IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

წარმატების მიღწევის სასარგებლო რჩევები და 10 სამოტივაციო წიგნი

08.10.2021

1667 დათვალიერება

 

ცოცხალი ორგანიზმის მსგავსად, მოტივაციას კვება სჭირდება. კვება სიახლეებით, განვითარების შესაძლებლობით, შედეგიანობით, შრომის დაფასებით, წარმატებული ადამიანების გაცნობით ან თუნდაც სულ მარტივად, ფულადი ჯილდოთი ან საჩუქრით.
ადამიანის გონებაში თავმოყრილია უამრავი ემოცია. სამყაროშიც ხომ ყველაფერი ადამიანის ემოციებამდე დადის - სარეკლამო სლოგანები, ვიდეო რგოლები, ინსპირაციული ვიდეო მიმართვები, წიგნები გამოჩენილი ცნობილი ადამიანების წარმატებული ცხოვრების შესახებ და სხვა. ეს ემოციები კი ჩვენს გადაწყვეტილებებზე მოქმედებენ. ჩვენში შეიძლება მხოლოდ იმიტომ იფეთქოს მოტივაციამ, რომ კარგი სამოტივაციო წიგნის წაკითხვის მომენტში, ქვეცნობიერმა  გვიკარნახოს ფრაზა ,,თუ მან შეძლო,  შეძლებ შენც ’’
მოტივაცია შეიძლება გახდეს ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ნებისმიერი დეტალი ან მომენტი, რომელსაც დღის მანძილზე დავინახავთ. თუმცა, სტეპის ბლოგში შევჩერდებით წიგნებზე, რომლებიც კონკრეტულმა წარმატებულმა ადამიანებმა სწორედ ჩვენი მოტივაციის ასამაღლებლად დაწერეს.

 


1.  „იფიქრე და გამდიდრდი“ - ნაპოლეონ ჰილი 

 

 



,,იფიქრე და გამდიდრდი’’ ნაპოლეონ ჰილმა 1937 წელს დაწერა. წიგნი პოზიციონირდა როგორც პიროვნული განვითარებისა და თვითგანვითარების გზამკვლევი, რომელიც დღეს ადამიანების ნომერ პირველ ინსპირაციულ კლასიკად იქცა. ჰილის თქმით, წიგნის დაწერა ბიზნესმენმა და შემდგომში ქველმოქმედმა, ენდრიუ კარნეგმა შთააგონა. ნაპოლეონ ჰილმა თავის წიგნში ,,იფიქრე და გამდიდრდი’’ წარმატების მიღწევის 13 მნიშვნელოვანი პრინციპი გამოყო.

ასე, რომ სტეპი გირჩევთ გაეცანით პრინციპებს, იფიქრეთ და გამდიდრდით.


 

 


2. "როგორ გავხდი ის, ვინც ვარ" - მიშელ ობამა

 

 

 



ჯერ კიდევ პატარა კიკინებიანი გოგონა იყო, როდესაც დამაჯერებლად ამბობდა, რომ გავიზრდები, პედიატრი გამოვალო. მიშელ ობამა წერს: ,,ამბიციური ვიყავი, მაგრამ არ ვიცოდი, რას ვუმიზნებდი’’. სამიზნეები კი კიკინებთან გამომშვიდობების კვალდაკვალ გამოიკვეთა და გოგონამ უკვე მკვეთრად პრაგმატულად დაალაგა, დახვეწა და განახორციელა სამომავლო გეგმები, და ერთ დღესაც ზესახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი გახდა.
წიგნში "როგორ გავხდი ის, ვინც ვარ" მიშელ ობამა საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე წერს და მკითხველს უყვება, როგორი იყო მისი ცხოვრება პირველი ლედის რანგში, რა დაბრკოლებები გადალახა და როგორ გახდა ის, ვისაც დღეს ყველა ვცნობთ.
წიგნი 2018 წლის 13 ნოემბერს გამოვიდა და გამოსვლიდან 15-ე დღეს უკვე რეკორდი დაამყარა და წიგნის 2 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.

3. „ქალი ისახავს მიზანს“ - მეი მასკი

 

 



ზოგიერთი მკითხველი ამბობს, რომ თუ წიგნის სათაურით არ მოიხიბლა, მას არც გადაშლის. ეს გავრცელებული და მცდარი მოსაზრებაა, რომელმაც შესაძლოა არაერთი წიგნი გადაუშლელი დატოვოს. თუმცა, როდესაც წიგნის ყდაზე ვკითხულობთ ,,ქალი ისახავს მზიანს’’ -  ეჭვგარეშეა, რომ წინ რაღაც საინტერესო გველოდება.
სიძნელეებით სავსე ცხოვრება, დაბრკოლებები და დაუჯერებელი ოჯახური პრობლემები - ეს მეი მასკის, დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალის, ილონ მასკის დედის განვლილი ცხოვრებაა, რომელიც მან ავტობიოგრაფიულ წიგნში ,,ქალი ისახავს მიზანს’’ აღწერა.
წიგნი 2019 წლის 31 დეკემბერს გამოვიდა. 2020 წლიდან იგი 9 ენაზე ითარგმნა და მსოფლიო ბესტსელერი გახდა.

 



4. „კარგიდან - საუკეთესომდე“ - ჯიმ კოლინზი

 


 


ამერიკელმა მკვლევარმა, სპიკერმა და გავლენიანმა კონსულტანტმა ჯიმ კოლინზმა ბიზნესის მართვის შესახებ გამოსცა წიგნი „კარგიდან საუკეთესომდე“, რომელიც მალევე გახდა ბესტსელერი და მენეჯმენტის თეორიის თანამედროვე კლასიკადაც აღიარეს.

წიგნი 2001 წლის 16 ოქტომბერს გამოვიდა და მკითხველთა ყურადღების ცენტრშიც სწრაფად მოექცა. კოლინზისთვის თანამოაზრეთა გუნდთან ერთად ჩატარებული ხუთწლიანი კვლევის უმთავრესი ამოცანა იყო, გაერკვია, ზოგმა კომპანიამ როგორ მოახერხა საუკეთესოდ ქცევა, სხვებმა კი რატომ განიცადეს მარცხი. ეს ამოცანა დღეს უამრავი სტარტაპისა და კომპანიისთვის ყურადღების საგანია.
კოლინზმა შეისწავლა ბიზნესის ისტორია და გამოყო კომპანიები, რომლებიც აკმაყოფილებდა საუკეთესოების კრიტერიუმებს, შემდეგ გააანალიზა ის მახასიათებლები, რომლებითაც ისინი განსხვავდებოდა კონკურენტებისგან, შედეგები კი დაწვრილებით აღწერა წიგნში. ასე, რომ თუ გსურთ გახდეთ საუკეთესო კომპანია ბაზარზე, იპოვეთ მოტივაცია წიგნში ,,კარგიდან საუკეთესომდე’’ და შეუდექით საქმეს.

5. „მიზნები“ -  ბრაიან თრეისი

 

 



ეს წიგნი არ არის მათთვის, ვისაც წარმატების მიღწევის მხოლოდ სურვილი ამოძრავებს და არაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად.

ბრაიან თრეისის წიგნი ,,მიზნები’’ ამბიციური ადმაიანებისთვისაა განკუთვნილი. მათთვის, ვისაც სწრაფად სურს წინსვლა და წარმატება. მაგრამ ამისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. აუცილებელია სწორად დასახული მიზნები და მათი მიღწევის გონივრული მეთოდები! თრეისი მარტივად და ნაბიჯ-ნაბიჯ, არგუმენტირებულად და ორიგინალურად აგიხსნით, როგორ მიაღწიოთ სასურველს, ე.ი. მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ და აგარიდებთ ხანგრძლივ და მძიმე შრომას.

ბრაიან თრეისს მოიხსენიებენ, როგორც გაყიდვების გურუს. ის მართვის სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო მრჩეველი, ინსტრუქტორი, კონსულტანტი და სპიკერია. ტრეისი ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით მართავს ტრენინგებს და მისი აუდიტორია 250 000-ზე მეტ ადამიანს ითვლის.

6. „იაზროვნე მარტივად“ - რიჩარდ გერვერი

 

 

ყველას გვსმენია, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია.

კარგად თუ დავფიქრდებით, ეს ასეც არის. მოსაზრება, რომ წარმატება რთული ფენომენია და მას მხოლოდ ერთეულები - სუპერადამიანები აღწევენ, გადაჭარბებულია. რიჩარდ გერვერის ეს წიგნი აზროვნების სიმარტივის თავისებურებებზე მოგვითხრობს და სირთულეების მარტივად დაძლევის წესებს გვასწავლის.
 

 „იარზოვნე მარტივად“ მსოფლიოში აღიარებული სპიკერის, რიჩარდ გერვერის წარმატებული ნაშრომია. წიგნში მარტივად, გასაგებად არის მოთხრობილი პირადი თუ სხვათა გამოცდილებები, საქმიანი, კვალიფიციური რჩევები და რეკომენდაციები. ამ წიგნით თქვენ შეძლებთ იპოვოთ მოტივაცია, რომელიც მოგცემთ ძალას შეხედოთ რთულ საქმეებს მარტივად, იაზროვნოთ განსხვავებულად და მიაღწიოთ წარმატებას.

7. „ცხოვრების 12 წესი“ - ჯორდან ბ. პეტერსონი

 

 



ჯორდან პეტერსონი კანადელი კლინიკური ფსიქოლოგი და ტორონტოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორია. მისი წიგნი ,,ცხოვრების 12 წესი’’ 2018 წლის 16 იანვარს გამოვიდა და მკითხველის დიდი მოწონება დაიმსახურა.

პეტერსონმა თავის წიგნში ,,ცხოვრების 12 წესი’’ კლინიკური გამოცდილებიდან გამომდინარე და პირად ცხოვრებისეულ მაგალითებზე დაყრდნობით, ასევე, კაცობრიობის უძველესი მითებიდან და ლეგენდებიდან გამოტანილი დასკვნების საფუძველზე,

ცხოვრებისთვის აუცილებელი თორმეტ სიღრმისეული და პრაქტიკული პრინციპი შემოგვთავაზა. წიგნი შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენს ცხოვრებაში გაბატონებულ ქაოსსა და არეულობას ახალი ძალებით ვძლიოთ, გვქონდეს საკმარისი ძალა, მოტივაცია და უნარი რათა მივაღწიოთ წესრიგს და მოვიპოვოთ სიმშვიდე.

8. „როგორ დავისვენოთ“ - ლაურა მილნე

 

 



ლაურა მილნეს ავტორობით გამოცემული სამოტივაციო წიგნი ,,როგორ დავისვენოთ’’ იმ წიგნთა შორის არის, რომლის სათაურივე ცხადყოფს წიგნის ძირითად შინაარსს.

იმისთვის, რომ ვიპოვოთ მოტივაცია და მივაღწიოთ წარმატებას, ბეჯითი შრომისა და მუდმივი მუშაობის გარდა დასვენებაც გვჭირდება. წარმატებული ადამიანები ხომ ასე გახდნენ წარმატებულები, ისინი საქმესთან ერთად, თან ისვენებდნენ და ერთობოდნენ.
წიგნი 2018 წლის 13 სექტემბერს გამოვიდა და მასში ბევრი რჩევა, დამამშვიდებელი მეთოდი და აქტივობაა მოცემული - ყველაფერი, რაც შინაგანი სიმშვიდისა და კმაყოფილების მიღწევაში დაგეხმარებათ.

9.  ,,მხოლოდ ერთი რამ’’ - გარი კელერი და ჯეი პაპასანი

 

 



გარი კელერისა და ჯეი პაპასანის ერთობლივი ნამუშევარი ,,მხოლოდ ერთი რამ’’ არის რეალურ გამოცდილებასა და ისტორიებზე დაფუძნებული წიგნი, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ სიღრმისეულად გაეცნოთ წარმატებისთვის საჭირო ინსტრუმენტებსა და რესურსებს, ასევე მიიღოთ ინფორმაცია სემინარებისა და ტრენინგ პროგრამების შესახებ.

საზოგადოდ აღიარებული ჭეშმარიტებების, პირადი გამოცდილებისა და ახლებური ხედვის გამოყენებით ავტორები ნაბიჯ- ნაბიჯ გვიზიარებენ წარმატებისა და პირადი ბედნიერების უტყუარ რეცეპტებს.

წიგნი 2013 წლის 1 აპრილს გამოვიდა და მალევე გამოჩნდა ,,New York Times-ის, The Wall Street Journal-ისა და Amazon.com-ის ბესტსელერების სიაში.

10. "ლაყბობის გარეშე"- ბობ მათა და მეისი ბოემი

 

 



როცა სათაური თავად გვეუბნება, რომ ლაპარაკის ნაცვლად საქმე უნდა ვაკეთოთ, ცხადია გვაინტერესებს როგორ ვმართოთ ჩვენი ქცევა სწორად და როგორ დავიპყროთ წარმატების მწვერვალები.

ბობ მათასა და მეისი ბოემის თხუთმეტწლიანი სამუშაო გამოცდილება კომუნიკაციის, მოტივაციისა და თანამშრომელთა ჩართულობის საკითხებზე ფილოსოფიად და ტექნიკურ ხერხებად ჩამოყალიბდა.
 

თუ ხართ ხელმძღვანელი, მენეჯერი, გენერალური დირექტორი, საზოგადოებრივი ურთიერთობებისა თუ ადამიანური რესურსების სპეციალისტი, არაფორმალური ლიდერი ან სხვა პასუხისმგებელი პირი; თუ გსურთ, საერთო მიზნის მისაღწევად დარაზმოთ მთელი ორგანიზაცია; თუ გჭირდებათ მოტივაცია, წიგნი "ლაყბობის გარეშე" სწორედ თქვენთვისაა.

იმედი გვაქვს  სტეპის მიერ შერჩეული წიგნები დაგეხმარება მოტივაციის ამაღლებაში და წარმატების მიღწევაში.
გაუზიარე #სამოტივაციო წიგნები შენს მეგობრებსაც .

 

შემოგვიერთდი სტეპში და დაეუფლე ახალ პროფესას ჩვენთან .

ისწავლე გრაფიკა და დიზაინი - დარეგისტრირდი დღესვე.



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

სამსახური გაქვს, მაგრამ ვეღარ ვითარდები - როდის არის პროფესიის შეცვლის დრო

სამსახური გაქვს, მაგრამ გრძნობ, რომ ერთ ადგილზე გაჩერდი? გაეცანი, როგორ განასხვავო სამუშაო გარემოთი უკმაყოფილება პროფესიის შეცვლის სურვილისგან, როგორ შეამოწმო ახალი მიმართულების მიმართ ინტერესი და როგორ დაგეგმო სწავლა არსებული სამსახურის პარალელურად.

როცა სამსახურში ყველაფერი ნაცნობია და ახალი აღარაფერი გხვდება დილით სამსახურში მიდიხარ, დავალებებს ასრულებ, დღის ბოლოს კი გრჩება განცდა, რომ კიდევ ერთი დღე გავიდა და ახალი არაფერი გისწავლია. იცი, როგორ მოაგვარო ყოველდღიური საკითხები, კოლეგებიც შენს გამოცდილებას ენდობიან, მაგრამ ის, რაც ადრე გამოწვევა იყო, ახლა ავტომატურ მოქმედებად იქცა. სტაბილურობა სასიამოვნოა, თუმცა შáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ დაიწყო კარიერა IT-ში ნულიდან, გამოცდილების გარეშე?

გაიგე, როგორ შეგიძლია დაიწყო კარიერა IT სფეროში ნულიდან და რა ეტაპები უნდა გაიარო სწორი მიმართულების შესარჩევად, პრაქტიკული პორტფოლიოს შესაქმნელად და სასურველ პოზიციაზე დასასაქმებლად გამოცდილების გარეშე.

მიმართულების შერჩევა და პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიურ სამყაროში ტექნოლოგიური სფერო დღეს ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ, მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მიმართულებად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ IT ინდუსტრია ბევრისთვის მიმზიდველია, დამწყებების უმრავლესობას ერთი და იგივე კითხვა აწუხებს: „როგორ დავიწყო, როდესაც არც ტექნიკური განათლება მაქვს და არც სამუშაო გამოცდილება?“ სინამ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ახალი პროფესიის სწავლა სამსახურთან ერთად - რამდენად რეალურია?

გაიგე, რამდენად რეალურია ახალი პროფესიის ათვისება სრულ განაკვეთზე მუშაობის პარალელურად და აღმოაჩინე დროის მენეჯმენტის ეფექტური სტრატეგიები წარმატებული კარიერული ცვლილებისთვის.

პროფესიული ზრდის გამოწვევები და სწორი დაგეგმვა დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში ახალი პროფესიის ათვისება და კარიერული ცვლილება ბევრისთვის პრიორიტეტული ამოცანაა. თუმცა, მთავარი გამოწვევა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას აჩერებს, არსებულ სამსახურსა და ყოველდღიურ რუტინასთან სწავლის შეთავსებაა. ხშირად ჩნდება კითხვა: რეალურია თუ არა სრულფასოვანი პროფესიის შესწა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა