IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

საშემოდგომო რეგისტრაცია დაიწყო

25

დღე

11

საათი

36

წუთი

მიღების წესები
ШАГ логотип

ონლაინ სამსახურები 13 წლის მოზარდებისთვის

11.11.2020

6786 დათვალიერება

თუ ხართ 13 წლის და ეძებთ სამსახურს, ჩვენ გვაქვს კარგი და ცუდი ამბავი თქვენთვის. კარგი ამბავი არის ის, რომ შეგიძლიათ გამოიმუშოთ თანხა, მაგრამ ცუდი ის, არის, რომ არ შეგიძლიათ ტიპიური სამუშაოს შესრულება, როგორც სხვებს.

რატომ? რადგან თქვენ ხართ ზალიან ახალგაზრდა და უნდა გააგრძელოთ ფოკუსირება სწავლაზე და ბავშვთა უფლებები არ იძლევა საშუალებას რომ აგიყვანოთ თანამშრომლად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლიათ თანხის გამომუშავება.

ბლოგერი

თინეიჯერ ბლოგერს შეუძლია გამოიმუშაოს ბლოგის წერით იმის შესახებ, რაც მათ აინტერესებთ, ეს შეიძლება იყოს ვიდეო თამაშები, საჭმელი, ხელნაკეთი ნივთები და სხვა. დაპოსტეთ ხარისხიანი ბლოგი ფოტოებით და მალე გეყოლებათ მიმდევრები. როდესაც ეს მოხდება, თქვენ შეძლებთ თანხის გამომუშავებას როგორც თინეიჯერი ბლოგერი რეკლამებით და სპონსორებით სხვადასხვა კომპანიებიდან.

რას აკეთებს თინეიჯერი ბლოგერი?

როგორც ბლოგერი თქვენ დიდ დროს დაუთმობთ წერას. ეს შეიძლება იყოს ცხოველები, საჭმელი და სხვა, რაც მოგწონთ. ბლოგერები სწრაფად ვერ გამოიმუშავებენ თანხას, მაგრამ დროდადრო მათი საიტი უფრო აქტიური გახდება და შემდეგ შეძლებენ თანხის გამომუშავებას.

რამდენის გამომუშავება შეუძლია თინეიჯერ ბლოგერს?

ლოგერის ანაზღაურება შეიძლება განსხვავდებოდეს. დაწყებიდან 3-4 თვის მანძილზე ცოტა ანაზღაურება გექნებათ. თუმცა, დროთა განმავლობაში, როდესაც თქვენი საიტი გაზირდება შეგიძლიათ გამოიყენოთ Google Adsense-ის მსგავსი პლატფორმები რომ განათავსოთ რეკლამა თქვენი საიტის, რომელიც გადაგიხდით ყოველ ჯერზე როდესაც ვინმე დააჭერს რეკლამას. ბლოგერმა შეიძლება გამოიმუშოს როგორც 0$ ასევე 100,000+$.

როგორ დავიწყო ბლოგერობა?

1.  ესაუბრეთ მშობლებს, სანამ დაიწყებთ ბლოგერობას. მათ უნდა იცოდნენ თქვენი გეგმების შესახებ.

2.  ბლოგერობის დაწყებისთვის თქვენ გაქვთ ორი არჩევანი: ვებ დეველოპერმა შეგიქმნათ საიტი ან გააკეთოთ ეს თქვენ. ჩვენ გირჩევთ, რომ თავად გააკეთოთ.

3.  დაწყებისთვის დაგჭირდებათ თქვენი ბლოგის შექმნა WordPress-ზე რომ ივარჯიშოთ. ამისთვის დაგჭირდებათ ჰოსტინგ ექაუნთი და ჩვენ გირჩევთ Siteground-ს. დაწყებისთვის, დააჭირეთ აქ რომ გახსნათ Siteground და შემდეგ დააჭირეთ ვიდეოს ქვემოთ რომ უყუროთ ვიდეოგაკვეთილს თუ როგორ დარეგისტრირდეთ და დააინსტალოთ WordPress-ი. დომენის სახელის მოსაფიქრებლად,, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ინსტრუმენტი.

4.  ახლა როდესაც გაქვთ ბლოგი, გჭირდებათ შესაბამისი ტრენინგის მიღება რომ გახდეთ კარგი ბლოგერი.

ლოგოს დიზაინერი

თინეიჯერ ლოგოს დიზაინერს შეუძლია იმუშაოს კომპანიებთან რომ შექმნს ლოგო მათთვის ბიზნესის წარდგენისთვის. ეს კარგი სამსახურია თინეიჯერებისთვის რადან თუ თქვენ ეს საქმე კარგად გამოგდით, ყოველთვსი გექნებათ სამსახური და კარგი ანაზღაურება. ამ სამსახურისთვის უნდა იყოთ კრეატიული და უნდა შეგეძლოთ ხატვა ან კომპიუტერის გამოყენება ლოგოს შექმნისთვის.

რას აკეთებს თინეიჯერი ლოგოს დიზაინერი?

ლოგოს დიზაინერი არის გრაფიკული დიზაინერი რომელიც ქმნის ბრენდინგს ამ კომპანიის წარმოდგენისთვის. ეს კეთდება ვიზუალურად სასიამოვნო ფორმებით და ფონტებით.ლოგოს შექმნის პროცესი რთულია. უნდა ისაუბროთ კლიენტთან, რა ტიპის ლოგო სურს. მათ შეიძება ჰქონდეთ იდეა ლოგოსი, შემდგ თქვენ უნდა შექმნათ მონახაზი. შემდეგ გამოიყენოთ რამდენიმე პროგრამა საბოლოო ლოგოს შექმნისთვის.

თუ მათ არ მოეწონებათ, თქვენ პასუხისმგებელი ხართ შეცვალოთ ლოგო მათი სურვილის მიხედვით. კლიენტები შეგიძლიათ იპოვოთ სხვადასხვა პლატფორმიდან ან იპოვოთ ფრილანს სამსახური. კარგი იქნება თუ გექნებათ ზოგად ხელოვნებაში სერთიფიკატი.

რა ანაზღაურება აქვს თინეიჯერ ლოგოს დიზაინერს?

როგორც თინეიჯერი ლოგოს დიზაინერი თქვენ გამოიმუშავებთ 50-100$-ს დასაწყისში. თითო ლოგოს სჭირდება სამი საათი შექმნისთვის, ამიტომ ეს კარგი ზღვარია. ყველაზე რთული არის სამუშაოს პოვნა. თქვენ ან უნდა იმუშაოთ ფირმაზე ან იპოვოთ ფრილანს სამსახური. მაგრამ ეს არის რთული, რადგან არის ბევრი ლოგოს დიზაინერი რომელიც ეძებს პოზიციას. თუ გაყვებით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს, თქვენ არ გაგიჭირდებათ წინ წასვლა.

  1. სანამ დაიწყებთ, უნდა მიიღოთ საჭირო განათლება ან უნარები რაც საჭიროა ლოგოს დიზაინერისთვის. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ გრფიკული დიზაინერის კურსის გავლით. ეს გასწავლით photoshop-ის გამოყენებას, რაც მნიშვნელოვნია ლოგოს დიზაინერისთვის.
  2. სწავლის შემდეგ უნდა შექმნათ რამდენიმე ლოგო და დაამატოთ პორტფელიოში. უნდა ანახოთ ხალხს რისი შექმნა შეგიძლიათ და რას მიიღებენ თქვენი აყვანისას. გააკეთეთ ლოგოები მაგალითისთვის. როდესაც შექმნით მათ, ატვირთეთ საუკეთესოები დოკუმენტში.
  3. პორტფელიოს შექმნის შემდეგ შეგიძლიათ იპოვოთ სამსახური. ამისთვის ბევრი გზა არსებობს, საუკეთესო ვარიანტია ისეთი საიტების გამოყენება როგორიც არის  Upwork ან Fiverr. ისინი არის ფრილანს საიტები. შეგიძლიათ აიღოთ რამდენიმე სამუშაო. გამოაქვეყნეთ პორტფელიო და ლოგოები რაც შეგიქმნიათ, ისაუბრეთ თქვენს შესაზლებლობებზე.
  4. გილოცავთ, თქვენ ხართ თინეიჯერი ლოგოს დიზაინერი. შესაძლოა კლიენტის მოძიებისთვის დრო დაგჭირდეთ, მაგრამ როდესაც იპოვით უფრო და უფრო მოგემატებათ სამუშაოები. ლოგოს დიზაინერები შეიძება აიყვანონ დიდმა კომპანიებმა როგორც გრაფიკული დიზაინერები და ეს კარგი კარიერაა თუ მოგწონთ ნამუშევრების შექმნა კომპიუტერის ეკრანზე.

 

ფოტოგრაფი

თუ გაქვთ ინტერნეტი და კამერა, შეგიძლიათ იყოთ ფოტოგრაფი! ბიზნესი და ადამიანები, ვისაც სჭირდებათ ფოტოები პროექტითვის იყენებნ საიტებს როგორიცაა Shutterstock რომ იყიდონ მაღალი ხარისხის ფოტოები. უნდა ატვირტოთ თქვენი ფოტოები და დაელოდოთ რომ იყიდონ ისინი. კარგი შედეგისთვის უნდა გადაუღოთ ნივთებს რომლებიც პოპულარული არიან უნიკალურობით.

  • თუ გადაგიღიათ ფოტოები, რატომ არ უნდა გამოიმუშაოთ თანხა ამით? მოცემულია პლატფორმები, რომ შეამოწმოთ მოგწონთ თუ არა თქვენი ნამუშევრების გაყიდვა
  • · Shutterstock
  •  iStock
    · 123RF
    · Dreamstime

რას აკეთებს თინეიჯერი ფოტოგრაფი?

თინეიჯერი ფოტოგრაფი იყენებს ფოტოგრფიის უნარებს თანხის გამომუშავებისთვის. ამ სტატიაში ვფოკუსირდებით ფოტოების გადაღებასა და მათ Shutterstock-ზე განთავსებით. აქ მომხმარებლები ტვირთავენ ფოტოებს და მათ ყიდულობენ სხვადასხვა კომპანიები. თქვენი ფოტოები დაცულია სამარკო ნიშნით.

თქვენი პასუხისმგებლობა Shutterstock-ზე არის ის რომ გაიგოთ რა ტიპის ფოტოებია საჭირო, გადაიღოთ და მოაწესრიგოთ თქვენი ექაუნთი. თქვენ გადაგიხდიან ნაყიდი ფოტოების მიხედვით.

რა ანაზღაურება აქვს თინეიჯერ ფოტოგრაფს?

როგორც ფოტოგრაფი, თქვენ გამოიმუშავებთ 25-50 ცენტს თითო გადმოტვირთულ სურათში. Shutterstock-ზე მუშაობა საკმაოდ რთულია. თქვენ არ გექნებათ დიდი ანაზღაურება და რთულია, რომ ვინმემ თქვენი ფოტო გახსნას პირველ რიგში. Shutterstock-ზე ბევრი ფოტოა, თქვენ გაქვთ ლიმიტირებული შანსი იმისა, თუ ვინ გახსნის თქვენ ფოტოს და რომ გახსნან, თქვენ გადაგიხდიან 25-50 ცენტს.

თუ გახდებით პროფესიონალი ფოტოგრაფი, თქვენ არ უნდა აკეთებდეთ ამას მხოლოდ თანხისთვის. უნდა გსიამოვნებდეთ ეს საქმე. თუ უკვე იღებთ სურათებს, ეს არის კარგი გზა თანხის გამომუშავების.

შეგიძიათ Shutterstock-ზე კარგი თანხა გამოიმუშაოთ როდესაც გექნებათ ასობით ფოტო ატვირთული პლატფორმაზე, მაგრამ ეს შეიზება იყოს წლების მანზილზე სამუშაო.

როგორ დავიწყო თინეიჯერი ფოტოგრაფის კარიერა?

  1. სანამ დაიწყებთ, გააკეთეთ ინვესტიცია კარგ კამერაში. Shutterstock-ზე არის დიდი კონკურენცია, ამიტომ თქვენი ფოტოები უნდა გამოირჩეოდეს სხვებისგან. ამისთვსი საჭიროა კარგი კამერა და ლინზა.
  2. როდესაც გექნებათ კარგი კამერა, უნდა გააუმჯობესოთ ფოტოს გადაღების უნარი. ეს საჭიროა იმიტომ, რომ არის დიდი კონკურენცია.
  3. ახლა უნდა გადაიღოთ ფოტოები და ატვირთოთ ისინი Shutterstock-ზე ფოტოგრაფის გამყიდველის ექაუნთის შექმნით. Shutterstock-ზე არ არის აპლიკაციის პროცესი, ამიტომ არ დაგჭირდებათ სამუშაოს აყვანაზე ნერვიულობა. გამოიყენეთ თქვენი უნარები რომლებიც ისწავლეთ ონლაინ კურსით. შემდეგ ატვირთეთ Shutterstock-ზე და გაიმეორეთ პროცესი.
  4. გილოცავთ, თქვენ ხართ თინეიჯერი ფოტოგრაფი. შეიძლება თავიდანვე კარგი ანაზღაურება არ გქონდეთ, მაგრამ ეს არის სახალისო საქმე. თქვენ აკეთებთ იმას, რაც გიყვართ და იღებთ ანაზღაურებას. თქვენ შეგიძიათ გამოიყენოთ ეს გამოცდილება სამუშაოს პოვნისთვის.

 

სოციალური მედიის ინფლუენსერი

თუ ბევრ დროს ატარებთ Facebook და Twitter-ზე, რატომ არ უნდა გამოიმუშაოთ თანხა როგორც სოციალური მედიის ინფლუენსერმა? მოგიწევთ ბევრი მუშაობა რომ გყავდეთ რაც შეიძლება მეტი მიმდევარი და შემდეგ კომპანიები გადაგიხდიან თანხას რომ დაპსოტოთ მათი ლინკები, ძირითადად საიტებისთვის, პროდუქტისთვის ან მომსახურებისთვის რისი გარეკლამებაც მათ სჭირდებათ.

რას აკეთებს თინეიჯერი სოციალური მედიის ინფლუენსერი?

თინეიჯერი სოციალური მედიის ინფლუენსერი აზიარებს ლინკებს თავის სოციალური მედიის ექაუნთზე და ამაში იღეს თანხას. მათ დაევალებათ პროდუქტის გარეკლამება მათ მიმდევრებზე. მას უნდა ჰყავდეს გარკვეული რაოდენობის მიმდევრები. ამის შემდეგ მათ უნდა აიღოთ ლინკები, გააზიარონ და სცადონ რაც შეიძლება მეტი კლიკის მიღება ლინკზე. ადამიანებს, რომლებიც ყიდიან პროდუქტს სჭირდებათ ვიღაც ან რაღაც ადგილი, სადაც გააცნობს თავის პროდუქტს ონლაინ და ამას გააკეთებთ თქვენ. ამ სახის სამუშაოსთვის გირჩევთ ფოკუსირდეთ Instagram-ზე რადგან აქ არის ყველაზე დიდი კომერციული ინტერესი.

რა ანაზღაურება აქვს თინეიჯერ სოციალური მედიის ინფლუენსერს?

დამწყებ სოციალური მედიის ინფლუენსერს დაბალი ანაზღურებააქვს. ბევრს არ გადაგიხდიან თქვენს ექაუნთზე ლინკების გაზიარებაში, თუ ცოტა ოდენობის მიმდევრები გყავთ. დიდი სოციალური მედიის გვერდები მეტს გამოიმუშავებენ ლინკის გაზიარებისთვის, ამიტომ რაც შეიძება უნდა გაზარდოთ თქვენი სოციალური მედიის გვერდი. არის ერთი პრობლემა სოციალური მედიის ინფლუენსერობის, დასაწყისში ის ნელა იზრდება. ეს არის მთავარი პრობლემა, მაგრამ თუ გააგრძელებთ მუშაობას და ფოტოების და ვიდეოების დაპოსტვას, თქვენი გამომწერების რიცხვი გაირზდება.

როგორ დავიწყო კარიერა როგორც თინეიჯერმა სოციალური მედიის ინფლუენსერმა?

  1. სანამ დაიწყებთ, ფოკუსირდით სოციალურ მედიაზე გამომწერების მოგროვებით. რაც უფრო მეტი მიმდევარი გეყოლებათ, მით უფრო მეტად დაგეკონტაქტებიან ლინკების გაზიარებისთვის. უთხარით ყველა მეგობარს გამოგყვნენ სოციალური მეგიის პლატფორმაზე და გააზიარონ თქვენი ექაუნთი.
  2. როდესაც გეყოლებათ საკმარისი ოდენობის მიმდევრები, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ Mylikes-ზე. ეს არის საიტი სადაც გეტყვიან ლინკებს, რაც უდნა დაპოსტოთ და სად მოგცემენ ანაზღაურებას. უნდა დაარეგისტრიროთ ექაუნთი Mylikes-ზე რომ გახდეთ სოციალური მედიის ინფლუენსერი. რეგისტრაციის დროს მიამაგრეთ თქვენი სოციალური მედიის ექაუნთი, მეილი და პერსონალური დეტალები.
  3. რეგისტრაციის შემდეგ, შეგიძლიათ მიიღოთ ლინკები Mylikes-დან და გააზიაროთ სოციალური მედიის ექაუნთზე. ფრთხილად იყავით, რომ ძალიან ხშირად არ გამოიყენოთ სარეკლამო კონტენტი, რომ არ დაკარგოთ გამომწერები. როცა მიიღებთ რამდენიმე ლინკს, რასაც გამოიყენებთ, შეგიძლიათ დაპოსტოთ სოციალური მედიის ექაუნთზე. შეგიძლიათ გააზიაროთ ისინი რამდენიმე ექაუნთზე.
  4. გილოცავთ, თქვენ ხართ თინეიჯერი სოციალური მედიის ინფლუენსერი. შეიძლება ბევრი ანაზღაურება არ გქონდეთ, მაგრამ გააკეთებთ იმას, რაც მარტივია და თანხას იშოვით მარტივად. თუ მიმდევრების ოდენობას გაზრდით, გამოიმუშავებთ უფრო მეტ თანხას.

 

კვლევის მონაწილე

თუ გაქვთ ინტერნეტზე წვდომა, შეგიძლიათ იყოთ კვლევის მონაწილე თინეიჯერი.

კომპანიებს სჭირდებათ ინფორმაცია და აზრები რეალური ადამიანებისგან, რატომაც ისინი იყვნენ ადამიანებს, რომ ჩაატარონ ამაზე კვლევა. ასეთი ადამიანები გადაგიხდიან თანხას, რომ მიაწოდოთ ინფორმაცია ამიტომ რისი გაკეთებაც გჭირდებათ არის ის, რომ დარეგსიტრირდეთ საიტზე და დაიწყოთ გამოკვლევაში მონაწილეობის მიღება.

რას აკეთებს თინეიჯერი კვლევის მონაწილე?

კვლევის მონაწილე არის თინეიერი რომელიც პასუხობს კითხვებს თავიანთი თავის შესახებ და იღებს თანხას კომპანიისგან. ბევრ კომპანიას სჭირდება ინფორმაცია ხალხისგან. მაგალითად, საკვების კომპანიას უნდა იცოდეს რას ჭამს ხალხი. გზა, რომ გაიგონ რისი ჭამა სურს ხალხს არის გამოკვლევების გაგზავნა რომ ხალხმა შეავსოს იგი. ეს კეთდება სხვა პლატფორმებით რაც პასუხისმგებელია კვლევის მიწოდებაზე მონაწილებამდე.

რა ანაზღაურებას იღებს თინეიჯერი კვლევის მონაწილე?

როგორც კვლევის მონაწილე, თქვენ მიიღებთ დოლარს ერთ კვლევაში. არის დაბალი ანაზღაურება, რადგან კომპანიებს სჭირდებათ ბევრი ინფორმაცია ადამიანებისგან. ამასთნ ერთი პრობლემა არის უსაფრთხოება თქვენი ინფორმაციის. ხშირად, როდესაც კვლევას ავსებთ, კომპანიები ყიდიან თქვენს ინფორმაციას და თვენ იღებთ სხვადასხვა მეილებს. მონაწილეებს უხდიან ცოტას, მაგრამ ეს მარტივი საქმეა, თუ შეავსებთ ხუთ კვლევას დღეში და მიიღებთ თითოეულ მათგანში 1$-ს, დაახლოებით 150$ გექნებათ ყოველ თვე, რაც არ არის ცუდი.

როგორ დავიწყო მუშაობა კველვის მონაწილედ?

1)  სანამ დაიწყებთ, შექმენით დამატებითი მეილი კვლევებისთვის. ბევრი კვლევა მიყიდის თქვენს ინფორმაციას სხვა კომპანიებს რომლებიც გამოგიგზავნიან ბევრ მეილს, ამის მარტივი გამოსავალია სხვა მეილის შექმნა. კვლევაში მონაწილეობა სარისკოა ამიტომ უნდა დაიცვათ კომპუტერი და მეილი ვირუსისგან. შეგიძლიათ გახსნათ მიელი Gmail-ზე.

2)  როდესაც დარეგისტრირდებით მეილზე, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ კვლევაში მონაწილეობის მისაღებად. ზოგი საიტი არის მოცემული ქვემოთ: Swagbucks

 

3)  მიამაგრეთ გადახდის მეთოდი თქვენს ექაუნთს. კარგი ვარიანტია PayPal ექაუნთი, სადაც მიიღებთ ანაზღაურებას. შეგიძლიათ გაანაღდოთ თანხა სასაჩუქრე ბარათებით ზოგიერთ საიტზე. მაგრამ თუ გინდათ აკონტორლოთ სად მიდის თქვენი თანხა, გამოიყენეთ PayPal-ი და შეგიძლიათ დარეგისტრირდთ სხვა ვებსაიტებზეც. როდესაც დარეგისტრირდებით, მიამაგრეთ კვლევის მონაწილის ექაუნთს.

4)  გილოცავთ, თქვენ ხართ თინეიჯერი კვლევის მონაწილე. ეს არ არის კარიერული გეგმა რასაც გააკეთებთ მომავალში, მაგრამ თუ გსურთ გამოიმუშაოთ თანხა სწრაფად და მარტივად, ეს არის კარგი გზა.

ვიდეო თამაშების შემმოწმებელი

თინეიჯერი ვიდეო თამაშების შემმოწმებელი არის მნიშვნელოვანი სამსახური თამაშების კომპანიისთვის რადგან მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი თამაშები არის შეცდომის გარეშე, სანამ გამოუშვებენ საჯაროდ. თინეიჯერი თამაშემის შემმოწმებელი დარწმუნდება, რომ თამაში მუშაობს ისე, როგორც საჭიროა, შემდეგ მიაწვდის დეტალურ რეფორთს თამაშების კომპანიას, რომ გაასწორონ შეცდომები.

რას აკეთებს თამაშების შემმოწმებელი?

თუ გიყვართ ვიდეო თამაშები, ეს სამსახური იდეალურია თქვენთვის. თამაშების შემმოწმებელი ამოწმებს მათ სანამ ისინი გამოვა საჯაროდ. ყოველი ტესტი მსგავსია საბოლოო გამოშვებული თამაშის. შესაძლოა მოგიწიოთ თამაშის ბევრჯერ თამაში რომ იპოვოთ შეცდომები ან რაიმე პრობლემა. არამარტო უნდა ითამაშოთ, არამედ გადახედოთ მენიუს, პარამეტრებს, სხვა, რომ დარწმუნდეთ რომ ყველაფერი კარგად მუშაობს. შეასრულოთ ყველა მოძრაობა რაც შეუძლია მოთამაშის თამაშის დროს.

თუ იპოვით შეცდომას, უნდა ჩაიწეროთ ამის შესახებ, სად არის შეცდომა თამაშში, რას აკეთებს იგი და დეტალური აღწერა, რომ დეველოპერებმა გამოასწორონ იგი. თუ იპოვით შეცდომას, არ იყოყმანოთ მის ჩაწერაზე. მისმა გამოტოვებამ შეიზება გააფუჭოს თამაში. შემმოწმებლები რომ არა, თამაში გამოვიდოდა შეცდომებით. როგორც შემმოწმებელი, შეიძლება შეამოწმოთ ისეთ პლატფორმებზე, როგორიც არის Wii, XBox, Playstation, Nintendo DS და სხვა.

რა ანაზღაურება აქვს თამაშების შემმოწმებელს?

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემმოწმებელი იღებს 8-10$-ს საათში. თუ გამოცდილი ხართ, მიიღებთ დაახლოებით 14$-ს. სტატისიკა გვიჩვენებს, რომ საშუალოდ თამაშების შემმოწმებლები იღებენ 16,000$-ს წელიწადში, რაც შეიძლება გაიზარდოს 60,000-მდე. ეს დამოკიდბეულია გამოცდილებაზე, რა კომპანიაზე მუშაობთ და განათლებაზე. თამაშების შემმოწმებლის პოზიციები არ გრძელდება დიდხანს. შეიძლება იყოს ერთჯერადი ან რამდენიმე თვიანი.

.როგორ დავიწყო მუშაობა თამაშების შემმოწმებლად?

1. სანამ თამაშების შემმოწმებელი გახდებით, უნდა კითხოთ მშობლებს ნებართვა. ზოგი თამაში მოიცავს ძალადობას, ზრდასრულების კონტენტს და არაეთიკურ სიტყვებს. დარწმუნდით, რომ მშობლები ნებას გრთავენ.

2.  თქვენ უნდა შეაფასოთ თქვენი გამოცდილება ვიდეო თამაშებთან და პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით. გითამაშიათ აქამდე ვიდეო თამაშები? იცით როგორ იმოძრაოთ თამაშში? იცით სად ეძებოთ შეცდომები? ეს არის ის კითხვები რაც უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს რომ გაიგოთ თქვენი უნარების დონე. თუ ასეთ კონცეპტს არ იცნობთ, უნდა ჩაატაროთ კვლევა რადგან ამას ეძებენ კომპანიები თამაშების შემმოწმებელში.

3. ახლა უნდა გაარკვიოთ გაქვთ თუ არა პლატფორმა რაზეც შეამოწმებთ თამაშებს. თუ გაქვთ სხვადასხვა ტიპის კონსოლი, ეს მოგცემთ უპირატესობას რადგან რამდენიმე თამაშს რამდენიმე პლატფორმაზე შეამოწმებთ. თუ გაქვთ ერთი, საშუალება გექნებათ შეამოწმოთ მხოლოდ მასთან დაკავშირებული თამაშები.
4. შემდეგ უნდა იპოვოთ კომპანია, რომელსაც სჭირდება თამაშების შემმოწმებელი. მათ იპოვით ინტერნეტში ძებნის საშუალებით, შეიძლება გამოიყენოთ ეს საიტი ან ფრილანს სამსახური.თუ იცით ვინმე, ვინც პერსონალურად ქმნის თამაშებს, როგორიც App Store oან Google Play-ზე, შეგიძლიატ სთხოვოთ მათ რომ შეამოწმოთ თამაშები. შეიძლება დრო დაგჭირდეთ ღია პოზიციის მქონე კომპანიის მოძებნისთვის, მაგრამ როცა იპოვით ღია პოზიციაას, დარეგსიტრირდბეით და აგიყვანენ, მზად იქნებით.

გახმოვანების სპეციალისტი

თუ გაქვთ კარგი სასაუბრო ხმა, შეგიძლიათ იყოღ თინეიჯერი გახმოვანების სპეციალისტი. 13 წლის მოზარდს თავისუფლად შეუძლია იპოვოს ონლაინ სამუშაო, სადაც ისინი დაეხმარებიან დიდ პროექტებზე მაგალითად TV შოუებს ან აუდიო წიგნებს. გახმოვანებით თანხის გამომუშავება არის სახალისო და მარტივი.

რას აკეთებს თინეიჯერი გახმოვანების სპეციალისტი?

თინეიჯერი გახმოვანების სპეციალისტი აწვდის გახმოვანებას კლიენტებს. ზოგს შეიძლება დასჭირდეს ვიდეოს, აუდიოწიგნის ან სატელეფონო სისტემის გახმოვანება. გახმოვანების სპეციალისტად მოშაობა არის სახალისო, განსაკუთრებით თუ თქვენ მოგწონთ შესრულება მაგრამ გეშინიათ სცენის. სახლიდან გახმოვანებით შეგიძლიათ გამოიმუშავოთ თანხა!

არის სხვადასხვა ტიპის გახმოვანების პროექტი, რაც ხელმისაწვდომია თქვენი ნიჭის და ხმის მიხედვით. სანამ დაიწყებთ, იფიქრეთ რა ტიპის გახმოვანება გსურთ. გინდათ გაახმოვანოთ მულტფილმის გმირი ან დოკომენტური ფილმის პერსონაჟი? თუ გინდათ დაეხმაროთ აუდიოწიგნების შექმნაში?

რა ანაზღაურება აქვს თინეიჯერ გახმოვანების სპეციალისტს?

რა ანაზღაურება აქვს თინეიჯერ გახმოვანების სპეციალისტს დამოკიდებულია იმაზე თუ ვისთან მუშაობთ. დასაწყისში შეიძლება გადაგიხაონ ბევრად ნაკლები, მაგრამ უნდა აიღოთ რა სამუშაოც არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რომ შექმნათ პორტფელიო და მიიღოთ გამოცდილება. როდესაც გექნებათ გამოცდილება, იპოვიტ უკეთეს ანაზღაურებად სამსახურს.

როგორც თინეიჯერი გახმოვანების სპეციალისტი, შეიძლება გამოიმუშაოთ 10-500$ საათში. თუ ფიქრობთ გახმოვანება აქციოთ კარიერად, ეს არის კარგი ადგილი დასაწყებად. შეიძება მოგეწონოთ ფრილანს გახმოვანების სპეციალისტად მუშაობა. თუ მზად ხართ იმ სამუშაოსთვის და დროისთვის, რასაც ეს მოითხოვს, შეგიძლიათ გამოიმუშოთ თანხა როგორც თინეიჯერმა გახმოვანების სპეციალისტმა.

როგორ დავიწყო კარიერა თინეიჯერ გახმოვანების სპეციალისტად?

  1. სთხოვეთ ნებარტვა მშობლებს. თქვენ იმუშვებთ ონლაინში ადამიანებთან, რომლებსაც არ იცნობთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშობლები იყვნენ ჩართულნი. თუ ხართ 18 წლამდე, შეიძლება დაგჭირდეთ მათი დახმარება თქვენი ექაუნთის შექმნისთვის, რომ გადაგიხადონ.
  2. იყიდეთ აღჭურვილობა. არ გჭირდებათ ათასობით დოლარის დახარჯვა საუკეთესო აღჭურვილობაზე როდესაც ხართ დამწყები, მაგრამ კარგი იქნება რომ გქონდეთ კარგი მიკროფონი და ჩამწერი სოფთვეარი კომპიუტერში. მოძებნეთ კარგი მიკროფონი, ეს შეიძლება გაგრძელდეს წლები.

Blue microphones” არის კარგი დამწყებებისთვის რადგან მას აქვს პროფესიონალური ხარისხი მაგრამ ბევრი მათგანის ფასი არის 100$-მდე. ჩამწერი სოფთვეარისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ უფასო პროგრამა, ან მოძებნოთ პროგრამა როგორიც არის Audacity რომელიც საშუალებას მოგცემთ მარტივად გადააკეთოთ თქვენი აუდიო და შეინახოთ mp3-ში.

  1. დარეგისტრირდით ფრილანს ვებსაიტების ექაუნთბზე. არის ბევრი საიტი, რომელიც აკავშირებს ფრილანსერებს დამსაქმებლებთან. ჩვენ გთავაზობთ

UpWork და Fiverr. შეგიძლიათ დაიწყოთ ერთ-ერთი მათგანით. ორ სხვადასხვა საიტზე ექაუნთის შექმნის უპირატესობა არის ის, რომ არის მეტი კლიენტი, რომელსაც დაეკონტაქტები სამსახურის დასაწყებად. თუმცა შეიძება რთული იყოს სამუშაოს თვალყურის დევნება ორ პლატფორმაზე და რთულია კარგი რეიტინგის შექმნა, როდესაც სამსახურები იყოფა ორად. ზოგჯერ შეიძება გთხოვონ საქმის უფასოდ გაკეთება, მათი მაგალითია ადამიანები, რომლებიც ზედმეტად მეტს იხდიან სამსახურისთვის, ადამიანები, რომლებიც გთხოვენ მხოლოდ ფრილანს საიტის გარეთ კომუნიკაციას და ადამიანები, რომლებიც გთხოვენ პერსონალიზირებული ნიმუშის მიცემას სანამ გადაგიხდიან.ამ შემთხვევაში იყავით ძალიან ფრთხილად.

  1. შექმენით ნიმუშები. სანამ ვინმე დაგიქირავებთ, მოუნდებათ თქვენი ხმის ნიმუშის გაგება. საუკეთესო გზა თქვენი ნიმუშის ონლაინში ხელმისაწვომობისთვის არის ვიდეოს გადაღება და YouTube-ზე ატვირთვა. შეგიძლიათ ჩართოთ სლაიდები, რომელიც დემონსტრაციას ახდენს თუ რას აკეთებთ იმ ვიდეოში. შემდეგ აჩვენეთ რისი გაკეთება შეგიძლიათ. ერთი ვიდეო ჩაწერეთ იმის შესახებ თუ როგორ კითხულობთ, რომ ანახოთ როგორ შეგიძიათ აუდიოწიგნების გახმოვანება. სხვა ვიდეოში ისაუბრეთ პროდუქტზე, რომელიც მოგწონთ, როგორც სარეკლამო დემო. თუ გინდათ სცადოთ მსახიობობა, გამოიყენეთ მონოლოგი პოპულარული ფილმიდან რომ ანახოთ თქვენი შესრულების ნიჭი. თუ გსურთ, რომ ეს ვიდეოები მხოლოდ პოტენციურმა კლიენტებმა ნახონ, მაშინ დააყენეთ ისინი “Unlisted”-ზე რაც მხოლოდ იმ ადამიანებს მისცემს ვიდეოს ნახვის საშუალებას, რომლებსაც თქვენ გაუგზავნით ლინკს. თუ გსურთ, რომ ისინი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, შეგიძლიათ დააყენოთ ისინი ისე, რომ საჯაროდ გამოჩნდეს და ჩართეთ ლინკი ფრილანსერ პროფილზე.
  2. დააყენეთ თქვენი gigs-ი. ამას შეძლებთ მხოლოდ თუ იყენებთ Fiverr-ს. უნდა დააყენოთ gigs-ი რაც საშუალებაც მისცემს ყველას, რომ დაგიქირაონ მხოლოდ თქვენი პროფილის საფუძველზე. დააყენეთ რამდენიმე gigs-ი , თითო ყოველი გახმოვანებისთვის, ერთი ზოგადი გახმოვანებისთვის. უყურეთ სხვა გახმოვაბევის gigs-ს იდეებისთვის. შეგიძლიათ ატვირთოთ ნიმუში თითოეულ gig-ზე.
  3. დაიწყეთ შეთავაზებების შეტანა. Upwork-ზე დაგჭირდებათ მოძებნოთ გახმოვანების სამსახურები და შემდეგ შეთავაზების შეტანა. ყოველ თვე მოგაწვდიან “კავშირებს”, რაც საშუალებას მოგცემთ გარკვეული რაოდენობის შეთავაზებების. შეთავაზებაში უნდა უთხრათ ადამიანს რატომ ხართ კვალიფიციური სამუშაოსთვის, რამდენი გსურთ ანაზღაურება, რამდენად სწრაფად დაასრულებთ სამუშაოს. უნდა გაამახვილოთ ყურადღება სიაზე და გასცეთ პასუხი ყველა სპეციფიკურ კითხვას. Upwork-ზე აქ დაურთავთ თქვენი ნიმუშის ლინკს.
  4. პოტენციური კლიენტბეი შეიძლება დაგიკავშირდნენ, რომ გკითხონ რაიმე, ამიტომ ხშირად შეამოწმეთ საიტი რომ გასცეთ პასუხი რაც შეიძლება სწრაფად.
  5. შეუდექეით სამუშაოს! როდესაც შეთანხმებას მიაღწევთ ვინმესთან, დაიწყეთ მუშაობა. მიჰყევით მითითებებს და თუ კითხვა გაგიჩნდებათ, იკითხეთ სანამ გააგრძელებთ. გააკეთეთ მაქსიმუმი რომ მიიღოთ კარგი შეფასება.როდესაც გაგზავნით პირველ გახმოვანების ჩანაწერს, გახდებით თინეიჯერი გახმოვანების სპეციალისტი.

 

YouTuber

თქვენი საყვარელი YouTubers-ის ყურებაზე დროის დაკარგვას რატომ არ სჯობს სცადოთ თვითონ გამოიმუშაოთ თანხა როგორც YouTuber-მა? როდესაც იპოვით კარგ ვიდეოს შესაქმნელად, დაიწყეთ ატვირთვა და გეყოლებათ ბევრი გამომწერი. შემდეგ შეძლებთ თანხის გამომუშავებას როგორც თინეიჯერი YouTuber-ი.

რას აკეთებს თინეიჯერი YouTuber-ი?

თინეიჯერი YouTuber-ი არის ადამიანი, რომელიც ტვირთავს ვიდეოებს YouTube-ზე რეგულარულად და იღებს თანხას. არის ბევრი არხი ამიტომ ძნელია აირჩიოთ თუ რაზე იქნება თქვენი არხი. ზოგი ფოკუსირდება ვიდეო თამაშები, სახალისო ნივთებზე, სილამაზეზე და სხვა. როდესაც ხალხი აწვება რეკლამას თქვენს არხზე, YouTube გადაუხდის YouTuber-ს თანხას. YouTuber-ები არიან თვითდასაქმებული ამიტმო შეუძლიათ თავისი გზით მუშაობა. მაგრამ ისინი პასუხისმგებელნი არიან ვიდეოს თმების მოფიქრებაზე, ვიდეოს ჩაწერაზე, რედაქტირებაზე და გამომწერებთან ურთიერთობაზე.

რა ანაზღაურება აქვს თინეიჯერ YouTuber-ს?

თინეიჯერი YouTuber-ი არ გამოიმუშავებს ბევრს დასაწყისში,რადგან ბევრი ადამიანი არ აწვება რეკლამაზე. თუმცა პოპულარული  YouTuber-ები გამოიმუშავებენ დიდ თანხას, რადგან მათ ვიდეოს ბევრი ნახვა აქვს და ბევრი აწვება რეკლამაზე. უნდა გააგრძელოთ ვიდეოების გადაღება და საბოლოოდ გახდებით წარმატებული და გამოიმუშავებთ თანხას.

როგორ დავიწყო კარიერა, როგორც თინეიჯერმა YouTuber-მა?

1.სანამ დაიწყებთ, დაგჭირდებათ შესაბამისი აღჭურვილობა. თუ უნდა გახდეთ gamer-ი YouTuber-ი, მაშინ ეს ნაბიჯი უფრო მნიშვნელოვანი იქნება რადგან თამაშები უნდა ჩაიწეროთ კარგი ხარისხით. თუ არ აპირებთ, რომ გახდეთ gamer-ი, მაინც დაგჭირდებათ კარგი ლეპტოპი, რომ ვიდეოს ატვირთვა არ იყოს ხანგრზლივი. შეგიძლიატ მოძებნოთ საუკეთსო gaming ლეოპტი. დაგჭირდებათ კარგი მიკროფონი. ეს დაგეხმარეაბთ ვიდეოზე კომენატრების ჩაწერაში.

2.შეარჩიეთ თქვენი YouTube არხის თემა. ამაზე ფიქრის დროს ეცადეთ ფოკუსირდეთ იმაზე რაც მოგწონთ და გეხალისებათ. YouTuber-ობა არ უნდა იყოს ვალდებულება, არამედ ის რომ აკეთოთ ის რაც გიყვართ და მიიღოთ თანხა.

3.დაიწყეთ ვიდეოების გადაღება. პოპულარულ YouTuber-ებს აქვთ ვიდეოები რაც ჩანს გულრწფელი. თუ არაბუნებრივი იქნებით ეს უფრო დაემსგავსება გადაცემას, ვიდრე YouTuber-ობას.

4.გილოცავთ, თქვენ ხართ YouTuber-ი. შეიძება ახლა ბევრი ფანი არ გყავდეთ, მაგრამ მათი რიცხვი გაიზრდება როდესაც რეგულარუალდ დაპოსტავთ. თუ იქნებით კარგი YouTuber-ი, გეყოლებათ უფორ მეტი გამომწერი.

 

მუსიკის შემფასებელი

იცოდით, რომ შეგიძლიათ გამოიმუშაოთ მუსიკის მოსმენით, როგორც თინეიჯერმა შემფასებელმა? ახალ შემსრულებლებს და ჩამწერ კომპანიებს სჭირდებათ ადამიანები რომ მოუსმინონ და შეაფასო მუსიკა, სანამ გამოვა. 

რას აკეთებს თინეიჯერი მუსიკის შემფასებელი?

თინეიჯერი მუსიკის შემფასებელი არის ადამიანი, რომელიც უსმენს მუსიკას და აფასებს მას. ისინი აწვდიან ხარისხიან უკუკავშირს მუსიკაზე სანამ მუსიკა ცნობილი გახდება. საიტი, რომელზეც აირჩევთ მუსიკის მოსმენას, გეტყვით, რომ მოუსმინოთ მუსიკის კლიპს 1-2 წუთით, დაწეროთ შეფასება, შეასწოროტ თქვენი შეფასება და მიიღოთ ანაზღაურება.

თქვენი უკუკავშირი გაეგზავნება პროდუსერს რომელიც წაიკითხავს თქვენს უკუკავშირს. რაც უფრო დაეხმარება თქვენი შეფასება, უფრო მაღალ ქულას მოგანიჭებენ და მიიღებთ მეტ თანხას.

რა ანაზღაურება აქვს თინეიჯერ მუსიკის შემფასებელს?

დამწყებ მუსიკის შემფასებელს ექნება 10 ცენტრი ერთ შეფასებაში. ეს არის საათში 5 დოლარი. ეს დაბალი ანაზღაურებაა მაგრამ მაინც შეგიზიათ თანხის გამომუშავება. ამის გაკეთების გზა არის ხარისხიანი შეფასებების დაწერა რომ მიიღოთ მაღალი ქულა. ეს გაზრდის თქვენს ანაზღაურებას. http://www.slicethepie.com/ კარგად გიხსნით როგორ გამოიმუშაოთ თანხა ამ საიტებზე.

ეს შეიძლება არ იყოს ხანგრძლივი კარიერული გზა, მაგრამ გადაგიხდიან იმაში რასაც აკეთებთ უფასოდ. ამის უპირატესობა არის ის რომ გექენბათ ექსკლუზიური წვდომა მუსიკაზე რომელიც ჯერ არ არის საჯარო.

როგორ დავიწყო მუშაობა თინეიჯერ მუსიკის შემფასებლად?

1.სანამ დაიწყებთ, უნდა დაარეგისტრიროთ ექაუნთი Slice the Pie ან Music X-ray-ზე. ეს საიტები გაძლევენ საშუალებას მოუსმინოთ მუსიკას და შეაფასოთ იგი. ექუანთის შექმნისთვის დაგჭირდებათ მეილი და პერსონალური დეტალების შეყვანა. შემდეგ აირჩევთ რა ტიპის მუსიკა გინდათ რომ შეაფასოთ.

2.ახლა, როდესაც გაქვთ ექაუნთი, შეგიძლიათ დაამატოთ გადახდის მეტოდი. მარტივი გზა არის PayPal. თანხა შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინ შესყიდვებისთვის.

3. როდესაც შექმნით PayPal ექაუნთს, დაიწყებთ მუსიკის შეფასებას. უნდა მოუსმინოთ ერთი წუთის განმავლობაში სანამ შეიყვანთ თქვენს შეფასებას. არ დაგეაროთ შეფასების დაწერა. მისი ხარისხი განსაზღვრავს თქვენს რეიტინს და იმას თუ რამდენს გადაგიხდიან.

4. გილოცავთ! თქვენ ხართ მუსიკის შემფასებელი! შეიძლება ბევრი ანაზღაურება არ გქონდეთ მუსიკის მოსმენით, მაგრამ თვენ გააკეთებთ იმას, რაც გიყვართ. აღმოაჩენთ ახალ მუსიკას და მიიღებთ თანხას. თანხის გამოტანა შეგიძლიათ PayPal-ის მეშვეობით.

თქვენც შეგიძლიათ დაეუფლოთ უნარებს, რომლებიც დაგეხმარებათ სწავლის პარალელურად დასაქმებაში!

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა