IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

რა არის კიბერთავდასხმა და როგორ დავიცვათ თავი ონლაინ სივრცეში?

თამუნა მატნაძე

კიბერუსაფრთხოება

28.02.2022

251386 დათვალიერება

თანამედროვე სამყაროში, მაღალტექნოლოგიური ელექტრონული მოწყობილობების შექმნის მთავარი მიზანი ადამიანის ცხოვრების გამარტივება და მისი უკეთესობისკენ შეცვლაა. ჩვენი ყოველდღიურობა პროცესების ციკლს მოიცავს, რომელთაც გლობალური საერთაშორისო ქსელის, ინტერნეტის მეშვეობით მარტივად ვახორციელებთ - ვმუშაობთ, ვაგზავნით ათასობით შეტყობინებასა და ინფორმაციას, ვამუშავებთ ფაილებს და სხვა.

დღევანდელი ციფრული ტრანსფორმაციის ერაში,მნიშვნელოვნად გაიზარდა დამოკიდებულება ინფორმაციულ სერვისებსა და პროდუქტებზე. მრავალ დადებით ასპექტთან ერთად, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ინტერნეტი შეიძლება ზიანის მომტანიც აღმოჩნდეს.


რა არის კიბერ უსაფრთხოება?

კიბერ უსაფრთხოება არის კომპიუტერების, სერვისების, მობილური მოწყობილობების, ელექტრონული სისტემების, ქსელებისა და მონაცემების მავნე თავდასხმებისგან დაცვის პრაქტიკა. კიბერ უსაფრთხოება ცნობილი, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) უსაფრთხოება, პასუხს აგებს ნებისმიერი სახის ინფორმაციის გაჟონვა/მოპარვასა და პროგრამული უზრუნველყოფის ქურდობაზე.

კიბერ დანაშაულს წარმოადგენს ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც ჩადენილია კომპიუტერული სისტემის გამოყენებით კიბერ სივრცეში. არსებობს კიბერ უსაფრთხოების რამდენიმე მიმართულება:
 

  • ქსელის უსაფრთხოება - აღნიშნავს კომპიუტერული გლობალური ქსელის დაცვის პრაქტიკას.
  • აპლიკაციის უსაფრთხოება - ფოკუსირებულია პროგრამული უზრუნველყოფის დაცვასა და კონტროლზე.
  • ინფორმაციის უსაფრთხოება - იცავს მონაცემთა მთლიანობასა და კონფიდენციალურობას როგორც შენახვის კუთხით, ისე მიწოდება/გაგზავნის.


მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობას უამრავი ომი უნახავს, თანამედროვე ციფრულმა მსოფლიომ ადამიანებს კიდევ ერთი სახის ომი არგუნა წილად. ეს კიბერ ომია.

კიბერ ომი კიბერშეტევების ერი-სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოყენებას გულისხმობს, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ობიექტს - უზრუნველყოფს სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპიუტერული სისტემების დაზიანებას და დისფუნქციას.

კიბერ ომი ფართო მცნებაა და ძირითადად ისეთ კიბერშეტევებს ეხება, რომლებიც ერთი სახელმწიფოს მიერ მეორეზე ხორციელდება. ასევე, გულისხმობს ტერორისტული ან ჰაკერული ჯგუფების თავდასხმებს, რომლებიც გარკვეული ქვეყნებისკენ არის მიმართული და კონკრეტული მიზნის მიღწევას ემსახურება. კიბერ ომში დანაშაულის სამი ძირითადი სახე შეიძლება გამოიკვეთოს.
 

  1. კიბერ დანაშაული - მოიცავს ცალკეულ აქტორებს ან ჯგუფებს, რომლებსაც განზრახვული აქვს სისტემის ნგრევა ფინანსური ან პირადი ინტერესების მიზნით.
     
  2. კიბერ შეტევა - კიბერ შეტევა არსებითად განსხვავდება ჩვეულებრივი კიბერ დანაშაულისგან. მათი უმრავლესობა გლობალურ ხასიათს ატარებს, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური და სამთავრობო უწყებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებასა და გამოყენებას.
     
  3. კიბერ ტერორიზმი - კიბერ ტერორიზმის მთავარი მიზანი საყოველთაო შიშისა და პანიკის დათესვაა. იგი ნიშნავს საერთაშორისო ჯგუფების ან სპეციალური აგენტების მიერ კომპიუტერულ სისტემებზე, პროგრამებსა და მონაცემებზე დაზიანების, რღვევის ან ბლოკირების მიზნით განხორციელებულ წინასწარ მომზადებულ დარტყმას.



     

როგორ ავირიდოთ თავიდან კიბერ თავდასხმა?


 

როდესაც ინტერნეტით გამსჭვალულ სამყაროში ვცხოვრობთ, თითოეულ მის მომხმარებელს გლობალური ქსელით სარგებლობის შესახებ თავის დაცვის მიზნით მინიმალური ცოდნა სჭირდება.

კიბერ თავდასხმები ძირითადად კარგად ორგანიზებული და წინასწარ დაგეგმილია. შესაბამისად, ჰაკერები და კიბერ კრიმინალები მიზნის მისაღწევად ყველა შესაძლო ხერხს იყენებენ. კიბერ თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახე არის თაღლითების მიერ ყალბი ვებ-გვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპოვება და თანხის მოპარვა ანუ ფიშინგი.

ფიშინგის დროს კიბერ კრიმინალები მომხმარებელს საკრედიტო ბარათის მონაცემებსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს სთხოვენ, რომლის მიღების შედეგად მათ აქვთ თქვენს ბარათებთან წვდომა.


როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან?

https://images.unsplash.com/photo-1643139114208-aeb54ff4da72?ixlib=rb-1.2.1&ixid=MnwxMjA3fDB8MHxwaG90by1wYWdlfHx8fGVufDB8fHx8&auto=format&fit=crop&w=1000&q=80



პირველი და უმთავრესი, რაც ინტერნეტ მობაილ ბანკის ყველა მომხმარებელმა უნდა იცოდეს არის პირადი მონაცემების დაცვა, რაც გულისხმობს:

 

  • მობაილ ბანკის ,,პასკოდის’’ გასაიდუმლოება - არ გადასცეთ მესამე პირს!
  • კოდების მონიტორინგი - არ გაანდოთ თქვენი კოდი სატელეფონო ზარის საშუალებით არავის.
  • ვიდრე კონკრეტული ბანკის ვებ-გვერდზე შეხვალთ და თქვენ პირად გვერდს გახსნით, დააკვირდით რომ ვებ-გვერდი ავთენტური და სანდოა. ოფიციალური ვებ-გვერდის ლინკი აუცილებლად უნდა იწყებოდეს ,,https://’’-ით.
  • ყოველთვის ხშირად გამოცვალეთ პაროლი - გამოიყენეთ რთული სიმბოლოები
  • არ დააკლიკოთ თქვენი ნაცნობის მიერ გამოგზავნილ ბმულს, დააკოპირეთ ის და ისე გადაიტანეთ მეილიდან ვებ-ბრაუზერში, მიტანეთ მაუსი ბმულთან, სადაც გამოჩნდება ბმულის რეალური მისამართი. გახსოვდეთ რომ თუ წერილი გამოგზავნილია ნაცნობი ადამიანისგან, ეს იმას არ ნიშნავს რომ ის არ იქნება საფრთხის შემცველი.
  • მაქსიმალურად შეზღუდეთ ინფორმაციის (რომელმაც თქვენს შესახებ შესაძლებელია დამატებითი დეტალები მიაწოდოს უცხო პირს) გაზიარება სოციალურ ქსელებში, Facebook-ზე, ფორუმებზე და სხვა ინტერნეტ რესურსებზე. დაიმახსოვრეთ, რაც უფრო მეტ პერსონალური ტიპის ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი საჯაროდ თქვენზე, მით უფრო გაუადვილდება კიბერ-დამნაშავეს თქვენი მახეში გაბმა.

 

ფიშინგი კიბერ თავდასხმის ერთ-ერთი მიმართულებაა. სამწუხაროდ, თავდასხმები შესაძლოა მრავალი სახით გამოვლინდეს. კიბერ თავდასხმებს აწარმოებენ როგორც ჰაკერები, ისე ჩვეულებრივი სამოქალაქო პირები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ცოდნა და შეუძლიათ დამოუკიდებლად განახორციელონ ესა თუ ის ქმედება.

კიბერ დანაშაულის მზარდი ინდუსტრიის გამო, კიბერ უსაფრთხოების ტექნიკა და ტენდენციები მუდმივად ვითარდება. სამწოხაროდ, 2021-2022 წლის მონაცემებით, კოვიდ პანდემიის გავრცელებასთან ერთად კიბერ დანაშაულისა და ფიშინგის მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება.

 

 

 

 

დარეგისტრირდი
 

 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა