IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

რა უნდა იცოდეთ თქვენ და თქვენმა შვილებმა ფიშინგის შესახებ

.

მშობლებისთვის

კიბერუსაფრთხოება

24.05.2022

931 ხედი

რა უნდა იცოდეთ თქვენ და თქვენმა შვილებმა ფიშინგის შესახებ

მიგიღიათ SMS შეტყობინება თანხის ან პირად მონაცემებთან დაკავშირებით, ისეთი წყაროსგან, რომელიც ამტკიცებდა, რომ თითქოს სანდოა?

სწორედ ამ დროს, თქვენ ფიშინგის სამიზნე ხართ და იგი იმაზე მეტად არის გავრცელებული, საზოგადოებაში, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ! ფიშინგი ერთ-ერთი „პოპულარული“ კიბერ-საფრთხეა, რომელიც უფრო და უფრო ფართოდ ვრცელდება და ყოველწლიურად უფრო მეტად რთულდება მისი ამოცნობა.

კონკრეტულად რა არის ფიშინგი და როგორ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი შვილები მისგან?

აქ გაეცნობით იმ საჭირო ინფორმაციას, რაც დაგეხმარებთ, რომ დაიცვათ თქვენი შვილები კიბერ საფრთხეებისგან.

 

 

ბავშვები ონლაინ სივრცეში ძალიან დიდ დროს ატარებენ! 

ბავშვები, ფაქტიურად სმარტფონებით ხელში იზრდებიან. 2020 წლის მარტში მომხდარმა ციფრულმა გარდატეხამ გამოიწვია მილიარდობით ადამიანის ონლაინ მუშაობა და სწავლა. COVID-19-ის შეზღუდვებმა ციფრული სწავლება „ახალ ნორმად“ აქცია, რაც ნიშნავს, რომ ბავშვების მიერ მონაცემების გაცემა და შექმნა ყოველდღიურობად იქცა. სამწუხაროდ, ონლაინ სივრცეში ბავშვების მიერ მეტი გატარებული დრო ნიშნავს, რომ კიბერკრიმინალები მათ სხვადასხვა გავრცელებული კიბერსააფრთხეების (როგორიცაა ფიშინგი) მიზნად ირჩევენ.

როდესაც ბავშვებს ყოველდღიური წვდომა აქვთ ვებსაიტებზე, მნიშვნელოვანია ვასწავლოთ კიბერუსაფრთხოების ძირითადი ჰიგიენა, რათა დავიცვათ ისინი სწავლისას, ინტერნეტში ძიებისა და ონლაინ სოციალიზაციისას.

 

 

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

რა არის ფიშინგი?

ფიშინგი არის გავრცელებული საშუალება, რომელსაც ჰაკერები ინდივიდებისა და ორგანიზაციებისაგან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსაპარად იყენებენ. ფიშინგის თაღლითობები ხშირად შენიღბულია, როგორც შეტყობინებები სანდო ადამიანებისა და ორგანიზაციებისგან, რაც მათ ხაფანგზე წამოგებას უფრო მარტივს ხდის.

 

რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ საეჭვო შეტყობინებას მიიღებთ

თუკი იმეილის ტექსტში, სატელეფონო ზარში ან SMS შეტყობინებაში (ე.წ. სმიშინგი) ფიშინგის დამახასიათებელი 7 ნიშნიდან, რომლებსაც ქვემოთ გაგაცნობთ, რომელიმეს შეხვდებით, არ გამოეხმაუროთ მას. წაშალეთ იმეილი ან შეტყობინება, არ უპასუხოთ ზარს (ან გათიშეთ) და თუ რელევანტურია, განაცხადეთ მათ შესახებ. ფიშინგის მცდელობები უფრო და უფრო იხვეწება, ამიტომ თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ „გამომგზავნს“ სხვა არხების საშუალებით.

მაგალითად, თუ თქვენი შვილი იღებს იმეილს მათი მასწავლებლისგან, რომელიც პირადი ინფორმაციის გაზიარებას სთხოვს - სავარაუდოა, რომ ეს ფიშინგის მცდელობაა, რადგანაც მასწავლებელი ან სკოლა მსგავს შემთხვევებში მშობელს დაუკავშირდება. ასეთ სიტუაციაში, თქვენ ან თქვენმა შვილმა პირდაპირ შეგიძლიათ ჰკითხოთ პედაგოგს მომდევნო გაკვეთილზე მოთხოვნის ლეგიტიმურობის შესამოწმებლად.

 

როგორ უნდა მოამზადოთ თქვენი შვილი კიბერუსაფრთხოებისთვის

საუკეთესო საშუალება იმის ცოდნაა, თუ როგორ ამოიცნონ ბავშვებმა კიბერსაფრთხეები (როგორიცაა ფიშინგი) და რა უნდა მოიმოქმედონ ამ დროს.  

ასწავლეთ თქვენს შვილებს როგორ ამოიცნონ ფიშინგის თაღლითობები და აჩვენეთ მაგალითები. ქვემოთ ჩამოთვლილია 7 საგანგაშო ნიშანი, რომელსაც უნდა დააკვირდეთ:

  • სასწრაფო ან მუქარის გამომხატველი ტონი: დააკვირდით ისეთ ნიშნებს, როგორიცაა მუქარა ანგარიშის დახურვის ან სამართლებრივი ქმედებების შესახებ, ასევე როგორიცაა ზეწოლა სასწრაფოდ პასუხის ან რაიმე მოქმედების მისაღებად.
  • მოთხოვნა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე: ყურადღება მიაქციეთ ისეთ ბმულებს, რომლებსაც გადაჰყავხართ log-in გვერდებზე, გთხოვენ ანგარიშის მონაცემების განახლებასა და თქვენი ან თქვენი ორგანიზაციის ფინანსურ ინფორმაციას.
  • ნებისმიერი რამ, რაც ზედმეტად კარგია სინამდვილისთვის: მოერიდეთ რეაგირებას შეტყობინებებზე, რომლებიც გილოცავენ გამარჯვებას ისეთ კონკურსებში, სადაც მონაწილეობა არ მიგიღიათ. შეტყობინებებს, სადაც პრიზის მისაღებად თანხა უნდა გადაიხადოთ. და ასევე შეტყობინებებს მემკვიდრეობის შესახებ ძველი, დაკარგული ნათესავებისგან.
  • მოულოდნელი იმეილები: წაშალეთ იმეილები, როგორიცაა ნივთების ქვითრები, რომლებიც თქვენ არ შეგიძენიათ, ან განახლებები შეკვეთის ადგილმდებარეობის შესახებ, რომლებიც თქვენ არ გამოგიწერიათ.
  • ინფორმაციული შეუსაბამობა: დააკვირდით გამომგზავნის არასწორ (მაგრამ შესაძლოა მსგავს) ელ. ფოსტის მისამართებს, ბმულებს, რომლებიც ოფიციალურ გვერდებზე არ გადაგიყვანთ, ორთოგრაფიულ და გრამატიკულ შეცდომებს, რომლებიც ლეგიტიმურ ორგანიზაციას არ გამორჩებოდა.
  • საეჭვო მიმაგრებული ფაილები: თავი აარიდეთ მიბმულ ფაილებს, რომლებიც არ მოგითხოვიათ და რომლებსაც უცნაური დასახელება ან უცხო ფაილის ტიპი აქვთ.
  • არაპროფესიონალური დიზაინი: დააკვირდით კომპანიის არასწორ ან ბუნდოვან ლოგოებს, იმეილებს, რომლებშიც მხოლოდ ფოტოა მიმაგრებული და კომპანიის იმეილებს ცუდი ფორმატირებით.

 

ბავშვების კიბერუსაფრთხოების შენარჩუნება

საუკეთესო გზას კიბერ საფრთხეებისგან თავის ასარიდებლად, როგორიცაა, მაგალითად ფიშინგი, წარმოადგენს ცნობიერება იმის შესახებ, თუ როგორ ამოიცნო საფრთხე და დაიცვა საკუთარი თავი მისგან. თქვენი შვილების განათლება კიბერუსაფრთხოებითა და კიბერჰიგიენით დაგეხმარებათ მათ ონლაინ დაცვაში და ასევე გაგხდით უფრო თავდაჯერებულს, როდესაც ისინი თავიანთ მოწყობილობებს სწავლისა და გართობისთვის გამოიყენებენ.

#ბონუსრჩევა

მაშინაც კი, როდესაც თქვენი შვილები არ გხედავენ, გაავარჯიშეთ თქვენი კიბერ ჰიგიენის ჩვევები!

ბავშვები თქვენ გმაძავენ! ისინი თავისითაც დაიწყებენ მათ გავარჯიშებას. წაახალისეთ სისტემური ოჯახური დისკუსია ონლაინ უსაფრთხოებისა და ისეთი ჩვევების შესახებ, როგორიცაა პაროლის რეგულარული შეცვლა, ძლიერი საიდუმლო ფრაზების (passphrases) შექმნა და სხვა.

 

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა