IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

UX ტრენდები 2023 წელს

UX ტრენდები 2023 წელს

დიზაინი

27.05.2023

341 ხედი

სტატიაში წარმოგიდგენთ ყველაზე მნიშვნელოვან UX ტენდენციებს 2023 წელს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით Web 3.0-ს, მომხმარებლის გამოცდილება (UX) უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ეს არის მთავარი გასაღები ისეთი პროდუქტისა და სერვისის შექმნაში, რომელიც ადამიანებს უყვართ და სურთ ხელახლა მიიღონ. 

ამ სტატიაში განხილულია ექსპერტების თვალსაზრისი 2023 წლის ტენდენციებზე UX დიზაინში. ახალი ტექნოლოგიების დეტალური გამოძიებითა და დიზაინის საფუძვლიანი გაანალიზების საშუალებით, ჩვენ განვიხილავთ ყველა საკითხს, რომელიც დაგეხმარებათ იყოთ ერთი ნაბიჯით წინ და შექმნათ საუკეთესო გამოცდილება მომხმარებლებისთვის. 

 

ხმოვანი ინტერფეისების უწყვეტი ზრდა

მიუხედავად იმისა, რომ ვოის ასისტენტებისა და ჭკვიანი სპიკერების ტექნოლოგიები ნელ-ნელა იზრდება და კიდევ უფრო იხვეწება, მათი ტენდენცია მომავალი წლების განმავლობაში ძალიან დიდი იქნება - Insider Intelligence-ის კვლევის თანახმად 2026 წლისთვის მათ ა.შ.შ.-ს მოსახლეობის თითქმის ნახევარი გამოიყენებს. 

ხმით აქტივირებადი მოწყობილობებისა და სმარტ სპიკერების გავრცელებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ მომავალში უფრო მეტ კომპანიას შევხვდებით, რომლებიც თავიანთ პროდუქციასა და მომსახურებაში მომხმარებლის ხმოვან ინტერფეისს გამოიყენებენ (VUIs). 

Design Hub-ის აღმასრულებელი დირექტორის, სემ მაკგროუს აზრით: „ხმით აქტივირებადი ტექნოლოგიები უკვე ძალიან პოპულარულია, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება. UX დიზაინერები უნდა დაფიქრდნენ VUIs თავიანთ დიზაინში კრეატიულად გამოყენების სხვადასხვა გზებზე იმისათვის, რომ გახადონ ინტერფეისი უფრო ეფექტური და მეგობრული“.

 

შერეული რეალობის გამოჩენა

იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოს ირგვლივ სმარტფონების მომხმარებლების რაოდენობა იზრდება, იზრდება აუგმენტირებული რეალობისა (AR) და ვირტუალური რეალობის (VR) გამოყენებაც, ანუ, შერეული რეალობის ტექნოლოგიები. 2019 წელს აქტიური მობილური AR-ის მომხმარებლების რაოდენობა დაახლოებით 0.44 მილიარდი იყო, მაგრამ 2024 წლისთვის ამ რიცხვის 1.73 მილიარდამდე ზრდას ელოდებიან. 

2022 წელს ვნახეთ, რომ ზოგიერთმა სოციალურმა მედია პლატფორმამ, როგორიცაა Instagram და Snapchat გამოიყენეს AR მარკეტინგული მიზნებისთვის. მაგ., როგორიცაა Sephora-ს ვირტუალური მაკიაჟის ფილტრი Instagram Stories-ისთვის. 

ელენე გურინოვა, UX დიზაინერი Solvelt-ში, ფიქრობს, რომ შერეული რეალობა გახდება უფრო პოპულარული სხვა ვერტიკალებშიც: „ეს ტექნოლოგია უკვე ვითარდება და იძენს პოპულარობას სხვადასხვა ინდუსტრიაში. იგი ბიზნესებს აძლევს საშუალებას, იყვნენ გამორჩეული კონკურენტებთან შედარებით, მიიზიდონ მომხმარებლების ყურადღება და გაზარდონ ინტერფეისის შესაძლებლობები.

ერთ-ერთი მაგალითი შერეული რეალობის ელ. კომერციაში კრეატიული გამოყენების არის Shopify. პლატფორმაზე დამატებული AR ფუნქცია მომხმარებლებს აძლევს საშუალებას დაათვალიერონ პროდუქცია ონლაინ ახალი გზით. 

 

გაზრდილი ყურადღება ხელმისაწვდომობაზე

ცნობიერება ხელმისაწვდომობის პრობლემების შესახებ იზრდება, ამიტომ უნდა მოველოდეთ, რომ ბიზნესები დაიწყებენ თავიანთ პროდუქტებში ხელმისაწვდომობის პრიორიტეზაციას. ეს UX დიზაინერებისგან მოითხოვს, რომ ჰქონდეთ უფრო ღრმა ცოდნა საუკეთესო პრაქტიკების შესახებ და შექმნან ისეთი დიზაინი, რომლის გამოყენებასაც მომხმარებლების ფართო კატეგორია შეძლებს. 

ჯონათან კარდელა, GetVentive-ის დამფუძნებელი, გვთავაზობს, რომ მითითების შესანიშნავი ჩარჩოა ევროპის ხელმისაწვდომობის აქტი (EAA): „EAA არის სტანდარტებისა და გაიდლაინების კრებული, რომელიც ადაპტირებულია ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მიერ. ეს სტანდარტები შექმნილია იმისათვის, რომ წაახალისოს ინფორმაციასთან, პროდუქტსა და მომსახურებასთან წვდომის თანაბარი უფლებები შშმ ადამიანებისთვის. 2023 წლისთვის საჭიროა, რომ ყველა ბიზნესი ამ სტანდარტების თანახმად ადაპტირდეს, მიუხედავად იმისა, ევროკავშირის რეზიდენტია თუ არა. ამის საშუალებით არა მხოლოდ გააუმჯობესებთ პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობებს, არამედ უზრუნველყოფთ, რომ იგი ხელმისაწვდომია რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის“. 

ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკების მაგალითია ALT ტექსტები გამოსახულებებზე, სათაურები და ტრანსკრიპტები ვიდეო კონტენტისთვის, ეკრანის გამადიდებელი ფუნქციები და ა.შ.

 

UI/UX დიზაინი ზრდის მომხმარებლის ჩართულობას. კარგად შემუშავებული ვებსაიტი ან აპლიკაცია უფრო მეტად იზიდავს და ინარჩუნებს მომხმარებლებს, ისწავლე ეს პროფესია ჩვენთან: 

დარეგისტრირდი მარტივად

 

პერსონალიზაციის ზრდა

ყველა კომპანია აგროვებს მონაცემებს მომხმარებლებისგან, განსაკუთრებით first-party მონაცემებს, ამიტომ სავარაუდოა, რომ მომავალში კიდევ უფრო პერსონალიზებულ გამოცდილებას მივიღებთ. შედეგად UX დიზაინერებმა უნდა იფიქრონ, როგორ გამოიყენონ ეს მონაცემები ეფექტურად იმისათვის, რომ შექმნან გამოცდილება, რომელიც ერთდროულად იქნება რელევანტურიც და მიმზიდველიც. 

შენიშვნა: პერსონალიზებასა და მომხმარებელზე მორგებას (customization) შორის სხვაობაა - პირველი გულისხმობს სამუშაოებს, რომელსაც ბიზნესი ატარებს, ხოლო მეორე გულისხმობს იმ ცვლილებებს, რისი გაკეთებაც მომხმარებელს დამოუკიდებლად შეუძლია. ორივეს შეუძლია გააუმჯობესოს UX დიზაინი, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის პროგრესი პერსონალიზებას უფრო მნიშვნელოვან აქტივად აქცევს. 

სემ მაკგოუს აზრით, პერსონალიზება არის უმნიშვნელოვანესი ტენდენცია, რომელსაც 2023 წელს უნდა დავაკვირდეთ: „ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების უწყვეტ განვითარებასთან ერთად, ვითარდება ჩვენი შესაძლებლობებიც გავხადოთ თითოეული მომხმარებლის გამოცდილება უფრო ინდივიდუალური. სავარაუდოა, რომ უფრო ხშირად შევხვდებით ისეთ ვებსაიტებსა და აპლიკაციებს, სადაც ადამიანის კონკრეტული ინტერესები, საჭიროებები და უპირატესობები მოახდენენ გავლენას მათ კონტენტსა და მახასიათებლებზე“.

პერსონალიზების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მაგალითია Netflix - როგორ ესალმება იგი თავის მომხმარებლებს და სთავაზობს მათზე მორგებულ კონტენტს, რაც დაფუძნებულია მომხმარებლის ისტორიაზე და შეფასებებზე. შედეგად კი ნაკლებად სავარაუდოა (ან შეუძლებელია) Netflix-ის ორ მომხმარებელს მთავარ გვერდზე ზუსტად ერთი და იგივე რეკომენდაციები ჰქონდეთ. 

 

უფრო თამამი ვიზუალური არჩევანი

როგორც საერთო ტენდენცია, დიზაინერები ირჩევენ უფრო თამამ ვიზუალურ მიდგომებს, რათა განასხვავონ და უზრუნველყონ უნიკალური გამოცდილება 2023 წელს.

მიუხედავად იმისა, რომ მინიმალისტური დიზაინი და თეთრი სივრცეები წლების განმავლობაში ინარჩუნებდა პოპულარობას, უფრო და უფრო მეტი საიტი და აპლიკაცია ქმნის გარდამავალ ბექგრაუნდებს, 3-განზომილებიან ობიექტებს და იყენებს იმერსიულ/პარალაქსურ სქროლონგს.

„გრადიენტებმა წელს დიდი პოპულარობა დაიმსახურეს და მომავალი წლისთვისაც ასე გააგრძელებენ. ჩვენ ვამჩნევთ როგორ არიან მომხმარებლები მიზიდული დიზაინში გრადიენტების ჩართვისკენ. ამ ტენდენციას ყველგან შეხვდები: ვებსაიტებზე, მობილურ აპლიკაციებში, ბრენდინგში და ა.შ. 2023 წელს გრადიენტები დაკავშირებული იქნება კაშკაშა ფერებთან და უჩვეულო ფორმებთან, რომლებიც წარმოსახვას აღვივებენ,“ - ამბობს ელენა გურინოვა. ის ასევე ერთმანეთს უკავშირებს 3D ობიექტების გამოყენებასა და დიზაინში AR/VR ტენდენციების ზრდას, - „სამ-განზომილებიანი გრაფიკა უფრო პოპულარული ხდება, რაც ინტერფეისს ხდის უფრო ორიგინალურსა და უჩვეულოს და აძლევს ბიზნესს საშუალებას, რომ უკეთესად გადმოსცეს თავისი შეტყობინება. 3D ობიექტების გავრცელება უშუალოდაა დაკავშირებული AR/VR-თან და იგი 2024-შიც გაგრძელდება. ეს არის შესანიშნავი ელემენტი აუდიტორიის ჩართულობის გასაზრდელად და ვირტუალური სივრცის ილუსტრირებისთვის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მომხმარებლები უკვე აქტიურად იყენებენ ამ ვიზუალურ ელემენტებს“. 

 

Mobile-firts დიზაინი

ეს შეიძლება ტენდენცია არ იყოს, მაგრამ წარმოადგენს კარგ პრაქტიკას, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. 2022 წლის პირველ კვარტალში მობილური მოწყობილობების მომხმარებლების 90%-ზე მეტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტზე, რაც ლეპტოპების ან დესკტოპების 60%-ზე მეტია. ბევრი ინტერნეტ მომხმარებლისთვის ტელეფონი არის ინტერნეტთან წვდომის ერთადერთი საშუალება.

Mobile-first დიზაინის იდეა გულისხმობს, პირველ რიგში, მობილური მოწყობილობების მომხმარებლების გათვალისწინებას, დეკსტოპ ვერსიის დეველოპმენტი კი მისგან გამომდინარე იწყება. თუ შენი პროდუქტი ან სერვისი არის ციფრული, მაშინ დიზაინის ეს ტიპი შენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც იგი ყველა მოწყობილობაზე უხარვეზო უნდა იყოს. 

რამდენიმე ექსპერტს, ვისაც ვესაუბრეთ, ჰქონდა საკუთარი აზრი ამ დიზაინთან დაკავშირებით, რაც მის მნიშვნელობაზე მეტყველებს. დევიდ სტელინი, All Font-ის დამფუძნებელი საუბრობს mobile-first დიზაინის უპირატესობებზე: „პროდუქტის დიზაინთან ასეთი მიდგომა გულისხმობს, პირველ რიგში, შენი პროდუქტის მობილური ვერსიის შექმნას პირველ რიგში და შემდეგ მის ადაპტაციას უფრო დიდი ეკრანებისთვის. იგი გვაძლევს საშუალებას შევქმნათ უხარვეზო გამოცდილება, რომელიც არის ძალიან რესპონსიული ნებისმიერ მოწყობილობაზე, მიუხედავად იმისა, საიდან შედიან მომხმარებლები. არის უამრავი რამ, რის საშუალებითაც შესაძლებელია ოპტიმალური მობილური გამოცდილების უზრუნველყოფა. მაგ., ლაკონიური ენის გამოყენება პატარა ეკრანებზე ყველა ელემენტის გამოსაჩენად. 

ეს მიდგომა იწვევს მომხმარებლების ჩართულობის უფრო დიდ მაჩვენებელს და მათი კმაყოფილების გაუმჯობესებას. რაც, თავის მხრივ, mobile-first დიზაინს აქცევს ეფექტურ სტრატეგიად ბიზნესებისთვის მათთვის სასურველი ინტერაქციის მისაღწევად.“

ჯონათან კარდელა საუბრობს როგორ მოელიან მომხმარებლები mobile-first დიზაინს, როგორც საფუძველს: „მობილურის მომხმარებლებს შეექმნათ კონკრეტული ხარისხის გამოცდილების მოლოდინი ვებსაიტებისა და აპლიკაციების მიმართ: მათ სურთ მიიღონ ის, რაც სჭირდებათ, რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად. თუ შენი ვებსაიტის მობაილ ვერსია არის ნელი და რთული სანავიგაციოდ, მაშინ შენს მოწინააღმდეგეებს კონკურენციას ვერ გაუწევ“. 

საბოლოოდ, სემ მაკგროუ აჯამებს, რომ: „mobile-first დიზაინი გახდება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე აქამდე ყოფილა, რადგანაც ადამიანების უმეტესობა ვებსაიტებსა და აპლიკაციებს მობაილ მოწყობილობებიდან ნახულობენ. კომპანიებს დასჭირდებათ მოახდინონ თავიანი ციფრული პროდუქტების ოპტიმიზაცია მობილური მოწყობილობებისთვის იმისათვის, რომ უზრუნველყონ მომხმარებლის უხარვეზო გამოცდილება“. 

ამ დიზაინის საუკეთესო მაგალითია Duolingo - გამოცდილება ყველა მოწყობილობაზე ერთნაირად კარგია, მიუხედავად იმისა, რას ვიყენებთ, ლეპტოპის ან მობილურის ბრაუზერს თუ სმარტფონ აპლიკაციას. 

 

UX დიზაინის სხვა ტენდენციები, რომლებსაც 2023 წელს უნდა დავაკვირდეთ.

გარდა ზემოთ მოცემული ტენდენციებისა, არის რამდენიმე სხვა ტრენდიც, რომლებიც აღნიშვნას იმსახურებენ.

ემოციური დიზაინი: ეს არის UX დიზაინის სხვა კონცეფცია, რომლის მნიშვნელოვნების ტრაექტორიაც იზრდება. გავრცელებული აზრია, რომ „უკეთესი“ გამოცდილება დაკავშირებულია მარტივ საზომებთან, ანუ, ყველაფერი უნდა იყოს უფრო სწრაფი. მაგრამ მომხმარებლების ემოციური გამოცდილება ხდება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი.

 

Wearable ტექნოლოგიები: სმარტსაათები და ფიტნეს ტრეკერი მოწყობილობები მოსალოდნელია, რომ 2021-2024 წწ.-ში ყოველწლიურად 11%-ით გაიზრდება. შესაბამისად უნდა მოხდეს ამ ტექნოლოგიების UX დიზაინის გათვალისწინებაც. ეს მოიცავს ალტერნატიულ ინტერფეისებს, შემოკლებული ტექსტებისა და ხმოვანი ბრძანებების გამოყენებას, გამარტივებულ ღილაკებს და ა.შ.

გელერაციული ხელოვნური ინტელექტი: ერთ-ერთი ვებსაიტი, რომელმაც 2022 წლის ბოლოს მოახდინა სრული შტურმი იყო Open AI-ის ChatGPT და მისი ხელმისაწვდომი მაგალითი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე დიალოგური მოდელების გამოყენებით. UX დიზაინში მოსალოდნელია, რომ შევხვდებით უფრო მეტ ხელსაწყოს, რომლებიც AI-ის გამოიყენებს, რაც დიზაინერებს დაეხმარება იდეების უფრო სწრაფად შემუშავებაში.

 

საბოლოო ჯამში, UX ტენდენციები, რომლებსაც წელს ვხედავთ ქმნიან უფრო მიმზიდველ და წარმოსახვით გამოცდილებას ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით და მინიმალისტური ვიზუალებიდან უფრო კაშკაშა და თამამ UI-ზე გადასვლით. UX/UI ამ საოცარი მომავლის პროფესიის შესწავლას კი ჩვენთან IT Academy Step-ში შეძლებთ.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

UX ტრენდები 2023 წელს

ტრენდები UX

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა