IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

რას ნიშნავს MVP პროგრამირება პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტში?

99

პროგრამირება

12.03.2023

816 დათვალიერება

წარმოიდგინეთ შემდეგი სცენარი: გაქვს ერთი შეხედვით შესანიშნავი აპლიკაციის იდეა. მრავალთვიანი ბრძოლის შედეგად იღებ დაფინანსებას მის მოქმედებაში მოსაყვანად, უზარმაზარი შრომა გაქვს გაწეული, ჩადებულია ათეულ ათასი ლარი, ღამეს ღამეზე ათენებდი და შედეგიც დაიდო. მაგრამ, აქ აღმოაჩენ, რომ მომხმარებლებს შენი პროდუქტი არ სჭირდება, ის მშვენიერი, თუმცა სრულიად გამოუსადეგარია

 

გულდასაწყვეტია, ხომ?

როგორ შეგიძლია აიცილო ეს სიტუაცია თავიდან? - შექმენი MVP! შეამოწმე იდეა, დროისა და ფულადი რესურსების ხარჯის გარეშე. 

რა არის MVP. Minimum Viable Product (პროდუქტის მინიმალური სიცოცხლისუნარიანობა)? პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილი, რომელსაც აქვს ფუნქციონალების მინიმალური რაოდენობა, რომლებიც საჭიროა პროდუქტის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. 

 

პირველი ნაბიჯისთვის კარგად ჟღერს, არა?

MVP პროგრამირება არის სოფტვეარ დეველოპმენტის მიდგომა, სადაც შეგიძლია გააჟღერო შენი აპლიკაციის იდეის ყველაზე საბაზისო ვერსია მომხმარებლების მცირე რიცხვთან და ისწავლო მათი უკუკავშირიდან. 

MVP აქვს მრავალი უპირატესობა:

  1. MVP პროგრამირება გაძლევთ შესანიშნავ საშუალებას შეამოწმოთ თქვენი პროდუქტის იდეა მინიმალური რისკით.

  2. დაგეხმარებათ თქვენი პროდუქტის უფრო სწრაფად გაშვებაში. 

  3. MVP დეველოპმენტის სერვისები არის შედარებით ეკონომიური, ამიტომ ძალიან არ დაგაზარალებთ. 

  4. MVP პროგრამირება უამრავ ადგილს ტოვებს თქვენი პროდუქტის შემდგომი განვითარებისთვის. 

  5. MVP დეველოპმენტი დაგეხმარებათ დროის დაზოგვაში, საინჟინრო საათების თვალსაზრისით. 

 

მოკლედ რომ ვთქვათ, MVP პროგრამირება სოფტვეარ დეველოპმენტში დაგეხმარებათ მიიღოთ მომხმარებლების კრიტიკული უკუკავშირი, თქვენი მხრიდან მინიმალური დანახარჯებით. ფანტასტიკურად ჟღერს!

 

ახალგაზრდები დაინტერესებული არიან ტექნოლოგიებით, მაგრამ არ იციან როგორ ან სად დაიწყონ სწავლა, ჩვენსკვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში, მოზარდებს შეუძლიათ პროგრამირების შესწავლა!

დარეგისტრირდი მარტივად

 

იმ შემთხვევაში, თუ ჯერ ისევ ყოყმანობთ, ერთ-ერთ მაგალითს განვიხილავ. 1994 წლის 5 ივლისს ამერიკელ ანტრეპრენერს, ჯეფ ბეზოს ჰქონდა ხედვა - შეექმნა ინტერნეტზე დაფუძნებული „ყველაფრის მაღაზია“. თუმცა მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენად სიცოცხლისუნარიანი იყო მისი იდეა და სჭირდებოდა პლატფორმა მის გასატესტად. აქედან დაიწყო Amazon - პატარა ონლაინ მაღაზია წიგნებისათვის. დასაწყისში Amazon იყო უბრალოდ ადგილი, სადაც მომხმარებელს შეეძლო განეთავსებინა შეკვეთა და მიეღო იგი თავის სახლში. პირველი 2 თვის განმავლობაში Amazon-მა მიიღო შეკვეთა 45 ქვეყნიდან. დიდი მოთხოვნის და მომხმარებელთა გამოხმაურების საპასუხოდ, Amazon-მა დაიწყო უფრო და უფრო მეტი პროდუქტის დამატება თავის კატალოგში. დანარჩენი კი ისტორიაა. 

 

MVP პროგრამირების ტიპები

ახლა კი, რაც დავადგინეთ რამდენად სასარგებლოა MVP, გადავიდეთ უფრო ტექნიკურ ნაწილზე. MVP დეველოპმენტის სერვისები გვთავაზობს უამრავი პროდუქტის არჩევანს. აქ დავამატებ თითოეულის მოკლე აღწერას იმისათვის, რომ გაგიმარტივო შენზე მორგებული MVP-ის პოვნა:

 

დაბალი სიზუსტის MVP-ები და მაღალი სიზუსტის MVP-ები:

ფართო გაგებით არსებობს MVP პროგრამირების ორი კატეგორია - Low Fidelity MVPs (დაბალი სიზუსტის MPVs) და High Fidelity MVPs (მაღალი სიზუსტის MVPs).

  • დაბალი სიზუსტის MVPs ძირითადად გამოიყენება ადრეულ ეტაპებზე და გამიზნულია მომხმარებლების საჭიროებების დასადგენად.

  • მაღალი სიზუსტის MVPs, მეორე მხრივ, თამაშში უფრო მოგვიანებით შემოდიან და ეხმარებიან პროდუქტისთვის უფრო სწორი მარკეტინგული სტრატეგიის უზრუნველყოფაში. 

  • Landing Page MVP

ეს არის თქვენი პროდუქტის ერთგვერდიანი პრეზენტაცია. იგი წარმოადგენს პროდუქტის უნიკალურ თვისებებს და აძლევს მომხმარებლებს ან ინვესტორებს საშუალებას მიიღონ საჭირო მოქმედებები პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის ბმულების მიწოდებით. 

  • Concierge MVP and Wizard of Oz MVP:

აქ ადამიანები სრულად ფუნქციონალურ MVP-ის ბაძავენ. იგი საკმაოდ ეკონომიურია. მომხმარებლებისგან შეგროვებული უკუკავშირის გამოყენება კი შესაძლებელია პროდუქტისთვის ვალიდურობის მისანიჭებლად ან ინვესტორების მოსაზიდად. 

 

რით განსხვავდება MVP პროტოტიპისგან?

იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობდი, რომ MVP და პროტოტიპი ერთი და იგივე რამეა, ცდებოდი. პროტოტიპი არის პროდუქტის კონცეფცია, რომელიც ხელშესახებ საბოლოო შედეგად იქცევა. ეს შეიძლება იყოს ისეთი მარტივი რამ, როგორიცაა ესკიზი, ან შეიძლება იყოს უფრო დინამიური და ფუნქციონალური, როგორიცაა ციფრული მოდელები ან მაკეტები. პროტოტიპის მთავარი დანიშნულებაა მიაწოდოს თქვენი იდეა დიზაინერულ და საწარმოო გუნდებს.

პროტოტიპები, როგორც წესი, გამოიყენება იდეების შესასწავლად და ზოგადად მოქმედებენ როგორც საფუძველი MVP-ის შემუშავებაში. MVP, მეორე მხრივ, არის დამტკიცებული პროტოტიპის გაუმჯობესებული, უფრო გააზრებული ვერსია.

 

შეჯამება

MVP არის ეკონომიური, არაპირდაპირი გზაა თქვენი პროდუქტის იდეის შესამოწმებლად იქამდე, ვიდრე საბოლოო პროდუქტის წარმოებასა და ბაზარზე გადატანაზე გადახვალთ. იგი თქვენს ბიზნესს მისცემს მიმართულებას ადრეული მომხმარებლებისგან რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის შეგროვების საშუალებით, სამუშაოს მინიმალური რაოდენობის შესრულებით. 

დარწმუნებული ვარ, იცით, რომ გზა პროდუქტის იდეიდან მის გაშვებამდე არის ძალიან რთული და დაბრკოლებებით სავსე, მაგრამ, ნუ იფიქრებთ ბევრს, გადადგით ნაბიჯი და გადააქციეთ თქვენი იდეა რეალობად!

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

მშობლებისთვის

რატომ არ არის ტრაგედია, თუ თქვენი შვილი წელს უნივერსიტეტში არ წავიდა (თანამედროვე შრომის ბაზრის რეალობა)

უნივერსიტეტში წაუსვლელობა არ ნიშნავს განათლების დასასრულს. თანამედროვე შრომის ბაზარზე პრაქტიკული უნარები და ტექნოლოგიური წიგნიერება არის ის მყარი საფუძველი, რომელიც შვილის წარმატებულ კარიერას განსაზღვრავს.

აკადემიური დიპლომის მიღმა: თანამედროვე რეალობა დღევანდელ მუდმივად ცვალებად შრომის ბაზარზე, უმაღლესი განათლების შესახებ წარმოდგენები ფუნდამენტურად შეიცვალა. ტრადიციული ხედვა, სადაც უნივერსიტეტის დიპლომი წარმატების ერთადერთ გარანტად ითვლებოდა, თანდათან პოზიციებს თმობს. დამსაქმებლები სულ უფრო მეტად აფასებენ არა ფორმალურ განათლებას, არამედ კონკრეტულ, პრაქტიკულ უნარ

ШАГ логотип

მოტივაცია

„ყველამ ჩააბარა, ჩემს გარდა“ - როგორ გავუმკლავდეთ საზოგადოების წნეხს და ვიპოვოთ ჩვენი გზა

გრძნობ საზოგადოების წნეხს და გეჩვენება, რომ „ყველამ ჩააბარა, შენს გარდა“? გაიგე, რატომ არ განსაზღვრავს საგამოცდო ქულები შენს რეალურ პოტენციალს და როგორ გადააქციო დროებითი დაბრკოლება ახალი, ბევრად უფრო პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი კარიერის დასაწყისად თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში.

როცა რეალობა მოლოდინებს არ ემთხვევა: საზოგადოებრივი წნეხის ფენომენი ეროვნული გამოცდების, საუნივერსიტეტო ტესტირებების ან თუნდაც სამსახურებრივი სერტიფიცირების პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე სტრესულია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. როდესაც შედეგები ცხადდება და გარშემო მხოლოდ მილოცვებსა და წარმატებულ ისტორიებს ვხედავთ, მარტივია საკუთარი თავი იზოლირებულად და ხელმოცარუ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ პროფესია 1 წელიწადში და გავუსწროთ მათ, ვინც უნივერსიტეტში 4 წელი უნდა ისწავლოს

გაიგე, როგორ შეგიძლია 1 წელიწადში აითვისო მოთხოვნადი პროფესია, დაზოგო დრო და წარმატებით დაიწყო კარიერა ტექნოლოგიების სფეროში უნივერსიტეტის 4-წლიანი ლოდინის გარეშე.

ტრადიციული განათლების გამოწვევები და დინამიური სამყაროს მოთხოვნები დღევანდელ დინამიურ და მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ სამყაროში საბაზრო მოთხოვნები ხშირად იცვლება. კლასიკური უნივერსიტეტები თავიანთი ბიუროკრატიული და ხანგრძლივი აკადემიური პროცესებით ხშირად ვერ ასწრებენ სასწავლო პროგრამების დროულ განახლებას. შედეგად, სტუდენტები 4-წლიანი სწავლის დასრულების შ

ШАГ логотип

წარმატება დიპლომის გარეშე - ცნობილი ადამიანები, რომლებსაც უნივერსიტეტი არ დაუმთავრებიათ

უნივერსიტეტის დიპლომი დიდი ხანია წარმატების ერთადერთი გარანტია აღარ არის - ამას ბილ გეითსის, სტივ ჯობსისა და კვენტინ ტარანტინოს მაგალითებიც ადასტურებს. სტატიაში იმ ცნობილ ადამიანებზე გიამბობთ, რომლებმაც მსოფლიო აკადემიური ხარისხის გარეშე შეცვალეს. გაიგე, რა ძალა აქვს თვითგანათლებას, პრაქტიკულ უნარებსა და თანამედროვე ციფრულ პროფესიებს და აღმოაჩინე, როგორ ააწყო წარმატებული კარიერა ტრადიციული უნივერსიტეტის მიღმა.

ტექნოლოგიური გიგანტები, რომლებმაც წესები შეცვალეს თანამედროვე საზოგადოებაში ხშირად შეხვდებით სტერეოტიპს, რომ უმაღლესი განათლება და წითელი დიპლომი კარიერული წინსვლისა და ფინანსური სტაბილურობის ერთადერთი საწინდარია. თუმცა, თუ გადავხედავთ იმ სფეროებს, რომლებმაც ჩვენი ყოველდღიურობა ფუნდამენტურად შეცვალეს, აღმოვაჩენთ, რომ ყველაზე დიდი რევოლუციები სწორედ მათ მიერ მოხ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა