IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

პროგრამირების ხუთი ენა, რომლებიც ქალბატონებმა შექმნეს

27.10.2020

731 ხედი

პროგრამული უზრინველყოფის განვითარების ინდუსტრიაში მამაკაცები დომინირებენ, თუმცა უკანასკნელ პერიოდში, ამ სფეროს განვითარებაში ქალბატონებიც არანაკლებ წარმატებას აღწევენ. ამის მიუხედავად, არც ერთი ქვეყანაში არ არის ფართოდ აღიარებული მათი წვლილი.

 

უკანასკნელი წლების მანძილზე პროგრამირება ქალებშის საკმაოდ პოპულარული გახდა და ქალი პროგრამისტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ „სუსტ სქესს“ განსაკუთრებულად დიდი როლი უჭირავთ პროგრამირების განვითარებაში. მსოფლიოში პირველი პროგრამისტიც სწორედ ქალი იყო.

 

ამ სტატიაში განვიხილავთ დაპროგრამების 5 ენას, რომლებიც სწორედ ქალბატონებმა შექმნეს.

 

1. ACR Assembly

ეს ენა ქეთლინ ბუთმა ჯერ კიდევ 1950 წელს, გაერთიანებული სამეფოს ბირკბეკის კოლეჯში მუშაობისას შექმნა. ამ დროს პროგრამირება ჯერ კიდევ ახალ სფეროს წარმოადგენდა და პროგრამები 0-ისა და 1-ის სერიებში იწერებოდა.

ამას მოჰყვა ცვლადი კალკულატორის, იგივე ARC-ის ენის შექმნა, რაც კომპიუტერული პროგრამების სიმარტივესა და საიმედოობას უზრუნველყოფდა.

 

2. COBOL

საერთო, ბიზნესზე ორიენტირებული ენე - COBOl 1959 წელს UNIVAC სისტემებზე მუშაობის დროს შექმნა ფრეის ჰოფერმა, რომელიც აშშ-ს საზღვაო ძალებში ზურგის მხარის ადმირალი გახლდათ.

ეს ენა თავდაპირველად აშშ-ს მთავრობისა და ბიზნესისთვის შეიქმნა, რომლებსაც პროგრამირების ენა მონაცემთა დასამუშავებლად სჭირდებოდათ. ჰოფერთა ერთად, ამ ენის განვითარებაში მნიშვნელოვანი  წვლილი შეიტანეს CODASYL-ის (მონაცემთა სისტემების ენების კონფერენცია) სხვა წევრებმაც.

 

3. FORMAC

ფორმულების მანიპულაციის კომპილატორი, ან იგივე FORMAC,  1962 წელს ჯინ სამეტმა შექმნა. ეს ენა 1950 წელს IBM-ის მიერ შექმნილი FORTRAIN-ის გაფართოებულ ვერსიას წარმოადგენს. კომპანიამ ჯინი პროგრამირების ენაზე მუშაობისთვის დაიქირავა. მას ასევე ევალებოდა, FORTRAIN-ი მათემატიკური და სამეცნიერო გამოთვლებისთვის გამოსადეგად ექცია.

1962 წელს ჯინმა დაასრულა FORMAC-ის შექმნა.  მოგვიანებით ეს ენა სიმბოლური მათემატიკური გამოთვლებით გახდა პოპულარული. 

 

           → დარეგისტრირდი ახლავე!

 

4. CLU

CLU 1974 წელს ბარბარა ლისკოვმა შექმნა. იგი ობიექტზე ორიენტირებული პროგრამული ენების შექმნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

ბარბარა აშშ-ში პირველი ქალბატონი იყო, რომელსაც კომპიუტერული მეცნიერებების დოქტორის წოდება მიენიჭა. ამ ენაზე მუშაობის დროს იგი MIT-ში (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტი) მოღვაწეობდა. მოგვიანებით ლისკოვმა შემოიტანა ისეთი ცნებებიმ როგორებიცაა მონაცემთა აბსტრაქტული ტიპები, იტერატორები და პარალელური დავალება.

მიუხედავად იმისა, რომ ენას ობიექტზე ორიენტირებული ძირითადი მახასიათებლები არ გააჩნდა, მან დიდი გავლენა იქონია თანამედროვე პროგრამირების ენების განვითარებაში, როგორებიცაა Java, Python და C++.

 

5. BBC BASIC

BBC BASIC-ი კომპიუტერულმა მეცნიერმა, სოფი უილსონმა შექმნა 1981 წელს. ეს იყო პროგრამირების პირველი ენა, რომელიც სპეციალურად სატელევიზიო პროგრამეისთვის, კერძოდ კი BBC-სთვის შეიქმნა. BBC-ს  სურდა ეთერში გაეშვა პროგრამა სახელწოდებით „კომპიუტერული წიგნიერების პროექტი“, პროგრამირების ეს ენაც სწორედ ამიტომ დაიწერა.

პროექტის მიზანი იყო ხალხი მოსახლეობაში პროგრამირების შესახებ ცნობიერების ამაღლება. მოგვიანებით, უილსონმა BBC-ისთვის დაწერა BASIC-ის ახალი ვერსია 16კბ-ს ფარგლებში. BBC BASIC მოიცავდა პროცედურებს, ფუნქციებს და IF-THEN-ELSE სტრუქტურას.

 

დასკვნა

ისტორიაში თუ ჩვენს თანამედროვეობაში არაერთი ქალბატონი მოღვაწეობდა პროგრამირების სფეროში და მათ საკმაოდ დიდი როლი მიუძღვით პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიის განვითარებაში. ამ ხუთმა ქალბატონმა კი განსაკუთრებული წარმატებით მიაღწიეს მიზანს იმ რესურსებით, რაზეც იმ დროს მიუწვდებოდათ ხელი. 

ჩვენთან, სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით!

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 100 ფილიალით!


გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

 

თბილისი,

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

News

Society 5.0 – როცა პროფესია აღარ არის სტატუსი, არამედ წვლილი საზოგადოების განვითარებაში

"ვინ ხარ?" – ექიმი, იურისტი, ინჟინერი, მასწავლებელი. თუმცა, თანამედროვე 2025 წლის რეალობაში, Society 5.0-ის კონცეფცია გვთავაზობს პრინციპულად განსხვავებულ პერსპექტივას:

საუკუნეების განმავლობაში პროფესიული იდენტობა წარმოადგენდა სოციალური სტატუსის ძირითად განმსაზღვრელს – "ვინ ხარ?" – ექიმი, იურისტი, ინჟინერი, მასწავლებელი. თუმცა, თანამედროვე 2025 წლის რეალობაში, Society 5.0-ის კონცეფცია გვთავაზობს პრინციპულად განსხვავებულ პერსპექტივას: პროფესია აღარ წარმოადგენს მხოლოდ ფორმალურ ტიტულს. ის გარდაიქმნება ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც ინდივიდს შ

ШАГ логотип

მოტივაცია

მინდა ვაკეთო ის, რაც მნიშვნელოვანია – მაგრამ ჯერ არ ვიცი რა არის მნიშვნელოვანი

თუ გსურთ აკეთოთ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ არ გიპოვიათ თქვენი გზა, ეს სტატია დაგანახებთ, როგორ შეიძლება ინტუიციაზე დაყრდნობილი პირველი ნაბიჯები, მრავალფეროვანი გამოცდილება და მენტორის მხარდაჭერა გახდეს თქვენი უნიკალური მიმართულების აღმოჩენის გასაღები.

თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვინც ამ გამოწვევას ებრძვის. ძალიან ბევრ ადამიანს უჩნდება განცდა, რომ მათში არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი, მაგრამ ჯერ ვერ აღმოუჩენიათ ზუსტად სად ან როგორ უნდა მოახდინონ ამ პოტენციალის რეალიზება. ეს მდგომარეობა არ წარმოადგენს სისუსტეს, პირიქით, ეს არის ძალიან ძლიერი საწყისი წერტილი პიროვნული განვითარებისათვის. თუ არ გსურთ უბრალოდ სამსახური დ

ШАГ логотип

ახალი პროფესიები, ახალი წესები 7 უნარი, რომელიც ნებისმიერ პროფესიონალს დასჭირდება 2030 წლამდე

შვიდი ფუნდამენტური უნარი, რომლებიც 2030 წლამდე ნებისმიერი პროფესიონალისთვის გადამწყვეტი გახდება. ეს უნარები სცდება ტექნიკურ ცოდნას და ეხება აზროვნების სტილს, თანამშრომლობას, ეთიკურ პასუხისმგებლობასა და ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის ახალ წესებს. თუ გსურთ მომავლის ბაზარზე კონკურენტუნარიანობა, აუცილებელია სწორედ ამ კომპეტენციების განვითარება.

თანამედროვე რეალობაში უკვე არავის უკვირს, როდესაც ერთი ადამიანის პროფესიული იდენტობა მოიცავს რამდენიმე განსხვავებულ როლს: პროგრამისტი, კონტენტის მენეჯერი, ხელოვნური ინტელექტის ტრენერი და პარალელურად სოციალური პროექტის განმავითარებელი. ეს მრავალმხრივობა არ წარმოადგენს ქაოტურ გამონაკლისს - ეს არის ახალი, სისტემური წესრიგი, სადაც პროფესიული საზღვრები იშლება, ტრანსფორ

ШАГ логотип

როგორ ზრდის AI დეველოპერების მოთხოვნებს?

ხელოვნური ინტელექტი არ ცვლის დეველოპერებს, ის ზრდის მათ მნიშვნელობას. AI-ის ეპოქაში მოთხოვნა იზრდება იმ პროფესიონალებზე, ვინც ფლობს როგორც პროგრამირების საფუძვლებს, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას.

ბოლო წლებში ხელოვნურმა ინტელექტმა ტექნოლოგიური სფეროს განვითარება სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანა. დღეს უკვე პროგრამისტი აღარ არის მხოლოდ კოდირების შემსრულებელი — AI მას აძლევს საშუალებას, იფიქროს უფრო სტრატეგიულად, შექმნას უფრო რთული არქიტექტურები და მოერგოს სწრაფად ცვალებად გარემოს. ეს იმას ნიშნავს, რომ დეველოპერებზე მოთხოვნა იზრდება არა რაოდენობრივად, არამედ ხარ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა