IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

ახალი პროფესია და ცხოვრების ახალი ხარისხი

24.08.2020

1015 დათვალიერება

პროფესიის შეცვლა, ადამიანიებისთვის დიდ საფიქრალს უკავშირდება. ჩვენ ვფიქრობთ რომ ცხოვრების ხარისხს რისკის ქვეშ ვაყენებენთ, ახალ საქმეში წაუმატებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, დავკარგოთ როგორც ახალი, ისე ძველი პროფესიაც და საქმის ანუ შემოსავლის გარეშე დავრჩეთ

 

ზოგს მომავალი აშინებს, თუმცა, ისიც იციან, რომ არსებული საქმე, რომელსაც კვირაში 60-80 საათს უთმობენ, სიამოვნებას აღარ ანიჭებთ ან უბრალოდ პერსპექტივას ვეღარ ხედავენ, ეს შეიძლება დაემართოს კონკრეტული მიმართულებით განათლების უმაღლესი ხარისხის მქონე პირსაც კი 

 

ავსტრალიელმა მკვლევარებმა გადაწყვიტეს ადამიანებისათვის  საფიქრალი შეემსუბუქებინათ. მათ დეკემბერიში Proceedings of the national academy of sciences-ში გამოქვეყნეს კვლევის შედეგები, სადაც 3500-ზე მეტი პროფესია იყო წარმოდგენილი. მკვლევარებმა დააჯგუფეს ისეთი პროფესიები, სადაც საქმის შესრულებისათვის მსგავსი  პიროვნული თვისებებია საჭირო, რაც მათი კვლევის მონაწილეებისტვის გაამრატივებდა ახალი პროფესიის შერჩევის პროცესს

 

მაგალითად, კვლევის მიხედვით, არტ დილერები წარმატებულები იქნებიან საჯარო ჯანმრთელობისა და განათლების სფეროში, ფინანსური მენეჯერების შინაგანი სამყარო კი ციფრულ მარკეტინგთან და E-commerce-თან არის ყველაზე ახლოს.

 

აუცილებელია სწორად გამოვიყენოთ დაგროვებული ცოდა და გამოცდილება, მოვიძიოთ ტრენდული პროფესიები, რომელიც კარგად მოვა თანხვედრაში ჩვენს პიროვნულ მახასიათებლებთან და ე.წ. soft skill-ებთან, ხსენებული ფაქტორების თანხვედრას, მონდომებასა და შრომას შეუძლია წარმატებული კარიერის შექმნა!

 

                → დარეგისტრირდი ახლავე!

 

უნარების მიხედვით სამსახურის მოძიების იდეის დასადასტურებლად,  მკვლევარებმა კვლევა 236 წარმატებული პროგრამისტის “ტვიტების“ შესწავლით დაიწყეს. სპეციალურ პროგრამაში მათ ამ პროგრამისტების მიერ გამოქვეყნებული ასობით ტვიტი შეიტანეს.  პროგრამა აანალიზებდა კვლევის მონაწილეების  ღირებულებებს, საჭიროებებს და ყოფდა მათ 5 ძირითადი ნიშანთვისების მიხედვით:

  1. მოქნილობა,
  2. სინდისიერება,
  3. ექსტროვერსია,
  4. ნევროტულობა,
  5. გახსნილობა.

პირველადმა შედეგებმა მკვლევარების გაოცება გამოიწვია: ყველა პროგრამისტის პიროვნულ თვისებებზე მონაცემი ერთმანეთს ემთხვეოდა, რაც იმას ადასტურებდა, რომ მათ მსგავსი პიროვნული მახასიათებლები ჰქონდათ. ამის შემდეგ, კვლევის ორგანიზატორებმა  იგივე კვლევა  ჩოგბურთელებზე, არქიტექტორებსა და ანალიტიკოსებზე ჩაატარეს, შედეგი კი იგივე მიიღეს-მსგავსი თვისებების მქონე ადამიანები. ადამიანური ქცევის მკვლევარებმა  სულ 128 000 Twitter  ის პროფილი შეისწავლეს, სადაც ბიოგრაფიის ველში მითითებული იყო სამუშაო ადგილი, მონაცემების  ავთენტურობას კი მკვლევარები აშშ-ს შრომის სტატიკის ბიუროში ამოწმებდნენ. მკვლევარების მიერ გამოქმვეყნებულ შედეგებში ნახსენებ თითოეულ პროფესიაზე Twitter-ის მინიმუმ 50 პროფაილია შესწავლილი.

 

მომავალში ეს კვლევა უფრო ზუსტი გახდება, რადგან მკვლევარებმა გადაწყვიტეს გაიხედონ Twitter-ს მიღმა და დაუშვან ფაქტი, რომ ის ადამიანები, რომლებიც twitter-ის პროფილების მიხედვით გაანალიზეს, სულაც არ არიან იმ პროფესიის წარმომადგენლები, რომელიც მათ შინაგან სამყაროს საუკეთესოდ ერგება. ისინი ამ ნაკლის გამოსწორებას იმ ადამიანთა კვლევით გეგმავენ, რომლებიც ამა თუ იმ პროფესიაში ყველაზე წარმატებულები არიან.

ეს კვლევა შესაძლოა, ძალიან გამოადგეთ 90-წლების თაობის წარმომადგენლებს, რადგან  კარიერის ცვლილება ასეთი ადამიანებისთვის უფრო რთულია,  კვლევა კი მათ არჩევნის გაკეთებას გაუმარტივებს და ახალი პროფესიის ეფექტურ ძიებაში დაეხმარება.

 

და ბოლოს

ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერი მდგომარეობაში შესაძლებელია ფუნდამენტური ცვლილებები და საკუთარი რეალობის ძირფესვიანად ამოტრიალება. ყველაზე თამამი სურვილების ახდენაზეც კი ღირს ფიქრი, თუ ეს სურვილები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათი გავლენისგან თავდაღწევას ვერ ვახერხებთ და ხშირად ჩვენი ემოციური გადატვირთვის მიზეზებიც კი ხდებიან. სურვილებისგან და ოცნებებისგან განთავისუფლება შენი თავის ერთგვარი გადატვირთვაა, თერაპია, რომლის შედეგადაც უამრავი ახალი ადგილი და უჯრა გაჩნდება ახალი სურვილებისთვის

 

ჩვენი ოცნებები სურვილებად და მიზნებად უნდა იქცნენ, ხოლო მიზნების მისაღწევად გზები თავადვე უნდა დავსახოთ და ამ პრინციპით გავაგრძელოთ ცხოვრება.

 

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 98 ფილიალით!


გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

ვერ ჩააბარე ? ეს არ ნიშნავს, რომ შენი წარმატების გზა დასრულდა

ვერ ჩააბარე? ეს არ ნიშნავს, რომ შენი პროფესიული გზა დასრულდა. გაიგე, რატომ აღარ განსაზღვრავს ერთი გამოცდა მომავალ წარმატებას და როგორ შეგიძლია პრაქტიკული ცოდნითა და თანამედროვე პროფესიების შესწავლით კარიერა დღესვე დაიწყო.

ერთი გამოცდა არ განსაზღვრავს შენს შესაძლებლობებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ ათასობით ახალგაზრდა რთულ ემოციებს განიცდის. მათგან ბევრი ფიქრობს, რომ თუ სასურველ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, კარიერული გეგმებიც დასრულდა. ეს განცდა ბუნებრივია, თუმცა რეალობა სულ სხვაა. ერთი გამოცდის შედეგი ვერ განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობებს, მის შრომისმოყვარეო

ШАГ логотип

მშობლებისთვის

რატომ არ არის ტრაგედია, თუ თქვენი შვილი წელს უნივერსიტეტში არ წავიდა (თანამედროვე შრომის ბაზრის რეალობა)

უნივერსიტეტში წაუსვლელობა არ ნიშნავს განათლების დასასრულს. თანამედროვე შრომის ბაზარზე პრაქტიკული უნარები და ტექნოლოგიური წიგნიერება არის ის მყარი საფუძველი, რომელიც შვილის წარმატებულ კარიერას განსაზღვრავს.

აკადემიური დიპლომის მიღმა: თანამედროვე რეალობა დღევანდელ მუდმივად ცვალებად შრომის ბაზარზე, უმაღლესი განათლების შესახებ წარმოდგენები ფუნდამენტურად შეიცვალა. ტრადიციული ხედვა, სადაც უნივერსიტეტის დიპლომი წარმატების ერთადერთ გარანტად ითვლებოდა, თანდათან პოზიციებს თმობს. დამსაქმებლები სულ უფრო მეტად აფასებენ არა ფორმალურ განათლებას, არამედ კონკრეტულ, პრაქტიკულ უნარ

ШАГ логотип

მოტივაცია

„ყველამ ჩააბარა, ჩემს გარდა“ - როგორ გავუმკლავდეთ საზოგადოების წნეხს და ვიპოვოთ ჩვენი გზა

გრძნობ საზოგადოების წნეხს და გეჩვენება, რომ „ყველამ ჩააბარა, შენს გარდა“? გაიგე, რატომ არ განსაზღვრავს საგამოცდო ქულები შენს რეალურ პოტენციალს და როგორ გადააქციო დროებითი დაბრკოლება ახალი, ბევრად უფრო პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი კარიერის დასაწყისად თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში.

როცა რეალობა მოლოდინებს არ ემთხვევა: საზოგადოებრივი წნეხის ფენომენი ეროვნული გამოცდების, საუნივერსიტეტო ტესტირებების ან თუნდაც სამსახურებრივი სერტიფიცირების პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე სტრესულია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. როდესაც შედეგები ცხადდება და გარშემო მხოლოდ მილოცვებსა და წარმატებულ ისტორიებს ვხედავთ, მარტივია საკუთარი თავი იზოლირებულად და ხელმოცარუ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ პროფესია 1 წელიწადში და გავუსწროთ მათ, ვინც უნივერსიტეტში 4 წელი უნდა ისწავლოს

გაიგე, როგორ შეგიძლია 1 წელიწადში აითვისო მოთხოვნადი პროფესია, დაზოგო დრო და წარმატებით დაიწყო კარიერა ტექნოლოგიების სფეროში უნივერსიტეტის 4-წლიანი ლოდინის გარეშე.

ტრადიციული განათლების გამოწვევები და დინამიური სამყაროს მოთხოვნები დღევანდელ დინამიურ და მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ სამყაროში საბაზრო მოთხოვნები ხშირად იცვლება. კლასიკური უნივერსიტეტები თავიანთი ბიუროკრატიული და ხანგრძლივი აკადემიური პროცესებით ხშირად ვერ ასწრებენ სასწავლო პროგრამების დროულ განახლებას. შედეგად, სტუდენტები 4-წლიანი სწავლის დასრულების შ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა