IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ვებ-განვითარების ტენდენციები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ 2024 წელს

1000

Techfacts

პროგრამირება

24.03.2024

577 დათვალიერება

დღეს, გამართული ვებ-გვერდის გარეშე წარმოუდგენელია გრძელვადიანი წარმატების მოპოვება. სწორედ კარგი საიტით იწყება მომხმარებლებთან სასიამოვნო ციფრული ურთიერთობების ჩამოყალიბება, ბრენდის სანდოობისა და რეპუტაციის შენება.

სფეროს განვითარების დიადი მომავალიც ნათელია, ხელოვნურმა ინტელექტმა კიდევ უფრო მიაჯაჭვა ადამიანები საიტებს და აპლიკაციებს, მომდევნო წლები უმნიშვნელოვანესი პერიოდი იქნება ინოვაციური ტენდენციებისა და განვითარებადი ვებ-ტექნოლოგიებისთვის

 

იზრდება გაფართოებული რეალობის გამოყენება

ჩვენ გვსმენია ვირტუალური და განვრცობილი რეალობის შესახებ, შესაძლოა შერეული რეალობაც გაგვიგია, თუმცა ყველას არ სმენია გაფართოებული რეალობის შესახებ, რომელიც სამივეს კომბინაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ვირტუალური და განვრცობილი რეალობა წლების განმავლობაში არსებობს და განსაკუთრებით გავრცელებულია თამაშებსა და გასართობ სფეროებში, ვებ დეველოპერები აპირებენ მათ უფრო ხშირად გამოყენებას თავიანთ აპლიკაციებში, რათა მათი დიზაინი უფრო ინტერაქციული გახადონ მომხმარებლისთვის.

 

ვებ-საიტები დაიმეგობრებენ ხმოვან ასისტენტებს

თუ გაქვთ iPhone ან Alexa, თქვენ უკვე ესაუბრეთ ხმოვან ასისტენტს და იცით, რომ იგი საკმაოდ გონიერი და სასარგებლოა. მათი გამოყენების სიმარტივისა და ხელმისაწვდომობის გამო, ისინი უფრო პოპულარული ხდება ბიზნესებისთვის, რომლებსაც სურთ მომხმარებლებისთვის ძიების გამოცდილების ოპტიმიზაცია და ეფექტურად უზრუნველყონ დამატებითი მხარდაჭერა კლავიატურაზე შეხების გარეშეც კი.

 

ხელოვნური ინტელექტი და მანქანათმცოდნეობა

ისეთი სერვისების გამოჩენამდე, როგორიცაა ChatGPT, ხელოვნური ინტელექტი იყო ის, რასაც მხოლოდ ფილმებში ვხედავდით, ან ჩვენ ასე გვეგონა. ხელოვნური ინტელექტი, მანქანათმცოდნეობასთან ერთად, მთელი ძალით იყო გაშვებული ოპერირებაში რამდენიმე წლის განმავლობაში, რამაც საშუალება მისცა პროგრამულ უზრუნველყოფას განახორციელოს ადამიანის მსგავსი ფუნქციები და ჩამოაყალიბოს ჩვენი ურთიერთქმედება მოწყობილობებთან. ხელოვნურმა ინტელექტმა ძლიერი გავლენა იქონია სოციალურ მედიაზე, ვებსაიტებზე და აპლიკაციებზე. ვებ დეველოპერები აპირებენ გააგრძელონ მათი ინტეგრირება თავიანთ დიზაინში.

 

არსებობს წარმოდგენა, რომ ვებ-გვერდის აწყობა მხოლოდ ტექნიკური განათლების მქონე ადამიანს შეუძლია ისწავლოს. არადა, რაც დრო გადის საპირისპიროს ვხედავთ. სულ უფრო მეტი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი სწავლობს პროგრამირებას, სხვადასხვა სირთულის აპლიკაციებს ქმნის და თავად აწყობს ვებ-საიტებს - შეისწავლე Front-end ვებ დეველოპმენტი, ვებ-გვერდების აწყობა 0-დან და დაეუფლე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიებს საერთაშორისო აკადემიაში

→დარეგისტრირდი მარტივად

 

 

მოძრაობის ინტერფეისი 

ოდესმე გამოგიყენებიათ ანიმაციები, გადასვლები ან სხვა დინამიური დიზაინის ელემენტები? თუ ასეა, მაშინ თქვენ გიმუშავიათ მოძრაობის ინტერფეისთან და გაგიუმჯობესებიათ გვერდის ინტერაქტიულობა და მომხმარებლის ჩართულობა. მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალური ელემენტების კოდირება რთულია, ეს მაინც პოპულარული ტექნიკაა, რომელსაც შეუძლია ვებ გვერდი გახადოს უფრო ეფექტური, მიმზიდველი და საინტერესო.

 

ბლოკჩეინის ტექნოლოგია

ბლოკჩეინი შესაძლოა დაიწყო კრიპტოვალუტით, მაგრამ მისი დაარსების დღიდან იგი გამოიყენებოდა დეცენტრალიზებულ საფინანსო აპლიკაციებში, სმარტ კონტრაქტებში და შეუცვლელ ტოკენებში. იმის გამო, რომ მდგრადი და შეუქცევადია, ეს ტექნოლოგია უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციის უსაფრთხოებას და შეუღწევადობას, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ხშირია კიბერშეტევები, ეს ტექნოლოგია უმნიშვნელოვანესია ვებ განვითარების პროექტებისთვის.

 

სერვერგარეშე არქიტექტურა

როდესაც ვებ დეველოპერები ქმნიან თავიანთ ვებ-საიტებსა და აპლიკაციებს, ქლაუდ გამოთვლების (Cloud Computing) ხარჯზე შორდება ფიზიკური სერვერის საჭიროება. სერვერგარეშე არქიტექტურა საშუალებას იძლევა ვებ დეველოპერებისთვის, რატა მათ მიიღონ უფრო დიდი მასშტაბურობა, ეფექტურობა, მოქნილობა, უსაფრთხოება და საიმედოობა  მთელი დიზაინის პროცესის განმავლობაში. ქლაუდ გამოთვლები ვებ დეველოპერებს მხრებიდან ხსნის არასაჭირო პასუხისმგებლობას.

 

ყველა ეს ტენდენცია და ტექნოლოგია თანდათან ხდება ვებ განვითარების  მნიშვნელოვანი ასპექტები და როდესაც მათ უფრო ახლოდან შევხედავთ, იკვეთება რამდენიმე თემა, როგორებიცაა: გაზრდილი კიბერუსაფრთხოება, მომხმარებლის მაღალი ჩართულობა და კმაყოფილება, ასევე მოხმარების სიმარტივე როგორც კლიენტებისთვის, ასევე ვებ დეველოპერებისთვის.

 

 

ზემოთ მოყვანილი ტენდენციების განხილვისას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება შემდეგი უნარების განვითარება:

 

კიბერუსაფრთხოების უნარები

ტექნოლოგიები კრეატიული ადამიანებისთვის საუკეთესო ადგილია. კოდის წერა მოითხოვს დეტალების გააზრებას, ყურადღებას, მუდმივად ახალ დავალებებთან და პრობლემებთან გამკლავებას, კიბერუსაფრთხოებაზე ფიქრს და მუდმივად შრომას, საფრთხისგან თავდასაცავად საჭირო კოდის ენებს მიეკუთვნება Python, C, C++,  მათი ცოდნით მუდმივად მზადყოფნაში იქნებით რისკების აღმოჩენისა და საფრთხის აღმოფხვრისთვის, ასე რომ სხვადასხვა ფუნქციებისა და ენების შესწავლით, ვებ დეველოპერებს შეუძლიათ უზრუნველყონ თავიანთი პროექტების უსაფრთხოება.

 

ინფრასტრუქტურის მართვა

ბევრი იყენებს ქლაუდს პირადი მიზნებისთვის, მაგრამ მასზე მუშაობა სულ სხვა ოპერაციაა. სერვერგარეშე არქიტექტურაზე, როგორც ვებ დეველოპერად მუშაობისთვის, აუცილებელია იცოდეთ აპლიკაციის განლაგება და ტესტირება, ასევე ისეთი სერვისები, როგორიცაა Azure Functions, AWS Lambda და Google Functions.

 

პროგრამული უზრუნველყოფის დახელოვნება

ზემოთ მოყვანილი ტენდენციებიდან ბევრისთვის, ვებ დეველოპერებს დასჭირდებათ გაეცნონ და დაეუფლონ სხვადასხვა ტიპის პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლებსაც აქვთ რამდენიმე ფუნქცია. მაგალითად, გაფართოებული რეალობისთვის 3D მოდელების შესაქმნელად გჭირდებათ Blender, ZBrush ან Autodesk Maya. რაც უფრო მეტი ახალი ტენდენციები და ტექნოლოგიები გამოჩნდება, უფრო მეტი პროგრამული უზრუნველყოფა იქნება საჭირო მათი მართვისთვის.

 

მონაცემთა სწრაფი ნალიტიკა

ხელოვნურ ინტელექტთან და მანქანურ სწავლებასთან მუშაობისას, დიდი ალბათობით, მოგიწევთ მონაცემებთან მუშაობააც, ამისათვის თქვენ უნდა იცოდეთ როგორ განახორციელოთ მონაცემთა გაწმენდა, მანიპულირება და ნორმალიზაცია.

 

რატომ არის ამ უნარების სწავლა ასე მნიშვნელოვანი?

არსებობს მრავალი უნარი, რომლებიც უნდა გააჩნდეს ვებ დეველოპერს, როგორიცაა მაგალითად კოდირების რამდენიმე ენის ცოდნა, პარალელურად იმისა, როგორც ვითარდება ტექნოლოგია, ასევე უნდა განვითარდეს ვებ დეველოპერისთვის საჭირო უნარები.

 

ვებ დეველოპერებისთვის პასუხისმგებლობაა მუდმივად განივიტარონ ვაჭრობის ხრიკები. ქვემოთ მოცემულია მიზეზები, რის გამოც მნიშვნელოვანია ამ უნარების სწავლა:

  • ვარსკვლავური პროდუქტების შექმნა: ტექნოლოგია ვითარდება უკიდურესად დაჩქარებული ტემპით და თვალის დახამხამებაში, კომპანიებსა და კლიენტებს სურთ მისი ინტეგრირება ვებ დიზაინირების პროცესში. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ თქვენი პროდუქტები ვარსკვლავურია, გეამაყებათ და გეხმარებათ გამოირჩეოდეთ როგორც ერთგული და ნიჭიერი ვებ დეველოპერი, გამოიყენეთ ეს ახალი უნარები და დაამატეთ ისინი თქვენი ხელსაწყოების არსენალში.
  • განავრცეთ თქვენი ცოდნა: გლობალურ კომპნიას სურს, რომ მათი თანამშრომლები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და სამართლიანადაც, ისინი აწარმოებენ ბიზნესს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს უნარები, მომავალში, გახდება სტანდარტი. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ უმუშევრობა იყავით განახლებული ტენდენციებისა და ტექნოლოგიების საქმის კურსში.
  • ტექნოლოგია ხელს გიწყობთ სამუშაოს შესრულბაში: მიუხედავად იმისა, რომ  ტექნოლოგიები თავიდან ახალია და შესწავლას საჭიროებს, საბოლოოდ ის ჯეროვნად აადვილებს ჩვენს ცხოვრებას. ერთ დღეს თქვენ მიაღწევთ ექსპერტულ ცოდნას და ეს რეალურად ხელს შეუწყობს თქვენი საქმის ხარისხიანად შესრულებას და გვერწმუნეთ ბევრად გაგიადვილებთ ცხოვრებას.

 

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლო Front-end ვებ დეველოპმენტი IT აკადემია Step-ში?

  1. სტეპში უდიდესი ყურადღება სწორედ პრაქტიკას ეთმობა. ჩვენი სტუდენტები, სწავლების პირველივე კვირიდან, უკვე რეალურ პროექტებზე მუშაობას იწყებენ, რისთვისაც აქტიურ რეჟიმში ვთანამშრომლობთ და პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს წამყვან IT კომპანიებთან, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
  2. ვებ დეველოპერი ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიებს შორის ერთ-ერთია
  3. შეგიძლიათ ონლაინ დასაქმდეთ საქართველოდან შორეულ ევროპაში, აზიაში ან ამერიკაში და მიიღო ბევრი $$$
  4. ვებ დეველოპერების მიმართ მოთხოვნა მაღალია - ყველა კომპანიას სჭირდება გამართული ვებგვერდი
  5. წარმატებისთვის შენ არ გჭირდება ბაკალავრის დიპლომი

 

 

შეჯამება

გასულმა 3 წელიწადმა მოგვიტანა უამრავი ინოვაცია ხელოვნური ინტელექტის მხრივ და ჩვენი მოლოდინია რომ ეს ტრენდი გადაინაცვლებს თითოეულ ვებ-გვერდში, ვინაიდან კომპანიების უმეტესობა ახალი თაობის მოხიბვლას ისახავს მიზნად, ინტერაქციული ვებ-საიტები დომინანტი იქნება. მრავალფუნქციურთან ერთად, ველით ნათელ ფლუორესცენტულ ფერებს, რაც უნიკალურ, ენერგიულ იდენტობას შექმნის ბრენდებისთვის.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა