IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

ელ-სწავლების სახეობები

12.04.2020

1150 დათვალიერება

  • გაინტერესებთ რა არის ელექტრონული სწავლება?
  • რა არის ონლაინ სწავლება და რა სახეობებს მოიცავს ის?
  • რამდენად განსხვავდება თანამედროვე მეთოდები ტრადიციულისგან?

ყველა ამ შეკითხვაზე პასუხს გაგვცემენ ბრიტანელი საგანმანათლებლო ექსპერტები და მეცნიერები. მათ მოახდინეს ელექტრონული სწავლების ტიპების კლასიფიცირება  სწავლების ინსტრუმენტებისა და განზომილებების  მიხედვით, და გამოყვეს 10 ძირითადი ტიპი:

  1. კომპიუტერით მართვადი სწავლება (CML)
  2. კომპიუტერის დახმარებით სწავლება (CAI)
  3. სინქრონული ონლაინ სწავლება
  4. ასინქრონული ონლაინ სწავლება
  5. ფიქსირებული ელექტრონული სწავლება
  6. ადაპტრებული ელექტრონული სწავლება
  7. წრფივი  ელექტრონული სწავლება
  8. ინტერაქტიული ონლაინ სწავლება
  9. ინდივიდუალური ონლაინ სწავლება
  10. თანამშრომლობითი ონლაინ სწავლება

 

ამრიგად, ზოგიერთმა მეცნიერებმა შეარჩიეს ელექტრონული სწავლების ტიპების უფრო მარტივი კლასიფიკაცია. ისინი განსაზღვრავენ ელექტრონული სწავლების მხოლოდ ორ პირველად ტიპს: კომპიუტერზე დაფუძნებულ ელექტრონულ სწავლებას და ინტერნეტზე დაფუძნებულ ელექტრონულ სწავლებას. კლასიფიკაციის ეს მეთოდი შეიძლება უფრო ზუსტი იყოს, რადგან ეს განასხვავებს ელექტრონულ სწავლებას ონლაინ სწავლებისგან. ელექტრონული სწავლების ზოგიერთი ფორმა, როგორიცაა CML და CAL, არ მოითხოვს დისტანციურად ჩატარებას, თუმცა, ისინი ელექტრონული სწავლების ტიპებად ითვლებიან.

კომპიუტერით მართვადი სწავლება (CML)

კომპიუტერით მართვადი სწავლების (CML) შემთხვევაში, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კომპიუტერით მართვადი ინსტრუქცია (CMI), კომპიუტერებს იყენებენ სასწავლო პროცესების მართვისა და შეფასების მიზნით. კომპიუტერით მართვადი სწავლების სისტემები ფუნქციონირებენ საინფორმაციო მონაცემთა ბაზის მეშვეობით. ამ მონაცემთა ბაზაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც სტუდენტმა უნდა ისწავლოს მთელ რიგ პარამეტრებთან ერთად, რაც საშუალებას აძლევს სისტემას გახდეს ინდივიდზე მორგებული თითოეული სტუდენტის უპირატესობების მიხედვით. სტუდენტსა და კომპიუტერს შორის ორმხრივი კომუნიკაციის შედეგად, შეიძლება დადგინდეს, თუ რამდენად მიაღწია სტუდენტმა სასწავლო მიზნების დამაკმაყოფილებელ დონს. წინააღმდეგ შემთხევვაში, პროცესი მეორდედბა მანამ,სანამ არ მივიღებთ სასურველ შედეგს.

გარდა ამისა, საგანმანათლებლო დაწესებულებები იყენებენ კომპიუტერით მართვად სასწავლო სისტემებს ინფორმაციის მიღებისა და შენახვისთვის, რაც ეხმარება სწავლების მართვაში. ეს შეიძლება ნიშნავდეს:  სტუდენტების რეგისტრაციის, კლასების, ცხრილის, სალექციო ბადის და ტრტენინგ მასალების შესახებ ინფორმაციას.

კომპიუტერული დამხმარე ინსტრუქცია (CAI)

კომპიუტერული დამხმარე ინსტრუქცია (CAI), რომელსაც ზოგჯერ კომპიუტერის დახმარებით სწავლებას (CAL) უწოდებენ, ელექტრონული სწავლების კიდევ ერთი სახეობაა, რომელიც კომპიუტერებს ტრადიციულ სწავლებასთან ერთად იყენებს. ეს შეიძლება ნიშნავდეს სტუდენტებისთვის ინტერაქტიულ პროგრამას ან სასწავლო პროგრამის ისეთ სახეობას, რომელიც 1966 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში პატრიკ სუპესმა გამოიყენა. აღნიშნული მეთოდოლოგია გულისხმობს სწავლების გასაუმჯობესებლად ისეთი მულტიმედიის ერთობლიობის გამოყენებას როგორიცაა ტექსტი, გრაფიკა, ხმა და ვიდეო. CAI– ს ძირითადი მნიშვნელობა ინტერაქტიულობაა - რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს პასიური მსმენელის პოზიციიდან გადავიდეს აქტიური სტუდენტის როლში სხვადასხვა სწავლებისა და ტესტირების მექანიზმების გამოყენებით.

სინქრონული ონლაინ სწავლება

მეთოდი სტუდენტთა ჯგუფებს საშუალებას აძლევს ერთდროულად მიიღონ მონაწილეობა სასწავლო საქმიანობაში მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან. სინქრონული ონლაინ სწავლა რეალურ დროში ხშირად მოიცავს ონლაინ ჩატებს და ვიდეოკონფერენციებს, რაც საშუალებას აძლევს ტრენინგის მონაწილეებსა და ინსტრუქტორებს მყისიერად დასვან და უპასუხონ კითხვებს.

ამ ტიპის საზოგადოებაზე ორიენტირებული ონლაინ სწავლება შესაძლებელი გახდა ონლაინ სწავლების ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების გზით. 1960-იან წლებში კომპიუტერული ქსელების გამოგონებამდე, სინქრონული ელექტრონული სწავლების განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. დღესდღეობით, სინქრონული ისეთ უარყოფით მხარეებს, როგორიც არის, მასწავლებლებსა და მოსწავეებს შორის სუსტი კომუნიკაცია.  აღნიშნული სწავლების მეთოდი ამჟამად ელექტრონული სწავლების ერთ – ერთი ყველაზე პოპულარული და სწრაფად მზარდი მიმართულებაა.

ასინქრონული ონლაინ სწავლება

ამ შემთხვევაში, სტუდენტთა ჯგუფები დამოუკიდებლად სწავლობენ სხვადასხვა დროსა და ადგილას, რეალურ დროში კომუნიკაციის გარეშე. ელექტრონული სწავლების ასინქრონული მეთოდები ხშირად განიხილება, როგორც უფრო სტუდენტზე ორიენტირებული, ვიდრე სინქრონული მეთოდები, რადგან ისინი სტუდენტებს უფრო მეტ მოქნილობას ანიჭებენ.

ხსენებულიმიზეზების გამო, ასინქრონულ ელექტრონულ სწავლებას ხშირად უპირატესობას ანიჭებენ ისეთი სტუდენტები, რომლებსაც არ აქვთ მოქნილი გრაფიკი, რადგან სწავლების ეს მეთოდი საშუალებას აძლევს მოარგონ საკუთარ გრაფიკს და „დაესწრონ“ გაკვეთილებს, როცა შეუძლიათ.

 

ფიქსირებული ელექტრონული სწავლება

ფიქსირებული ელექტრონული სწავლება ისეთი რამის წარმოსახვითი სახელია, რაც, ალბათ, თქვენთვის უკვე ნაცნობია. ამ კონტექსტში „ფიქსირებული“ ნიშნავს, რომ სასწავლო პროცესში გამოყენებული შინაარსი არ იცვლება თავდაპირველი მდგომარეობიდან და ყველა მონაწილე სტუდენტი იღებს ერთსა და იმავე ინფორმაციას, მასალები წინასწარ არის განსაზღვრული და სტუდენტის უპირატესობებზე არ არის ადაპტირებული.

ამ ტიპის სწავლება ტრადიციულ საკლასო ოთახებში სტანდარტი იყო ათასობით წლის განმავლობაში, მაგრამ ეს არ არის იდეალური ელექტრონული სწავლების გარემოში. რადგან არ იყენებს რეალური დროის მონაცემებს.

 

ადაპტირებული ელექტრონული სწავლება

ადაპტირებული ელექტრონული სწავლება ონლაინ სწავლების ახალი და ინოვაციური სახეობაა, რაც თითოეული ინდივიდუალური შემსწავლელისთვის სასწავლო მასალების ადაპტირების და განლაგების შესაძლებლობას იძლევა. მთელი რიგი პარამეტრების გათვალისწინებით, როგორიცაა მოსწავლეთა მოსწრება, მიზნები, შესაძლებლობები, უნარები და მახასიათებლები. ადაპტირებული ელექტრონული სწავლების მეთოდი საშუალებას იძლევა პროცესი ინდივიდუალური და სტუდენტის საჭიროებებზე მორგებული გახდეს.

ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა ლაბორატორიაზე დაფუძნებული ადაპტირებული სასწავლო ტექნიკა, საშუალებას გვაძლევს სტუდენტის შესახებ არსებული მონაცემების ანალიზის მიხედვით  შევქმნათ მასზე მორგებული სასწავლო პროგრამა. სწორად მონაცემების სწორად გაანალიზების შემთხვევაში, ეს შეიძლება ნიშნავდეს საგანმანათლებლო მეცნიერების ახალ ეპოქაშიგადასვლას. იქიდან გამომდინარე, რომ ელექტრონული სწავლების ამ ტიპის დაგეგმვა და განხორციელება შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე ტრადიციული სწავლების მეთოდების გამოყენება, მისი პოტენციური მნიშვნელობა და ეფექტურობა ხშირად ქვემოთ იწევს.

წრფივი ელექტრონული სწავლება

ადამიანის და კომპიუტერის ურთიერთქმედებაზე საუბრისას, წრფივი კომუნიკაცია იმას ნიშნავს, რომ ინფორმაცია დანაკარგის გარეშე მიდის გამგზავნიდან ადრესატამდე.  ელექტრონული სწავლების შემთხვევაში, ეს ძალზე შემზღუდველი ფაქტორი ხდება, რადგან ის არ იძლევა მასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის ორმხრივ კომუნიკაციის საშუალებას. ელექტრონული სწავლების ამ ტიპს თავისი ადგილი უჭირავს განათლებაში, თუმცა, დროთა განმავლობაში ის უფრო და უფრო აქტუალური ხდება. სასწავლო მასალების გაგზავნა სტუდენტებისთვის სატელევიზიო და რადიო პროგრამებით, ხაზოვანი ელექტრონული სწავლების კლასიკური მაგალითია.

ინტერაქტიული ონლაინ სწავლება

ინტერაქტიული ონლაინ სწავლება საშუალებას აძლევს ინფორმაციის გამგზავნებს გახდნენ მისი მიმღებები და პირიქით. ეფექტურად შექმნან საკომუნიკაციო არხი ჩართულ მხარეებისთვის. გაგზავნილი და მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, მასწავლებლებს და სტუდენტებს შეუძლიათ ცვლილებების შეტანა მათ სწავლა-სწავლების მეთოდებში. ამ მიზეზით, ინტერაქტიული ელექტრონული სწავლება უფრო პოპულარულია, ვიდრე წრფივი, რადგან ის საშუალებას აძლევს მასწავლებლებს და სტუდენტებს ერთმანეთს უფრო თავისუფლად დაუკავშირდნენ.

ინდივიდუალური ონლაინ სწავლება

ინდივიდუალური ონლაინ სწავლება მეტად ორიენტირებულია ჩართული სტუდენტების შედეგების მიღწევაზე, ვიდრე ადაპტირებულ სასწავლო მასალებზე. ამ ტიპის სწავლება უკვე ათასობით წელია ნორმად ითვლება ტრადიციულ საკლასო ოთახებში. ინდივიდუალური სწავლების პრაქტიკაში გამოყენებისას, მოსწავლეები თავად სწავლობენ სასწავლო მასალებს (ინდივიდუალურად) და ითვლება, რომ მათ საკუთარ მიზნებს თავად უნდა მიაღწიონ.

ამ ტიპის სწავლება იდეალური არ არის სტუდენტებში კომუნიკაცის და გუნდური მუშაობის უნარის გამომუშავებისთვის,  რადგან ის მეტ ყურადღებას აქცევს სტუდენტების დამოუკიდებლად სწავლებას.

კოლაბორაციული ელექტრონული სწავლება

კოლაბორაციული ელექტრონული სწავლება თანამედროვე მეთოდია, რომლის საშუალებითაც მრავალი სტუდენტი, როგორც ერთ გუნდს, უწევთ თანამშრომლობა და გუნდურად გარკვეული დავალელების შესრულება, რაც საკუთარი მიზნების მიღწევაში ეხმარებათ.

ეს კეთდება ეფექტური ჯგუფების ფორმირების გზით, სადაც თითოეულმა სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეები. რაც ზრდის მოსწავლეთა კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარებს. კოლაბორაციული ელექტრონული სწავლება ემყარება მოსაზრებას, რომ ცოდნა ყველაზე კარგად ვითარდება ინდივიდუალების ჯგუფში, სადაც მათ შეუძლიათ ურთიერთქმედება და ერთმანეთისგან სწავლა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის სწავლებას უფრო ხშირად ტრადიციულ საკლასო ოთახებში იყენებენ, ვიდრე ონლაინ კურსებში, ის მაინც ელექტრონული სწავლების მართებული ტიპია, რომლის სწორად შესრულების შემთხვევაში შეიძლება ძალიან ეფექტური გამოდგეს.

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!
გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34ბ



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI თავდასხმა თუ AI თავდაცვა - კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები ციფრულ ეპოქაში

AI თავდასხმებს AI თავდაცვა უპირისპირდება - გაიგე, როგორ იცვლება კიბერუსაფრთხოების სფერო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და რატომ არის კიბერუსაფრთხოება მომავალის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი პროფესია.

წარმოიდგინე, ყველაზე ცუდი სცენარი: კიბერკრიმინალები – ის ადამიანები, ვინც თქვენი ციფრული ცხოვრების მოპარვას ცდილობენ – ახლა ისინი იყენებენ  AI-ის,  რათა თავდასხმები რეალური გახადონ. ხელოვნური ინტელექტი ქმნის მიზნობრივ ფიშინგს – ყალბ ელექტრონულ წერილებს, რომლებიც ისე ზუსტად ჰგავს რეალურს, რომ შესაძლოა ეჭვიც არ გაგიჩნდეს და გაებათ მათ მახეში. კიდევ უფრო საშიშია Deepfake  – AI-ის მიე

ШАГ логотип

დიზაინერი AI-ის ეპოქაში - ახალი კომპეტენციების საჭიროება

AI-ის ეპოქაში დიზაინერის როლი რადიკალურად ტრანსფორმირდება — ხელოვნური ინტელექტი ხდება მისი ასისტენტი და პარტნიორი, რაც მოითხოვს ახალ კომპეტენციებს: prompt engineering, AI ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება, მონაცემთა ანალიზი, ეთიკური პასუხისმგებლობა და უწყვეტი განვითარება. თანამედროვე დიზაინერი უკვე აღარ არის მხოლოდ შემსრულებელი, ის სტრატეგიულად მართავს AI-ს, აძლევს მას ადამიანურ ღირებულებებს და ქმნის ინოვაციურ, მომხმარებელზე ორიენტირებულ გამოცდილებებს.

ყველა ვხედავთ, ყველა ვამჩნევთ გარდამტეხ, რევოლუციურ ფაზას, რასაც ხელოვნური ინტელექტი ქმნის დიზაინის სფეროში. კრეატიული პროცესების ავტომატიზაცია, უკვე უპრეცედენტო შესაძლებლობებს იძლევა. ეს ტრანსფორმაცია არამხოლოდ ცვლის დიზაინერის ყოველდღიურ საქმიანობას, არამედ მოითხოვს მისგან ახალ კომპეტენციებსა და უნარებს, რომ წარმატებული იყოს, ამ მუდმივად ცვალებად გარემოში. AI როგო

ШАГ логотип

ერიკ ფინმანი - წარმატებული ისტორიები 20 წლამდე ასაკში

ერიკ ფინმანის შთამაგონებელი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გახდა 18 წლის ბიჭი მილიონერი. ახალგაზრდა ენტრეპრენერის წარმატების გზა.

ზოგჯერ ასაკი მხოლოდ რიცხვია. ერიკ ფინმანის ისტორია ამის კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითია - ახალგაზრდა ვიზიონერი, რომელმაც 12 წლის ასაკშივე გამოავლინა იმდენი გამჭრიახობა და მომავლის ხედვა, რომ 18 წლისთვის მილიონერი გახდა. 1998 წლის ოქტომბერში დაბადებული ერიკი, ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა გადაწყვიტა პირველი ნაბიჯის გადადგმა თავისი ფინანსური დამოუკიდებლობისკენ. 2011 წელს, მხო

ШАГ логотип

წარმატებული ისტორიები 20 წლამდე ასაკში: ბენ პასტერნაკის ფენომენი

ბენ პასტერნაკი - ავსტრალიელი ახალგაზრდა ანტრეპრენერი, რომელმაც 15 წლის ასაკში შექმნა "Flogg" და "Monkey" აპლიკაციები, ხოლო 17 წლის ასაკში გახდა მილიონერი. ამჟამად ვითარდება კვების ინდუსტრიაში SIMULATE კომპანიის საშუალებით.

თანამედროვე ტექნოლოგიური ეპოქა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ვიხილოთ იმ ახალგაზრდების წარმატების ისტორიები, რომლებიც ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში ახერხებენ გლობალური მასშტაბის პროექტების შექმნას. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მაგალითია ბენ პასტერნაკი, რომელიც ავსტრალიელი წარმომავლობის ახალგაზრდა ანტრეპრენერია. ბენ პასტერნაკი დაიბადა 1999 წლის სექტემბერში (ზოგიე

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა