IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

რატომ ესაჭიროებათ კომპანიებს მონაცემთა მთავარი ოფიცერი?!

02.04.2021

524 დათვალიერება

West Monroe-ს ექსპერტის აზრით ორგანიზაციები აღიარებენ კომპანიაში აღმასრულებლის არსებობის მნიშვნელობას, რომელიც მათ გაუწევს მონაცემთა აქტივების ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების სამსახურს
 

მონაცემთა მნიშვნელობის, როგორც ორგანიზაციული აქტივის უარყოფა შეუძლებელია და West Monroe-ს ციფრული კონსალტინგის მიმდინარე კვლევა ითვალისწინებს მთავარი ციფრული ოფიცრების (CDO) დაქირავების საკითხს.

 

ორგანიზაციებისთვის მოპოვებულ ინფორმაციებს და მათ გენერირებას დიდი ღირებულება აქვს, თუმცა, მთავარი მათი მართვა და მონეტიზაციის გზების მიგნებაა

 

იხილეთ: IT სამუშაო და ანაზღაურების გზამკვლევი: ტექ-ინდუსტრიაში უმაღლესი ხელფასები, ყველაზე მაღალანაზღაუდებადი ქალაქები, და ანაზღაურების გაზრდის ხერხები  (TechRepublic Premium)

 

მტკიცებულება თქვენს წინაშეა, ამბობს დუგ ლეინი, West Monroe-ს ინოვაციის თანამშრომელი. მონაცემთა მთავარი ოფიცრის მქონე ორგანიზაციები 7-ჯერ უფრო მაღალი ალბათობით გენერირებენ გარე მონეტარულ ღირებულებას თავიანთი მონაცემების საშუალებით შედარებით იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც არ ყავთ აღნიშნული თანამშრომელი, თქვა მან.  გარდა ამისა, ისინი 3-ჯერ უფრო მაღალი ალბათობით წარმოქმნიან კომერციული ღირებულების სხვა ფორმებს, მათი მონაცემების გარე გაცვლით ბიზნეს პარტნიორებთან და სხვებთან.

 

„ნებისმიერი კომპანია, რომელსაც სურს იყოს წარმატებული საინფორმაციო ეპოქაში ან მონაცემთა ეკონომიკაში, საჭიროებს აღმასრულებელს, რომელიც პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული იქნება ბიზნესის მონაცემთა აქტივებზე,“ განაცხადა ლეინმა, რომელიც აგრეთვე არის წიგნის ავგტორი სახელწოდებით ინფონომიკა: როგორ ვაწარმოოთ მონეტიზირება, მართვა და ინფორმაციის, როგორც აქტივის გაზომვა კონკურენტული უპირატესობის მიღწევისთვის (Infonomics: How to Monetize, Manage, and Measure Information as an Asset for Competitive Advantage).

 

უწყვეტი ტექნოლოგიური ზრდისთვის, სტაბილური წინსვლისთვის საჭიროა, რომ ორგანიზაციაში ამ მიმართულებით იყოს პასუხისმგებელი პირი, დასძინა მან. ”ვფიქრობ, დროა CIO–ს როლი განცალკევდეს მთავარი ტექნოლოგიის ოფიცრისა და მონაცემთა მთავარი ოფიცრის პოზიციებად.”

ეს არ არის სულ ახალი კონცეფცია. ორგანიზაციებში არის 10 000-დან 15 000-მდე CDO, რომლებსაც „სურთ წარმატება და არა უბრალოდ გადარჩენა“ თქვა მან. აღნიშნული ორგანიზაციები აღიარებენ აღმასრულებლის მნიშვნელობას, რომელიც უზრუნველყოფს მათი მონაცემთა აქტივების ზედამხედველობის ვალდებულებასა და ანგარიშვალდებულებას, თქვა ლეინმა.

იხილეთ: დიდი მონაცემების მართვის ხერხები  (უფასო PDF) (TechRepublic)

 

კვლავ ფიქრობ თუ რომელია მომავლის პროფესია?
 დარეგისტრირდი ახლავე!

 

ფინანსურ მომსახურფებაში მყოფ CDO-ებს ევალებათ შესაბამისობის უზრუნველყოფა 

აღნიშნული შეესატყვისება CDO-ს პოზიციის ახალ კვლევას ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში, რომლიც მიხედვითაც მონაცემთა აგრეგაციის რისკი არის მათი შესაბამისობის უპირველესი გამოწვევა. Worldwide Business Research and InterSystems-ის კვლევის მიხედვით, ამ ორგანიზაციების დაახლოებით 88% მთლიანი მონაცემების საქმიანობის ბიუჯეტის 40%-ს ან მეტს უთმობს შესაბამისობის ფუნქციებს.

 

კვლევამ აჩვენა, რომ ორგანიზაციების 69% ასახელებს მონაცემთა მოხმარების თვალსაჩინოების ნაკლებობას, რაც ხელს უშლის შეტევითი მონაცემთა მართვის სტრატეგიის განხორციელებას. გარდა ამისა, გამოკითხულთა 87% ამბობს, რომ ისინი ახორციელებენ მონაცემთა მართვის სტრატეგიულ ინიციატივებს მომგებიანობის ასამაღლებლად და მომხმარებელთა შედეგების გასაუმჯობესებლად.

 

ლეინის კვლევის თანახმად, ბევრ CDO–ს ბიზნესის ძლიერი გამოცდილება აქვს, მაგრამ მათ ესმით მონაცემთა ცნებები და არქიტექტურა და ფლობენ მონაცემთა ანალიზის ძლიერ უნარებს

 

ანალოგიურად, WBR და InterSystems–ის კვლევაში ნათქვამია, რომ CDO-ები იყენებენ მონაცემთა მართვის ახალ ტექნოლოგიებსა და არქიტექტურას, როგორიცაა მონაცემთა ქსოვილები, ავტომატიზირებული მმართველობა, ე.წ. მანქანური სწავლება, მონაცემთა წარმოშობა და ბლოკჩეინი მათი უზარმაზარი ბიზნესის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

 

როგორ აღიქვამენ CDO-ს

ლეინის კვლევის სხვა დასკვნებს შორის გამოყოფილია CDO–ს ორი ტიპი: ერთი, რომელსაც აქვს C დონის პოზიცია და მეორე უფრო სტრატეგიული ტიპის ან CIO–ს მრჩეველი. C დონის CDO–ს მქონე ორგანიზაციები დაახლოებით 4-ჯერ უფრო ხშირად ამბობენ, რომ ისინი იყენებენ მონაცემებს ბიზნესის გარდაქმნისთვის და 3-ჯერ მეტი ალბათობით აზიარებენ მონაცემებს თავისუფლად (ან მონაცემებს დემოკრატიზაციას უკეთებენ) ბიზნეს ერთეულებს შორის, თქვა მან.

 „ამავე დროს, ისინი, ვისი CIO-ებიც არიან მხოლოდ პასუხისმგებელნი მონაცემთა აქტივებზე, 50% ნაკლები ალბათობით განიცადეს განვითარება მოწინავე ანალიტიკის გამოყენების მხრივ“, აღნიშნა ლეინმა.  „აღნიშნული უმეტესწილად უკავშირდება იმას, რომ „არ შეიძლება იმის მართვა რისი გაზომვას არ შეიძლება, და არ შეიძლება მონეტიზირება იმისი, რასაც სათანადოდ ვერ მართავ“. ჩვენ დავასკვენით, რომ C-დონის CDO-ს მქონე ორგანიზაციები 3-4-ჯერ მეტი ალბათობით ფორმალურად აფასებენ თავიანთ მონაცემებს. ეს ყველაფერი იწყება იმის გაცნობიერებით, თუ რა მონაცემები გაქვთ და რა არის მათი ღირებულება, განსაკუთრებით თუ რა არის აუთვისებელი ღირებულება“.

 

 

რა არის საჭირო წარმატებული CDO-სთვის?

  • საშუალოდ მონაცემთა მთავარი ოფიცერის სტაჟი შეადგენს 2 წელს, CDO-ების 21% გადადის თანამდებობაზე CDO-ის სხვა პოზიციიდან, ხოლო CDO-ის 32% პროცენტი დაწინაურებულია პოზიციაზე კომპანიის შიგნით, აღნიშნა მან.
  • მათ საშუალება აქვთ დაეხმარონ ბიზნესს მონაცემთაგან ახალი ღირებულების გამომუშავებაში, ხოლო ასევე უზრუნველყოფენ მათ კარგად დაცვას, დაცვას და მმართველობას. ”ასევე ვხვდები, რომ წარმატებული CDO ძალიან ძლიერია ცვლილებების მენეჯმენტში,” - თქვა ლეინმა.
  • წარმატებულებს აქვთ უნარი დაეხმარონ ბიზნესს გამოიუმუშვონ ახალი ღირებულება მონაცემების საშუალებით და ამავე დროს, ასევე უზრუნველყოფენ მათი სათანადო უსაფრთხოება, დაცვა და მმართველობა. ”ასევე ვხედავ, რომ წარმატებული CDO ძალიან ძლიერია ცვლილებების მენეჯმენტში,” - თქვა ლეინმა.
  • მან დაადასტურა, რომ "ძალიან რთულია" ადამიანების პოვნა, რომლებსაც აქვთ, როგორც ბიზნესის და ასევე ტექნიკური უნარები. ლეინის აზრით, უფრო მნიშვნელოვანია, ბიზნესისა და მონაცემთა ცოდნის უნარების მქონე კანდიდატების ძიება, რომლებსაც უფრო ესმით ანალიტიკა და არა ტექნიკური უნარების მხარეზე ორიენტირება.
  • აღნიშნული პოზიცია ასევე მოიცავს დამაიმედებელ დაწინაურებას.  არა CDO-ის პოზიციებზე დაწინაურებული CDO-ების 44% პროცენტი შეადგენს CEO/პრეზიდენტი/COO/CFO/CIO-ების პოზიციებს, თქვა ლეინმა.

 

აღნიშნული მონაცემები აღებულია ორგანიზაციებში მონაცემთა მთავარი ოფიცრის და მონაცემთა და ანალიტიკის პოზიციების West Monroe-ს მიმდინარე კვლევიდან, რომელსაც დღემდე გამოკითხული ჰყავს 500-ზე მეტი ორგანიზაცია.

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.g



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

რას ნიშნავს “სწავლის უნარი” მომავალში?

სწავლა აღარ არის მხოლოდ წიგნების ზეპირად დამახსოვრება — მომავლის უნარია სწრაფი ადაპტაცია და ახალი ცოდნის მუდმივი ათვისება. თუ გინდა შენი შვილი იყოს წარმატებული პროფესიულ სამყაროში — ასწავლე სწავლის სიყვარული.

მომავლის პროფესია იწყება სწავლის უნარით დღეს „სწავლის უნარი“ აღარ ნიშნავს მხოლოდ წიგნის გახსნას და ზეპირად დამახსოვრებას. ტექნოლოგიების ეპოქაში ეს გულისხმობს სისწრაფეს, რომლითაც ახალი ინფორმაციას ითვისებ, და გონებრივ მოქნილობას, რომ სწრაფად მოერგო ცვალებად გარემოსა და ახალ რეალობებს. თანამედროვე და განსაკუთრებით მომავლის პროფესიული კარიერა მოითხოვს უწყვეტ განვითა

ШАГ логотип

News

Society 5.0 – როცა პროფესია აღარ არის სტატუსი, არამედ წვლილი საზოგადოების განვითარებაში

"ვინ ხარ?" – ექიმი, იურისტი, ინჟინერი, მასწავლებელი. თუმცა, თანამედროვე 2025 წლის რეალობაში, Society 5.0-ის კონცეფცია გვთავაზობს პრინციპულად განსხვავებულ პერსპექტივას:

საუკუნეების განმავლობაში პროფესიული იდენტობა წარმოადგენდა სოციალური სტატუსის ძირითად განმსაზღვრელს – "ვინ ხარ?" – ექიმი, იურისტი, ინჟინერი, მასწავლებელი. თუმცა, თანამედროვე 2025 წლის რეალობაში, Society 5.0-ის კონცეფცია გვთავაზობს პრინციპულად განსხვავებულ პერსპექტივას: პროფესია აღარ წარმოადგენს მხოლოდ ფორმალურ ტიტულს. ის გარდაიქმნება ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც ინდივიდს შ

ШАГ логотип

მოტივაცია

მინდა ვაკეთო ის, რაც მნიშვნელოვანია – მაგრამ ჯერ არ ვიცი რა არის მნიშვნელოვანი

თუ გსურთ აკეთოთ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ არ გიპოვიათ თქვენი გზა, ეს სტატია დაგანახებთ, როგორ შეიძლება ინტუიციაზე დაყრდნობილი პირველი ნაბიჯები, მრავალფეროვანი გამოცდილება და მენტორის მხარდაჭერა გახდეს თქვენი უნიკალური მიმართულების აღმოჩენის გასაღები.

თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვინც ამ გამოწვევას ებრძვის. ძალიან ბევრ ადამიანს უჩნდება განცდა, რომ მათში არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი, მაგრამ ჯერ ვერ აღმოუჩენიათ ზუსტად სად ან როგორ უნდა მოახდინონ ამ პოტენციალის რეალიზება. ეს მდგომარეობა არ წარმოადგენს სისუსტეს, პირიქით, ეს არის ძალიან ძლიერი საწყისი წერტილი პიროვნული განვითარებისათვის. თუ არ გსურთ უბრალოდ სამსახური დ

ШАГ логотип

ახალი პროფესიები, ახალი წესები 7 უნარი, რომელიც ნებისმიერ პროფესიონალს დასჭირდება 2030 წლამდე

შვიდი ფუნდამენტური უნარი, რომლებიც 2030 წლამდე ნებისმიერი პროფესიონალისთვის გადამწყვეტი გახდება. ეს უნარები სცდება ტექნიკურ ცოდნას და ეხება აზროვნების სტილს, თანამშრომლობას, ეთიკურ პასუხისმგებლობასა და ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის ახალ წესებს. თუ გსურთ მომავლის ბაზარზე კონკურენტუნარიანობა, აუცილებელია სწორედ ამ კომპეტენციების განვითარება.

თანამედროვე რეალობაში უკვე არავის უკვირს, როდესაც ერთი ადამიანის პროფესიული იდენტობა მოიცავს რამდენიმე განსხვავებულ როლს: პროგრამისტი, კონტენტის მენეჯერი, ხელოვნური ინტელექტის ტრენერი და პარალელურად სოციალური პროექტის განმავითარებელი. ეს მრავალმხრივობა არ წარმოადგენს ქაოტურ გამონაკლისს - ეს არის ახალი, სისტემური წესრიგი, სადაც პროფესიული საზღვრები იშლება, ტრანსფორ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა