IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

რატომ უნდა ვიმუშაოთ IT ინდუსტრიაში?

.

17.07.2023

714 დათვალიერება

21-ე საუკუნეში ადამიანებს კარიერის შეცვლა ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ახლა უკვე აღარ არის საჭირო, რომ მთელი ცხოვრება ერთ ინდუსტრიაში, ერთ პოზიციაზე იმუშაოთ. U.S Bureau of Labor-ის მიხედვით, ამერიკის მოქალაქე საპენსიო ასაკამდე 12-ჯერ მაინც იცვლის კარიერას და მსოფლიოს მასშტაბით, ეს რიცხვი მეტ-ნაკლებად ცვალებადია. ამიტომაც, თუ თქვენი ახლანდელი სამუშაო გარემოთი არ ხართ კმაყოფილი და რაიმე ახალს ეძებთ, IT ინდუსტრია შეიძლება თქვენთვის იყოს.

 

გაეცანით 6 მიზეზს, თუ რატომ უნდა იმუშაოთ IT ინდუსტრიაში:

 

 

 

1. IT პროფესიონალებზე მოთხოვნა მაღალია:

 

IT პროფესიონალებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, 2022 წლის დეკემბერში, მხოლოდ ა.შ.შ-ს ბაზარზე 250 000-ე მეტი IT ვაკანსია განათავსეს. და, რაც უფრო ციფრული გახდება ჩვენი სამყარო, მით უფრო გაიზრდება ეს რიცხვი. ამიტომაც, თუ კარიერის ცვლილება გსურთ, მაგრამ ჯერ არ იცით IT-ის რომელი მიმართულება გაინტერესებთ, Cyberstates-ზე შეგიძლიათ გაეცნოთ, თუ რა ხდება IT შრომით ბაზარზე

 

2. არ არის საჭირო იყოთ მათემატიკის გენიოსი:

 

IT ინდუსტრიაში სამუშაოდ საჭირო არ არის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების იდეალური ცოდნა. რეალურად, IT ინდუსტრიის სპეციალისტებს სჭირდებათ კონკრეტული ტექნიკური და მოქნილი უნარები. ამიტომაც, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ კარგად გამოგდიოდეთ კომუნიკაცია, პროექტების მენეჯმენტი და პრობლემების გადაჭრა.

 

რაც შეეხება ტექნიკურ ცოდნას, მისი შესწავლა მარტივია სამუშაო ეთიკითა და შრომისმოყვარეობით. ამიტომაც, თუ გაქვთ მოტივაცია, რომ შეიცვალოთ კარიერა და ახალ ინდუსტრიაში გადახვიდეთ, შეისწავლეთ კოდირება, კიბერუსაფრთხოება, კომპიუტერული სისტემების უზრუნველყოfა ან ის მიმართულება, რომელიც თქვენი სასურველი სამსახურისთვის არის საჭირო.

 

3. IT პროფესიონალებს აქვთ მაღალი შემოსავალი:

 

ყველასთვის ცნობილია, რომ IT ინდუსტრიას მაღალი სახელფასო დიაპაზონი ახასიათებს. IT პროფესიონალის წლიური შემოსავალი, სხვა ინდუსტრიებზე საშუალოდ 50%-ით მაღალია. იმის მიუხედავად, რომ ანაზღაურება დამოკიდებულია პოზიციასა და ლოკაციაზე, კარიერული წინსვლა და ახალ პოზიციაზე გადასვლა მარტივია. ამიტომაც, თუ თქვენ ეძებთ ისეთ ინდუსტრიას, რომელშიც სტაბილურად ზრდადი შემოსავალი გექნებათ, IT სამყარო თქვენთვისაა.

4. IT სავსეა ახალი გამოწვევებით:

 

IT ინდუსტრია დინამიკურია, ამიტომაც წარმატების მისაღწევად ადვილად ადაპტირების უნარი აუცილებელია. ერთი რამ ცხადია, რომ ტექნოლოგიები განვითარებას და ცვლილებებს მუდმივად განაგრძობს, ამიტომაც, თქვენი სამსახური მოსაწყენი არასდროს იქნება. იმის შანსი თითქმის არ არსებობს, რომ წლების განმავლობაში, ყოველდღე ერთ საქმეს გააკეთებთ. როგორც IT პროფესიონალს, თქვენ მოგიწევთ, რომ ინდუსტრიას და ახალ ტექნოლოგიებს ფეხი აუწყოთ. ამიტომაც, თუ გიყვართ სწავლა და ახალი გამოწვევები, IT-ი თქვენთვის შესაფერისი ადგილია.

 

5. IT ყველა ინდუსტრიაში მუშაობის შესაძლებლობას იძლევა:

 

IT-ში მუშაობა არ ნიშნავს, რომ თქვენ უცილებლად სტარტაპისთვის ან ტექნოლოგიური კომპანიისთვის იმუშავებთ. IT სპეციალისტები ყველა ინდუსტრიას სჭირდება - კერძოს, საჯაროს, თუ არაკომერციულ სექტორს. IT ცოდნით თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ უნივერსიტეტებში, კინო ან მუსიკალურ ინდუსტრიაში, საერთაშორისო ორგანიზაციებში და სხვა.

 

6. Work-Life ბალანსი არასოდეს იქნება პრობლემა:

 

ბევრი IT კომპანია სტანდარტულ სამუშაო კვირას მიჰყვება, თუმცა მრავალი მათგანი დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობასაც მოგცემთ. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქნილი გრაფიკით შეძლებთ მუშაობას. ამიტომაც, IT-ის რომელ მიმართულებასაც არ უნდა მიჰყვეთ, work-life ბალანსი პრობლემა არასდროს არ იქნება. თქვენ შეძლებთ იცხოვროთ ნაკლებად სტრესულ გარემოში, მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.

 

ასევე, ცნობილია, რომ ტექ.კომპანიები თანამშრომლებს ყველაზე კომფორტულ პირობებს უქმნის. ასეთ კომპანიებში შეხვდებით უფასო სადილს, გასართობ და რეკრეაციულ ზონებს ან დასაძინებელ ოთახს.

 

 

თუ კარიერის ცვლილებას გეგმავთ ang ფიქრობთ , გახსოვდეთ, რომ უდმივად ცვალებადი ნოვაციებით, გამოწვევებითა დdata საძლებლობებით.

 

 

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა