IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

რატომ უნდა ავირჩიოთ IT აკადემია STEP-ის კურსები?

08.10.2024

706 დათვალიერება

თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და ინოვაციები ყოველდღიურად ცვლის ჩვენს სამყაროს, პროფესიული განვითარება და ახალი უნარების შეძენა არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელიც კი გახდა. ამ კონტექსტში, IT აკადემია STEP-ის კურსები წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას მათთვის, ვინც ეძებს ხარისხიან და თანამედროვე განათლებას ტექნოლოგიებისა და დიზაინის სფეროში.

ამ სტატიაში ჩვენ დეტალურად განვიხილავთ, თუ რატომ უნდა აირჩიოთ სტეპის კურსები. ასევე, განვიხილავთ სტეპის კურსების უპირატესობებს, პრაქტიკულ სარგებელს, რომელსაც ისინი გთავაზობენ და დაგანახებთ როგორ შეუძლია სტეპის კურსებს გააუმჯობესოს თქვენი კონკურენტუნარიანობა შრომის ბაზარზე.

სტეპის კურსების უპირატესობები

IT აკადემია STEP-ის კურსები გამოირჩევა უპირატესობებით, რაც მათ განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის დაინტერესებული პირებისთვის:

  • თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგია: სტეპი იყენებს ინოვაციურ სასწავლო მეთოდებს, რომლებიც ორიენტირებულია პრაქტიკულ გამოცდილებაზე. სტუდენტები სწავლობენ რეალური პროექტების შესრულებით, რაც უზრუნველყოფს ცოდნის ეფექტურ ათვისებას და პრაქტიკული უნარების განვითარებას.

  • კურსების მრავალფეროვნება: სტეპი გთავაზობს კურსების ფართო არჩევანს, მათ შორის:

    • გრაფიკული დიზაინი

    • ქსელები და კიბერუსაფრთხოება 

    • რობოტიკა 

    • პროგრამირება

    • ინტერიერის დიზაინი

    • IT მხარდაჭერა / IT Support

    • Front-End ვებ-პროგრამირება

    • პროგრამირება - Python 

    • UX/UI დიზაინი

ეს მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევს აირჩიო სწორედ ის მიმართულება, რომელიც შენს ინტერესებსა და კარიერულ მიზნებს შეესაბამება.

  • მოქნილი სასწავლო გრაფიკი - სტეპის ონლაინ კურსები საშუალებას გაძლევს ისწავლო შენთვის მოსახერხებელ დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც მუშაობს ან ვისაც სხვა ვალდებულებები აქვს.

  • კვალიფიციური ინსტრუქტორები - IT აკადემია STEP-ის კურსებს უძღვებიან გამოცდილი პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის სფეროებში. ეს გარემოება კი გარანტიაა იმისა, რომ მიიღო არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ ინდუსტრიაში არსებულ რეალური გამოცდილება.

  • თანამედროვე ტექნოლოგიები - სტეპის კურსებზე სწავლის დროს შეხება გექნება თანამედროვე ტექნოლოგიებსა და უახლეს პროგრამულ უზრუნველყოფასთან.

  • ინდივიდუალური მიდგომა - სტეპის კურსები ადაპტირებულია სტუდენტების ინდივიდუალურ საჭიროებებზე. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ მიიღებთ ინდივიდუალურ  უკუკავშირს და მხარდაჭერას სწავლის პროცესში.

  • სერტიფიკაცია - კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მიიღებ სტეპის სერტიფიკატს, რომელიც მნიშვნელოვანწილად დაგეხმარებათ სამუშაოს ძიების დროს. 

სტეპის კურსების გავლენა კარიერულ შესაძლებლობებზე

IT აკადემია STEP-ის კურსები მნიშვნელოვნად გაზრდის შენ კარიერულ შესაძლებლობებს და კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე. იმიტომ, რომ:

  • კონკურენტული უპირატესობა - სტეპის კურსების გავლის შემდეგ, სამუშაოს ძიების დროს  გექნება მნიშნვნელოვანი უპირატესობას სხვა კანდიდატებთან შედარებით, რადგან  დამსაქმებლები აფასებენ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ უახლესი ცოდნა,  უნარები და კომპეტენციები. 

მაგალითად: თუ თქვენ ეძებთ სამსახურს ვებ-დეველოპმენტის სფეროში და გავლილი გაქვთ სტეპის კურსი აღნიშნული მიმართულებით,  ეს გაძლევთ უპირატესობას იმ კანდიდატებთან შედარებით, რომლებსაც მხოლოდ ბაზისური HTML და CSS ცოდნა აქვთ.

  • კარიერის შეცვლის შესაძლებლობა - თუ გსურთ კარიერის შეცვლა, სტეპის კურსები გთავაზობთ შესანიშნავ შესაძლებლობას შეიძინოთ ახალი უნარები და გადაერთოთ სხვა სფეროზე. მაგალითად, თუ გსურს გადასვლა UI/UX დიზაინში ან პროგრამირებაში, ეს კურსები მოგცემთ საჭირო საფუძველს.

მაგალითად: თუ ამჟამად მუშაობთ მარკეტინგის სფეროში და გსურთ გადასვლა UI/UX დიზაინში, სტეპის შესაბამისი კურსი მოგცემთ საჭირო უნარებს რაც აუცილებელია ამ სფეროში კარიერის დასაწყებად. თუ ხართ ბუღალტერი და გსურთ გახდეთ დეველოპერი, პროგრამირების კურსები დაგეხმარებათ შეიძინოთ საჭირო ტექნიკური უნარები და სხვა.

  • პრაქტიკული გამოცდილება: IT აკადემია STEP-ის კურსები ორიენტირებულია პრაქტიკულ პროექტებზე, რაც ნიშნავს, რომ შენ გექნება რეალური სამუშაო გამოცდილება და პორტფოლიო კურსის დასრულებისთანავე. 

მაგალითად: პროგრამირების კურსის გავლისას, შექმნი რამდენიმე რეალურ აპლიკაციას, რომლებიც შეგიძლია აჩვენოთ პოტენციურ დამსაქმებლებს. UI/UX დიზაინის კურსზე შექმნით მთლიანი დიზაინის პროცესს, დაწყებული მომხმარებლის კვლევიდან, დამთავრებული მაღალი ხარისხის პროტოტიპებით.

  • ქსელის გაფართოება - სტეპის  კურსებზე შეხვდები და გაიცნობ, სხვადასხვა პროფესიონალსა და ინსტრუქტორს, რაც გაძლევს შესაძლებლობას გააფართოვოთ სანაცნობო წრე. ეს დაგეხმარებათ სამომავლო კარიერული შესაძლებლობებისთვის.

მაგალითად: საკუთარი თანაკურსელები შეიძლება გახდნენ შენი მომავალი კოლეგები ან პარტნიორები. ინსტრუქტორები ხშირად არიან აქტიური პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ მოგაწოდონ ინფორმაცია სამუშაო შესაძლებლობების შესახებ.

  • ინდუსტრიის ტენდენციების ცოდნა - სტეპის კურსები რეგულარულად ახლდება ინდუსტრიის უახლესი ტენდენციების შესაბამისად. ეს ნიშნავს, რომ შენ იქნები ინფორმირებული უახლესი ტექნოლოგიების შესახებ, რაც საკუთარ კარიერულ შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს. 

მაგალითად: თუ სწავლობ მონაცემთა ანალიზს, გაეცნობი უახლეს ინსტრუმენტებს და მეთოდოლოგიებს, როგორიცაა მანქანური სწავლების ალგორითმები ან დიდი მონაცემების ანალიზის ტექნიკები. კიბერუსაფრთხოების კურსზე გაეცნობით უახლეს საფრთხეებს და მათი პრევენციის მეთოდებს.

  • მაღალი ანაზღაურების პერსპექტივა - ისეთი სფეროები, როგორიცაა პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება და UI/UX დიზაინი, გამოირჩევა მაღალი ანაზღაურებით. 

მაგალითად: Full-stack დეველოპერის საშუალო ხელფასი საქართველოში შეიძლება იყოს 3000-5000 ლარი თვეში, გამოცდილების მიხედვით. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის ანაზღაურება შეიძლება იყოს 4000-7000 ლარი თვეში. გამოცდილი UI/UX დიზაინერის ხელფასი შეიძლება აღწევდეს 3500-6000 ლარს თვეში.

  • უწყვეტი პროფესიული განვითარება - სტეპის კურსები გაძლევს საფუძველს უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის. შენ შეგიძლია დაიწყო საბაზისო კურსით და თანდათანობით გაიღრმავო ცოდნა პროფესიულ კურსებზე.

მაგალითად: პროგრამირებაში შეგიძლია დაიწყო ბაზისური ვებ-დეველოპმენტის კურსით, შემდეგ გადახვიდე ფრონტენდ ფრეიმვორკებზე და საბოლოოდ შეისწავლოთ ბექენდ ტექნოლოგიები.

დიზაინში შეგიძლიათ დაიწყო გრაფიკული დიზაინის საფუძვლებით, გააგრძელო UI დიზაინით და შემდეგ გადახვიდე UX კვლევასა და სტრატეგიაზე.

  • გლობალური შესაძლებლობები - ტექნოლოგიური და დიზაინის უნარები, რომლებსაც IT აკადემია STEP-ის კურსებზე შეიძენ, უნივერსალური და მოთხოვნადია მთელ მსოფლიოში. ეს ზრდის შენს შანსებს იპოვო სამუშაო არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე.

მაგალითად: პროგრამისტად შეგიძლიათ იმუშაოთ დისტანციურად უცხოური კომპანიებისთვის, რაც ხშირად გულისხმობს უფრო მაღალ ანაზღაურებას

სტეპის კურსებზე სწავლა, შენი სამომავლო ინვესტიციაა. ეს არის შესაძლებლობა შეიძინო თანამედროვე, მოთხოვნადი უნარები, გააფართოვო თქვენი პროფესიული ჰორიზონტები და გახდე კონკურენტუნარიანი თანამედროვე შრომის ბაზარზე. მიუხედავად იმისა, ხარ სტუდენტი, რომელიც იწყებს კარიერას, თუ პროფესიონალი, რომელსაც სურს უნარების განახლება ან კარიერის შეცვლა. სტეპის კურსები გთავაზობს ხარისხიან განათლებას და პრაქტიკულ გამოცდილებას.

გახსოვდეს, რომ ინვესტიცია განათლებაში არის ინვესტიცია საკუთარ თავში და  მომავალში. სტეპის კურსები გაძლევს შესაძლებლობას, იქცე იმ პროფესიონალად, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდი. ასე რომ, ნუ გადადებ შენს პროფესიულ განვითარებას - განვითარდი და განავითარე შენი კარიერა სტეპში.



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

Cloud ინჟინერი - ვინც აშენებს ციფრულ ქალაქებს ცაში

გაინტერესებთ, როგორ ახერხებენ ისეთი გიგანტები, როგორიცაა YouTube ან ონლაინ ბანკები, მილიონობით ადამიანის შეუფერხებელ მომსახურებას? Cloud ინჟინერია სწორედ ის პროფესიაა, რომელიც ციფრულ სამყაროს "ცაში" აშენებს. გაიგეთ, როგორ იქმნება მასშტაბური ინფრასტრუქტურა AWS-ისა და Kubernetes-ის დახმარებით და რატომ არის Cloud ინჟინერი თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს მთავარი არქიტექტორი, რომელიც სისტემების სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

როცა YouTube-ს რთავთ, ფულს რიცხავთ ან ფოტოებს ინახავთ, ეს ყველაფერი ფიზიკურად თქვენს მოწყობილობაში არ არის. ის "ციფრულ ღრუბელშია" - კომპიუტერული ინფრასტრუქტურების უზარმაზარ ქსელში, რომელიც მიწაზე დგას, მაგრამ ვირტუალურ სივრცეში მუშაობს. ამ რთული სისტემის დაგეგმვა, აშენება და მართვა კი Cloud ინჟინერის საქმეა. რა არის Cloud და რატომ შეიცვალა სამყარო? წარსულში ყველა აპლიკაცია ერთ კონკრ

ШАГ логотип

შენ ქმნი სისტემას DevOps – ის, ვინც აკავშირებს კოდს რეალურ სამყაროსთან

გაიგე, როგორ იქცევა სტატიკური კოდი ცოცხალ ციფრულ პროდუქტად DevOps მეთოდოლოგიის დახმარებით. ეს მნიშვნელოვანი პროფესია თანამედროვე ტექნოლოგიების ხერხემალია, სადაც Docker-ის, Kubernetes-ისა და Cloud სისტემების მართვა უწყვეტ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. აღმოაჩინე ის უნარები, რომლებიც დამწყებ სპეციალისტს საერთაშორისო ბაზარზე წარმატების მისაღწევად სჭირდება.

ხშირად გვგონია, რომ დეველოპერის მთავარი ამოცანა მხოლოდ კოდის დაწერაა, თუმცა რეალობაში ეს მხოლოდ დასაწყისია. იმისათვის, რომ პროგრამამ გამართულად იმუშაოს, განახლდეს შეფერხების გარეშე და რეალურ მომხმარებელზე სწორი ზემოქმედება მოახდინოს, საჭიროა სპეციალური მიდგომა. სწორედ აქ ჩნდება DevOps-ის როლი. ეს არის დეველოპმენტისა (Development) და ოპერაციების (Operations) ჰარმონიული სინთეზი - მეთოდოლოგი

ШАГ логотип

QA ტესტერი - ვინც დარწმუნებულია, რომ ყველაფერი მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს

QA ტესტერი - პროგრამის უხილავი მცველი და ხარისხის მაკონტროლებელი. სანამ აპლიკაცია თქვენს ეკრანზე გამოჩნდება, მან რთული და საინტერესო შემოწმების გზა უნდა გაიაროს. გაეცანი QA ტესტერის პროფესიას: როგორ ეძებენ ისინი დამალულ შეცდომებს, რა როლს ასრულებენ დეველოპერულ გუნდში და რატომ არის ხარისხის კონტროლი გადამწყვეტი ნებისმიერი წარმატებული სისტემის შესაქმნელად.

QA ტესტერი - ადამიანი, რომელიც ხარისხზე აგებს პასუხს სანამ მომხმარებელი ვებგვერდს ეწვევა, ღილაკს დააჭერს ან აპლიკაციას გამოიყენებს, არსებობს ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი უკვე დეტალურად გადაამოწმა. ამ პროფესიას QA ტესტერი ჰქვია. აბრევიატურა QA (Quality Assurance) ხარისხის უზრუნველყოფას ნიშნავს და მისი მთავარი მიზანია, პროგრამა მუშაობდეს შეცდომების გარეშე, არ გაითიშოს და მომხმარებლი

ШАГ логотип

შენ ქმნი სისტემას მონაცემთა ბაზების სპეციალისტი ვინც ინახავს ყველაფერს, რაც ვებსივრცეში არსებობს

გაიგე, როგორ მუშაობს ციფრული სამყაროს მეხსიერება და რა როლს ასრულებს მონაცემთა ბაზების სპეციალისტი თანამედროვე ტექნოლოგიებში. სტატიაში მიმოხილულია ინფორმაციის შენახვისა და მართვის პრინციპები, SQL და NoSQL სისტემებს შორის განსხვავება და ის გზა, რომელსაც სტუდენტები IT აკადემია STEP-ში ამ მოთხოვნადი პროფესიის დასაუფლებლად გადიან.

ვინ ინახავს შენს პროფილს სოციალურ ქსელში, შენს ფოტოებს თუ კალათაში გადადებულ პროდუქტებს? ყველაფერი, რაც ვებსივრცეში „არსებობს“, სინამდვილეში კარგად ორგანიზებულ ციფრულ საცავებში - მონაცემთა ბაზებში ინახება. სწორედ ამ სისტემების შექმნაზე, განახლებასა და ოპტიმიზაციაზე მუშაობს მონაცემთა ბაზების სპეციალისტი, რომელიც ციფრული ინფორმაციის უსაფრთხოებასა და ხელმისაწვდომობას

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა