IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

Windows 11 ინსტალაცია და საინტერესო ფაქტები

09.07.2021

1921 ხედი

დასაწყისისთვის, გავეცნოთ ტექნიკურ მოთხოვნებს, რომელსაც თქვენი კომპიუტერი უნდა აკმაყოფილებდეს Windows 11-ის ინსტალაციისთვის

  • პროცესორი: 1 gigahertz (GHz) ან მეტი, თავსებადი 64-ბიტიანთან ან SoC-თ.
  • ოპერატიული მეხსიერება: 4 GB ან მეტი.
  • მეხსიერება: მინიმუმ 64 გბ
  • სის-firmware: UEFI
  • TPM: ვერსია 2.0.
  • გრაფიკული ბარათი: DirectX 12 ან უფრო ახალი ვერსია თავსებადი WDDM 2.0  დრაივერთან

 

არაერთგვაროვანი გამოხმაურების შემდეგ, Microsoft-ში ამბობენ, რომ Windows 11 იქნება მათი უკანასკნელი ოპერაციული სისტემა

კრიტიკოსების თქმით, ოპერაციულ სისტემასთან დაკავშირებით ბევრი არც არაფერი შეცვლილა, მხოლოდ Cortana მიეცემა დავიწყებას, დანარჩენი ცვლილებები ზედაპირული და პრიმიტიულია

 

Cynics ამბობს, რომ Windows 11-ის გამოცემა უფრო მარკეტინგს უკავშირდება. "თქვენ უბრალოდ ცვლით აღქმას, თორემ მოიხმართ იგივე სისტემას", - ამბობს რადუ ტირსინა, Microsoft Report-ის, პოპულარული Microsoft-ის ახალი ამბების ვებ-გვერდის დამფუძნებელი.

 

 

ახლახანს Microsoft-მა შექმნა გუნდი Windows 11-ის გამოხმაურებების მეთვალყურეობისთვის, რადგან მომხმარებელს უნდა მეტი სიახლე, ეს ყოველთვის ასე არ იყო: 1990 წელს გამოსული Windows 3.0,  ოპერაციული სისტემა იყო ჰობისტებისთვის, რომელთაც დრო და გულმოდგინება გააჩნდათ, გაცნობოდნენ მის ჩახლართულობებს. იმ დროის მრავალი ტექნიკური პროდუქტის მსგავსად, მასაც ჰქონდა თავისი უცნაურობები, მაგრამ 30 წლის განმავლობაში ოპერაციულმა სისტემებმა თითქმის ყველა ძირითადი საკითხი გამოასწორა და საზოგადოების განუყოფელი ნაწილი გახდა

 

“არ არსებობს იმდენი ახალი ფუნქცია, რომელიც საშუალებას მოგცემთ თქვათ:” ვაუ, ეს Windows-ის საუკეთესო და გამაოგნებელი ვერსიაა!” - ამბობს ტირსინა. ”თუ უკვე გყავთ სწრაფი მანქანა, მეტი რა შეგიძლიათ გააკეთოთ? თქვენ ნამდვილად ვერ გადააქცევთ მას თვითმფრინავად.” აქვე ხაზგასმით ამატებს "პირველ რიგში ჩვენ შევცვალეთ სისტემა, შევქმნით ახალ პროცესორსა და ახალ კომპიუტერებს"

 

Microsoft ცდილობს უპასუხოს Apple-ის M1 ჩიპის წარმატებას, რომელიც აუმჯობესებს მუშაობას და ამცირებს  ელემენტის ხარჯვას. ეს გუნდი მრავალი ათეული წელია ებრძვის Apple-ის პროდუქტებს ამ ბრძოლაში კი გამარჯვებულია მომხმარებელი

 

 

Apple-ის M1 ჩიპზე საპასუხო რეაგირების გარდა, Windows 11-ის მოულოდნელი გამოშვება ასევე დარტყმაა Apple-სთვის, რომელიც მუდმივად ჭამს Microsoft-ის ბაზრის წილს. წლის დასაწყისში, Windows-ის საბაზრო წილი ნოუთბუქებისთვის პირველად 80%-ზე ქვემოთ დაეცა, რასაც მოჰყვა Chromebook-ებისა და Mac-ების გაყიდვების სწრაფი ზრდა

 

სწორედ ამიტომ, Microsoft განაახლა სისტემა, დასაწყისისთვის უფრო მეტად ვიზუალური მხარე, თუმცა წინ უამრავი სიახლე გველის, Windows 11 ინსტალაცია და მოხმარება კი საკმაოდ მარტივი და მოხერხებულია

 

 

როგორ მოვიქცეთ, თუ კომპიუტერის მონიტორზე ვხედავთ შეტყობინებას – “This PC Can’t Run Windows 11”?

თუ ჩაატარეთ  Microsoft-ის კომპიუტერის გამართულობის შემოწმება და მიიღეთ შეტყობინება – „ამ კომპიუტერს არ შეუძლია Windows 11-ის მიღება“, უნდა ჩართოთ ‘სანდო პლათფორმის მოდული (TPM) და უსაფრთო ჩატვირთვა ( Secure Boot)’ თქვენს კომპიუტერზე

 

ხშირად კომპიუტერის გამართულობის შემოწმებასთან დაკავშირებით პრობლემა არის ის, რომ გამორთული აქვთ TPM და ‘უსაფრთხო ჩატვირთვა’ UEFI-ში, რაც საშუალებას აძლევს ოპერაციულ სისტემას იმუშაოს თქვენი კომპიუტერის აპარატურულ უზრუნველყოფასთან. ბევრი ადამიანი UEFI-ს კვლავ უწოდებს "BIOS"-ს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი ტექნიკურად აღნიშნავს უფრო ძველ სტანდარტს.

‘TPM-ისა და უსაფრთხო ჩატვირთვის’ ჩართვის შემდეგ, შესაძლებელია თქვენმა კომპიუტერმა წარმატებით გაიაროს Windows 11-ის შესაბამისობის შემოწმება, თუ ის აკმაყოფილებს სისტემის ყველა სხვა მოთხოვნას.
 

ნუ დარჩებით დროის შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული უნარების გარეშე, შეისწავლეთ ინტერიერის დიზაინი ჩვენთან

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

როგორ ჩავრთოთ ‘TPM და უსაფრთხო ჩატვირთვა’ UEFI-ში?

თქვენს UEFI-ში ‘TPM და უსაფრთხო ჩატვირთვის’ ჩასართავად, პირველ რიგში, უნდა გადატვირთოთ მოწყობილობა. როდესაც ისევ ჩართავთ, იქნება კლავიატურის სპეციალური კლავიში ან ღილაკი, რომელსაც საჭირო დროს უნდა დააჭიროთ UEFI-ს პარამეტრებში შესასვლელად.

ზუსტი კლავიში, რომელსაც უნდა დააჭიროთ, განსხვავდება მწარმოებლის მიხედვით, ასე რომ თქვენ უნდა გაეცნოთ თქვენი მოწყობილობის მუშაობის სახელმძღვანელოს ან ინტერნეტში მოძებნოთ თქვენი მოწყობილობის სახელი და ასევე “bios key” (bios კლავიში) ან “UEFI key“ (UEFI კლავიში). ზოგიერთი დედაპლატისთვის (განსაკუთრებით, თუ თავად აიწყეთ საკუთარი კომპიუტერი) ეკრანზე შეიძლება დაინახოთ მცირე შეტყობინება ჩატვირთვისას, რომელიც მიუთითებს, რომელ კლავიშებს უნდა დააწვეთ BIOS-ის პარამეტრების შესასვლელად.


მაგალითად, Acer Spin 3 ლეპტოპზე, თქვენ შედიხართ UEFI-ს კონფიგურაციის მენიუში ლეპტოპის ჩართვით და კლავიატურაზე F2 კლავიშზე დაჭერით, როდესაც დაინახავთ "Acer" ეკრანის ანთებას.


მას შემდეგ, რაც თქვენს UEFI-ს დაყენების ეკრანზე მოხვდებით, ინსტრუქცია ასევე მკვეთრად განსხვავდება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩართოთ ‘უსაფრთხო ჩატვირთვა და TPM’, მაგრამ ზოგადად, თქვენ უნდა მოძებნოთ "Security" (უსაფრთხოება) ან "Boot" (ჩატვირთვა) ოფციები.
 

 

ამ მაგალითში American Megatrends-ის ‘დამხმარე უტილიტი’ (თქვენი დაყენების ეკრანი, სავარაუდოდ, სხვაგვარად გამოიყურება), შეგიძლიათ იპოვოთ TPM პარამეტრები "უსაფრთხოების" ჩანართში. მოძებნეთ TPM და დარწმუნდით, რომ ის ჩართულია. თუ არა, შეცვალეთ პარამეტრები თქვენს კონკრეტულ UEFI-ში, რომ ჩართოთ.


ანალოგიურად, ჩვენს მაგალით UEFI-ში, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ჩვენი ‘უსაფრთხო ჩატვირთვის’ პარამეტრები "ჩატვირთვის" ჩანართის ქვეშ. მოძებნეთ ‘უსაფრთხო ჩატვირთვის’ ოფცია და დარწმუნდით, რომ ის ჩართულია.
 

 

ამის შემდეგ, დარწმუნდით, რომ შეინახეთ UEFI-ში განხორციელებული ცვლილებები, სანამ გამოხვალთ კონფიგურაციის უტილიტიდან (ერთ-ერთ ვარიანტად შეგიძლიათ აირჩიოთ „შენახვა და გასვლა“ (save and exit))

შენიშვნა: თუ თქვენს კომპიუტერის UEFI ან BIOS პარამეტრების ეკრანზე ‘TPM’ ან ‘უსაფრთხო ჩატვირთვის’ შესახებ ვერაფერს ხედავთ, თქვენი კომპიუტერი შეიძლება ძალიან ძველი იყოს ამ მახასიათებლებისთვის. 

გასვლის შემდეგ, თქვენი კომპიუტერი გადაიტვირთება და Windows ჩაიტვირთება. როდესაც კვლავ მოახდენთ შემოწმებას

 

რა არის და რას გულისხმობს ‘უსაფრთხო ჩატვირთვა’ და ‘TPM’?

ეს UEFI-ის ფუნქციაა, რომელიც მხოლოდ ლიცენზირებულ ოპერაციულ სისტემას აძლევს მუშაობის საშუალებას, რაც გვეხმარება მავნე პროგრამებისგან დაცვაში. თქვენი BIOS-ის შემოწმების გარდა, შეგიძლიათ შეამოწმოთ ‘სისტემის ინფორმაცია’ პარამეტრებში, რათა ნახოთ, რამდენად უჭერს მხარს თქვენი სისტემა ‘უსაფრთხო ჩატვირთვას’.

 

ანალოგიურად, TPM ხელს უწყობს უსაფრთხოებას თქვენი მონაცემების დაშიფვრის გზით, თქვენს კომპიუტერში არსებული სპეციალური ჩიპის წყალობით. 2016 წლის შემდეგ აშენებული კომპიუტერების უმეტესობას აქვს TPM 2.0 ჩიპი, რომელიც საჭიროა Windows 11-ის მისაღებად.

 

თქვენი TPM ჩიპის შესამოწმებლად შეგიძლიათ დააჭიროთ Windows + R კომბინაციას, აკრიფოთ tpm.msc  და დააჭიროთ Enter კლავიშს. TPM მართვის კონსოლში, რომელიც გამოჩნდება, ნახავთ ინფორმაციას თქვენი კომპიუტერის TPM მოდულის შესახებ და მისი ვერსიის ნომერს დაინახავთ "სპეციფიკაციის ვერსიაში" (Specification Version).

 

წარმატებას გისურვებთ!

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა