IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

რა არის ციფრული ნაკვალევი?

.

მშობლებისთვის

კიბერუსაფრთხოება

14.06.2022

1695 დათვალიერება

რა არის ციფრული ნაკვალევი?

ყოველთვის, როდესაც ონლაინ სივრცეში რამეს აკეთებ, იქნება ეს ვებ-საიტზე შესვლა, რაიმეს შეძენა, საძიებო სისტემის გამოყენება, სოციალურ ქსელში დაპოსტვა, ონლაინ თამაშების პლატფორმაზე საუბარი თუ სხვა, შენ ციფრულ კვალს ტოვებ. ინტერნეტი საჯარო სივრცეა, რაც ნიშნავს, რომ ის, რასაც შენი შვილი ონლაინ აკეთებს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს, მისი გაქრობა კი ძალიან ძნელია.  

ახალგაზრდების დიდი ნაწილი ონლაინ სამყაროს აღიქვამს, როგორც მათი ოფლაინ სამყაროს ბუნებრივ გაგრძელებას, რის გამოც ისინი არ ერიდებიან თავიანთი თავის გამოხატვასა და ონლაინ სივრცეში სხვადასხვა სახის პოსტების გამოქვეყნებას. ამ ყველაფერმა შესაძლოა გავლენა იქონიოს მათ კონფიდენციალურობასა და რეპუტაციაზე რეალურ ცხოვრებაში. შეახსენეთ თქვენს შვილს, რომ ნებისმიერი რამ, რასაც ონლაინ აზიარებს, შეიძლება გავრცელდეს, დაკოპირდეს ან შენახულ იქნეს სხვა პირის მიერ - როგორც კი პოსტი გაზიარდება, მისი უკან დაბრუნება შეუძლებელია.

 

 

 

უნდა ვინერვიულო?

Microsoft-ის კვლევამ აჩვენა, რომ ევროპის რეკრუტერების თითქმის ნახევარი ეძებს ინფორმაციას კანდიდატების შესახებ მათ სოციალურ ქსელებში. ამიტომ მნიშვნელოვანია უზრუნველყოთ ბავშვების ცნობიერება, რომ მათ ციფრულ ნაკვალევს შესაძლოა ჰქონდეს გრძელვადიანი გავლენა.

ასევე შესაძლებელია, რომ თქვენმა შვილმა ციფრული ნაკვალევი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. მას შეუძლია გააზიაროს ინფორმაცია კლუბების, მოხალისეობის ან კლასგარეშე აქტივობების შესახებ, რომლებშიც იგი ჩართულია. ამით შესაძლოა მისი მომავალი დამქირავებლები და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაინტერესდეს.

 

რა შემიძლია გავაკეთო ჩემი შვილის დასახმარებლად?

თქვენი შვილის დასახმარებლად, შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი ზომები, რომლებიც დაიცავს მის პირად უსაფრთხოებას და მინიმუმამდე დაიყვანს მისი შერცხვენის ან რეპუტაციის დაზარალების რისკს:

  • ასწავლეთ მას, რომ შეამოწმოს მისი კონფიდენციალურობის პარამეტრები სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე. მის მიერ გაზიარებული ინფორმაცია მხოლოდ მისი მეგობრებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
  • შეახსენეთ, რომ ინტერნეტი არის საჯარო სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს მისი პოსტები. თქვენ შესაძლოა ეს დეტალი კარგად გაქვთ გონებაში გამჯდარი, მაგრამ თინეიჯერებს ცხელ გულზე ავიწყდებათ ხოლმე. მათ შეუძლიათ გამოიყენონ „ბილბორდის წესი“ - თუკი მათ არ სურთ, რომ კონკრეტული ფოტო, კომენტარი ან პოსტი ბილბორდზე ყველას დასანახად გამოქვეყნდეს, მაშინ იგი არ უნდა დაპოსტონ.
  • Google-ში მათი სახელის ძებნა აქციეთ თქვენი რუტინის რეგულარულ ნაწილად. უმჯობესია თუ ამას ბავშვთან ერთად გააკეთებთ, რომ მასაც ჩამოუყალიბდეს ეს ჩვევა.
  • ესაუბრეთ მათ ინტიმური ფოტოების გაზიარების შედეგების შესახებ („სექსტინგი“) - ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს გვერდზე.
  • კარგი იქნება, თუ ეტყვით, რომ გსურთ მათი სოციალური ქსელის პროფილის შემოწმება და სთხოვეთ ამის ერთად გაკეთება.

 

 

დარეგისტრირდი ახლავე

 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა