IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

რა არის DNS?

5

პროგრამირება

08.03.2023

4834 დათვალიერება

ოდესმე გიფიქრიათ, როდესაც ვებსაიტზე შედიხართ, რა არის თქვენი გზა ვებსაიტის ვებ სერვერამდე? ამ სტატიაში მოკლედ მოგიყვებით როგორ მუშაობს ეს ყველაფერი

 

DNS  განმარტება არის Domain Name System / დომენის სახელების სისტემა

Domain Name System გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ დომენის სახელები ჩვენი ბრაუზერის საძიებო ველში (მაგ., example.com, youtube.com, medium.com), IP-ების ნაცვლად (მაგ., 162.159.152.4). 

ინტერნეტი IP მისამართების საშუალებით მუშაობს - უნიკალური მისამართი, რომელიც ამოიცნობს მოწყობილობას ინტერნეტში ან ლოკალურ ქსელში. IP არის პროტოკოლი და მის უკან დგას სრული სახელი „ინტერნეტ პროტოკოლი“. „მისამართის“ ნაწილი აღნიშნავს უნიკალურ რიცხვს, როგორიცაა „101.187.226.184“. 

 

ახალგაზრდები დაინტერესებული არიან ტექნოლოგიებით, მაგრამ არ იციან როგორ ან სად დაიწყონ სწავლა, ჩვენსკვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში, მოზარდებს შეუძლიათ პროგრამირების შესწავლა!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

ყველა საიტს ინტერნეტში აქვს IP მისამართი. როდესაც წერთ ვებსაიტს თქვენს ბრაუზერში, თქვენ დომენის სახელი შეგყავთ, მაგ., www.example.com. თუმცა ინტერნეტს დომენის სახელების არ გაეგება, ის IP მისამართებით მუშაობს. ადამიანებისთვის კი IP მისამარტების დამახსოვრება სხვადასხვა ვებსაიტისთვის ძალიან რთული იქნებოდა. სწორედ აქ ჩნდება DNS ჩვენს დასახმარებლად!

 

DNS-ის გზა

  1. საბოლოო მომხმარებელს ბრაუზერში შეჰყავს www.example.com. მოთხოვნა, პირველ რიგში, იგზავნება სერვერთან სახელწოდებით DNS Resolver. DNS Resolver ჯერ ამოწმებს არის თუ არა წარმოდგენილი ვებსაიტი შესაბამისი IP მისამართით მის საკუთარ cache-ში. თუ არ არის, გადავდივართ მეორე ნაბიჯზე.

  2. თუ DNS Resolver არ შეიცავს IP მისამართს example.com-ისთვის, მაშინ იგი მოთხოვნას DNS Root Server-თან აგზავნის. მსოფლიოს ირგვლივ 13 DNS Root Server არსებობს. როგორც წეღან ვახსენეთ, DNS Resolver სთხოვს DNS Root Server-ს: „სად შემიძლია ვიპოვო example.com?”. DNS Root Server არღვევს დომენს და ადგენს, რომ მოთხოვნა მთავრდება „.com“-ით, ეს არის უმაღლესი დონის დომენი. აქედან DNS Root Server პასუხობს „გადადით ამ IP-ზე, რომელიც შეესაბამება DNS TLD (უმაღლესი დონის დომენის) სერვერს .com-ისთვის“.

  3. DNS Resolver იღებს ამ ინფორმაციას, აგზავნის მოთხოვნას DNS TLD Server-თან „.com“ ვებსაიტისთვის და ეკითხება: „სად შემიძლია ვიპოვო www.example.com?“ DNS TLD Server ამოწმებს ჩანაწერებს და ადასტურებს, რომ www.example.com იძებნება ამ IP-ზე და იგი შეესაბამება DNS Authoritative Name Server-ს (ავტორიტეტული სახელების სერვერი). 

  4. DNS Resolver ქმნის მოთხოვნას ამ IP მისამართით DNS Authoritative Name Server-თან example.com-ისთვის და საოცრება! DNS Authoritative Name Server-ს აქვს example.com-ის IP მისამართი, ამიტომ იგი პასუხობს DNS Resolver-ს, რომ „შენ შეგიძლია იპოვო www.example.com ამ IP მისამართზე 101.187.226.184“.

  5. DNS Resolver-მა, როგორც იქნა, მიაგნო example.com-ის შესაბამის IP მისამართს, რომელიც 101.187.226.184-ია. იგი ინახავს მას თავის DNS Cache-ში იმისათვის, რომ როდესაც სხვასაც მოუნდება example.com-ზე შესვლა, იგივე მოთხოვნების დაგზავნა აღარ დასჭირდეს. ახლა კი, როდესაც მან შეინახა იგი თავის ლოკალურ ქეშში, DNS Resolver აგზავნის ამ IP-ის საბოლოო მომხმარებელთან (ბრაუზერთან). 

  6. ბრაუზერი იღებს example.com-ის IP-ის და აგზავნის მოთხოვნას 101.187.226.184 IP-ისთან, რომელიც www.example.com-ის ვებ სერვერს შეესაბამება. 

  7. Example.com-ის ვებ სერვერი პასუხობს ვებ გვერდით და იგი ბრაუზერში გამოისახება. 

 

შეჯამება

ზოგადად, DNS ერთადერთი სისტემაა მთელ მსოფლიოში, რომელიც ინტერნეტის დათვალიერებაში გეხმარება. რაც უფრო მეტად ხდება ინტერნეტი საზოგადოების განუყოფელი ნაწილი, სულ უფრო მნიშვნელოვანია DNS სერვერების შენარჩუნება. მათ გარეშე ინტერნეტი არ იარსებებს. არ არის საჭირო IP მისამართების დამახსოვრება - DNS სერვერები უზრუნველყოფენ დომენის ან ქვედომენის სახელების IP მისამართებად გადაქცევის მშვენიერ საშუალებას. წარმოიდგინეთ, რა საშინელება იქნებოდა twitter-ის, facebook-ის, google-ის ან ნებისმიერი სხვა საიტის, რომელსაც ყოველდღიურად სტუმრობ, IP მისამართების დამახსოვრება რომ გიწევდეთ. ნამდვილად საშინელება იქნებოდა...

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა