IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

რა არის ჩატბოტი და სად გამოიყენება ის?

99

23.09.2022

2330 დათვალიერება

ჩატბოტი ხელოვნურ ინტელექტთან ინტერაქციაზე დაფუძნებული კომუნიკაციის ინოვაციური ფორმაა, მისი ჩაშენება შესაძლებელია ნებისმიერ ჩატში, იქნება ეს Web-საიტზე, Facebook Messenger-ში თუ სხვა, მისი შესაძლებლობები უსაზღვროა, ჩატბოტების გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ტიპის საქმიანობისთვის, მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა მათი ბიზნეს და სამედიცინო საქმიანობაში გამოყენება.

 

მაგალითად:

კომპანია Zappos-ი ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ყიდის ფეხსაცმელს. მომხმარებელი, რომელსაც სურს ფეხსაცმლის შეძენა, ჩვეულებრივ შედის საიტზე, პოულობს მისთვის მისაღებ ფეხსაცმელს და შემდგომ ყიდულობს მას, თუმცა, აქვს მხოლოდ ის ინფორმაცია რაც გვერდზე დაწერეს,მომხმარებელი დამატებით ვერაფერს ვერ გაარკვევს

თუ კომპანია Zappos-ი გადაწყვეტს შექმნას ჩატბოტი, მომხმარებელს, მისთვის სასურველი ფეხსაცმლის შესაძენად, ნაცვლად ზემოთ განსაზღვრული პროცედურისა, საშუალება ექნება უბრალოდ მიწეროს ფეისბუქზე Zappos-ს, თუ როგორი ფეხსაცმელი სურს, ჩატბოტი იმწუთასვე უპასუხებს კლიენტს, დაუსვამს შეკითხვებს და პასუხების საფუძველზე თავად შეურჩევს ალტერნატივებს, უზრუნველყოფს საფასურის გადახდის პროცედურასაც.

ამდენად, ნაცვლად ვებ-საიტზე რამოდენიმე საათიანი ძებნისა, ჩატბოტის მეშვეობით შესაძლებელი გახდება Zappos-ის პროდუქციის შეძენა წუთებში, ისე, რომ საერთოდ არ ეწვიოთ საიტს, არ დახარჯოთ ზედმეტი დრო და მხოლოდ ბოტთან კომუნიკაციის შედეგად შეიძინოთ თქვენითვის მისაღები პროდუქტი, რომლის მუშაობის პრინციპი ზუსტად ისეთივეა, როგორც გამყიდველის, რომელიც ფეხსაცმლის მაღაზიაში გეხმარებათ სასურველი პროდუქტის არჩევაში.

ფეხსაცმლის ყიდვით, რა თქმა უნდა, არ შემოიფარგლება ჩატბოტის შესაძლებლობები, წარმოგიდგენთ, სხვადასხვა მაგალითს, რომლებიც უფრო გააფართოებს თქვენს ცოდნას ჩატბოტების შესახებ:

  • ამინდის ბოტი – მიწერეთ ჩატბოტს ფეისბუქ ჩატში და გაიგეთ რა ამინდია თქვენთვის საინტერესო ლოკაციებზე ახლა, ან იქნება ხვალ
  • სურსათის ბოტი – ჩატბოტი დაგეხმარებათ კვირის განმავლობაში საჭირო სურსათის შერჩევასა და ყიდვაში.
  • ახალი ამბების ბოტი – იგი მონახავს და შეგატყობინებთ ნებისმიერ სიახლეს რაც თქვენ გაინტერესებთ.
  • ცხოვრებისეული პრობლემების შესახებ მრჩეველი ბოტი – თქვენ ეტყვით თქვენს საოჯახო პრობლემეზე, ისინი შემოგთავაზებენ გზებს  პრობლემების გადასახავად.
  • ფინანსების მმართველი ბოტი – იგი დაგეხმარებათ უფრო ეფექტურად მართოთ თქვენი ფინანსები.
  • დამგეგმავი ბოტი – დაგეხმარებათ დაგეგმოთ და დანიშნოთ შეხვედრები.
  • მეგობარი ბოტი – Microsoft-მა ჩინეთში შექმნა ბოტი სახელად Xiaoice, რომელსაც 20 მილიონზე მეტი ადამიანი ესაუბრება.

 

 

დაიწყეთ შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით→დარეგისტრირდით ახლავე!

 

ყველაზე ეფექტური მაინც სამედიცინო ჩატბოტია, ის ჯეროვნად უმსუბუქებს ჯანდაცვის პროვაიდერებს მუშაობას. ინტელექტუალური სამედიცინო ჩატბოტები შეიძლება დაეხმარონ ექიმებს, ექთნებს, თერაპევტებს, პაციენტებს ან მათ ოჯახებს. მათ შეუძლიათ, ჩაერთონ და შეამცირონ დრო, რომელსაც პროვაიდერები ხარჯავენ ისეთ ამოცანებზე, როგორებიცაა:

• მომხმარებლებისთვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზუსტი და სწრაფი მიწოდება

• სახელმძღვანელო პაციენტებისთვის

• მედიკამენტებების მართვა და ზუსტი, უშეცდომო დოზირება

• ადამიანებისა და ორგანიზაციების სწრაფი დაკავშირება

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩატბოტებს შეუძლიათ მომხმარებლებს ღირებული ინფორმაცია მიაწოდონ, ისინი არ არიან კვალიფიცირებულებიი ოფიციალური დიაგნოზის დასადგენად. ამ ჭკვიანური ალგორითმებით საუბრისა და ტექსტური შეტყობინებების მიღმა მთავარი წინაპირობა არის ის, რომ ჩატბოტი გახდეს პირველი კონტაქტის წერტილი, სანამ ადამიანის ჩართულობა იქნება საჭირო

ხშირად ხდება, რომ დიდი დატვირთვა არ აძლევთ ადამიანებს საუკეთესო სერვისის გაწევის საშუალებას. აქ დგება ჩატბოტის საჭიროება, რომ 24/7 ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს, უპასუხოს განმეორებით კითხვებს ან დაგეგმოს შეხვედრები:

– ჩატბოტი სწრაფად აკავშირებს მომხმარებელს სწორ სპეციალისტთან და აფრთხილებს მოვლის გუნდებს გადაუდებელი ცვლილებების შესახებ პაციენტებში და გადაუდებელ სიტუაციებში.

– პაციენტებს სჭირდებათ მეტი, ვიდრე სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ასე რომ, გაწერის შემდგომ მოვლაში, აქტიურად ჩაერთულია ბოტი.

– სასაუბრო ინტერფეისები ყველასთვის ხელმისაწვდომია და არ მოიცავენ რაიმე განსაკუთრებულ სირთულეებს.

– მასთან დაკავშირება ყოველთვის, ყველა ადგილიდან შესაძლებელია.

 

თუ გადაწყვეტკარიერა ტექნოლოგიურ სფეროს დაუკავშირო, მინიმუმ ერთი პროგრამირების ენის ცოდნა აუცილებლად დაგჭირდება -დაიწყე პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და გახდი წარმატებული!

→დარეგისტრირდი ახლავე!

 

თუ გსმენიათ ქართული სტარტაპების ისტორიაში Pulsar AI-ს უპრეცედენტო წარმატების შესახებ, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების ლიდერმა კომპანია SpinCar-მა მათი შექმნილი ჩატბოტის მეშვეობით შეძლო უამრავი ავტომობილის გაყიდვა

ეს ისტორია 2016 წელს დაიწყო, გუნდმა ქართულენოვანი ჩატბოტის დემო ვერსიით თიბისი ბანკი დააინტერესა,  ასე შეიქმნა Ti Bot – ქართულ ენაზე მოსაუბრე პირველი კიბერრობოტი. მას კომპანია Beeline-ის ჩატბოტი – სუპერ • ბი მოჰყვა. Pulsar AI-ს წარმატებულ პროდუქტებს შორის არის ქართული ენის ხმოვანი ასისტენტიც, რომლის დახმარებითაც სხვადასხვა ტექნიკის ქართულად მართვა გახდა შესაძლებელი

მალევე შეიქმნა Conversational AI ავტომატიზებული დიალოგის სისტემაა, რომელიც ავტომანქანის პოტენციურ მყიდველს მისთვის საინტერესო კითხვებზე აწვდის პასუხებს, დილერს ონლაინმოთხოვნის შესახებ ამცნობს და აკავშირებს მყიდველთან. 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდითსტეპერებისდიდოჯახში!

IT Academy StepლიდერიITსფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

https://www.facebook.com/itstep.ge

 

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა