IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

Windows 11: პერსონალური კომპიუტერის ახალი ერა!

18.10.2021

515 დათვალიერება

მნიშვნელოვანი ეტაპი პერსონალური კომპიუტერების ისტორიაში. Windows 11 სრული განახლებით უკვე უფასოდ ხელმისაწვდომი გახდა! 

 

1985 წლიდან დღემდე, Windows ინოვაციის მამოძრავებელი ძალაა. ეს ლეგენდარული პლატფორმა შექმნილია თითოეული ჩვენთაგანის კომფორტისთვისთვის, ის ყოველდღიურად მილიარდზე მეტ ადამიანს ეხმარება სამუშაოს შესრულებასა და ოცნებების ახდენაში, საყვარელ ადამიანებთან დაკავშირებაში, სიახლეების შეცნობაში და ა.ს.შ..

 

ახალი Windows 11-ი კიდევ უფრო მეტ კომფორტს გვპირდება, სისტემის მიზანია დაგაახლოვოთ სანუკვარ მიზნებთან, უზრუნველყოფს სიმშვიდესა და გახსნილობას. ქმნის ადგილს სადაც თავს გრძნობთ, როგორც სახლში. 11 ვერსია წინამორბედებზე უსაფრთხოა და ფუნქციონირებს ცენტრალიზებულად, თქვენს ირგვლივ...

 

ახალი კომპიუტერის შესაძენად უკეთესი დრო არასდროს ყოფილა, როგორც ახლა

სექტემბრის განმავლობაში უამრავი ახალი მოწყობილობა (გაჯეტები) გამოვიდა Windows 11–ის ახალი სისტემით,  ASUS, HPLenovo და Surface–ის გუნდისგან. Acer, Dell, Samsung და სხვა პარტნიორები ასევე აპირებენ საოცარი ახალი მოწყობილობების შექმნას. თითოეული პარტნიორს გადამწყვეტი როლი აქვს Windows 11-ის რეალიზების და წარმატების თვალსაზრისით, რადგან მხოლოდ სისტემა ვერაფერს ვერ შეცვლის მოხერხებული "გაჯეტების" გარეშე

 

ფაქტია, რომ არცერთ სხვა ეკოსისტემას არ გააჩნია Windows მსგავსი სიდიდე და მასშტაბი და ძალა რომ სრულიად დააკმაყოფილოს ადამიანის მოთხოვნილებები, იქნებიან ეს: შემოქმედებითი ადამიანები, დეველოპერები, სტუდენტები და პედაგოგები, ბიზნესი და მოთამაშეები ნებისმიერი ფასით და ნებისმიერი ფორმ-ფაქტორით. 

 

თქვენი სისტემის განახლება თუ არ კეთდება, როგორ მოვიპოვოთ Windows 11 სრული პაკეტი დღესვე?

  • საუკეთესო გზაა შეიძინოთ Windows 11-ით წინასწარ დაინსტოლირებული ახალი "გაჯეტი" ან კომპიუტერი Windows.com -ზე
  • შეიძინეთ პერსონალური კომპიუტერი ლიცენზირებული Windows 10-ით , რომელიც ექვემდებარება უფასო განახლებას Windows.com-ზე შესვლით
  • გამოიყენეთ PC Health Check app, რათა შეამოწმოთ თქვენი მიმდინარე Windows 10-ის პერსონალური კომპიუტერი, ექვემდებარება თუ არა უფასო განახლებას, აქვე დადგინდება ზუსტი მიზეზიც თუ განახლება არ კეთდება.
  • თუ დაინტერესდებით Windows 11-ის განახლების შესახებ უფრო სიღრმისეულად, იხილეთ Windows Blog post

 

დღეს სახეზეა Windows 11 მოწყობილობების, ფორმ-ფაქტორების და სილიციუმის უპრეცენდენტოდ ფართო არჩევანი Acer, AMD, ASUS, Dell, HP, Intel, Lenovo, Qualcomm, Samsung და Surface პარტნიორებისგან.

იხილეთ რამდენიმე გასაოცარი ახალი პერსონალური კომპიუტერი, რომელიც სულ ახლახანს გამოვიდა: 

 

  • ეკო-მეგობრული Acer Aspire Vero მოიცავს პოსტ-სამომხმარებლო რეციკლირებულ პლასტმასას, რომელიც როგორც ჩარჩოშია და ასევე კლავიატურაში, 100% რეციკლირებულ შეფუთვასა და პროცესორს IntelCore i7-მდე.
  • ASUS ProArt Studiobook Pro 16 OLED, არის წარმოუდგენლად მძლავრი ლეპტოპი, რომელსაც შეუძლია კომპლექსური CAD მოდელების მმართვა, 3D პროდუქტის დიზაინი და მაღალი რეზოლუციის ვიდეო რედაქტირება
  • HP ENVY 34 All-in-One Desktop PC რევოლუციური ულტრა-ფართო 5K დისპლეითი, რომელიც აცოცხლებს Windows 11 Snap Layout-ს მრავალი აპლიკაციის გვერდიგვერდ ხედვისთის, და ასევე მოიცავს მსოფლიოში პირველ მოხსნად მაგნიტურ კამერას 16 MP-იანი binning ტექნოლოგიით განკუთვნილი კოლაბორაციისთვის სადაც და როგორ გინდათ.
  • Lenovo Yoga Slim 7 Carbon ასევე გთავაზობთ Wi-Fi 6-ს და ინფრაწითელ (IR) კამერას ელექტრო-საკეტის გადამრთველით, რომელიც საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ ე.წ. ჰენდს-ფრი Windows Hello-ით.
  • Surface Laptop Studio, ახალი ძლევამოსილი ლეპტოპი, რომელიც მოიცავს ულტრა-გამძლე დინამიურ ქსოვილოვან ანჯამას, რაც საშუალებას გაძლევთ შეუფერხებლად გადაიყვანოთ ერთი რეჟიმიდან მეორეზე

 

და არ დაგავიწყდეთ მიჰყვეთ Windows Experience Blog უფრო მეტი საინტერესო სიახლის სანახავად

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე გრაფიკული დიზაინის შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

დაახლოება იმასთან რაც თქვენ გიყვართ

Windows 11-ს დაგაახლოებთ იმასთან რაც თქვენ გიყვართ!

 

დაწყებული Start მენიუდან დასრულებული Taskbar-ით, თითოეული ხმით, ფონტით და ხატულით, კომპანია "მაიკრსოფტის" გუნდს ნაფიქრი აქვს ყოველ პიქსელზე და დეტალზე, რათა წარმოგიდგინონ უფრო თანამდეროვე სისტემა. Start-ით ცენტრში თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ სწრაფი წვდომა თქვენი ინტერესის კონტენტზე და აპლიკაციებზე, ხოლო ღრუბლის და Microsoft 365-ის საშუალებით შეგიძლიათ მარტივად იხილოთ ის ფაილები, რომლებზეც ცოტა ხნის წინ მუშაობდით, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მოწყობილობას იყენებდით, თუნდაც ეს ყოფილიყო Android ან iOS მოწყობილობა.

 

იმისთვის, რომ სწრაფად გახვიდეთ იმ მსალაზე რომელიც გაინტერესებთ, ჩვენ წარმოგიდგენთ Widgets-ბის სისტემას, ახალი პერსონალიზირებული არხი ძალაში მოყვანილი AI-ისა და ვების მეშვეობით. თქვენი პერსონალიზირებული არხის გახსნა ერთი დაწკაპუნებით ან თითის გასმით მარცხნიდან განიჭებთ სასიამოვნო და შეუფერხებელ გამოცდილებას, ვინაიდაინ Widgets სრიალებს თქვენს ეკრანზე, როგორც მინის ფურცელი. იქნება ეს თქვენი დღის მიმოხილვა Outlook კალენდრისა და დავალებების სიის ინტეგრაციის საშუალებით, უახლესი სათაურების მოპოვება თუ ხვალინდელი ამინდის პროგნოზი, თუ თქვენი საყვარელი OneDrive ფოტო მოგონებების ნახვა, Widgets თქვენს ხელთაა, რატა მოგიტანოთ ყველაფერი რაც გიყვართ.

 

Microsoft Teams-ის ჩატი ახალი და კომფორტული გამოცდილებაა, რომელიც გაახლოებთ თქვენთვის საინტერესო ადამიანებთან. 1 დაწკაპუნებით თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ პერსონალური ანგარიში ჩატისთვის, ხმოვანი ან ვიდეო ზარისთვის მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ან სხვებთან მიუხედავად იმისა, თუ რა მოწყობილობას ან პლატფორმას იყენებენ ისინი – Windows, Mac, Android ან iOS.  Microsoft Teams არ არის მხოლოდ ხალხისთვის, ვინც ფლობს სმარტ მოწყობილობებს; თქვენს მეგობრებს და ოჯახის წევრებს შეუძლიათ ჩატში ჩაერთონ SMS ტექსტების საშუალებით. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გახსნათ Microsoft Teams -ის სრული გამოცდილება ჩატიდან, რათა სიცოცხლეში მოიყვანოთ თქვენი გეგმები ღონისძიებათა დაგეგმით, სწრაფი გამოკითხივთ, ფაილთა გაზიარებით და მეტი.

 

Windows-ში ახალი Microsoft Store დაგაახლოებთ თქვენ საყვარელ აპლიკაციებთან და გართობასთან—ყველაფერი ერთ სივრცეში. Windows-ში გამარტივდა ახალი კონტენტის მოძებნა და აღმოჩენა, აპლიკაციები ხელმისაწვდომია უკვე დღეს Microsoft Store on Windows--ზე, როგორიცაა Canva, Disney+, Zoom, Epic Game Store და მეტი. უფრო მეტის სანახავად Microsoft Store-ზე რა არის ახალი, იხილეთ ბლოგ პოსტი.

 

თქვენი პროდუქტიულობის გაძლიერება და შემოქმედებითი ენერგიების შთაგონება

Windows 11 მოიცავს ახალ მძლავრ გამოცდილებებს, რომელიც აძლიერებს თქვენს პროდუქტიულობას და გაძლევთ თქვენი შემოქმედების შთაგონებას.  
 

ჩვენ მრავალ დავალებას ვასრულებთ პერსონალურ კომპიუტერებში, იქნება ეს რამდენიმე მონიტორი და ბრაუზერის ტაბი ან დოკუმენტების რედაქტირება Word-ში ან PowerPoint-ში. Windows 11-ით, ჩვენ უფრო მარტივს გავხდით შეინარჩუნოთ თქვენი დინება Snap Layouts-ის, Groups-ის და Desktops-ის წარდგენით.

 

Snap Layouts და Groups გთავაზობთ ახალ გზებს აწარმოოთ მრავალი დავალება და ოპტიმიზირება გაუკეთოთ თქვენს წინა არსებულ ეკრანს, ისე რომ ვიზუალურად იყოს უფრო სუფთა. ახალი სამ-სვეტიანი განლაგებით უფრო დიდი ეკრანებისთვის, არასდროს არ ყოფილა უფრო მარტივი გქონდეთ იდეალურად განგლაგებული ყველა თქვენთვის საჭირო კონტენტი.

 

Desktops-იბის საშულებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ინდივიდუალური ეკრანი არსებულ ეკრანში, რომელიც გამოსახავს აპლიკაციების სხვადასხვა ნაკრებს, რაც ხელს შეგიწყობთ შეინარჩუნოთ ორგანიზებულობა და ფოკუსი, როგორც სახლში სხვადასხვა სივრცეების შექმნა, და თქვენ ასევე შეგიძლიათ თვითონ მოირგოთ თითოეული  Desktop თავისი სახელითა და ფონური სურათით.   

 

ამთვისებლობა თავიდანვე განიხილებოდა Windows 11-ის შემუშავებაში, ახალი და გადაკეთებული ფუნქციების ინკლუზიური დიზაინის მიმოხილვით. Windows 11 არის Windows-ის ყველაზე ინკლუზიური ვერსია, შექმნილი და გატესტილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ. Windows 11 სთავაზობს ნაცნობ დამხმარე ტექნოლოგიებს, როგორიცაა Narrator, Magnifier, Closed Captions და Windows Speech Recognition (ხმის ამომცნობი), რათა მხარი დაუჭიროს ყველანაირი შეზღდუდული შესაძლებლობის მქონე პირს. Windows 11-ის ამთვისებლობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის სანახავად, იხილეთ ბლოგ პოსტი.

 

გაუმჯობესდა ეკრანთან შეხების გამოცდილებები ტაბლეტის გამოყენებისას კლავიატურის გარეშე. Taskbar-ში ნახავთ უფრო მეტ სივრცეს ხატულებს შორის, დამატებითი შეხების სამიზნეებით და დახვეწილი ვიზუალური მინიშნებებით, რაც ფანჯრების ზომების რეგულირებას და მათ გადატანას უფრო ამარტივებს, ასევე დაემატა ჟესტიკულაციები.ასევე აქტიურია Windows 11 ჰაპტიკა (სწავლება ტაქტილური მგრძნობელობის შესახებ), რაც თქვენი კალმისტრის გამოყენებას უფრო მოსახერხებელს გახდის – მოგცემთ საშუალებას გაიგოთ და იგრძნოთ ვიბრაციები დაწკაპუნების და რედაქტირების ან ხატვის დროს. Surface Slim Pen 2 (გაყიდვაშია ცალკე) არის ჰაპტიკის პრაქტიკაში გამოყენების ჩინებული მაგალითი.

 

დეველოპერებისთვის, Windows 11 ახალ ინსტრუმენტებს და წყაროებს სთავაზობს

Windows 11 უფრო ღია პლატფორმა გახდა, ბევრია ნაფიქრი დეველოპმენტის პროცესის შესახებ და იმაზე თუ რა ხელსაწყოები და შესაძლებლობებია საჭირო გასაოცარი აპლიკაციების შესაქმნელად. Windows 11-ის შექმნისას გათვალისწინებულია დეველოპერები. შეგიძლიათ შექმნათ და შეიმუშვოთ აპლიკაციები ინსტრუმენტების, სტრუქტურებისა და ენების გამოყენებით. იხილეთ ბლოგ პოსტი

 

Windows 11 იდეალურია თამაშებისთვის  

Windows 11 შექმნილია თამაშებისთვის ინოვაციური ფუნქციებით, რომელსაც შეუძლია თქვენი პერსონალური კომპიუტერის თამაშის გამოცდილება სხვა საფეხურზე აიყვანოს. თუ თქვენს კომპიუტერს აქვს HDR კაბელის დისპლეი, Auto HDR ავტომატურად განაახლებს 1000-ზე მეტ DirectX 11 და DirectX 12 თამაშს მაღალ დინამიურ დიაპაზონში, რაც უზრუნველყოფს ფერების და სიკაშკაშის უფრო ფართო სპექტრს. ჩვენ გვჯერა, რომ მოთამაშეთა არჩევანი მნიშვნელოვანია, ამიტომ Windows 11 მოიცავს ავტომატური HDR ჩართვის ან გამორთვის შესაძლებლობას თითოეული ცალკეული თამაშიც მიხედვით.

 

Windows 11 ასევე მოიცავს DirectStorage–ის მხარდაჭერას, ფუნქცია, რომელიც ჩვენ პირველად შემოვიღეთ Xbox Series X და Xbox Series S კონსოლებზე. როდესაც დაწყვილებულია NVMe-ის მყარ დრაივთან და DirectX 12 GPU-თან, თამაშებს, რომლებიც ახორციელებენ DirectStorage–ს, შეუძლიათ ისარგებლონ ჩატვირთვის დროის შემცირებით და წარადგინონ თამაშის უფრო დეტალური და გაფართოებული სამყარო.

 

Windows 11 ასევე მოიცავს ჩაშენებულ Xbox-ის აპლიკაციას. მისი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ, ჩამოტვირთოთ და ითამაშოთ 100–ზე მეტი მაღალი ხარისხის კომპიუტერული თამაში Game Pass for PC-ით (იყიდება ცალკე). ახლა კი Xbox–ის ისტორიაში სამი ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა, წარმოუდგენელი თამაშების გამოშვებით, მათ შორის Age of Empires IV - 28 ოქტომბერს, Forza Horizon 5 - 9 ნოემბერს და Halo Infinite - 8 დეკემბერს. სამივე ეს თამაში ხელმისაწვდომი იქნება Xbox Game Pass Ultimate და Xbox Game Pass კომპიუტერის წევრებისთვის პირველივე დღეს. Xbox Game Pass Ultimate–ის წევრებს შეუძლიათ ასევე ითამაშონ 100–ზე მეტი Xbox კონსოლის თამაში მათ კომპიუტერზე გადმოტვირთვის ლოდინის გარეშე, Xbox Cloud Gaming–ის (Beta) სიმძლავრის წყალობით Xbox აპლიკაციით.

 

დაიწყე პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

ჰიბრიდული სამუშაო ძალის და მომავალი საკლასო ოთახების გააქტიურება 

Windows 11 არის ოპერაციული სისტემა განკუთვნილი ჰიბრიდული მუშაობისთვის და სწავლისთვის. ციფრული ტრანსფორმაციის სწრაფი დაჩქარების გამო, დღევანდელი ორგანიზაციებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოპერაციული სისტემა იყოს გამძლე და მოქნილი. ჰიბრიდულ სამუშაოზე გადასვლისას, სადაც მუშაობა მუდმივად იცვლება, უნდა გვესმოდეს ოპერაციული სისტემის უდიდესი მნიშვნელობა, რომელიც მოქნილი, თანმიმდევრული, უსაფრთხოა და მუშაობს თქვენი რითმის შესაფერისად.

 

ამიტომაც Windows 11 აგებულია თანმიმდევრული, თავსებადი და ნაცნობი Windows 10 ფუნდამენტზე, რომლის მართვაც IT-ისთვის ადვილია. დღეიდან დაწყებული, ორგანიზაციებს შეეძლებათ დაიწყონ Windows 11-ზე გადასვლა მძლავრ პერსონალურ კომპიუტერეზე და ღრუბლოვანი ტექნოლოგიის საშუალებით Windows 365-ით ან Azure Virtual Desktop-ის საშუალებით. იმისათვის, რომ გაიგოთ მეტი, თუ როგორ შეუძლია Windows 11-ს გააძლიეროს თქვენი ჰიბრიდული სამუშაო ძალა, იხილეთ Microsoft 365 ბლოგ პოსტი.

 

Windows 11 შექმნილია ჩიპიდან-ღრუბლამდე დაცულობისთვის  

იმ ადამიანებისთვის, რომლების მთელ დღეს ინტერნეტში ატარებს უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია, რამეთუ ციფრული სამყარო მთელს მათ ცხოვრებას ასახასვ, იგივე მოცემულობაა ბიზნეს სექტორში, კვლევების თანახმად 75%, VP და ზემოთ, ფიქრობს, რომ ჰიბრიდულ სამუშაოზე გადასვლა მათ ორგანიზაციას უფრო დაუცველს ხდის უსაფრთხოების საფრთხეების წინაშე.


გასულმა წელმა გვაჩვენა, რომ უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული, ჩიპიდან ღრუბლამდე. უამრავი ადამიანი თვლის, რომ მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფა არ არის საკმარისი დაცვა ახალი საფრთხეებისგან. Windows 11 შექმნილია უსაფრთხოების გათვალისწინებით, რათა გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომლებსაც შევხვდებით ახალ სამუშაო გარემოში და მის ფარგლებს გარეთ. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ წაიკითხოთ  უსაფრთხოების ბლოგში.

 

პერსონალური კომპიუტერებისთვის ახალი ეპოქა იწყება დღეს, ტექნოლოგიები პროგრესირებენ და ახალი Windows 11 ამის ნათელი მაგალითია!

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

სამუშაოების ახალი ევოლუცია

როგორ იცვლება პროფესიები ტექნოლოგიური ბუმის ფონზე? გაიგე, რატომ სჭირდებათ ახალ თაობებს ჰიბრიდული უნარები და როგორ ამზადებს IT აკადემია Step აკადემია მომავალ პროფესიონალებს ცვალებადი სამუშაოსთვის.

21-ე საუკუნის დასაწყისში „პროფესია“ აღიქმებოდა როგორც სტაბილური რუტინა: კაბინეტი, ფიქსირებული გრაფიკი და ვიწრო სპეციალიზაცია. თუმცა ტექნოლოგიურმა ბუმმა ეს სტრუქტურა თავდაყირა დააყენა. დღეს, როცა ხელოვნური ინტელექტი ქმნის დიზაინს, წერილებს და კოდსაც კი, სამუშაოს ახალი ევოლუცია იწყება იქ, სადაც ადამიანური უნარები ციფრულ შესაძლებლობებთან იკვეთება. სწორედ ამიტომ ჩნდება ახ

ШАГ логотип

დიზაინერი AI-ის ეპოქაში - ახალი კომპეტენციების საჭიროება

AI-ის ეპოქაში დიზაინერის როლი რადიკალურად ტრანსფორმირდება — ხელოვნური ინტელექტი ხდება მისი ასისტენტი და პარტნიორი, რაც მოითხოვს ახალ კომპეტენციებს: prompt engineering, AI ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება, მონაცემთა ანალიზი, ეთიკური პასუხისმგებლობა და უწყვეტი განვითარება. თანამედროვე დიზაინერი უკვე აღარ არის მხოლოდ შემსრულებელი, ის სტრატეგიულად მართავს AI-ს, აძლევს მას ადამიანურ ღირებულებებს და ქმნის ინოვაციურ, მომხმარებელზე ორიენტირებულ გამოცდილებებს.

ყველა ვხედავთ, ყველა ვამჩნევთ გარდამტეხ, რევოლუციურ ფაზას, რასაც ხელოვნური ინტელექტი ქმნის დიზაინის სფეროში. კრეატიული პროცესების ავტომატიზაცია, უკვე უპრეცედენტო შესაძლებლობებს იძლევა. ეს ტრანსფორმაცია არამხოლოდ ცვლის დიზაინერის ყოველდღიურ საქმიანობას, არამედ მოითხოვს მისგან ახალ კომპეტენციებსა და უნარებს, რომ წარმატებული იყოს, ამ მუდმივად ცვალებად გარემოში.  AI როგ

ШАГ логотип

მოტივაცია

სამაირა მეჰტა - წარმატებული ისტორიები 20 წლამდე ასაკში

სამაირა მეჰტას ისტორია - 8 წლის ასაკში შექმნილი "CoderBunnyz" თამაშიდან ბიზნესამდე. ახალგაზრდა მეწარმის წარმატების ისტორია და გაკვეთილები IT სფეროში.

2016 წელს, მხოლოდ 8 წლის ასაკში, სამაირა მეჰტამ შექმნა "CoderBunnyz" - პროგრამირების სასწავლო თამაში ბავშვებისთვის. ეს იყო მომენტი, როდესაც ახალგაზრდა გოგომ პირველად აჩვენა, რომ ასაკი არ არის ბარიერი ინოვაციისა და წარმატებისთვის. მისმა იდეამ დაუყოვნებლივ მოიპოვა აღიარება და 9 წლის ასაკში სამაირა უკვე გამოდიოდა სპიკერად Microsoft-ისა და Google-ის ღონისძიებებზე. მისი იდეა მარტივი, მაგრამ გენიალურ

ШАГ логотип

AI თავდასხმა თუ AI თავდაცვა - კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები ციფრულ ეპოქაში

AI თავდასხმებს AI თავდაცვა უპირისპირდება - გაიგე, როგორ იცვლება კიბერუსაფრთხოების სფერო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და რატომ არის კიბერუსაფრთხოება მომავალის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი პროფესია.

წარმოიდგინე, ყველაზე ცუდი სცენარი: კიბერკრიმინალები – ის ადამიანები, ვინც თქვენი ციფრული ცხოვრების მოპარვას ცდილობენ – ახლა ისინი იყენებენ  AI-ის,  რათა თავდასხმები რეალური გახადონ. ხელოვნური ინტელექტი ქმნის მიზნობრივ ფიშინგს – ყალბ ელექტრონულ წერილებს, რომლებიც ისე ზუსტად ჰგავს რეალურს, რომ შესაძლოა ეჭვიც არ გაგიჩნდეს და გაებათ მათ მახეში. კიდევ უფრო საშიშია Deepfake  – AI-ის მიე

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა