IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

როგორია 2021 წლის კონტენტ მარკეტინგი?

29.06.2021

693 დათვალიერება

ამბის თხრობის კულტურა იცვლება და ერგება დროს, რადგან ამბავი მეფეა და ის ყიდის ყველაფერს

კონტენტ მარკეტინგის არსი ამბის საინტერესოდ, ორიგინლურად და ლაკონურად მოყოლაში მდგომარეობს. 2021 წლის კონტენტი უფრო კრეატიულია ვიდრე ოდესმე!

 

ვიდეო და ლაივ-სტრიმინგი – პანდემიის პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ისეთი პლატფორმების დამსახურებით, როგორებიცაა YouTube და TikTok. აქტუალობა კიდევ უფრო გაიზრდება. კვლევების მიხედვით, კითხვასთან შედარებით, ხუთიდან ოთხ ადამიანს ურჩევნია ვიდეოს ყურება, რადგან ვიზუალური კომუნიკაციის ეფექტი მომხმარებელთა ყურადღების მიპყრობისა და ინფორმაციის გადაცემის პროცესში მეტად მყარი და შედეგიანია. თვალით ნანახი უფრო მეტად ახსოვს ადამიანს, ვიდრე წაკითხული. რაც შეეხება ლაივ ტრანსლაციებს, ტრადიციულ ვიდეოსთან შედარებით, მას აქვს ინტერაქტიული ხასიათი. ის გაცილებით მეტ მაყურებელს იზიდავს, ვიდრე ჩვეულებრივი ვიდეო. Facebook-ის მონაცემების მიხედვით

 

ლაივის ნახვების ხანგრძლივობა სამჯერ მეტია, ვიდრე სტანდარტული ვიდეოს. მარკეტინგული ინვესტიციების გათვალისწინებით, ლაივით უფრო მეტ ჩართულობას იღებ და თან შედარებით მცირე ინვესტიციიდან. ამიტომ, თუ კომპანიებს სამიზნე აუდიტორიასთან კიდევ უფრო ახლო კავშირი სურს, რაც შეიძლება ბევრი ასეთი კონტენტი უნდა შექმნას.

 

დინამიკური კონტენტი – კონტენტი არის ძიების პირველი მიზეზი. დღეს, მომხმარებლები, კომპანიისგან, მათ პირად საჭიროებებზე მორგებულკონტენტს ელოდებიან. Instapage-ის სტატისტიკის მიხედვით, რითეილერისგან, 54%-ს ინდივიდუალური ფასდაკლებები სურს

 

ეს მოთხოვნები კიდევ უფრო იზრდება – აუდიტორიას დინამიკური კონტენტი სჭირდება. მაგალითად, ვებ პლატფორმა, რომელიც კონკრეტული მომხმარებლის დემოგრაფიის, ქცევის, ინტერესებისა და პრეფერენციების მიხედვით შეიცვლება და მას მოერგება. პერსონალიზაციით, ბრენდს შეუძლია, სამიზნე სეგმენტის ინტერესი გამოიწვიოს, დინამიკური კონტენტით კი წაახალისოს და „უბიძგოს“, შეიძინოს შეთავაზებული პროდუქტი თუ სერვისი.

 

SEO – ეხმარება ვებ გვერდს დაიკავოს მოწინავე პოზიციები Google-ის საძიებო სისტემაში. მისი დახმარებით თქვენი პოტენციური მომხმარებელი მარტივად მოგაგნებთ. ის გეხმარება ტრაფიკის მიღებაში, რომელსაც კონვერსიისა და მოგების მოტანა შეუძლია. SEO არის და კვლავ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის ნაწილი. მაგრამ ასპექტები, როგორიცაა გვერდის გამოცდილება (გვერდის სიჩქარე, UX) და მომხმარებლის განზრახვის იდენტიფიკაცია, 2021 წელს Google–ზე მაღალ რანგის აუცილებლობაა

 

შეისწავლე ციფრული მარკეტინგი ჩვენთან!

 დარეგისტრირდი ახლავე!

 

მნიშვნელოვანია კონტენტის მრავალფეროვნება, სტატიებით, ფოტოებით, აუდიო-ვიდეო საშუალებებით, ინტერაქტიული კვლევებით, ელექტრონული გზავნილებით, პრეზენტაციებით, ინფოგრაფიკით, სემინარები/მედია პრეზენტაციებით, კვლევითი ანგარიშებით, ელექტრონული წიგნებით, ბეჭდური ჟურნალებით, მობილური აპლიკაციებით, ციფრული ჟურნალებით, ვირტუალური კონფერენციებით, პოდგასტით, თამაშებით და ა.შ

 

კონტენტ მარკეტინგის მიზანი მომხმარებლის რეალურად დაინტერესება, მოზიდვა და მათი ღირებული პროდუქტით უზრუნველყოფაა. სწორედ ეს განასხვავებს მას ჩვეულებრივი რეკლამისგან.

 

რეკლამა ცდილობს მომხმარებელზე გაყიდოს თუმდაც უსარგებლო პროდუქტი. კონტენტ მარკეტინგი კი, მთლიანად მომხმარებლებსა და მათ ფასეულობებზეა ორიენტირებული და სწორედ ეს ხდის მას ასეთ ეფექტურს, ის წარმოაჩენს ზუსტად იმას, რაც სამიზნე აუდიტორიას სურს და მოსწონს.

 

ხარისხიან კონტენტს სჭირდება:

  • ბრენდის "მეგობარ პერსონაჟად" ქცევა და მასზე თხრობა
  • ამბის ან დილემის შექმნა
  • ხშირი გამონათება
  • საჭიროებებზე საუბარი

 

ის ზრდის გაყიდვებს, ცნობადობას, ვიზიტორებს და, რაც მთავარია, მომხმარებელთა რაოდენობას. ბიზნესისათვის კონტენტ მარკეტინგი მეტად მომგებიანია, რადგან კვლევების მიხედვით, ტრადიციულ საშუალებებთან შედარებით, მისი დანახარჯები 62%-ია და თანაც 3-ჯერ უფრო ეფექტური შედეგის მოტანა შეუძლია. მარკეტინგის ამ ტექნიკით კომპანიები ცდილობენ, უფრო დაუახლოვდნენ თავიანთ მომხმარებლებს, დაამყარონ მათთან მეგობრული ურთიერთობა და პოზიციონირდნენ მათზე მზრუნველ ბრენდებად. ამიტომ მარკეტოლოგები ცდილობენ, შექმნან არა უბრალოდ რეკლამები, სადაც კომპანიაზე ისაუბრებენ, არამედ ისეთი კამპანიები, სადაც მომხმარებლებზე და მათ ფასეულობებზე გააკეთებენ აქცენტს.

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

ვერ ჩააბარე ? ეს არ ნიშნავს, რომ შენი წარმატების გზა დასრულდა

ვერ ჩააბარე? ეს არ ნიშნავს, რომ შენი პროფესიული გზა დასრულდა. გაიგე, რატომ აღარ განსაზღვრავს ერთი გამოცდა მომავალ წარმატებას და როგორ შეგიძლია პრაქტიკული ცოდნითა და თანამედროვე პროფესიების შესწავლით კარიერა დღესვე დაიწყო.

ერთი გამოცდა არ განსაზღვრავს შენს შესაძლებლობებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ ათასობით ახალგაზრდა რთულ ემოციებს განიცდის. მათგან ბევრი ფიქრობს, რომ თუ სასურველ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, კარიერული გეგმებიც დასრულდა. ეს განცდა ბუნებრივია, თუმცა რეალობა სულ სხვაა. ერთი გამოცდის შედეგი ვერ განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობებს, მის შრომისმოყვარეო

ШАГ логотип

მშობლებისთვის

რატომ არ არის ტრაგედია, თუ თქვენი შვილი წელს უნივერსიტეტში არ წავიდა (თანამედროვე შრომის ბაზრის რეალობა)

უნივერსიტეტში წაუსვლელობა არ ნიშნავს განათლების დასასრულს. თანამედროვე შრომის ბაზარზე პრაქტიკული უნარები და ტექნოლოგიური წიგნიერება არის ის მყარი საფუძველი, რომელიც შვილის წარმატებულ კარიერას განსაზღვრავს.

აკადემიური დიპლომის მიღმა: თანამედროვე რეალობა დღევანდელ მუდმივად ცვალებად შრომის ბაზარზე, უმაღლესი განათლების შესახებ წარმოდგენები ფუნდამენტურად შეიცვალა. ტრადიციული ხედვა, სადაც უნივერსიტეტის დიპლომი წარმატების ერთადერთ გარანტად ითვლებოდა, თანდათან პოზიციებს თმობს. დამსაქმებლები სულ უფრო მეტად აფასებენ არა ფორმალურ განათლებას, არამედ კონკრეტულ, პრაქტიკულ უნარ

ШАГ логотип

მოტივაცია

„ყველამ ჩააბარა, ჩემს გარდა“ - როგორ გავუმკლავდეთ საზოგადოების წნეხს და ვიპოვოთ ჩვენი გზა

გრძნობ საზოგადოების წნეხს და გეჩვენება, რომ „ყველამ ჩააბარა, შენს გარდა“? გაიგე, რატომ არ განსაზღვრავს საგამოცდო ქულები შენს რეალურ პოტენციალს და როგორ გადააქციო დროებითი დაბრკოლება ახალი, ბევრად უფრო პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი კარიერის დასაწყისად თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში.

როცა რეალობა მოლოდინებს არ ემთხვევა: საზოგადოებრივი წნეხის ფენომენი ეროვნული გამოცდების, საუნივერსიტეტო ტესტირებების ან თუნდაც სამსახურებრივი სერტიფიცირების პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე სტრესულია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. როდესაც შედეგები ცხადდება და გარშემო მხოლოდ მილოცვებსა და წარმატებულ ისტორიებს ვხედავთ, მარტივია საკუთარი თავი იზოლირებულად და ხელმოცარუ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ პროფესია 1 წელიწადში და გავუსწროთ მათ, ვინც უნივერსიტეტში 4 წელი უნდა ისწავლოს

გაიგე, როგორ შეგიძლია 1 წელიწადში აითვისო მოთხოვნადი პროფესია, დაზოგო დრო და წარმატებით დაიწყო კარიერა ტექნოლოგიების სფეროში უნივერსიტეტის 4-წლიანი ლოდინის გარეშე.

ტრადიციული განათლების გამოწვევები და დინამიური სამყაროს მოთხოვნები დღევანდელ დინამიურ და მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ სამყაროში საბაზრო მოთხოვნები ხშირად იცვლება. კლასიკური უნივერსიტეტები თავიანთი ბიუროკრატიული და ხანგრძლივი აკადემიური პროცესებით ხშირად ვერ ასწრებენ სასწავლო პროგრამების დროულ განახლებას. შედეგად, სტუდენტები 4-წლიანი სწავლის დასრულების შ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა