IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

მეტაკოგნიტურობა და ქმედების უწყვეტი ჯაჭვი - წარმატების გარანტი!

23.08.2020

748 დათვალიერება

იცოდით, რომ წარმატებულ ადამიანებს წარუმატებლისგან მხოლოდ სიცოცხლის წყურვილი და ჟინი განასხვავებს? ეს ის უნარია, რაც ადამიანს რთული სიტუაციების მარტივად დაძლევაში ეხმარება. წარმატების მისაღწევად აუცილებელია მენტალური სიძლიერე, შემდგარი ძლიერი ადამიანები ხშრად იკლებდნენ სიამოვნებას, ნაკლებად აჰყვებიან გარშემო არსებულ ცდუნებებს და მუდმივად აკეთებენ იმას, რასაც მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. თუმცა, წარმატებული ადამიანები ერთსა და იმავე მეთოდს ბრმად არასდროს არ მისდევენ, ისინი ცდილობენ დაეწიონ და გაუსწრონ დროს და მომავლის ტენდენციებს

 

კვლევის Proceedings of the National Academic of Sciences ავტორები ამბობენ, რომ სიცოცხლის ჟინთან ერთად, სტრატეგულად ფიქრის უნარი  არის ის იდეალური, ითვლება რომ სტრატეგიული გონების გარეშე შეუძლებელია  სხვა უნარების სწორად გამოყენება.  როგორც ამბობენ,  „ფიქრი ფიქრზე“ ანუ, იგივე მეტაკოგნიტურობა,  წარმტების მისაღწევადმნიშვნელოვანი აქტივია.

 

წარმატება მუდმივი ქმედების  შედეგია. თუ ადამიანი პერმანენტულად და ჟინით აკეთებს რამეს, ყოველი  მომდევნო ცდა უკეთესია, თუმცა, „რაღაც დონემდე“, მომდევნო დონე კი წარმატების სტრატეგიულადფიქრის უნარის გამომუშვებაა, რომელიც მიმდინარე პროეცესის, რუტინის ან თუნდაც ჩვევების მიმართ  კითხვების დასმა და მოცემულეობის  განსხვავებულ ჭრილში დანახვის მცდელობაა.  

 

 

როგორც  მკვლევარები ამბობენ, სტრატეგიულად ფიქრის უნარის გამოსამუშავებლად, არსებობს საორიენტაციო კითხვები, რომელიც  ადამიანმა  საკუთარ თავს უნდა დაუსვას, თუ მას მიზნების მიღწევა უნდა.  მკვლევარების აზრით, ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია დასხვას კითხვები და გაანალიზოს საკუთარი მიდგომები, საკუთარი ქმედებების და საკუთარი მიღწევებიც კი, თუ მას მომავალში საკუთარი უნარების ან შედეგების გაუმჯობესება უნდა.

 

ამ მოსაზრების დასამტკიცებლას ჩატარდა კვლევა, სადაც სტუდენტებს 10 კითხვა დაუსვეს და სთხოვეს, შეეფასებინათ საკუთარი თავი :

  1. როდესაც თანხა გეწურება, სწავლაზე და ახალი უნარების დაუფლებაზე ფიქრობ რომ ასეთ ვითარებაში აღარასოდეს არ აღმოჩნდე თუ სასწრაფოდ მუშაობის დაწყებაზე?
  2. რის შესწავლას გეგმავ უახლოეს პერიოდში?
  3. როდესაც გამოსავალს ვერ პოულობ, რამდენად ხშირად უსვამ საკუთარ თავს შეკითხვას: „რა შემიძლია გავაკეთო საკუთარი თავის დასახმარებლად?“
  4. როდესაც საქმეში წინ ვერ მიიწევ, რამდენად ხშირად უსვამ საკუთარ თავს კითხვას: „არსებობს თუ არა ამ საქმის შესრულების უკეთესი გზა?“
  5. როდესაც  იმედგაცრულებული ხარ, რამდენად ხშრად უსვამ საკუთარ თავს შეკითხვას: „როგორ გავხდე უკეთესი?“
  6. როდესაც გამოწვევების წინაშე ხარ, რამდენად ხშრად უსვამ საკუთარ თავს შეკითხვას: „რა შემიძლია გავაკეთო იმისათვის, რომ ეს გამოწვევა წარმატებით გადავლახო?“
  7. როდესაც ღელავ და განიცდი, რამდენად ხშრად უსვამ საკუთარ თავს შეკითხვას: „ როგორ შემიძლია დავეხმარო საკუთარ თავს?“
  8. როდესაც რაიმე საქმე გირთულდება, რამდენად ხშირად უსვამ საკუთარ თავს კითხვას: „როგორ შემიძლია უკეთესად ამ საქმის შესრულება?“
  9. ძილის წინ არის ერთი გარდამავალი წამი, როდესაც შეგვიძლია ჩვენს თავს ფიქრი მოვახვიოთ, ეს განვითარების ფიქრია თუ გართობის დაგეგმარება?
  10. გიფიქრიათ "რა მამუხრუჭებს"?

 

მომდევნო ექსპერიმენტში მკვლევარები ადამიანთა ორ ჯგუფს დააკვირდნენ. პირველ ჯგუფს სტრატეგიული ფიქრის კონცეფცია გააცნეს, ხოლო მეორეს- არა. შემდეგ კი  ორივე ჯგუფს მისცეს სამუშაო, „დავალება“ და  ჯგუფს, რომელმაც არ იცოდა „სტრატეგიული ფიქრის“ შესახებ, დავალების მიზნებიც დაუსახეს. ცხადია, დავალება „სტრატეგიული ფიქრის“ კონცეფციის მცოდნე ჯგუფმა უკეთესად შეასრულა, ვიდრე „კონტროლისა და პროცედურის მცოდნე“ ჯგუფმა. „სტრატეგიულად ფიქრის კონცეფციის“ მცოდნე ჯგუფმა ბევრი კითხვა დასვა, მიმართა სხვადასხვა მიდგომებს, გაანალიზეს სხვადასხვა შესაძლებლობები და არ შეუჩერებიათ ფიქრის პროცესი, მაშინაც კი,  როცა  დავალების შესრულების ეფექტურ გზებს მიაგნეს.ცხადია, სტრატეგიულმა ფიქრის კონცეფციამ უკეთესი პროცესი და შედეგი შექმნა.

 

 

თანამედროვე ბიზნეს სამყაროში ამბიციურ მიზნებსა და გამოწვევებს სხვანაირი მიდგომა და ფიქრი სჭირდება. გამოწვევების დაძლევას  „ფიქსირებული“ ფიქრი და მიდგომები ვერ ეხმარება, ნაცადი და ნაცნობი „სტრატეგიები“ ნაკლებად ეფექტურია, რადგან „ნაცადი“ მეთოდი არსებულ უცნობ გამოწვევებთან მიმართებაში, ხშირად, არაეფექტურია. თანამედროვე გარემოს სტრატეგიული ფიქრის უნარი სჭირდება მიზნების, შედეგებისა თუ  გამოწვევების დასაძლევად. მუდმივი შეფასება, ახალი მიდგომებისა თუ მეთოდების აღმოჩენა ბევრ, თანამედროვე სამუშაოს თუ საქმეს სჭირდება.

 

მომდევნო ჯერზე, როდესაც  ახალ მიზნებს დავუსახავთ საკუთარ თავს, ზემოთ დასახელებული 10 კითხვა დაგვეხმარება ახალი და ინოვაციური მიდგომების აღმოჩენაში, მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში. მკვლევარების აზრითკი სტრატეგიული ფიქრის უნარი გამომუშავებადია, თუმცა მასაც მუდმივი მუშაობა სჭირდება.

 

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 95 ფილიალით!


გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა