოთ საუკეთესო ურბანული და აგარაკის ტიპის საერთო ოთახის ესთეტიკა.

 

Cozy aesthetic of a rustic living room by Decorilla designer Erica F.

 

ფრანგული კავშირი

თქვენი საერთო ოთახის მოწყობისას მიიღეთ შთაგონება ფრანგული ქალაქგარე სტილისგან.  გამოიყენეთ ანტიკვარიატი ავეჯი, რბილი სილუეტები და დახვეწილი დეტალები რომანტიკული და ელეგანატური ატმოსფეროსთივს. მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვარდისფერი რბილი პასტელური ტონები იდეალურად ერწყმიან კლასიკურ ნეიტრალურ დეკორაციებს ამ უდროო ევროპულ ვიზუალს.

 

French inspired living room aesthetic in an open plan lounge 

 

მნიშვნელობა ტექსტურის და ფორმის ხარჯზე

ერთიდაიგივე ფერის სხვადასხვა ტონის გამოყენებამ შეიძლება ძალიან საინტერესო სტილური შედეგები შექმნას. ითამაშეთ ტონებით, ტექსტურით და სხვადასხვა ნიმუშებით, რათა მიაღწიოთ მონოქრომულად სასიამოვნო ესთეტიკას თანამედროვე საერთო ოთახში. შემოიტანეთ კონტრასტული აქცენტები ვიზუალური დინამიკის გასამდიდრებლად. ეს მისცემს საშუალებას უფრო მსუბუქ ნივთებს მეტად გამოჩნდნენ და მისცეს სიღრმე თქვენს ინტერიერს.

 

glam aesthetic living room decor ideas

 

ისწავლე სარეკლამო დიზაინი 0-დან და დაეუფლე მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად, მაღალანაზღაურებად პროფესიებს საერთაშორისო აკადემიაში

→დარეგისტრირდი მარტივად

 

სანაპიროს ტრენდული საცხოვრებელი

შექმენით რელაქსირებადი, პლიაჟური შეგრძნება მსუბუქი ფერებით, ძველი ხისგან და ზღვის აქცენტებით.  ამ საერთო ოთახის ესთეტიკა მაგიურია, იმდენად რამდენადაც მუდმივად გვახსენებს სასიამონო ოკეანურ ბრიზს და თბილ მზის ჩასვლას. სადა ზღვისპირა და მყუდრო ესთეტიკის მქონე საერთო ოთახის შესაქმნელად გამოიყენეთ თეთრი, კრემის და ქვიშის ფერების გრადიენტი ტონების ფენები.

 

Cute coastal living room aesthetic, by Decorilla designer Wanda P.

 

არტისტული სტილი

ხელოვნება მხოლოდ გალერეებისათვის არ არის განკუთვნილი. სკულპტურებიდან დაწყებული, ნახატებით დამთავრებული, არტისტული ელემენტების გამოყენებამ შეიძლება თქვენი საერთო ოთახის დეკორაციის ესთეტიკა სხვა დონეზე აიყვანოს და სალაპარაკო თემად აქციოს. თქვენი ოთახის არტისტულად საინტერესო დიზაინის შესაქმნელად გამოიყენეთ გამოხატული შპალერი ან მასიური საინტერესო არტისტული ნამუშევრები.

 

Elaborate aesthetic living room ideas by Decorilla designer Peti L.

 

მიეცით უფლება მოდერნიზმს ანათოს

იმოგზაურეთ წარსულში რეტრო თემას მორგებულ საერთო ოთახის დეკორთან ერთად. გამოიყენეთ თამამი ფერები, კაშკაშა პატერნები და ორიგინალური თანამედროვე ავეჯი, რათა შექმნათ მხიარულება და გასული დეკადების მრავალფეროვანი ესთეტიკა. თუ არ ხართ დარწმუნებული თუ რომელი რეტრო მიმართულებით უნდა წახვიდეთ, მე-20 საუკუნის შუა პერიოდი ყოველთვის უსაფრთხო არჩევანია!

A dash of 70's living room aesthetic in a layout by Decorilla designer Jessica S.

 

ბიუჯეტური დეკორი და ავეჯი

 

მდიდრული საერთო ოთახის შექმნა ყოველთვის არ გულისხმობს გაკოტრებას. მთავარია მიჰყვეთ გარკვეულ წესებ და ყურადღებით შეარჩიოთ გარკვეული ნაჭრები, დეკორაციები და აქსესუარები სასურველი განწყობის შესაქმნელად. მაღალი ხარისხის რეპლიკებს, თვითნაკეთ საგნებს და კარგი შოპინგის შედეგად ნაყიდ ნივთებს აქვთ უნარი თქვენი საერთო ოთახი გარდაქმნან ესთეტურად ნაკლებ ფასში.

 

Aesthetic living room decor by Decorilla designer Jatnna M.

 

აზიით შთაგონებული ესთეტური საერთო ოთახი

შეაზავეთ სიმშვიდის და ბალანსის ელემენტები თქვენს სივრცეში აზიით შთაგონებული იდეებით. გამოიყენეთ მინიმალისტური ავეჯი, ბამბუკის აქცენტები და რბილი ბუნებრივი მოტივები - თუმცა, იყავით თავისუფალი ფერების დამატებაში. შიოჟი დარაბები შესანიშნავი გამყოფი ელემენტია, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროთ თქვენი სახლის ფუნქციონალურობა საჭიროებისამებრ შეცვალოს.

 

retro modern asian inspired living room aesthetic ideas

 

განსხვავებული საერთო ოთახი  

რატომ უნდა შეინარჩუნოთ სერიოზულობა, როდესაც რაღაცების შეზავება და შეთავსება შეგიძლიათ? მიეცით გასაქანი თქვენს ფანტაზიას, შეაზავეთ სულის მქონე დეკორაციები, რათა შექმნათ საერთო ოთახის ესთეტიკა, რომელიც ნამდვილად გამოხატავს თქვენს განსაკუთრებულ გემოვნებას. დროა გამოხატოთ თქვენში არსებული ბავშვი! ჩაატარეთ ექსპერიმენტი თავისებური ავეჯით, გამბედავი ფერებით და ეკლექტური დეკორით საყვარელი საერთო ოთახის შესაქმნელად, რომელიც ურცხვად სიცელქეს, მაგრამ ამავდროულად თქვენს თავს გამოხატავს.

 

eclectic aesthetic living room décor with vintage furniture

 

ინდუსტრიული სიხისტით შექმნილი სიმყუდროვე

ღია აგურის კედლებს, ფოლადის სვეტებს და ტყავის ავეჯს შეუძლია მყარი ინდუსტრიული ესთეტიკის შექმნა. ასეთი დიზაინი განსხვავებულად კარგია, რაც იდეალურია თანამედროვე ლოფტის ან ბინის შემთხვევაში. ურბანულ პოსტერები და ქუჩის არტი არის მოკლე გზა ასეთი ტიპის საერთო ოთახის ესთეტიკის მისაღწევად. თქვენ ასევე შეგიძლიათ  დაამატოთ შემინული სარკე მეტალის ჩარჩოთი.

 

Earthy industrial living room aesthetic ideas

 

მდიდრული ცხოვრება მის საუკეთესო ტრადიციებში

მათთვის ვისაც მოსწონს ცოტაოდენი გლამური - ხავერდოვანი ავეჯის გაერთიანება ბრჭყვიალა აქცენტებთან ან განსაკუთრებულ დეკორთან არის ყველაზე უპრიანი გზა ასეთი ვიზუალის მისაღწევად. ეს სტილი სიმდიდრეს და ფუფუნებას განასახიერებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ფული ერთმანეთთან შეუხამებელ დეკორებსა და ავეჯში უნდა დახარჯოთ. გლუვი დიზაინის სკულპტურული მეტალისებრ დეკორთან შეზავებას შეუძლია გასაკვირად ეფექტური, გლამურულად თანამედროვე საერთო ოთახის შექმნა.

 

Glamorous living room aesthetic by Decorilla designer Tera S.

 

ტრენდული საერთო ოთახის იდეები

ნეოკლასიკური დიზაინის სტილის ორგანულ ფორმებთან შეზავება ქმნის ახალ და ამაღელვებელ საშუალებას სტილური სახლის შესაქმნელად. ორგანული ავეჯის ბუნებრივი ფორმები და ტექსტურა ძალიან კარგად ეხამება ნეოკლასიკურ სტილის მკაფიო ხაზებს და სიმეტრიას. კომბინაციაში ეს ყველაფერი ქმნის ცინცხალი საერთო ოთახის განწყობას, რომელიც ამავდროულად უდროოა და თანამედროვე. გამოიყენეთ ტრენდი მდიდრული რაფინირების გადმოსაცემად - გრაციოზული მაგრამ ამავდროულად თბილი, მაგრამ ამავდროულად მიმპატიჟებელი.

 

Distinctively aesthetic living room by Decorilla designer Ahmed S.

ეძებთ უნიკალურ იდეებს თქვენი სახლის მოსაწყობად? შეისწავლეთ ეს მრავლის მომცველი პროფესია და  გაუძეხით სრულ პროცესს დამოუკიდებლად, შემოგვიერთდით გრაფიკა და დიზაინის კურსზე  შთაგონებისთვის თქვენ ჩვენს კურსზე უამრავი მაგალითი და მათი შექმნის გზები დაგხვდებათ, რაც თქვენი სივრცის ტრანსფორმაციაში დაგეხმარება.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლაუკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა