IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

რისთვის გამოყენება Python?

10.10.2021

2766 დათვალიერება

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი პითონი გამოგონილი იქნა ჰობის სახით (სახელი მონტი პითონის გამო დაერქვა) ახლა ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ფართოდ გავრცელებული პროგრამირების ენაა, WWW და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების გარდა, მონაცემთა ანალიზისთვის, მანქანური სწავლებისთვის და უკვე დიზაინისთვისაც Python აქტიურად გამოიყენება

 

Python – საფუძვლები

სანამ დეტალურად განვიხილავთ, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ Python-თან ერთად, მოდით გამოვყოთ ზოგიერთი აუცილებელი საკითხი. თუ გსურთ პროგრამირების ენის შესწავლა, ეს საფუძვლები დაგეხმარებათ გაიგოთ, რატომ შეიძლება იყოს Python შესანიშნავი არჩევანი.

 

Python 1992 წელს შეიქმნა, ის ობიექტზე ორიენტირებული (მონაცემთა საფუძველზე), მაღალი დონის (ადვილად გასაგები) პროგრამირების ენაა, ძალიან ინტუიციურია და საინტერესო, კოდირების იდეალური ენაა მათთვის, ვისაც სწრაფი განვითარება სურს.

 

თუ დაინტერესდებით და მოიკვლევთ ინფორმაციას თუ ვინ მიმართავს Python-ს გამოყენებას, აღმოაჩენთ, რომ მსოფლიოს უდიდესი ორგანიზაციები აქტიურად იყენებენ ამ ენას სხვადასხვა ფორმით. NASA, Google, Netflix, Spotify და მრავალი სხვა...

 

TIOBE ინდექსის მიხედვით, რომელიც ყოველწლიურად ზომავს პროგრამირების ენების პოპულარობას, 2021 წელს Python არის მესამე ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენა მსოფლიოში, ჩამორჩება მხოლოდ Java-ს და C-ს.

 

Python-ის პოპულარობის გასამატთლებლად რამოდენიმე მკაფიო არგუმენტი არსებობს, მათ შორის:

  • გამოყენების სიმარტივე. კოდირებისა და პროგრამირების სფეროში ახალბედებისთვის Python შესანიშნავი პირველი ნაბიჯია. მისი შესწავლა შედარებით ადვილია, რაც შესანიშნავიაა თქვენი ცოდნის დონის სწრაფად გასაღრმავებლად.
  • მისი მარტივი სინტაქსი. Python მარტივი წასაკითხი და გასაგებია, რადგან მისი სინტაქსი უფრო ინგლისურს ჰგავს. მისი პირდაპირი განლაგება ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ გაიგოთთ რას აკეთებს თითოეული კოდის სტრიქონი.
  • აქტიური საზოგადოება. რადგან ის ღია წყაროს ენაა, ნებისმიერს შეუძლია გამოიყენოს Python კოდირებისთვის. უფრო მეტიც, არსებობს არაერთი ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერს და ავითარებს ეკოსისტემას, ამატებს საკუთარ წვლილს და ბიბლიოთეკებს.
  • მისი მრავალმხრივობა. რაც უფრო დეტალურად განვიხილავთ, გავიგებთ, რომ Python-ის მრავალი გამოყენება არსებობს. დაინტერესებული ხართ მონაცემების ვიზუალიზაციით, ხელოვნური ინტელექტით თუ ვებ განვითარებით, შეგიძლიათ ამ ენის გამოყენება ყველა მიმართულებით

 

რატომ უნდა ვისწავლოთ Python? 

ამრიგად, ჩვენ ვიცით, რატომ არის Python ასეთი პოპულარული, მაგრამ, რატომ უნდა ისწავლოთ მისი გამოყენება? გარდა ზემოთ ხსენებული გამოყენების სიმარტივისა და მრავალფეროვნებისა,

 

Python-ის სწავლის რამდენიმე კარგი მიზეზი არსებობს:

  • Python-ის დეველოპერები ყველგან მოთხოვნადი არიან. ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკაში, რუსეთში, ჩინეთში, დიდ ბრიტანეთში და საქართველოშიც კი დამსაქმებლების მხრიდან დიდი მოთხოვნაა იმ ადამიანებზე, ვისაც Python-ის კარგი უნარები და გამოცდილება აქვს. თუ იწყებთ კარიერას ან არსებულის შეცვლა გსურთ, ეს შეიძლება იყოს უმნიშვნელოვანესი ცოდნა, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროთ უკეთესი ცხოვრებისკენ სავალ გზაზე
  • პითონის ათვისება მიგიყვანთ მაღალანაზღაურებად კარიერამდე. მონაცემები გვეუბნებიან, რომ მინიმალური წლიური ხელფასი მათთვის, ვისაც Python-ის უნარი აქვს, დაახლოებით 65,900 ფუნტია დიდ ბრიტანეთში, ხოლო $ 108,000 ამერიკაში.
  • არსებობს ბევრი სამუშაო შესაძლებლობა. იმის გათვალისწინებით, რომ Python შეიძლება გამოყენებულ იქნას ბევრ ახალ ტექნოლოგიაში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და მონაცემთა ანალიტიკა, დიდი ალბათობით, ეს არის მომავლის უნარი. Python სწავლა ახლა შეიძლება სასარგებლო იყოს თქვენი სამომავლო კარიერისთვის.

 

რა დრო სჭირდება Python-ის სწავლას?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვა ენებთან შედარებით, Python შედარებით სწორხაზოვანი პროგრამირების ენაა, საფუძვლების შესწავლა შესაძლებელია 6-8 კვირაში.

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

 

კონკრეტულად რისთვის გამოიყენება Python?

ჩვენ უკვე შევეხეთ ზოგიერთ სფეროს, რომელშიც პითონი აქტიურად გამოიყენება, ქვემოთ უფრო დეტალურად განვიხილავთ ხსენებულ მიმართულებებს

 

1. ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება 

პითონი სტაბილური, მოქნილი და მარტივი პროგრამირების ენაა, იდეალურია მანქანური სწავლების (ML) და ხელოვნური ინტელექტის (AI) პროექტებისთვის. მონაცემთა მეცნიერებისთვის პითონი ერთ-ერთი ფავორიტი ენაა, მანქანური სწავლების და ხელოვნური ინტელექტის უამრავი ბიბლიოთეკებითა და პაკეტებით

 

2. მონაცემთა ანალიტიკა 

ისევე როგორც ხელივნური ინტელექტი და მანქანური სწავლება, მონაცემთა ანალიზი კიდევ ერთი სწრაფად განვითარებადი სფეროა, რომელიც იყენებს Python პროგრამირებას. იმ დროს, როდესაც ჩვენ ვქმნით უფრო მეტ მონაცემს, ვიდრე ოდესმე, არსებობს მოთხოვნა მათზე, ვისაც შეუძლია ინფორმაციის შეგროვება, მათით მანიპულირება და ორგანიზება. 

 

Python-ის გამოყენება მონაცემთა მეცნიერებისა და ანალიტიკისთვის ლოგიკურია. ენა ადვილად შესასწავლი და სამუშაოდ საკმაოდ მოქნილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შედარებით სწრაფი და ადვილი გამოსაყენებელია მონაცემების გასაანალიზებლად. დიდი რაოდენობით ინფორმაციასთან მუშაობისას, ეს სასარგებლოა მონაცემების მანიპულირებისთვის და განმეორებითი დავალებების შესასრულებლად.

 

 

3. მონაცემთა ვიზუალიზაცია 

მონაცემთა ვიზუალიზაცია არის კიდევ ერთი პოპულარული და განვითარებადი ინტერესის სფერო. ისევ და ისევ, ის Python-ის სიძლიერეში დიდ როლს თამაშობს. ისევე როგორც მისი მოქნილობა და ის ფაქტი, რომ ღია წყაროს ენაა, Python გვთავაზობს სხვადასხვა სახის გრაფიკულ ბიბლიოთეკას ყველა სახის მახასიათებლით.

 

4. აპლიკაციების პროგრამირება 

თქვენ შეგიძლიათ დაპროგრამოთ ბევრი სახის აპლიკაცია Python-ის გამოყენებით. ზოგადი დანიშნულების ენა შეიძლება გამოყენებულ იქნას ფაილების დირექტორიების წასაკითხად და შესაქმნელად, GUI და API-ების შესაქმნელად და სხვა. იქნება ეს ბლოკჩეინის აპლიკაციები, აუდიო და ვიდეო აპლიკაციები თუ მანქანური სწავლების აპლიკაციები, თქვენ ყოველი მათგანის შექმნა შეგიძლიათ Python-ით.

 

5. ვების განვითარება 

Python იდეალური არჩევანია ვებ განვითარებისათვის. ეს მეტწილად განპირობებულია იმით, რომ არსებობს Python-ის ვებ განვითარების მრავალი ჩარჩო, საიდანაც შეგიძლიათ აირჩიოთ, მაგალითად, Django, Pyramid და Flask. ეს ჩარჩოები გამოყენებულია ისეთი საიტებისა და სერვისების შესაქმნელად, როგორიცაა Spotify, Reddit და Mozilla.

 

ფართო ბიბლიოთეკების და მოდულების წყალობით, რომლებიც მოყვება Python-ის ჩარჩოებს, ფუნქციები, როგორიცაა მონაცემთა ბაზებთან წვდომა, კონტენტის მენეჯმენტი და მონაცემთა ავტორიზაცია, ყველაფერი ეს შესაძლებელი და ადვილად ხელმისაწვდომია. მისი მრავალმხრივობის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ Python ასე ფართოდ გამოიყენება ვებ განვითარებაში.

 

6. თამაშების განვითარება 

მიუხედავად იმისა, რომ თამაშის განვითარების ინდუსტრიული სტანდარტისგან შორს არის, Python-ს თავისი გამოყენება აქვს ინდუსტრიაში. შესაძლებელია მარტივი თამაშების შექმნა პროგრამირების ამ ენის გამოყენებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება იყოს სასარგებლო ინსტრუმენტი პროტოტიპის სწრაფად განვითარებისათვის. ანალოგიურად, Python-ში შესაძლებელია გარკვეული ფუნქციები (როგორიცაა ‘დიალოგის ხის’ შექმნა).

 

 

7. ენის განვითარება

Python-ის ელეგანტური დიზაინი და სინტაქსი ნიშნავს, რომ მან შთააგონა ახალი პროგრამირების ენების შექმნა. ისეთი ენები, როგორიცაა Cobra, CoffeeScript და Go ყველა იყენებს Python-ის მსგავს სინტაქსს - თუ თქვენ სულ ახალი ხართ პროგრამირების სფეროში, Python-ის გაგება დაგეხმარებათ სხვა სფეროების უფრო მარტივად აღქმაში

 

8. ფინანსები 

Python სულ უფრო მეტად გამოიყენება ფინანსების სამყაროში, ხშირად ისეთ სფეროებში, როგორიცაა რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზი. ეს შეიძლება იყოს ღირებული ინსტრუმენტი აქტივების ფასების ტენდენციებისა და პროგნოზების განსაზღვრისას, ასევე მონაცემთა სხვადასხვა წყაროების მუშაობის პროცესის ავტომატიზაციისათვის.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Python იდეალური ინსტრუმენტია დიდ მონაცემთა ნაკრებთან სამუშაოდ, უამრავი ბიბლიოთეკაა ხელმისაწვდომი ინფორმაციის შედგენისა და დამუშავების ხელშესაწყობად. შესაბამისად ერთ-ერთი ფავორიტი ენაა ფინანსურ ინდუსტრიაში.

 

9. SEO

კიდევ ერთი, ოდნავ გასაკვირი პუნქტია საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის სფერო (SEO). ეს ის სფეროა, რომელიც ხშირად სარგებლობს ავტომატიზაციით, რაც რა თქმა უნდა შესაძლებელია Python-ის საშუალებით. იქნება ეს ცვლილებების განხორციელება მრავალ გვერდზე თუ საკვანძო სიტყვების კატეგორიზაცია, Python ამაში დაგეხმარებათ.

 

განვითარებადი ტექნოლოგიები, როგორიცაა ბუნებრივი ენის დამუშავება (NLP) ასევე სავარაუდოდ იქნება შესაბამისი SEO-სთან მომუშავეებისთვის. Python შეიძლება იყოს მძლავრი ინსტრუმენტი ამ NLP უნარების გამომუშავებისა და იმის გაგებაში, თუ როგორ ეძებენ ადამიანები რაიმეს ინტერნეტში და როგორ აბრუნებენ საძიებო სისტემები შედეგებს.

 

10. დიზაინი

როდესაც ვკითხულობთ "რისთვის გამოიყენება Python?“ თქვენ ალბათ არ ელოდით, რომ ამაზე ერთ-ერთი პასუხი დიზაინი იქნებოდა. თუმცა, Python შეიძლება გამოყენებულ იქნას გრაფიკული დიზაინის აპლიკაციების შესაქმნელად. გასაკვირია, რომ ენა გამოიყენება 2D გამოსახულების პროგრამული უზრუნველყოფის მთელ სპექტრში, როგორიცაა Paint Shop Pro და Gimp. Python კი გამოიყენება 3D ანიმაციის პროგრამულ უზრუნველყოფაშიც, როგორიცაა Lightwave, Blender და Cinema 4D, რაც აჩვენებს რამდენად მრავალმხრივია ეს ენა.

 

Python პროექტები დამწყებთათვის 

ჩვენ უამრავი ინფორმაცია მოგაწოდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მოთხოვნადია და სად გამოიყენება პროგრამირების ენა პითონი. დროა დაიწყოთ თქვენი ცოდნის გაღრმავება და განვითარება

 

გამოსცადეთ საკუთარი შესაძლებლობები პროგრამირებაში:

  • ააშენეთ რაიმე მარტივი თამაში
  • შექმენით Python კალკულატორი
  • დაწერეთ მარტივი, ინტერაქტიული ქვიზი
  • ააწყეთ ჭკვიანი მაღვიძარა

 

მას შემდეგ რაც დაეუფლებით Python-ის საფუძვლებს, საჭიროა ბევრი პრაქტიკა! თითოეულ პროექტს შეუძლია დაგაყენოთ გამოწვევის წინაშე და დაგეხმაროთ უკვე ნასწავლი უნარების დახვეწაში.

 

შეჯამება

როგორც ხედავთ, ამ პროგრამული ენისთვის ბევრნაირი გამოყენება არსებობს, ფართო დამხმარე ქსელით და ბიბლიოთეკების მრავალფეროვანი ასორტიმენტით - Python-ი ყველა ინდუსტრიაში საჭირო მომავლის მოთხოვნადი უნარია.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რა სჭირდება თანამედროვე მარკეტერს ფსიქოლოგია, ხელოვნური ინტელექტი და სხვა

თანამედროვე მარკეტინგი უკვე მხოლოდ რეკლამა აღარ არის. წარმატებულ მარკეტერს სჭირდება ფსიქოლოგიის ცოდნა, AI ინსტრუმენტების გამოყენება, კონტენტის შექმნის უნარი და აუდიტორიის ქცევის ანალიზი. გაიგე, რატომ გახდა ეს უნარები დღეს აუცილებელი და როგორ ცვლის ტექნოლოგია მარკეტინგის სფეროს.

მარკეტინგი მხოლოდ რეკლამა აღარ არის დღეს მარკეტინგი მხოლოდ ლამაზი პოსტის ან რეკლამის შექმნას აღარ ნიშნავს. თანამედროვე მარკეტერს უკვე სჭირდება იმის ცოდნა, როგორ ფიქრობს ადამიანი, რა იწვევს ინტერესს, რატომ იღებს მომხმარებელი გადაწყვეტილებას და როგორ მოქმედებს ტექნოლოგია ამ პროცესზე. სწორედ ამიტომ, მარკეტინგი აერთიანებს ფსიქოლოგიას, ანალიტიკას, კონტენტს და ხელოვნურ ინტ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

განვითარდი და განავითარე: რატომ არის ცოდნის გაზიარება წარმატების გასაღები

რატომ არის ცოდნის გაზიარება თანამედროვე სამყაროში წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღები? გაიგე, როგორ ეხმარება გამოცდილების გაცვლა ადამიანებს განვითარებაში, პროფესიული ურთიერთობების შექმნასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში.

ცოდნა, რომელიც მხოლოდ შენთან რჩება - არ იზრდება დღეს სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები და პროფესიები მუდმივად იცვლება, მხოლოდ ინფორმაციის მიღება უკვე საკმარისი აღარ არის. თანამედროვე გარემოში განსაკუთრებით ფასდება ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ თავად სწავლობენ, არამედ საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და იდეებს სხვებსაც უზიარებენ. სწორედ ამიტომ, ცოდნის გაზიარება დღეს ერთ-ერ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

ზრდასრულთათვის

პროფესიები, რომლებიც ხვალ აღარ იარსებებს მზად ხართ ცვლილებებისთვის?

რომელი პროფესიები შეიცვლება მომავალში და როგორ მოვამზადოთ ბავშვები სამყაროსთვის, სადაც ცვლილება ყოველდღიურობად იქცა? წაიკითხეთ, რატომ აღარ არის მთავარი კონკრეტული პროფესიის არჩევა და რატომ გახდა მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც ნებისმიერ მომავალს მოერგება.

მომავალი უკვე შეიცვალა - უბრალოდ ბევრმა ჯერ ვერ შეამჩნია რამდენიმე წლის წინ თუ ვინმე გეტყოდათ, რომ ხელოვნური ინტელექტი ტექსტებს დაწერდა, დიზაინს შექმნიდა, ვიდეოებს დააგენერირებდა ან ადამიანების ნაწილ სამუშაოს ავტომატურად შეასრულებდა - ალბათ რთული დასაჯერებელი იქნებოდა. თუმცა დღეს ეს უკვე რეალობაა. დღეს სამყარო იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე ოდესმე. ტექნოლოგიები ყოველდღ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ინდუსტრია 5.0 უკვე აქ არის: რას ნიშნავს ადამიანის და ტექნოლოგიის თანაცხოვრება?

ინდუსტრია 5.0 უკვე რეალობაა - ეპოქა, სადაც ადამიანი და ტექნოლოგია ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ბლოგში გაიგებ, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე პროფესიებს, რატომ ხდება ტექნოლოგიური უნარები აუცილებელი თითქმის ყველა სფეროში და რა შესაძლებლობებს ქმნის მომავლის სამყაროში AI-სთან ერთად მუშაობა.

რამდენიმე წლის წინ ტექნოლოგიები ადამიანებისთვის უბრალოდ ხელსაწყო იყო. დღეს კი ისინი უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია - მუშაობაში, სწავლაში, კომუნიკაციაში და გადაწყვეტილებების მიღებაშიც კი. მსოფლიო სწრაფად გადავიდა Industry 4.0-დან ახალ ეტაპზე - Industry 5.0-ზე. თუ Industry 4.0 ძირითადად ავტომატიზაციასა და მანქანების ეფექტურობას ეხებოდა, Industry 5.0 უკვე ადამიანსა და ტექნოლოგიას შორის თანამშ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა