IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

რა არის STEM განათლება?

787

მშობლებისთვის

01.09.2022

1784 დათვალიერება

ბავშვები აქტიურად მოიხმარენ ტექნოლოგიურ პროდუქტებს – უყურებენ ვიდეოებს YouTube-ზე, თამაშობენ და ყოველდღიურად სხვადასხვა საიტს სქროლავენ, მათ უშრეტი ინტერესი აქვთ ტექნოლოგიების მიმართ და ეს ძალიან საყურადღებოა, რადგან შეგვიძლია მათში ტექნიკური აზროვნების ჩამოყალიბებისთვის გამოვიყენოთ და ეს მნიშვნელოვანია როგორც მოზარდის განვითარებისა და თანამედროვე სამყაროში ადაპტირებისთვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ფონის გაუმჯობესებისთვისაც.

 

ჩვენს დროში, როდესაც დრო საოცრად დაჩქარებულია, ინტელექტუალური რესურსი ტექნოლოგიების კუთხით არის ნებისმიერი ქვეყნის მთავარი ძალა. განვითარებული ქვეყნები ხშირად საუბრობენ STEM განათლების აუცილებლობაზე და გვინდა ჩვენც გესაუბროთ. STEM – მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა ცალ-ცალკე ჩვენთანაც ისწავლება, თუმცა, მსოფლიოს მასშტაბით STEM განათლება სცდება აკადემიურ ჩარჩოებს, ინაცვლებს ბავშვების ყოველდღიურობაში, სახლსა თუ სკოლაში.

 

 


„სტემი“ მხოლოდ პლანშეტი არ გეგონოთ, აუცილებელია განვუვითაროთ ბავშვს რაოდენობრივი აზროვნება, შევაყვაროთ ციფრები, არ ვგულისხმობ არითმეტიკის დაზეპირებას, არამედ თამაშს. მაგალითად, ლეგოთი და სხვადასხვა კონსტრუქტორებით თამაში არის ძალიან სასარგებლო, რადგან სივრცით აზროვნებას უვითარებს ბავშვს. კარტის, დომინოს, ჭადრაკის თამაშისას შეგვიძლია ჩავრთოთ რიცხვები, ასევე, სამზარეულოში, სხვადასხვა კერძის მომზადებისას შეგვიძლია დახმარება ვთხოვოთ და ავუხსნათ, რომელი ინგრედიენტი რა რაოდენობით გვჭირდება, როგორ უნდა გავზომოთ, დავუშვათ, ფქვილი. ბევრი რესურსია ინტერნეტში იმისათვის, რომ პატარა სახალისო ექსპერიმენტები ვაკეთოთ სახლში, ბავშვებთან ერთად, ასევე, შეგვიძლია გამოვიწეროთ სხვადასხვა სახის რობოტის ნაკრები.

 

დაიწყეთ პროგრამირების შესწავლა
პროგრამა ავითარებს თითოეული მოზარდისთვის სასარგებლო უნივერსალურ უნარ-ჩვევებს, ბავშვებმა უნდა შექმნან საკუთარ პროექტები ჯგუფურად და ინდივიდუალურად. ერთობლივი მუშაობა ავითარებს თანამშრომლობას, მიზნების დასახვას და მიღწევას. რა პროფესიისაც არ უნდა გამოვიდეს თქვენი შვილი და რითიც არ უნდა იყოს დასაქმებული იგი მომავალში, მცირე კომპიუტერულ აკადემიაში მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები მათთვის სასარგებლო აღმოჩნდება.


ჩვენთან ბევრი მოდელია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რომლის დახმარებითაც შეიძლება ბავშვმა დაიწყოს პროგრამირებასთან ურთიერთობა. ჩვენთან ბავშვი პროგრამირების ენებსაც სწავლობს და პროგრამულ აზროვნებასაც ივითარებს, ასევე, გვაქვს ლეგო, რომელიც ბავშვებს სივრცით აზროვნებას უვითარებს. ოღონდ არა ის, რომ კონკრეტული ინსტრუქციის მიხედვით ააწყონ ლეგო, არამედ სხვადასხვა ტიპის კონსტრუქცია თვითონ მოიფიქრონ. ინჟინერიის განვითარებისთვის შეგვიძლია, მაგალითად, ხის ჩხირებისგან ხიდის გაკეთება, რომელიც კონკრეტული წონის ტვირთს გაუძლებს. საერთო ჯამში, STEM განათლების მიცემა შეგვიძლია ყველაფრის მოდელირებით, რასაც გარშემო ვხედავთ, როგორც კონკრეტული ნაკრებებით, ასევე იმითაც, რასაც სახლში ვნახავთ.

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვემოთხოვნებსდა გახდი წარმატებული!

→დარეგისტრირდი ახლავე!

 

 

დაახლოებით, 10-15 წლის წინ, არ არსებობდა ის ტექნოლოგიური პროდუქტები, რომლებსაც დღეს, ყოველდღიურად ვიყენებთ, რომელთა გარეშეც, შესაძლოა, არც ჩვენი ბიზნესი იყოს წარმატებული და არც ჩვენი ცხოვრება – მრავალფეროვანი. ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩვენ ზუსტად ვერ ვიტყვით, რამდენ ხანში ვიცხოვრებთ ახალ რეალობაში – სამყაროში, სადაც თვითმართვადი ტაქსებით გადაადგილება ნორმა იქნება, სოფლის მეურნეობის განვითარებაში რობოტები დაგვეხმარებიან,

 

წარსულის გამოცდილებას რომ გადავხედოთ, ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად, ადამიანის ფიზიკური შრომის ნაწილი ჩაანაცვლა მექანიზაციამ, სხვა უნარები კი უფრო მოთხოვნადი გახდა. ეს არის პარალელი იმ მდგომარეობასთან, რომლის წინაშეც თანამედროვე სამყარო დგას. კაცობრიობა მზად უნდა იყოს ახალი გამოწვევებისთვის – იმ უნარების ასათვისებლად, რომელიც სხვადასხვა ალგორითმებისა და მანქანების შექმნასა და მართვას უკავშირდება. ამისთვის უნდა ვიყოთ მზად და შესაბამისად, ამისთვის უნდა იყონ მზად ჩვენი შვილები.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდითსტეპერებისდიდოჯახში!

IT Academy StepლიდერიITსფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა