IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

რა კრიტერიუმებით არჩევს Gen Z დამსაქმებელს: ძირითადი ფაქტორები და მოლოდინები

15.06.2025

335 დათვალიერება

თანამედროვე დასაქმების ბაზარზე ყოველდღიურად იზრდება არა მხოლოდ დამსაქმებლების, არამედ იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც სამსახურს ეძებენ. სამსახურის მაძიებელთა სიაში სხვადასხვა ასაკის, ინტერების მქონე ადამიანები ერთიანდებიან, მაგრამ ამ ბლოგში ძირითადი აქცენტი gen z- ის წარმომადგენლებზე იქნება. თაობის, რომლის წარმომადგენლებიც თამამად იკავებენ სხვადასხვა პოზიციებსა და უერთდებიან წარმატებული მენეჯერების სიას.

მათი მიდგომები დასაქმებისადმი განსხვავებულია - მათ სხვა ღირებულებები, პრიორიტეტები, მოლოდინები აქვთ, რაც არსებითად ცვლის რეკრუტინგის პროცესსა და ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიებს.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ეს ბლოგი მიმოიხილავს რა კრიტერიუმებით არჩევს Gen Z დამსაქმებელს, რომელ ფაქტორებს ანიჭებს უპირატესობასა და როგორ უნდა მოერგონ კომპანიებმა ამ ცვლილებებს, რათა წარმატებით მოიზიდონ და შეინარჩუნონ ახალი თაობის ტალანტები.

ღირებულებების შესაბამისობა და სოციალური პასუხისმგებლობა.

Gen Z-ის წარმომადგენლები სამსახურის არჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ თუ რა პროდუქტს ან სერვისს სთავაზობს დამსაქმებელი ორგანიზაცია საზოგადოებას. ისინი აანალიზებენ, რამდენად სურთ იყვნენ ამ ბრენდის ნაწილი და მოდის თუ არა ორგანიზაციის ღირებულებები მათ ღირებულებებთან შესაბამისობაში.

მაგალითისთვის, მარკეტინგის სპეციალისტი შესაძლოა არჩევდეს ისეთ კომპანიას, რომელიც არა მხოლოდ გაყიდვებზე, არამედ მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტის მიწოდებაზეცაა ორიენტირებული. ასეთი არჩევანი მათ საშუალებას აძლევს პროფესიულად იდენტიფიცირდნენ იმ ორგანიზაციასთან, რომლის სახელითაც ბაზარზე პოზიციონირება მათ სირცხვილს კი არა, პირიქით, სიამაყეს შესძენს.

კარიერული განვითარება და უწყვეტი სწავლების შესაძლებლობა ორგანიზაციაში

თუ თანამედროვე დასაქმების ბაზარს დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ადამიანები პოზიციის შენარჩუნებაზე კი არა, უწყვეტ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულები, რაც ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას შრომით ბაზარზე.

Gen z - ის წარმომადგენგენლების მთავარი ფოკუსიც ეს არის - ეძებენ ისეთ ორგანიზაციებს, სადაც საკუთარ   მცირე გამოცდილებას, მაგრამ უსაზღვრო პოტენციალს მხარს დაუჭერენ და მისცემენ პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას სხვადასხვა ტრენინგების, პროგრამების საფუძველზე. ტალანტში ჩადებული ინვესტიცია არასოდეს იკარგება, პირიქით, ეს ნაბიჯი ხელს უწყობს ტალანტის განვითარებასა და უმაღლებს მოტივაციას მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს ორგანიზაციის მიზნების მხარდასაჭერად.

მოქნილობა და ცხოვრების ბალანსი (Work-Life Balance)

Gen Z-ისთვის მოქნილობა მხოლოდ დისტანციურ ან ჰიბრიდულ მუშაობას არ გულისხმობს - მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო გრაფიკი აეწყოს პირადი ცხოვრების, ჰობებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გათვალისწინებით.

Gen Z ირჩევს ორგანიზაციებს, სადაც შედეგებზე არიან ორიენტირებულები და არა მხოლოდ სამუშაო საათებზე. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ პროფესიულ პასუხისმგებლობებთან ერთად, შეინარჩუნონ ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი სფეროებიც.

კვლევების მიხედვით, Gen Z-ის წარმომადგენლების 75%-ზე მეტი, მოქნილ სამუშაო საათებს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმად ასახელებს სამსახურის ძიებისას.

 ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რომ gen z ახალ სტანდარტებს აყალიბებს დამსაქმებელთან ურთიერთობისას - მათთვის მნიშვნელოვანი არ არის მხოლოდ კონკურენტული ანაზღაურება. კომპანიის ღირებულებები, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და მოქნილობა ის კრიტერიუმებია, რითაც ისინი დამსაქმებელს ირჩევენ.

იმისათვის, რომ კომპანიებმა წარმატებით მოიზიდონ და შეინარჩუნონ ახალი თაობის ტალანტები, აუცილებელია, რომ შექმნან განვითარების ხელშემწყობი გარემო, ენდონ მათ შესაძლებლობებსა და გამოავლინონ მოქნილობა.

დაგვიკავშირდი:

  • ქ. თბილისი // ალ. ყაზბეგის გამზ. N34/34ბ // ☎️ +995 (32) 215-55-51
  • ქ. თელავი // ი. ჭავჭავაძის მოედანი N4 // ☎️ +995 577 538 549

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში, გამოიწერე გვერდი:

Facebook // Instagram // Linkedin // behance // TikTok // YouTube



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა