IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

რატომ ცვლიან ტექნოლოგიური კომპანიები ლოგოებს?

22.09.2021

677 დათვალიერება

პასუხი ინდივიდუალური, თუმცა ამავდროულად ზოგადია. იმიტომ, რომ დროსთან ერთად, ჩვენს გარშემო ყველაფერი იცვლება. გამონაკლისი არც ის მსხვილი კომპანიებია, რომელთა ლოგოს გასახსენებლად არანაირი რეკლამა აღარ გვჭირდება, რადგან მათ ჩვენს ცხოვრებაში უკვე დაიმკვიდრეს თავი.

 

ტექნოლოგიური კომპანიები, როგორც ყველა სხვა სფეროში მოღვაწე კომპანია, მუდმივად ცდილობენ საკუთარ მომხმარებლებზე იზრუნონ და მათ განახლებული პროდუქტი/მომსახურება შესთავაზონ. შესაბამისად, პროდუქტის გაუმჯობესებასთან ერთად საჭიროა ბრენდის ვიზუალის - ლოგოების ცვლილებაც.

#სტეპი წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილი, ტექნოლოგიური კომპანიების ლოგოების ევოლუციას დასაწყისიდან დღემდე.


1.  კომპანია  DELL

 

 

კომპიუტერების მწარმოებელმა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Dell 1984 წელს დაარსდა. ლოგოს ხშირი ცვლილებით ის არ გამოირჩვეა. კომპანიამ 2016 წელს გადაწყვიტა ბრენდის ლოგო რაიმე არაორდინალური და უცხო შტრიხით განახლებულიყო, რომელიც მომხმარებელს დაამახსოვრდებოდა. ბრენდის დიზაინერებმა უბრალოდ დახარეს ასო ,,E’’.


2. Microsoft 

 

 

მულტინაციონალურმა კომპიუტერული ტექნოლოგიების კომპანია Microsoft-მა გადაწყვიტა კორპორაციის პროდუქტები ლოგოს ფერთა გამაში გამოეტანა.
კომპანიის ლოგოში წითელი კვადრატი კომპანიის მიერ შექმნის საოფისე პროგრამებს აღნიშნავს, მწვანე - თამაშებს, ცისფერი -Windows -ს, ხოლო ყვითელი კომპანიის საძიებო სისტემის, Bing-ის აღმნიშვნელია.


3. HP 

 


ამერიკული კომპანია The Hewlett-Packard ცნობილი როგორც HP ტექნოლოგიურ ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციაა.
კომპანიამ შეინარჩუნა მისი ლოგოსთვის დამახასიათებელი სიმარტივე. 80-იანი წლებიდან კომპანიის ბრენდინგში შემოვიდა მუქი ლურჯი ფერი, რომელიც დღემდე HP-ის პროდუქტებთან ასოცირდება.


4. Google 

 


მსოფლიოში ყველაზე დიდი და ცნობილი საძიებო სისტემის Google-ის ფერთა კომბინაცია კომპანიის პირველი სერვერის ერთ-ერთ ნაწილს უკავშირდება.
Google-ის პირველი სერვერის ერთი მხარე ლეგოს ფერადი სათამაშო კუბებისგან იყო აწყობილი, რომელშიც ლურჯი, წითელი, ყვითელი და მწვანე ფერი ფიგურირებდა.

5 Intel  

 


კორპორაცია ,,ინტელი’’ 1968 წელს დაფუძნდა. მუქი ლურჯი ფერი, რომელიც სტაბილურობას, სიმშვიდეს, სანდოობასა და ლოიალურობას გამოხატავს კომპანიის ბრენდინგში დაარსების დღიდან ფიგურირებს.
2020 წელს კომპანიამ გადაწყვიტა, ტრადიციულად მარტივი შრიფტით შეინარჩუნოს ლოგოს კონცეფცია და უკვე შავი ფერით გააგრძელოს მოღვაწეობა ტექნოლოგიურ ბაზარზე.

6. Facebook 

 


მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ის ლოგო რადიკალურად არ შეცვლილა, თქვენ ალბათ ვერც კი შეამჩნევდით, რომ ყოველი ცვლილების დროს იგი მინიმალისტური ხდებოდა. მცირე სიახლე რაც ლოგომ განიცადა მხოლოდ და მხოლოდ ლურჯი ოთხკუთხედის ჩრდილები და ფონტი იყო.

ლოგოს ფერი მარკ ცუკერბერგმა შეარჩია. მარკი ვერ ასხვავებს წითელსა და მწვანეს, ამიტომ მხედველობის ნაკლოვანების გამო, ფერების აღსაქმელად მან ლურჯი ფერი შეარჩია.

7. IBM 

 


კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია IBM-ის თანამშრომლები მუდმივად ატარებენ ცისფერ უნიფორმას, რის გამოც კომპანიას ,,ცისფერ გიგანტს’’ უწოდებენ.ცნობილი ზოლები, რომელსაც კომპანიის ამჟამინდელ ლოგოში ვხედავთ, 1966 წლიდან დაინერგა, რაც კომპანიის სწრაფად ზრდას ნიშნავს.

8. Samsung 

 


დღეისათვის “სამსუნგი“ 80-მდე კომპანიას მოიცავს და საქონელს და მომსახურებას თითქმის ყველა დარგში აწარმოებს. მის თავდაპირველ ლოგოზე გამოსახული სამი ვარსკვლავი სიტყვის აღმნიშვნელი სიმბოლიკაა.
კომპანია კორეელმა ბიზნესმენმა ლი ბონ ჩოლიმ დააარსა. კორეულად სიტყვა ,,სამსუნგი’’ სამ ვარსკვლავს ნიშნავს. დამფუძნებლის იდეით, მას სურდა კომპანია გამხდარიყო ისეთივე ძლიერი და მარადიული, როგორც ვარსკვლავები ცაში.

9. Amazon 

 


ამაზონის ცნობილი ნარინჯისფერი ისარი, რომელიც ლოგოს მთავარ კონცეფციას ატარებს კომპანიის ყველა პროდუქტს აღნიშნავს. ისარი სწორედ ,,A’’ ასოდან ,,Z’’- მდეა დასმული, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ამაზონი მომხმარებელს ყველა დასახელების პროდუქტს სთავაზობს - A დან Z მდე.

10. Photoshop 

 


ფოტოშოპი უკვე 30 წელზე მეტია გრაფიკული დიზაინისთვის განკუთვნილ პროგრამებს შორის ლიდერის პოზიციას იკავებს.
მისი ლოგოს ცვლილებები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც თავად პროგრამა. ლოგოზე აღნიშნული ასოები იცვლება უფრო მრგვალი, მარტივი ფორმისკენ.
 

შემოგვიერთდი სტეპში და დაეუფლე ახალ პროფესას ჩვენთან .

ისწავლე გრაფიკა და დიზაინი - დარეგისტრირდი დღესვე.



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა