დამსაქმებლები აფასებენ კვლევის უნარებს თანამშრომლებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება კვლევაზე ორიენტირებულ პოზიციებს, როგორიცაა ანალიზისა და მონაცემთა მართვის სფერო. სხვადასხვა სამუშაოსთვის აუცილებელი ძირითადი კვლევითი უნარ-ჩვევები მოიცავს დეტალებზე დაკვირვებულობას, დროის მართვას და პრობლემის გადაჭრის უნარს. აქ ჩვენ განვიხილავთ, რა არის კვლევითი უნარ-ჩვევები, ასევე მოთხოვნადი კვლევითი უნარების მაგალითებს, როგორ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ და გამოიყენოთ კვლევითი უნარები სამსახურში და როგორ გამოავლინოთ თქვენი კვლევითი უნარები სამუშაოს ძიების პროცესში.
კვლევის უნარი არის ინფორმაციის მოძიება/მიგნების, შეგროვების, გაანალიზების, ინტერპრეტაციისა და შეფასების უნარი, რომელიც შესასწავლი საკითხის შესაბამისია.
კვლევა აყალიბებს მომავალს, ის გვასწავლის ახალს და გვეხმარება ადაპტირებასა და განვითარებაში. კვლევის გარეშე, ჩვენ არ გვექნება მანქანები, სმარტფონები ან ინტერნეტი (არც ეს ვებ-გვერდი!)
ჩვენ ყველა ვიკვლევთ, მაშინაც როდესაც არ ვიცით, რომ ასე ვიქცევით, მაგალითისთვის:Google-ის საძიებო სისტემების გამოყენებაც კვლევის საშუალებაა. ეძებთ იაფ ფრენებს თუ საუკეთესო რესტორანს, ეს ყველაფერი კვლევის ნაწილია
კვლევითი უნარების განსაზღვრება
ინდივიდმა იპოვოს, შეაფასოს და დაახარისხოს სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ საკითხთან. ეს უნარები მოიცავს კრიტიკული ანალიზის გამოყენებას და კონკრეტული საკითხის ჰიპოთეზების ან გადაწყვეტების ფორმირებას. კვლევითი უნარ-ჩვევები მნიშვნელოვნად აღიქმება დამსაქმებლების მიერ სხვადასხვა ინდუსტრიაში და მომგებიანია ყველა ტიპის თანამდებობაზე დასაქმებულთათვის. კვლევის და სიახლეების შეცნობის სურვილი აუცილებელია - ეს პირდაპირ კავშირშია თქვენს განვითარებასთან
რატომ არის კვლევითი უნარები მნიშვნელოვანი?
კვლევითი უნარები საშუალებას აძლევს ინდივიდებს და კომპანიებს:
- აღმოაჩინონ პრობლემები, რომლებიც აფერხებენ მუშაობას ან ამოცანების შესრულების შესაძლებლობას
- შეიმუშავონ ამ პრობლემების ეფექტური გადაწყვეტები
- შეაფსონ რესურსები და ამ რესურსების გამოყენების საუკეთესო გზა ეფექტურობის გაზრდის მიზნით
- მოიფიქრონ ახალი სერვისები ან პროდუქტები
- დაადგინონ კომპანიის სამიზნე მომხმარებლის საჭიროებები, რომ უკეთესად დააკმაყოფილონ ისინი პროდუქტებითა და მომსახურებით.
- აუწყონ ფეხი ინდუსტრიის ტენდენციებს და ბაზრის მოთხოვნებს
- ისწავლონ საქმის კეთების ახალი გზები ადაპტირებისა და განვითარების მიზნით სამუშაო ადგილის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად
დამსაქმებლებს მოუნდებათ თქვენი უკეთესად ანაზღაურება, თუ წარმოაჩენთ კვლევით უნარებს და ახალ ცოდნას, რომელიც მათ კომპანიას სარგებელს მოუტანს.
იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა დაწეროთ ანგარიშები, როგორ შეამჩნიოთ კონკურენცია, შეიმუშაოთ ახალი პროდუქტები, დაადგინოთ მომხმარებელთა საჭიროებები, მუდმივად ისწავლოთ ახალი ტექნოლოგიები და გააუმჯობესოთ კომპანიის პროდუქტიულობა, ეჭვგარეშეა, რომ კვლევის უნარებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. კვლევას ასევე შეუძლია დაზოგოს კომპანიის დიდი თანხები, პირველ რიგში იმის შეფასებით, ნამდვილად ღირს თუ არა მათთვის ინვესტიციის განხორციელება.
24/7 კვლევა ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ის ეხმარება კომპანიებს:
- ანგარიშების დაწერაში
- კონკურეტებისთვის თვალყურის დევნებაში
- ახალი პროდუქტების განვითარებაში
- მომხმარებლების სურვილების დადგენაში
- საქმის უკეთ წარმართვაში
- ცვალებადი ტექნოლოგიებისთვის ფეხის აწყობაში
კვლევა ზოგავს ფულს
ახალი პროდუქტის გამოშვება ძვირია. კვლევა ეხმარება კომპანიებს გაარკვიონ, იყიდის თუ არა ვინმე მას უფრო ძვირად, კვლევის გარეშე პროდუქტის გაშვება სარისკოა. შეიძლება მასზე მოთხოვნა არ იყოს. გაშვებაზე, მარკეტინგზე და წარმოებაზე დახარჯული თანხა შეიძლებოდა დაზოგულიყო, თუკი კომპანია ჩაატარებდა გარკვეულ კვლევას.
დროის მართვა
დრო არის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი, რომელიც ჩვენ გვაქვს და ის ვერასოდეს დაგვიბრუნდება უკან. დროის მართვის უნარების შესწავლით, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი დრო მაქსიმალურად და დავრწმუნდეთ, რომ ყოველთვის პროდუქტიული ვიქნებით ჩვენი კვლევის პროცესში.
დროის მართვის უნარები აუცილებელია კვლევისას, რადგან ისინი საშუალებას მოგცემთ დაყოთ ამოცანები უფრო მართვად ნაწილებად და ეფექტურად გაუმკლავდეთ თითოეულ ნაწილს. დროის მართვის კარგი უნარები მოიცავს დაგეგმვას, მიზნების დასახვას, ამოცანების ორგანიზებას, დავალებების დელეგირებას და სამუშაო მოვალეობების პრიორიტეტულობის განსაზღვრას. დროის მართვის უნარების მაგალითებია:
•სტრესის მართვა
•კომუნიკაცია
•გადაწყვეტილების მიღება
• მრავალამოცანიანი რეჟიმი
• შეხვედრების დანიშვნა
• დედლაინების დაცვა
• ორგანიზებულობა
• თვითაზროვნება
•რესურსების მართვა
კრიტიკული აზროვნება
კვლევა ყველაზე ღირებულია მაშინ, როდესაც რაიმე ახალი იდება მაგიდაზე. კრიტიკული აზროვნებაა საჭირო იმისათვის, რომ რაღაც უნიკალური ცოდნა მივიღოთ და წარმატებით ვაწარმოოთ კვლევა.
კრიტიკული აზროვნება გულისხმობს რაციონალურად აზროვნების უნარს და ინფორმაციის გაანალიზებას და ინტერპრეტაციას და კავშირების დამყარებას. ეს უნარი მნიშვნელოვანია კვლევაში, რადგან ის საშუალებას აძლევს ინდივიდებს უკეთ შეაგროვონ და შეაფასონ მონაცემები და განსაზღვრონ ამ მონაცემების მნიშვნელობა. კრიტიკული აზროვნებისთვის საჭირო ძირითადი უნარებია:
• გახსნილი გონება/აზროვნება
• ლოგიკური დასკვნის გაკეთება
• ანალიზი
• შეფასება
• ინტერპრეტაცია
• დაკვირვება
ანალიტიკური აზროვნება
ანალიტიკური აზროვნება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევითი უნარი და მოითხოვს დიდ პრაქტიკას. ასეთი უნარი დაეხმარება მკვლევარებს მოკლე დროში გაითავისონ და შეიმეცნონ დიდი რაოდენობით მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ახსნის უნარები
რაც შეეხება კვლევის უნარებს, ეს არ არის მხოლოდ ინფორმაციის მოძიება, არამედ ის, თუ როგორ ახსნით ამ ინფორმაციას. ეს უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ მისი დაწერა, მნიშვნელოვანია ახალი იდეების ნათლად და გასაგებად გადმოცემა.
მოთმინება ყველაფერია
ისევე როგორც სხვა დანარჩენი ცხოვრებაში, მოთმინება ყოველთვის შორს წაგვიყვანს. შეიძლება ცოტა რთული მისაღწევი იყოს, მაგრამ თუ საქმეებს არ დააჩქარებთ და საჭირო დროს მოახმართ კვლევის სათანადოდ ჩატარებას, თქვენი სამუშაო წარმატებული იქნება.
პრობლემების გადაჭრის უნარები
იყოთ პრობლემის ეფექტური მომგვარებელი, გაზრდის თქვენს კვლევის უნარებს, რაც საშუალებას მოგცემთ წარმატებით აღმოაჩინოთ პრობლემები და იპოვოთ ამ პრობლემების გადაწყვეტები. პრობლემის გადაჭრის საჭირო უნარები მოიცავს შემდეგს
:
• კრეატიულობა
•აქტიური მოსმენა
• ანალიზი
• გუნდის შეკვრა
•კომუნიკაცია
კომუნიკაციის უნარები
კომუნიკაცია წარმატებული კვლევის მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ის საშუალებას აძლევს ინდივიდებს გაუზიარონ თავიანთი დასკვნები სხვებს მარტივად გასაგები გზით. კომუნიკაციის გავრცელებული ტიპები, რომლებიც საჭიროა კვლევისას, მოიცავს ანგარიშის წერას, მონაცემთა შეჯამებას, პრეზენტაციებს და ინტერვიუების ჩატარებას.
დეტალებზე ორიენტირებულობა
დეტალებზე ორიენტირებულობა ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის პროცესში. დეტალებზე ორიენტირებულობა მნიშვნელოვანია თითქმის ნებისმიერ თანამდებობაზე, რადგან სამუშაოების უმეტესობა მოითხოვს თანამშრომლებისგან კომპანიის მიერ დადგენილი კონკრეტული წესების ან პროცედურების დაცვას. კვლევისას, დეტალებზე დაკვირვება გეხმარებათ, რომ არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი დეტალები და შეძლოთ კავშირების დამყარება მოვლენებს შორის, რომლებიც სხვაგვარად თითქოსდა არ იქნებოდა ერთმანეთთან კავშირში.
გუნდური მუშაობა
გუნდური მუშაობა გულისხმობს ადამიანების მიერ დავალების ჯგუფურად შესრულებას.
გუნდური მუშაობა არის სამუშაოს შესრულების უფრო სწრაფი გზა. თუმცა, იმისათვის, რომ გუნდმა წარმატებით იმოქმედოს, თითოეულმა წევრმა თავი დაფასებულად უნდა იგრძნოს, გააცნობიეროს თავისი როლი და შეასრულოს თავისი საქმე.
დედამიწაზე 7 მილიარდამდე ადამიანია. რასაც არ უნდა აკეთებდეთ ცხოვრებაში, დიდი ალბათობით თქვენ დაგჭირდებათ სხვა ადამიანებთან მუშაობა იმისთვის, რომ საქმე შეასრულოთ.
რატომ არის მნიშვნელოვანი გუნდური მუშაობა?
გუნდური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილზე. სამსახურში, პროექტებს აქვთ დედლაინები. ეფექტური გუნდური მუშაობა ეხმარება ბიზნესს დავალებების დროულად შესრულებაში.
დამსაქმებლებს სურთ გუნდური მოთამაშეების აყვანა, რადგან მათ შეუძლიათ სხვებთან მუშაობა. კომპანიებს სურთ თავიანთი თანამშრომლები:
- დადებითად მონაწილეობდნენ დავალებების შესრულებაში
- დაეხმარონ და მხარი დაუჭირონ გუნდის წევრებს
- იზრუნონ გუნდის მოტივაციაზე ან მართონ ის საჭიროების შემთხვევაში
- პატივი სცენ ყველა თანამშრომელს
- მოუსმინონ იდეებს და უკუკავშირებს გახსნილი გონებით
- დასვან კითხვები ყველაფერზე, რაც ბუნდოვანია
- წამოაყეონ და განმარტონ იდეები გასაგებად
- ადაპტირდნენ ცვალებად პრიორიტეტებთან
ორი თავი ერთზე უკეთესია
გუნდის თითოეულ წევრს აქვს განსხვავებული უნარები, გამოცდილება და აზროვნების პროცესები. როდესაც ჯგუფი აერთიანებს თავის ტვინის ძალას, უფრო სავარაუდოა პრობლემის გადაწყვეტა, ვიდრე იმისთვის, ვინც მარტო მუშაობს.
დაგეგმვა და ორგანიზება?
დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი დაგეხმარებათ მართოთ დრო, ინსტრუმენტები და რესურსი მიზნის მისაღწევად. ისინი დაგეხმარებიან იმის გარკვევაში, თუ რა უნდა გააკეთოთ თქვენი მიზნების მისაღწევად. დაგეგმვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დონეზე სამუშაო ადგილზე. თქვენ უნდა დაგეგმოთ თქვენი ამოცანები და დრო. თქვენმა მენეჯერმა უნდა დაგეგმოს თქვენი გუნდისთვის საჭირო დატვირთვა, რესურსები და დრო. უფროსმა მენეჯერებმა უნდა დაგეგმონ დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები.
ეს სასარგებლო უნარებია. დაგეგმვისა და ორგანიზების გარეშე ქაოსი იქნებოდა. არაფერი გაკეთდებოდაა და ყველაფერი არეული იქნება.
დაგეგმვა და ორგანიზება ძლიერი წყვილია
მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმვა და ორგანიზება ინდივიდუალური უნარ -ჩვევებია, ისინი ერთად გამოიყენება. როდესაც ისინი გაერთიანდებიან, იბადება სუპერ უნარი!
რატომ არის მნიშვნელოვანი დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები?
ცნობილი გამონათქვამი გვეუბნება - “დაგეგმვის შეუსრულებლობა მარცხის დაგეგმვაა”
კომპანიებისა და რეკრუტერების თვალში, დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი აუცილებელია.
ზოგიერთი სამუშაო განაცხადო ნათლად ამბობს, რომ ეძებს კანდიდატს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარებით. სხვები იყენებენ სხვადასხვა ფორმულირებას, მაგალითად:
- "დროისა და რესურსების ეფექტურად მართვა"
- ”იყავით მოქნილი, ორგანიზებული და თავდადებული”
- ”განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დეტალებს”
- “შეასრულეთ პროექტები დროულად და ბიუჯეტის ფარგლებში"
- “მოახდინეთ ახალი პროცესების კვლევა და განვითარება“
მიუხედავად იმისა, რომ ფორმულირება განსხვავებულია, ისინი ყველა ეძებენ ადამიანს, რომელსაც შეუძლია დაგეგმოს და ორგანიზება გაუწიოს.
როგორ დაგეგმოთ და გაუწიოთ ორგანიზება
სწორად დაგეგმვისა და ორგანიზების სწავლა თქვენს ცხოვრებას გაამარტივებს. თქვენ გეგმავთ და ორგანიზებას უწევთ სამუშაო ადგილზე თუ პირად ცხოვრებაში, ორივე შემთხვევაში შეგიძლიათ დაზოგოთ უამრავი დრო!
იმისათვის, რომ შეიძინო მოთხოვნადი პროფესია, შენ არ გჭირდება ეროვნული გამოცდების ჩაბარება და 4 წელი სწავლა, დაგვიკავშირდი, სტეპი შენი გარანტირებული მომავალია!
→ დარეგისტრირდი ახლავე!
კონკრეტული
იყავით კონკრეტული. ნათლად თქვით რა არის თქვენი მიზანი. რისი მიღწევა გსურთ?
მაგალითი: მსურს შევასო სამაგისტრო პროგრამა საფინანსო სექტორში.
გაზომვადი
როგორ აკონტროლებთ თქვენს პროგრესს? როგორ მიხვდებით, რომ თქვენი მიზნის მისაღწევად სწორად მიდიხართ?
მაგალითი: ჩემი მიზნის მისაღწევად, მე უნდა შევადგინო აპლიკაციები. მე დავასრულებ მინიმუმ ორი აპლიაკციას დღეში.
მიღწევადი
მიღწევადია თუ არა ეს მიზანი? გაქვთ თუ არა საჭირო უნარები და ინსტრუმენტები? თუ არა, როგორ შეგიძლიათ მათი შეძენა?
მაგალითი: მე ვცდილობ 2: 1 -ის მიღწევას, რაც არის საჭირო ქულაა სამაგისტრო პროგრამების უმეტესობისთვის. მაგრამ სამაგისტრო პროგრამები კონკურენტულია. ჩემი შანსების გასაუმჯობესებლად, მე ვაპირებ დავესწრო უნივერსიტეტში კარიერულ სემინარებს რჩევებისა და მითითებებისთვის.
რეალისტური
თქვენი მიზანი ზედმეტად ამბიციური ხომ არ არის? არის თქვენი მიზანი პრაქტიკული?
მაგალითი: მე ვარ კურსდამთავრებული და ვაკეთებ განაცხადს სამაგისტრო პროგრამაზე. ვფიქრობ, ჩემი მიზანი გონივრულია. მე არ მაქვს იმის იმედი, რომ გავხდები გლობალური ბანკის აღმასრულებელი დირექტორი დამთავრებისთანავე. ეს არარეალური იქნებოდა.
დროზე გათვლილი
რა დროისთვის გსურთ მიზნის მიღწევა? როდის არის დედლაინი?
როგორ გაუწიოთ ორგანიზება
იმისათვის, რომ თქვენმა გეგმამ იმუშაოს, თქვენ გჭირდებათ ორგანიზება. ამის გაკეთება შეგიძლიათ შემდეგის შესრულებით:
- მრავალამოცანიანი რეჟიმი - გააკეთეთ ორი ან მეტი საქმე ერთდროულად
- პრიორიტეტიზაცია - ჯერ შეასრულეთ ის დავალებები, რომელთაც ნაკლები დედლაინი აქვს
- ჩანაწერების წარმოება - ჩაიწერეთ რა გაკეთდა, რათა იცოდეთ რა უნდა გააკეთოთ შემდეგ
- კვლევა - არსებობს რაიმე ბარიერი, რომელიც გავლენას მოახდენს თქვენს პროექტზე?
- დროის მართვა - გამოთვალეთ რამდენი დროა საჭირო თითოეული დავალებისთვის
- კომუნიკაცია - რეგულარულად განაახლეთ თქვენი გუნდი ახალი ინფორმაციით, რათა მათ იცოდნენ რა უნდა გააკეთონ
როგორ შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ თქვენი კვლევითი უნარები
არსებობს რამოდენიმე რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ თქვენი კვლევითი უნარების გასაუმჯობესებლად, მათ შორის:
- განსაზღვრეთ თქვენი მიზანი. სანამ რამის კვლევას დაიწყებდეთ, მნიშვნელოვანია მკაფიოდ განსაზღვროთ თქვენი მიზანი კვლევის განხორციელებისთვის. მაგალითად, თუ თქვენ იკვლევთ ბაზრის ტენდენციებს, ამას აკეთებთ კონკურენციის გასაანალიზებლად ან იმის გასარკვევად, თუ რა ტიპის ტენდენციებს იზიდავს თქვენი სამიზნე აუდიტორია ყველაზე მეტად. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ჯერ კიდევ იკვლევთ ბაზრის ტენდენციებს, ეს ორი მიზანი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და განსაზღვრავს თუ როგორ უნდა განაგრძოთ თქვენი კვლევა.
- ისწავლეთ, როგორ მიაგნოთ ხარისხიან წყაროებს. ყველა წყარო არ არის თანაბარი და ხარისხიანი. წყაროების ამოცნობის ცოდნა ხელს შეუწყობს თქვენს კვლევით ძალისხმევას და უზრუნველყოფს თქვენი დასკვნების სანდოობას. იმის უზრუნველყოფა, რომ წყაროს ავტორი არის ამ დარგის ექსპერტი და რომ წყარო ეთანხმება სხვა მსგავს წყაროებს, არის კარგი გზა სანდოობის დასადასტურებლად.
- კარგი ორგანიზებულობის პრაქტიკა. კვლევისას, თქვენ წააწყდებით სხვადასხვა სახის ინფორმაციას. კარგი ორგანიზაციული ტექნიკის პრაქტიკა, როგორიცაა ბუქმარქების გამოყენება თქვენს ინტერნეტ ბრაუზერში ან ინფორმაციის ამობეჭდვა და შევსების სისტემა, უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენ არ დაკარგოთ ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილები, რომლებიც აუცილებელია ეფექტური დასკვნების გამოსატანად.
კვლევითი უნარების გამოყენება სამსახურში
აქ მოცემულია რამდენიმე გზა, თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი კვლევითი უნარები სამუშაო ადგილზე:
- მოემზადეთ. სანამ დაიწყებთ ახალ პროექტს, დაუთმეთ დრო მიზნების დასახვას და დარწმუნდით, რომ თქვენ გაქვთ ყველაფერი რაც გჭირდებათ კვლევის შესასრულებლად.
- გამოიყენეთ სხვადასხვა წყარო. სამსახურში კვლევის ჩატარებისას რამდენიმე სხვადასხვა წყაროს გამოყენება კარგი საშუალებაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენ იპოვით თქვენთვის საჭირო ინფორმაციას და რომ მონაცემები ზუსტია და ეთანხმება სხვა წყაროებს.
- გაიარეთ კონსულტაციები თანამშრომლებთან. თქვენი დასკვნების კოლეგების დასკვნებთან შედარება არის კვლევის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი და უზრუნველყოფს, რომ იგივე ინფორმაცია მოიძებნოს და გამოყენებულ იქნას დეპარტამენტებში.
- იქონიეთ კომუნიკაცია. კარგი კომუნიკაციის პრაქტიკა კვლევის პროცესის აუცილებელი კომპონენტია. გაამახვილეთ ყურადღება ყოველდღიურ მოვალეობებში რაიმე სახის კომუნიკაციის რეგულარულად ჩართვაზე, იქნება ეს პროგრესის ანგარიშის დაწერა თუ ელ.ფოსტის გაგზავნა შესაბამის კვლევით ინფორმაციასთან ერთად
როგორ შეუძლიათ სტუდენტებს გაიუმჯობესონ კვლევითი უნარები
1. განსაზღვრეთ თქვენი კვლევა დავალების მიხედვით
თქვენი კვლევის განსაზღვრით და იმის გაგებით, თუ როგორ უკავშირდება ის კონკრეტულ სფეროს, გეძლევათ სიტუაციის კონტექსტის უკეთ გაგების საშუალება.
2. დავალება დაყავით ნაწილებად
კვლევის პროცესის ყველაზე რთული ნაწილი რეალურად მხოლოდ დასაწყისია. თქვენი კვლევის რეალისტურ და მიღწევად ნაწილებად დაყოფა დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში და სისტემატიურობის შენარჩუნებაში.
3. შეაფასეთ თქვენი წყაროები
იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს უმარავი წყარო, მნიშვნელოვანია ყოველთვის შეაფასოთ თქვენი წყაროები და დარწმუნდეთ იმაში, რომ ისინი საიმედოა, სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, როგორიცაა მათი სიზუსტე და მიკერძოებულობა, განსაკუთრებით თუ ეს წყაროები გამოიყენება კვლევის მიზნებისთვის.
4. თავიდან აირიდეთ პლაგიატი
პლაგიატი არის მთავარი პრობლემა, როდესაც საქმე ეხება კვლევას და ხშირად ეს არასწორად ესმით სტუდენტებს. როგორც სტუდენტს, მნიშვნელოვანია გესმოდეთ რას ნიშნავს პლაგიატი და თუ კარგად არ გესმით ეს, აუცილებლად ჰკითხეთ თქვენს მასწავლებლებს.
5. გაიარეთ კონსულტაცია და ითანამშრომლეთ ბიბლიოთეკართან
ბიბლიოთეკარის ყოლა გარშემო ყოველთვის კარგია, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება კვლევას. მოსწავლეთა უმეტესობა არ ითხოვს დახმარებას სკოლის ბიბლიოთეკარისგან, თუმცა, ეს ადამიანი არის დიდი ცოდნის მქონე, როდესაც საქმე ეხება კვლევით უნარებს და იმას, თუ სად უნდა ვეძებოთ სანდო წყაროები.
6. გამოიყენეთ ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზები
არსებობს უამრავი ბიბლიოთეკის რესურსი, რომელიც არ საჭიროებს ვინმესგან დახმარების თხოვნას. ეს მონაცემთა ბაზები ზოგადად დატვირთულია სასარგებლო ინფორმაციით, რომელსაც აქვს რაღაც თითოეული სტუდენტის კონკრეტული საჭიროებისთვის.
7. ივარჯიშეთ ეფექტურ კითხვაში
ძალზედ სასარგებლოა ეფექტური კითხვის პრაქტიკა და ამის გაკეთების გზების დეფიციტი არ არსებობს. თქვენი კვლევის უნარების გაუმჯობესების ერთ-ერთი ეფექტური გზაა, დაუსვათ საკუთარ თავს კითხვები სხვადასხვა პერსპექტივის გამოყენებით, დააყენოთ საკუთარი თავი სხვის გონებაში და შეეცადოთ დაინახოთ საგნები მათი გადმოსახედიდან.
არსებობს კითხვის მრავალი კრიტიკული სტრატეგია, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგალითად, ანოტაციებიდან შეჯამებების გაკეთება და მნიშვნელოვანი მონაკვეთების ხაზგასმა.
ჩვენს დროში ყველა მონაცემი მარტივად ხელმისაწვდომი და დასამუშავებელია, აკადემიური სწავლის პარალელურად ახალგაზრდება უნდა დაიწყონ კვლევითი უნარების გამომუშავება, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო გამოცდილების მიღებასა და შრომით ბაზარზე თავის დამკვიდრებაში.
დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!
IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!
+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23
+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ
https://www.facebook.com/itstep.ge