IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

მოთხოვნადი პროგრამული ენები

04.03.2021

959 დათვალიერება

პანდემიის პერიოდში, 15,000 დეველოპერისა და HR მენეჯერის გამოკითხვით, ყველაზე მოთხოვნად პროგრამულ ენებში კვლავ JavaScript, Java და Python დაწინაურდა - მოთხოვნადია React, Node.js და NET Core– ის ცოდნაც

 

პროგრამისტების სასწავლო კომპანიის CodinGame– ს ახალი გამოკითხვის თანახმად, დეველოპერების დაქირავებისას, JavaScript, Java და Python პროგრამული ენების უბადლო ცოდნა, გარდამტეხია დამქირავებელი მენეჯერების მოთხოვნებში.

 

კომპანიის უკანასკნელმა, ყოველწლიურმა ანგარიშმა, რომელიც მსოფლიოს 15000 დეველოპერისა და HR მენეჯერების გამოკითხვას ეყრდნობა, ცხადჰყო, რომ ათი დამქირავებლიდან ექვსი (60%) ხედავს JavaScript, Java და Python– ის უპირატესობას ტექნიკურ კომპანიებში, ხოლო JavaScript– ი ყველაზე მოთხოვნადი ენაა გამოკითხულთა 62% –ის მიხედვით.

მას ფეხდაფეხ მიჰყვება Java, რომელიც, როგორც ცნობილია, მოთხოვნადია დასაქმებულთა 59% -ის მიერ და Python- ი, რომელსაც გამოკითხულთა 48% -ის თქმით, ძალიან ითხოვენ.

 

პროგრამირების ზოგიერთი ენა პოპულარული აღმოჩნდა დეველოპერებისთვის, მაგრამ ნაკლებად პოპულარული - დამქირავებელი კომპანიებისთვის.

მაგალითად, დეველოპერების 45.1% -მა თქვა, რომ კოდი დაწერა C- ზე, თუმცა კომპანიების მხოლოდ 15.4% -მა თქვა, რომ მათ C ენის განვითარება სჭირდებოდათ. ანალოგიურად, გამოკითხულთა 47% კოდს წერს C ++ - ზე, მაგრამ კომპანიების მესამედზე ნაკლები (27%) აცხადებს, რომ მათ სჭირდებათ C ++ დეველოპერები.

 

იგივე შეიძლება ითქვას პითონზე: დეველოპერების 57% პროგრამირების გარკვეულ ენაზე წერს კოდს, მაგრამ კომპანიების ნახევარზე ნაკლებს (47%) აქვს ამ ენაზე დიდი მოთხოვნა.

 

სხვადასხვა ტენდენციები

CodinGame– ს თანადამფუძნებელმა Aude Barral-მა განაცხადა, რომ დეველოპერებს შორის პროგრამირების ენის ტენდენციები ჩვეულებრივია, იმდენად, რომ ბაზარზე არსებული ტენდენციებისგან დიდად არ განსხვავდება.

 

"ზოგიერთი ტექნოლოგია შეიძლება მოდური გახდეს დეველოპერების საზოგადოებაში მხოლოდ იმიტომ, რომ მათი შესწავლა უფრო ადვილი ან უფრო მოსახერხებელია, ტრენდული ენები დეველოპერებს შორის განხილვის დაუსრულებელი თემაა ”, - განუცხადა მან TechRepublic- ს.

 

თუკი კომპანიების საჭიროებებსა და დეველოპერული საზოგადოების ტენდენციებს შორის არის კვეთა, მაშინ ენების პოპულარობა გაიზრდება. ეს ეხება Go- ს და Rust- ს, რომელიც DevOps- ში უფრო და უფრო გამოიყენება

 

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

Barral-მა დაამატა, რომ ზოგიერთი პროგრამირების ენა, როგორიცაა PHP, ფართოდ გამოიყენებოდა ბაზარზე, მაგრამ მეორე მხრივ ის უკვე მოძველებული ენაა და არ მოსწონდათ კოდის დამწერებს, რომლებიც მას უკვე ვიწრო გასაქანის მქონე, პროგრამულ ენად თვლიან

 

მიუხედავად იმისა, რომ დამწყებთათვის C პოპულარულ ენად რჩება, Barral-ის ვარაუდით, მისი პოპულარობა ძალიან წინ შემცირდა Python– ის დამსახურებით, პროფესიონალი დეველოპერები და გიგანტური კომპანიები პითონის თაყვანისმცემლები არიან

 

პითონი ზოგადი დანიშნულების ენაა, რომლის სწავლაც ადვილი ხოლო გამოყენება ძალიან ეფექტურია. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, ხელოვნურმა ინტელექტმა და მანქანების შესწავლამ ფართო წვლილი შეიტანა Python–ს აღზევებაში

 

დეველოპერის ფრეიმვორქები

CodinGame- ის გამოკითხვამ შეაფასა პროგრამისტებს შორის ყველაზე პოპულარული დეველოფმენთ ფრეიმვორქებიც, შედეგად Node.js, React და. NET Core სიის სათავეში მოხვდა. წამყვანი პაკეტი იყო JavaScript UI ბიბლიოთეკა React: ტექნიკური რეკრუტერების 59% ამბობს, რომ ეძებდა დეველოპერებს, რომლებმაც იცოდნენ როგორ შეექმნათ პროგრამები React ფრეიმვორქში. ამის მიუხედავად, CodinGame- ს მიერ გამოკითხული დეველოპერების მხოლოდ 27.6% -მა თქვა, რომ მათ იცოდნენ როგორ შეექმნათ React- ში - ამით სამუშაოს მაძიებლებს ურჩევენ, რომ მათ შეუძლიათ რეკრუტერებისთვის უფრო მიმზიდველი გახდნენ თუკი ამ პლატფორმას გაეცნობიან.

 

იგივე ტენდენციაა Node.js და .Net Core– ს შემთხვევაში, თუმცა უფრო მცირე მოცულობით. რეკრუტორთა ნახევარმა თქვა, რომ JavaScript– ის ფრეიმვორქ Node.js– ის ცოდნა ძალიან სასურველია, თუმცა დეველოპერების მხოლოდ 36% აცხადებს, რომ იცის ის. C # და C ++ დეველოფმენთ ფრეიმვორქ .NET Core-თვის, ეს მაჩვენებლები იყო 34% და 23%.

 

კიდევ ერთი ფრეიმვორქი, რომელიც რეკრუტერთა სამეულს ქმნის, არის Angular2, Google– ის TypeScript– ზე დაფუძნებული ვებ – პლატფორმა მობილური და დესკტოპის პროგრამებისთვის. რეკრუტერთა 41%-მა განაცხადა, რომ ეძებენ Angular2 + სპეციალისტებს, თუმცა დეველოპერების მხოლოდ 17% -მა თქვა, რომ მათ იცოდნენ ეს ფრეიმვორქი.

 

CodinGame– მა აღმოაჩინა, რომ სამომავლოდ DevOps-ზე დიდი მოთხოვნილება იქნება 2022 წელს, რადგან კომპანიები, რომლებშიც გაზრდილი საჭიროებების საკითხი დადგა cloud ინფრასტრუქტურის მართვაში - ან COVID-19 პანდემიის შედეგად სხვაგვარად გადავიდნენ cloud-ში - ეძებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოცდილებას.

 

სინამდვილეში, მოთხოვნა შეიძლება იმდენად მაღალი იყოს, რომ რეკრუტერები პროგნოზირებენ გლობალურ დეფიციტს: გამოკითხული HR პროფესიონალების 43% აცხადებს, რომ ისინი იბრძოლებენ, რომ იპოვონ კვალიფიციური DevOps პროფესიონალები თავიანთი ტექნიკური გუნდებისათვის, კვლევის შედეგებმა მიუთითა, რომ ამან გადააჭარბა back-end და full-stack დეველოპერებს, როგორც დასაკავებლად ყველაზე რთულმა პოზიციამ 2021 წელს.

 

Barral-მა თქვა:” მიუხედავად იმისა, რომ კოვიდი დიდწილად დგას ამ ცვლილების უკან, საინტერესო იქნება, გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენციები 2022 წელს.”

 

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

 

დაეუფლე მოთხოვნად და საუკეთესოდ ანაზღაურებად პროფესიებს

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა