IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

UI/UX დიზაინის საფუძვლები

19.11.2020

7919 დათვალიერება

UI/UX დიზაინის საფუძვლების გასაგებად, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ UI და UX დიზაინის შინაარსი და ფუნქციონალი

UI და UX დიზაინი არის ორი ყველაზე ხშირად დამაბნეველი და ერთმანეთთან დაკავშირებული ტერმინოლოგია, რომელიც გამოიყენება ვებ და სააპლიკაციო დიზაინში. ისინი ხშირად ერთ ტერმინად გვევლინება, UI/UX დიზაინი, რადგან უჭირთ მათი კონცეპტუალურად განსხვავება.

 

რა არის UI დიზაინი?

სიტყვა UI იშიფრება როგორც “User Interface”. მომხმარებლის ინტერფეისი არის აპლიკაციის გრაფიკული სქემა. ის მოიცავს ღილაკებს, რომლებსაც ვაჭერთ, ტექსტს, რომელსაც ვკითხულობთ და სურათებს, რომლებსაც აღვიქვამთ აპლიკაციის გამოყენებისას. ყველა სახის ვიზუალური ელემენტი და ანიმაციები არის დაკავშირებული UI დიზაინერთან.

 

რა არის UX დიზაინი?

სიტყვა UX არის”User Experience”. მომხმარებელთა გამოცდილება განსაზღვრება მათი ინტერაქციით. UX-ის მთავარი დანიშნულებაა, რომ აპლიკაციის ნავიგაცია იყოს ლოგიკურად დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ აპლიკაციასთან ინტერაქცია იყოს სასიამოვნო და მარტივად მოხმარებადი. მოკლედ რომ ვთქვათ, UX დიზაინერები არჩევანს აკეთებენ ინტერფეისის ფუნქციალურობაზე და სტრუქტურაზე.

 

  • UI გავს ავტომობილს, რომელიც შესანიშნავად გამოიყურება
  • UX კი გულისხმობს იმ დიდებული შეგრძნებების განსაზღვრას, რომელიც ამ ავტომობილის მართვისას გვეუფლება

 

  • UI ფუნქციონალია
  • UX ფსიქოლოგია

 

  • UI ჩვენი “ქრაშის” პროფილია
  • UX პაემანს გავს “ქრაშთან”

 

ჩაერთეთ ჩვენს ონლაინ აკადემიაში, შეისწავლეთ 2D გრაფიკა და UI/UX დიზაინი მსოფლიო ბრენდისგან

             → დარეგისტრირდი ახლავე!

 

კიდევ უამრავი შედარების გაკეთება შეგვიძლია, თუმცა მოკლე შედარებებით შორს ვერ წავალთ, სწორედ ამიტომ, ჩვენ შევხვდით ოფელიას (UX დიზაინერი მშვენიერ ქალაქ ბერლინში) და ვთხოვეთ რომ გვიამბოს თავისი ერთი სამუშაო დღის შესახებ

 

-“მოგესალმებით,
დასაწყისისთვის მინდა ავღნიშნო რომ წარმატება სწრაფად არ მოდის, მას დიდი მზადება სჭირდება,  თუმცა, 21-ე საუკუნეში გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მივიღოთ, დრო ჩვენი მტერია (გვიღიმის)

 

მე გადავწყვიტე UX შესწავლა, რადგან მინდოდა ისეთი სამსახური მქონოდა, რომელიც მომცემდა საშუალებას ვყოფილიყავი უფრო თავისუფალი და რაც მთავარია კრეატიული, ამავდროულად მინდოდა გადაწმეყვიტა რეალური მომხმარებლების პრობლემები და გამეუმჯობესებინა მათი ცხოვრება, ამიტომ გადავწყვიტე დამეწყო UX დიზაინის მიმართულებით ჩემი კარიერის შენება, ამჟამად ციფრული დიზაინის სააგენტოში ვმუშაობ სადაც უამრავ კომპანიას ვემსახურებით, დღეს ვაპირებ განახოთ კულისები ჩემი ცხოვრებიდან როგორც  UX დიზაინერის ყოველდღიურობა

 

როდესაც სახლიდან არ ვმუშაობ,  დილის 9 საათზე მივდივარ ოფისში და პირველ რიგში თავს ვუყრი გასაკეთებ საქმეებს, ჩემი დღის გეგმები დამოკიდებულია დამკვეთის “Deadline”-ზე

ამჟამად ვმუშაობ არქიტექტორების დამხმარე აპლიკაციაზე "housing appliance" ორი დიზაინერიდან ერთ ერთი მე ვარ პროექტში, ჩემი როლი რეალურად აერთიანებს როგორც UX ასევე UI დიზაინს. ამიტომ პასუხისმგებელი ვარ მთლიანი პროდუქტის განვითარებაზე, ყველაფერი დაწყებული კვლევებით, კონცეფციის შექმნით და პროექტირებით

 

ჩემი დატვირთვა სამსახურში ცვალებადია, ერთ დღეს შეიძლება ვცდილობდე ახალი კონცეპტის მოფიქრებას ხოლო მეორე დღეს ვაანალიზებდე მომხმარებლის შეფასებებს, ამავდროულად უნდა გავეცნო და განვიხილო მომხმარებლების წინა კვლევებს და დაგასაუბრებებს, ეს ნამდვილად დამოკიდებულია კლიეტებზე თუ ვისთან ვმუშაობთ კონკრეტულ დროს და სად ვართ დიზაინის პროცესში, დილის 11 საათზე მე მაქვს ყოველდღიური ჩართვა დეველოპერების გუნდთან სხვადასხვა ოფისებიდან, ჩემი საქმეა დავაკავშირო კოლეგები ერთმანეთს მთელი მსოფლიოდან, როგორც UX დიზაინერი მე ძალიან მჭირდრო კავშირი მაქვს როგორც პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებთან ასევე დამკვეთთან, თავიდან ეს ძალიან საშიში ჩანდა, მაგრამ, მომიწია შევჩვეოდი და გამეანალიზებინა ამ კოლებორაციის მნიშვნელობა ჩემი სამსახურისთვის, სამუშაო საათების ბოლოს მე ვალდებული ვარ დავაპროექტო ისეთი რამ, რის აშენებასაც დეველოპერი, ხოლო გაყიდვას ან გამოყენებას ჩვენი მომხმარებელი (კლიენტი) მარტივად შეძლებს, ამიტომ კომუნიკაცია აქ ყველაფერია

 

ვქმნი ნავიგაციას, ვარჩევ ფონტს, ფერებს, ღილაკებს, ვაწყობ განლაგებას - ჩემი სამსახურის ყველაზე რთული მხარე დამკვეთის გემოვნებისა და მომხმარებლის საჭიროებების კვეთის აღმოჩენაა, სწორედ ამაზე ფიქრს და ანალიზს ეძღვნება დანარჩენი დრო მთელი დღის მანძილზე

 

ჩვენი მომხმარებლების ისტორიებზე დაყრდნობით მე ვტვირთავ პროექტს Zeppelin-ში (ეს ჩვენი გუნდის სამუშაო პლატფორმაა) რომ გავიგო არის თუ არა მზად პროექტი განსახორციელებლად, ეს ძალიან გამოსადეგი ხელსაწყოა, რომელიც გვაკავშირებს დიზაინერებსა და დეველოპერებს, მე ასევე ვიყენებ ნავიგაციას რომ ეკრანის საშუალებით ვაჩვენო ჩემს გუნდს ჩემი ნააზრევი..."

 

 

ჩაერთეთ ჩვენს ონლაინ აკადემიაში, შეისწავლეთ ბრენდ დიზაინი მსოფლიო ბრენდისგან

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

 

UI და UX დიზაინის მიმართულება რამდენ საინტერესოს და უჩვეულოს მოიცავს, ყველაფერს ვერც კი ჩამოვთვლით. მისი ცოდნა აუცილებელია მათთვის, ვისაც სურს იყოს შეუცვლელი, მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი თანამშრომელი ნებისმიერ კომპანიაში.

დღეს UI და UX დიზაინი ციფრული მარკეტინგის მნიშვნელოვანი ნაწილია, მისი განხორციელება კი ნებისმიერ კომპანიაში პროფესიონალების ჩართულობას საჭიროებს

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა