IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

რა არის პერსონალური ბრენდინგი?

10.05.2021

1112 დათვალიერება

თუ მე ვკითხავდი 5 ადამიანს, რომლებმაც იციან თუ თქვენ საქმეში ხართ კარგი, რა გხდით უნიკალურს, რას მიპასუხებდნენ? გამცემდნენ იმავე პასუხს, რასაც მიპასუხებთ თქვენ?

  • პერსონალური ბრენდინგი მიზანისა და ორიენტირის არჩევაა, რეპუტაციის შენების გზაზე
  • პერსონალური ბრენდინგი უზრუნველყოფს, რომ ადამიანები გხედავდნენ ისე, როგორც თავად გსურს რომ დაგინახონ

 

ჩემი სახელია ლიდა სიტროენი და ვარ რეპუტაციის მენეჯმენტისა და პერსონალური ბრენდინგის სპეციალისტი. 20 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილებიათ, ხელმძღვანელებთან, პროფესიონალებთან და კორპორატიულ გუნდებთან, მათ ვასწავლიდი როგორ გამხდარიყვნენ უფრო მიზანმიმართული და სტრატეგიული ცხოვრებაში, როგორ წარმოაჩენდნენ საკუთარ თავს კარიერასა და საქმიან ურთიერთობებში. ამ კურსში გასწავლით როგორ შექმნათ პერსონალური ბრენდი და წახვიდეთ წინ სანდოობისა და საკუთარი საქმისადმი სიყვარულით, რათა გახდეთ კონკურენტებს შორის გამორჩეული!

 

შენი პერსონალური ბრენდის შექმნა

- რა მოხდება, თუ გეტყვი, რომ შენი წარმატება კარიერაში პირდაპირ პროპორციულია შენს შესაძლებლობასთან შექმნა და შეინარჩუნო გავლენის სფეროები? სხვადასხვა მიმართულებით გავლენის სფერო მოითხოვს ძლიერ და მყარ პერსონალურ ბრენდინგს. მაშინ, რა არის ბრენდი? ეს გამოცდილების მოლოდინია. ადამიანს ეხმარება წინასწარ გაიგონ, რას იგრძნობენ, თუ იმუშავებენ ან დროს გაიყვანენ შენთან ერთად. რას ვიგრძნობ თუ აგიყვან, დაგიქირავებ ან დაგაწინაურებ?  შენი პერსონალური ბრენდი შენი მზარდი რეპუტაციაა. ის შენი საკუთრებაა. შენი გავლენა ეუბნება ადამიანს, თუ რას უნდა მოელოდეს შენგან

 

პერსონალური ბრენდინგის პროცესი საკმაოდ მარტივია, მაგრამ არა ადვილად სამართავი. დაუსვით საკუთარ თავდ ისეთი შეკითხვები, რომლებმაც შესაძლოა კომფორტის ზონიდან გამოგიყვანოთ. მაგრამ იცოდეთ, ეს შეგიქმნით კონკურენციულ უპირატესობას. გეცოდინებათ, როგორ დააყენოთ საკუთარი თავი სხვების საპირისპიროდ.

 

ჩაერთეთ ჩვენს ონლაინ აკადემიაშიშეისწავლეთ ინტერიერის დიზაინი მსოფლიო ბრენდისგან

 → დარეგისტრირდი ახლავე!

 

პერსონალური ბრენდინგი მთლიანად კონტროლზეა დაფუძნებული. მოგწონთ კონტროლი? მე მიყვარს. კონტროლი ჩემთვის ნიშნავს არჩევანს, გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, პერსონალური ბრენდინგი გიქმნის კონტროლის გრძნობას, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ იგი განტოლების ემოციური მხარეა. პერსონალური ბრენდინგი - ის, რასაც ადამიანები გრძნობენ და რაც გაძლევს განზრახვისა და სტრატეგიის განცდას, რათა მიიღო გადაწყვეტილებები კარიერის აწყობის პროცესში.

 

კარიერული პერსპექტივების შექმნა

- როდესაც უყურებ შენს კარიერასა და იმას, თუ სად ხარ ახლა, შეგიძლია გულწრფელად უპასუხო კითხვას, როგორ მოხვედი აქამდე?  შენით შექმენი ის, თუ ვინმე სხვამ შენთვის?

 

მახსოვს, საუბრისას ერთ-ერთ მომხმარებელს დავუსვი ეს კითხვა. მან კი ძალიან გულწრფელად მიპასუხა და მითხრა: „რეალურად, სამუშაოს იმის მიხედვით ვირჩევდი, რომ ვიღაც თვლიდა, ეს კონკრეტული რაღაც კარგად გამომივიდოდა, ან მთავაზობდა მეტ ანაზღაურებას, ან მეტ გართობასა და მეც მივდიოდი ამ მიმართულებით. რეალურად, რაიმე სტრატეგია არ დამისახავს“

 

მე ვმუშაობ მრავალ ჩამოყალიბებულ მაგრამ მზარდ ბიზნეს ლიდერთან, მეწარმესთან, მაღალპოტენციურ თანამშრომელთან, სამუშაოს მაძიებელთან, სტუდენტთან, რეალურად, ყველასთან, ვისაც სურს თავისი კარიერული ზრდის მეტად გაკონტროლება. ეს არ ნიშნავს მუდმივ ცვლილებებს, პერსონალური ბრენდინგი გაძლევს საშუალებას დაიჭირო მომენტი, გაჩერდე სადაც ხარ და ჰკითხო შენს თავს: სად მინდა წავიდე? მე მომწონს პერსონალური ბრენდინგის ამგვარი ახსნა: იგი იღებს შენი კარიერიდან შემთხვევითობებს და გაძლევს საშუალებას დაისახო გეგმა და სტრატეგია, რომლებიც ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარება. ამიტომ შეგიძლია დაფიქრდე, ვინ გინდა იყო 5 წელში? რა გიყვარს, რისი კეთება გსიამოვნებს? ვინაა შენი შთაგონება? რა უნარები და ნიჭი გაქვს, რომლების განვითარებაც გსურს? უნდა აღვნიშნო, რაც შეგიძლია არ ნიშნავს, რომ უნდა გააკეთო და, ამის მსგავსად, რაც გსურს, არ ნიშნავს, რომ შეგიძლია. ამ კურსის განმავლობაში ჩვენ ღრმად გამოვიკვლევთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადგილი, სადაც ახლა იმყოფებით, რისი გაკეთება გსურთ თქვენს კარიერაში და რა არის ამისთვის საჭირო.  თქვენ აღმოაჩენთ, რომ შეძლებთ რეაქტიული კარიერიდან გადახვიდეთ რაიმე უფრო მიზანმიმართულსა და აქტიურში.

 

გავლენის ზრდა

- შენ შეიძლება ეძებ ახალ სამსახურს, გსურს დაწინაურება, ან ეძებ რაიმე დამატებით ინსტრუმენტებსა და რესურსებს იმ სამსახურში, სადაც ახლა ხარ. თუ შენ არ შეგიძლია ზუსტი და ძლიერი ღირებულების შეთავაზება, პერსნალური ბრენდის, მაშინ ძალიან რთულია მოახდინო დადებითი გავლენა ადამიანებზე, რომლებიც წყვეტენ დაგასაქმონ თუ არა, მოგცენ ეს რესურსები თუ არა. ეს ადამიანები შენი სამიზნე აუდიტორიაა და ამიტომ სწორად უნდა წარსდგე მათ წინაშე. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე საუბარს მოვრჩი, ერთი ქალი მომიახლოვდა და მითხრა: „ლიდა, პრობლემა მაქვს. მე კომპანიაში ყველა როგორც ოფისის დედას, ისე მცნობს. ხელმძღვანელობამ უკვე ორჯერ „გამომტოვა“ დაწინაურებისას, რადგან ფიქრობენ, რომ ოფისის დედა ვარ“. ჩვენ ვისაუბრეთ, თუ რა ქცევას გამოხატავდა იგი იმისათვის, რომ შეექმნა ასეთი ბრენდი და აღმოვაჩინეთ, რომ ის იყო, ვინც ყიდულობდა დაბადების დღეების ტორტებს, ავრცელებდა ბარათებს, ორგანიზებას უწევდა პიკნიკებს და აკეთებდა ისეთ საქმეებს, რაც „დედობრივი“ იყო მის სამსახურში. ეს კი მას ხელმძღვანელების თვალში არ წარმოაჩენდა როგორც ლიდერსა და დასაწინაურებელ კადრს. ამიტომ მას უნდა განეხორციელებინა რაღაც ცვლილებები. როდესაც ზუსტად იცი შენი შეთავაზების ღირებულება, სამიზნე აუდიტორია და  მისწრაფებები, მაშინ უკვე შეგიძლია გავლენის გაზრდა. გავლენის ზრდა გადაწყვეტილების მიმღებებსა და კოლაბორატორებზე სამსახურში ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია მათი მოთხოვნების აღმოჩენა და მათზე რეაგირება, მაგრამ ასევე გაქვს სტრატეგია, თუ როგორ გინდა გხედავდნენ სხვები.

 

ვისაუბროთ სანდოობაზე, რადგან არცერთი პიროვნული ბრენდი არ ღირს არაფრად, თუ სანდო არ ხარ. ამიტომ განვიხილოთ მისი შექმნის ფორმულა შენი პერსონალური ბრენდისთვის. ესაა - ღირებულებები+ქმედება=სანდოობა. პირველ რიგში, უნდა დაიწყო ფასეულობების დაზუსტებით. რისი გჯერა? რა არის ისეთი მნიშნელოვანი შენს მორალურ სტრუქტურასა და დნმ-ში, რომ, თუ ის არ იქნებოდა, შენ შენ არ იქნებოდით? რისი გწამს, რისთვისაც იბრძოლებდი? და შემდეგ, როგორ გამოხატავ მას? როგორ იქცევი, რომ შეესაბემოდე ამ ღირებულებებს? ესაა სიტყვების საქმედ ქცევის იდეა

 

აუცილებელია შეგეძლოს ადამიანებს უთხრა რას წარმოადგენ და შემდეგ მოქმედებით დაუმტკიცო. ამგვარად აგროვებ ნდობას და იღებ სანდოობას. ბევრი თქვენგანი ძალიან კარგად მუშაობს, იღებს ძალიან კარგ გადაწყვეტილებებს, ცხოვრობს პატიოსნად, მაგრამ არ ეუბნება ადამიანებს რატომ. თქვენ არ აკავშირებთ ამ მოქმედებებს ღირებულებებთან და ამიტომ არ იღებთ ნდობას. ხოლო პიროვნული ბრენდინგის სამყაროსა და კარიერულ განვითარებაში, გავლენის ზრდისათვის სანდოობაა საჭირო. ამიტომ, მსურს, რომ ცოტა ხანი დაფიქრდეთ თქვენს ღირებულებებზე. იფიქრეთ, რისი გწამთ რეალურად და იყავით უფრო კონკრეტული. შორს დაიჭირეთ თავი ზედმეტობებისაგან. რეალურად ჩაუღრმავდით თქვენს ფასეულობებსა და ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორ ახდენთ მათ რეალიზებას.

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

სამუშაოების ახალი ევოლუცია

როგორ იცვლება პროფესიები ტექნოლოგიური ბუმის ფონზე? გაიგე, რატომ სჭირდებათ ახალ თაობებს ჰიბრიდული უნარები და როგორ ამზადებს IT აკადემია Step აკადემია მომავალ პროფესიონალებს ცვალებადი სამუშაოსთვის.

21-ე საუკუნის დასაწყისში „პროფესია“ აღიქმებოდა როგორც სტაბილური რუტინა: კაბინეტი, ფიქსირებული გრაფიკი და ვიწრო სპეციალიზაცია. თუმცა ტექნოლოგიურმა ბუმმა ეს სტრუქტურა თავდაყირა დააყენა. დღეს, როცა ხელოვნური ინტელექტი ქმნის დიზაინს, წერილებს და კოდსაც კი, სამუშაოს ახალი ევოლუცია იწყება იქ, სადაც ადამიანური უნარები ციფრულ შესაძლებლობებთან იკვეთება. სწორედ ამიტომ ჩნდება ახ

ШАГ логотип

დიზაინერი AI-ის ეპოქაში - ახალი კომპეტენციების საჭიროება

AI-ის ეპოქაში დიზაინერის როლი რადიკალურად ტრანსფორმირდება — ხელოვნური ინტელექტი ხდება მისი ასისტენტი და პარტნიორი, რაც მოითხოვს ახალ კომპეტენციებს: prompt engineering, AI ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება, მონაცემთა ანალიზი, ეთიკური პასუხისმგებლობა და უწყვეტი განვითარება. თანამედროვე დიზაინერი უკვე აღარ არის მხოლოდ შემსრულებელი, ის სტრატეგიულად მართავს AI-ს, აძლევს მას ადამიანურ ღირებულებებს და ქმნის ინოვაციურ, მომხმარებელზე ორიენტირებულ გამოცდილებებს.

ყველა ვხედავთ, ყველა ვამჩნევთ გარდამტეხ, რევოლუციურ ფაზას, რასაც ხელოვნური ინტელექტი ქმნის დიზაინის სფეროში. კრეატიული პროცესების ავტომატიზაცია, უკვე უპრეცედენტო შესაძლებლობებს იძლევა. ეს ტრანსფორმაცია არამხოლოდ ცვლის დიზაინერის ყოველდღიურ საქმიანობას, არამედ მოითხოვს მისგან ახალ კომპეტენციებსა და უნარებს, რომ წარმატებული იყოს, ამ მუდმივად ცვალებად გარემოში.  AI როგ

ШАГ логотип

მოტივაცია

სამაირა მეჰტა - წარმატებული ისტორიები 20 წლამდე ასაკში

სამაირა მეჰტას ისტორია - 8 წლის ასაკში შექმნილი "CoderBunnyz" თამაშიდან ბიზნესამდე. ახალგაზრდა მეწარმის წარმატების ისტორია და გაკვეთილები IT სფეროში.

2016 წელს, მხოლოდ 8 წლის ასაკში, სამაირა მეჰტამ შექმნა "CoderBunnyz" - პროგრამირების სასწავლო თამაში ბავშვებისთვის. ეს იყო მომენტი, როდესაც ახალგაზრდა გოგომ პირველად აჩვენა, რომ ასაკი არ არის ბარიერი ინოვაციისა და წარმატებისთვის. მისმა იდეამ დაუყოვნებლივ მოიპოვა აღიარება და 9 წლის ასაკში სამაირა უკვე გამოდიოდა სპიკერად Microsoft-ისა და Google-ის ღონისძიებებზე. მისი იდეა მარტივი, მაგრამ გენიალურ

ШАГ логотип

AI თავდასხმა თუ AI თავდაცვა - კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები ციფრულ ეპოქაში

AI თავდასხმებს AI თავდაცვა უპირისპირდება - გაიგე, როგორ იცვლება კიბერუსაფრთხოების სფერო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და რატომ არის კიბერუსაფრთხოება მომავალის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი პროფესია.

წარმოიდგინე, ყველაზე ცუდი სცენარი: კიბერკრიმინალები – ის ადამიანები, ვინც თქვენი ციფრული ცხოვრების მოპარვას ცდილობენ – ახლა ისინი იყენებენ  AI-ის,  რათა თავდასხმები რეალური გახადონ. ხელოვნური ინტელექტი ქმნის მიზნობრივ ფიშინგს – ყალბ ელექტრონულ წერილებს, რომლებიც ისე ზუსტად ჰგავს რეალურს, რომ შესაძლოა ეჭვიც არ გაგიჩნდეს და გაებათ მათ მახეში. კიდევ უფრო საშიშია Deepfake  – AI-ის მიე

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა